კრიზისების საბჭო ახლობლების თავშესაფარია და მეტი არაფერი!

კრიზისების საბჭო ახლობლების თავშესაფარია და მეტი არაფერი!

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ერთი საბჭოთა ფილმი გამახსენა - “იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში”, სადაც, თუ გახსოვთ, ქალაქში ლომი დარბის. ჩვენთან კი, - ვეფხვი... თქვე მამაცხონებულებო, ამხელა სპეცრაზმი გყავთ დაზაჩისტკასვერ აკეთებთ? დაგეშილი ძაღლებიც გყავთ, რომლებიც ნარკოტიკს ეძებენ და ცხოველს ვერ მოძებნიან? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ? ეს საქმის უცოდინარობაა. ჯანსუღის თქმისა არ იყოს, ვერ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია და ყველაფერი ეს ბიძინა ივანიშვილს ურტყამს!.. თუ უნდათ, დამიჭირონ, ფეხზე მკიდია, ვიღაცამ სიმართლე ხომ უნდა თქვას? ჰოდა, ვამბობ: კრიზისების საბჭო ახლობლების თავშესაფარია და მეტი არაფერი!” - აცხადებსქართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ 13 ივნისის სტიქიას ხელისუფლებაში გარკვეული წმენდა მოჰყვეს. ქართველი სპეცსამსახურელი კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ლაპარაკობს და აქვე, განმარტავს, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკი შესაძლოა, სისხლის სამართალშიც მიეცეს.

- ბატონო კოტე, კრიზისების მართვა სტიქიის შემდეგ შექმნილ ვითარებასაც გულისხმობს?

- რა თქმა უნდა.

- ეროვნულ უსაფრთხოებაში სტიქიური უბედურებაცშედის”?

- ცხადია. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მხოლოდ საგარეო საფრთხეს კი არა, სტიქიურ უბედურებას, ბუნებრივ კატაკლიზმებსა და ენერგოუსაფრთხოებასაც მოიცავს.

- ესე იგი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში წერია, სტიქიური უბედურების დროს სახელმწიფო როგორ უნდა მოიქცეს, არა?

- დიახ, წერია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს მთავარი დოკუმენტი, ანუ კონცეფცია შესაცვლელია და ხალხს, რომელიც კრიზისების მართვის საბჭოში მოვიდა, სწორედ მის შეცვლაზე უნდა ეზრუნა, რადგან ეს მთავარი მარეგულირებელი დოკუმენტია, რომელიც კონკრეტული გამოწვევების დროს, უწყებების - ძალოვანი და სხვა სამინისტროების მუშაობას განსაზღვრავს.

- ეს დოკუმენტი რომელმა ხელისუფლებამ მიიღო?

- მიშას დროსაა მიღებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ამათთვისაც სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო.

- მაშასადამე, დოკუმენტს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, მხოლოდ უშიშროების კი არა, კრიზისების საბჭოც, ასე ვთქვათ, ემორჩილება?

- დიახ. კრიზისების საბჭო რამდენი ხანია, ფუნქციონირებს და შეეძლო, ამ დოკუმენტში გარკვეული ცვლილება შეეტანა, მაგრამ რეალურად, რას ვხედავთ: კრიზისების საბჭოს შტატი 80 თუ 100 ადამიანამდეა გაბერილი, ყველას მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს აკეთებს.

საერთოდ, არ შეიძლება, რომ ქვეყანაში ორი ერთნაირი სამსახური არსებობდეს და თავის დროზეც წინააღმდეგი ვიყავი, უშიშროების საბჭო პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ პრეზიდენტის ფუნქციები შეიკვეცა და აღმასრულებელი ხელისუფლება აღარაა. უშიშროების საბჭო კი, მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.

ვანო, თუ გახსოვთ, ამ თემაზე წინა ინტერვიუებში არაერთხელ გვისაუბრია, ისრაელის მაგალითიც მომიყვანია და მითქვამს, რომ უსაფრთხოების საკითხების სისტემაში მოყვანაა საჭირო.

- მე კი მახსოვს, კოტე ბატონო, მაგრამ მთავარია, მათ დაემახსოვრებინათ და გაეგოთ, ვისაც ყველაფერ ამის, როგორც იტყვიან, აჟურში მოყვანა შეუძლიათ!..

მოკლედ, თქვენ, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, აცხადებთ, რომ კრიზისების საბჭო კრიზისს მოუმზადებელი შეხვდა?

- დიახ...

- იქიდან გამომდინარე, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ორი მტაცებლის კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს, დედაქალაქში კომენდანტის საათი ხომ არ უნდა გამოცხადდეს?

- არა. პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოეცხადებინა...

- პრეზიდენტმა საგანგებო ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჯარი ჩაერთო...

- გასაგებია, მაგრამ როცა პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის აქტს გამოსცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ ძალაუფლებას თვითონ იღებს -  დავალებებს გასცემს და ასე შემდეგ. ამ დროს სამხედრო წესები შემოდის.

ისე, კონსტიტუცია პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას არ აძლევს.

- სტიქია ერთია, მაგრამ მეორეა, როცა ქუჩაში მტაცებელი ცხოველები დარბიან. ამაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

- აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულად, იმ სტრუქტურას, რომელიც კრიზისების მართვაზეა პასუხისმგებელი. მინდია ჯანელიძის პასუხისგება შეიძლება, გადადგომაში გამოიხატოს, მაგრამ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯვაზე, როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ანუ კონკრეტული ბიუროკრატები ვალდებულნი კონკრეტულ მიმართულებებზე არიან. დიახ, მათ ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ ერთ ტრაგედიას მეორე არ მოჰყოლოდა. ამიტომ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დაისვას!

ხელის ზოოპარკის დირექტორისკენ გაშვერა არ შეიძლება. რა მნიშვნელობა აქვს, ზურაბ გურიელიძემ რა და როგორ თქვა? ის ჩვეულებრივი იურიდიული პირია, შეგიძლია, შეხვიდე და მისგან იურიდიული დოკუმენტები ამოიღო.

- ეს ნაბიჯი რატომ არ გადაიდგა?

- არ იციან! სრული უნიათობაა! ჰაერზე ლაპარაკობენ, არადა, ცხოველები რომ დაეთვალათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

- გაქცეული ცხოველები როგორ უნდა დაეთვალათ?

- დოკუმენტები ამოეღოთ და შეედარებინათ, რამდენი იყო ადგილზე და რამდენი - არა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, დოკუმენტაცია წყალს არ წაუღია.

- 13 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, ღმერთმა დაგვიფაროს და, მტერი, ვთქვათ, რუსეთი რომ დაგვესხას, პოლიტელიტა როგორ მოიქცევა?

- აბსოლუტური დაბნეულობა იქნება!

ვანო, მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ამ რაღაც კრიზისული საბჭოს ნაცვლად, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა კომიტეტი უნდა შეიქმნას, რომელიც პრაქტიკულად, უსაფრთხოების საბჭო იქნება და კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციაში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. კრიზისების საბჭოში კი, რიგითი ფუნქციონირები ჰყავთ შეყრილი, რაც არ შეიძლება.

- ბატონო კოტე, თქვენი ვარაუდით, 13 ივნისის ტრაგედიას სახელისუფლებო ცვლილებები მოჰყვება?

- თუ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უნდა მოჰყვეს! პასუხისმგებლობა ძველმა ხელისუფლებამაც უნდა აიღოს და ახალმაც.

- სხვათა შორის, ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ ღიად განაცხადა, ყველაფრის წინამორბედისთვის გადაბრალება არ შეიძლებაო... ამ განცხადებიდან გამომდინარე, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ კალაძე ოპოზიციაში წავა?

- ეს არ ვიცი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაზე ადექვატური განცხადება კალაძემ გააკეთა! მან კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი წამოჭრა და ამაში, პირველ რიგში, საკუთარი თავიც იგულისხმა. ეს ნორმალური ნაბიჯი იყო!

- მართალია, სტიქიამ პოლიტიკური მოვლენები გადაფარა, მაგრამ .. “კაბელების საქმეზემოულოდნელი შედეგი დადგა - დაკავებულები გირაოს გარეშე გაათავისუფლეს. “თავისუფალი დემოკრატებისშეფასებით, ეს ხელისუფლების კრახია...

- მთავარი პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების შტოა. ესე იგი, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების კრახია!

- სხვათა შორის, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს თავად პროკურატურამ მიმართა...

- “კაბელების საქმე” პროკურატურის კრახის დაგვირგვინებაა, თორემ სად არის ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთი?!. “კაბელების საქმის” ასე შემოტრიალება ბევრ რამეს შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურატურაში ის შემადგენლობა, რომელიც დღეს არის, ვეღარ იქნება. თუ, როგორც რუსები იტყვიან, “სტრელეჩნიკს” მოძებნიან, ყველაფერს მას დააბრალებენ და პასუხისმგებლობას არ აიღებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება.

- ისე, ხელისუფლება ამბობს, ირაკლი ალასანიას რა უხარია, ჯერ სასამართლო არ ყოფილა და რომელ გამარჯვებაზე ლაპარაკობსო...

- პრინციპში, მართალია, რადგან კაცმა არ იცის, სასამართლო პროცესი როგორ დამთავრდება. მე თუ მკითხავთ, თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი თავის დროზე არც უნდა დაეჭირათ იმიტომ, რომ არსად გაიქცეოდნენ. გამოძიება აქამდე რომ არ გაეჯანჯლებინათ, სასამართლო განხილვებიც უკვე დამთავრებული იქნებოდა. შეიძლება, დანაშაული მართლაც, არსებობს, მაგრამ გამოძიებამ მტკიცებულებების შეკრება ვერ მოახერხა და ეს არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

- “კაბელების საქმისდღევანდელი მოცემულობა იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია?

- შეიძლება, ბოლომდე არა, მაგრამ სასამართლოს რაღაც სეგმენტი, დიახ, თავისუფალია.

- რამდენიმე დღის წინ, ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომკაბელების საქმისმოსამართლემ თითქოს ქრთამი აიღო...

- უიმე!.. თუკი ასეთი ეჭვი არსებობს, უნდა დაამტკიცო და ქრთამის ამღებიც დააპატიმრო და მიმცემიც!

- ეს ხმა არაოფიციალურად გავრცელდა...

- მესმის, მაგრამ როცა მედიაში მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება, შესაბამისი რეაგირებაა საჭირო - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია. ამიტომ, ამ თემაზე გამოძიება უნდა დაიწყონ...

- მეც ვიცი, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მაგრამ ჩვენთან, როგორც წესი, ასე არ ხდება, თორემ ბატონო კოტე, წელიწადზე მეტია, სკანდალურ ინფორმაციებს ახმაურებთ და აქამდე არაერთი საქმე უნდა აღძრულიყო...

- საუბარი სწორედ აქეთკენ მიმყავს...

ვანო, წინა ინტერვიუში გითხარით, რომ თავდაცვის სამინისტრო გასაწმენდია, მაგრამ ის საკადრო გადაადგილებები, რომლებიც უწყებაში ხორციელდება, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

- რა ხდება?

- ავიღოთ, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია. მინისტრი შეიძლება, საქმის კურსში არაა, ვინ ვისი მეგობარია, მაგრამ თუ აქცენტს ძველ და პროფესიონალ კადრებზე აკეთებენ, მაშინ ისეთები უნდა შეარჩონ, რომლებიც კორუფციასთან ასოცირებულნი არასოდეს ყოფილან.

- ბატონო კოტე, მოდით, კონკრეტიკაზე გადადით და პირდაპირ თქვით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში ისეთი ვინ დანიშნეს, ვის გამოც აღშფოთდით?

- მაგალითად, ფოთის ყოფილი სამხედრო პროკურორი ზურაბ ფარღალავა, რომელიც ბადრი ბიწაძისდროინდელი კადრია.

- მერე, რა? ჯერ ერთი, იმით არაფერი შავდება, რომ ადამიანი თავის დროზე ბიწაძესთან მუშაობდა, მეორეც, რაც უნდა იყოს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს ბურჯანაძე-ბიწაძის მიმართ სიმპათიას ვერ დავწამებთ...

- დიახ, ვერ დავწამებთ, მაგრამ პასუხისმგებელი ისაა, ვინც ამ კადრებს სთავაზობს, თორემ თინა ხიდაშელს სად სცალია, რომ ყველას პირადი საქმე ნახოს. ესე იგი, ვიღაცის რეკომენდაციებს ეყრდნობა. ამიტომ, ვურჩევ, ყველას ბეგრაუნდით დაინტერესდეს, ვის დანიშვნასაც ხელს აწერს, თორემ თავდაცვის უწყებიდან ინფორმაციები, მინიმუმ, “ნაცმოძრაობასთან” ჟონავს.

- როგორ?

- თავდაცვაში ისეთი კადრებიც არიან დარჩენილნი, რომლებიც “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდებიან. მაგალითად, კადრების სამმართველოს უფროსი წერეთელი, რომელიც ტარიელ ლონდარიძესა და “ნაცმოძრაობასთან” თავის ურთიერთობას არ მალავს და რომელსაც მდივნად ბაჩო ახალაიას ყოფილი მდივანი ჰყავს.

- ბატონო კოტე, მდივანი, ანუ როგორც დღეს ამბობენ, ოფისმენეჯერი ის თანამდებობა არაა, რის გამოც ადამიანი უნდა დაისაჯოს.

- მდივანი თანამდებობის პირის ნდობით აღჭურვილი პირია... სწორედ ამიტომაც, “ნაცმოძრაობა” ყველა საკადრო გადაადგილებაზე სრულ ინფორმაციას ფლობს.

- საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული საკადრო ცვლილება საჯარო ინფორმაციაა, რომელიცჩანერგილი აგენტებისგარეშეც გახმაურდება...

- აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ინფორმაცია საკადრო გადაწყვეტილების მიღებამდე ვრცელდება... შეიძლება, ზემოქმედების რაღაც ხერხებსაც იყენებენ.

- ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ...

- რას და, - ვთქვათ, არსებობს მეთოდები, რომლითაც კონკრეტულ კადრს არ დაანიშნინებენ, ან მას შეანარჩუნებინებენ, რომელიც “ნაცმოძრაობის” მომხრეა.

- კარგი, რა, ერთმა ჩვეულებრივმა მდივანმა ამდენი როგორ უნდა მოახერხოს?!

- ლაპარაკი მდივანზე არაა.

- აბა, ვისზეა?

- თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს ხელმძღვანელობაზე.

სხვათა შორის, გაქცეული ამირან მესხელის ნდობით აღჭურვილი პირი, ლევან ქავთარაძეც გენინსპექციაშია და თავს მშვენივრად გრძნობს. ასევე, შტააძეც, რომელიც მესხელის ნდობით აღჭურვილი პირია. სხვათა შორის, ზურა ფარღალავას “შეკერილი” საქმით გარდაცვლილი ადმირალი, ზურაბ ირემაძე და ვიქტორ ჭელიძე გაასამართლეს.

შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ “ნაცმოძრაობის” მომხრე სამხედრო მოსამსახურეები საიდუმლო თათბირებსაც ატარებენ და არავინ იცის, ყველაფერი ეს როდის “გასკდება”.

- “ნაცებისმომხრე სამხედროები საიდუმლო თათბირებს თავდაცვის სამინისტროში ატარებენ?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ ამ შეკრებებს მუდმივი სახე აქვს.

- და რაზე თათბირობენ?

- ეს სამხედრო კონტრდაზვერვამ და პოლიციამ უნდა გაარკვიონ. ეს ადამიანები მხარს დღესაც “ნაცმოძრაობას” უჭერენ!

- ბატონო კონსტანტინე, მგონი, ადრეც გკითხეთ: თუკინაცმოძრაობასდღემდე მხარს ამდენი ხალხი უჭერს, 2012 წლის პირველ ოქტომბერს არჩევნები როგორღა წააგო?

- ეს, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, ადმინისტრაციული რესურსია, რომელიც ამომრჩევლის 15 პროცენტს არ ცილდება.

- ადმინისტრაციული რესურსი პოლიტიკურ შეხედულებას, როგორც წესი, იმის მიხედვით იყალიბებს, თუ ვინაა ხელისუფლებაში. ასე რომ, “ნაცებისმომხრეები ავტომატურადოცნებისტებიუნდა გამხდარიყვნენ.

- კი ბატონო, მაგრამ მათი უმეტესობა, ვისზეც ვლაპარაკობ, ძალოვან უწყებებში “ნაციონალების” დროს მოვიდა და ყოფილ ხელისუფლებას მხარს დღემდე ამიტომაც უჭერს...

- რა ამის პასუხია და, იმ დროს, როცა მთელ ქვეყანას პირზე სტიქია და 13 ივნისის ტრაგედია ეკერა, ცნობილი გახდა, რომ პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა. თქვენი აზრით, ეს სპეცოპერაცია ვერ მოიცდიდა თუ ყველაფერიგადაუდებელი აუცილებლობითიყო გამოწვეული?

- სპეცოპერაცია არა, ტყემალი! პანკისიდან ერთი კაცის ჩამოყვანა ძალიან მარტივად შეიძლებოდა.

- რომელიერთი კაცის”?

- ბორჩაშვილის, რომელზეც ეჭვობენ, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი აქვს და პანკისიდან ახალგაზრდებს სირიაში აგზავნის.

- ბორჩაშვილის გარდა, თუ არ ვცდები, სხვებიცაიყვანეს”, თუმცა მოგვიანებით, გაათავისუფლეს...

- პანკისის ხეობაში იარაღი თითქმის აღარაა, მასიური ნარკოტრაფიკიც შეწყვეტილია და ძალოვანი უწყებებიც მუშაობენ, ანუ შესაბამისი ოპერატიული რეჟიმია დამყარებული და ასეთ დროს სპეცოპერაცია რა საჭიროა? მგონია, რომ ესეც პიარია. სხვათა შორის, ანალოგიური ოპერაცია 2004 წელს კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმაც ჩაატარა, რასაც გაღიზიანების მეტი არაფერი მოჰყვა.

სპეცსამსახური რომ ხარ, საქმე ისე უნდა გააკეთო, არ გამოჩნდე და გავლენაც პიარის გარეშე მოიპოვო. თუ ამას ახერხებ, მაღალი კლასის სპეცსამსახური ხარ!

ისე არ გამიგოთ, რომ ამოჩემებული მყავს...

- ვინ?

- შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ვარდიკო ნადიბაიძის დისშვილი სოსო ქარჩაიძე, რომელიც დღესაც შსს-ს თანამშრომელია და რომელიც 26 მაისისა თუ 7 ნოემბრის დარბევის დამგეგმი და განმხორციელებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მოწმეა, თავზე ხელს უსვამენ! ხალხო, ეს როგორ შეიძლება? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კაცმა რუსებს კოდორი ისე ჩააბარა, რომ ერთი ტყვიაც არ გაუსვრია - აურაცხელი იარაღიც დაუტოვა და, სხვათა შორის, კოდორიდან წაღებული იარაღი უკრაინაში, სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა... ადამიანმა, 1992 წელს, მე-11 ბრიგადის ზურგის უფროსი, ზაზა თარგამაძე მოკლა...

- მაპატიეთ, ეს მძიმე ბრალდებაა, რომელიც არ დასტურდება...

- რა არ დასტურდება? მხოლოდ მე კი არა, მთელი მე-11 ბრიგადაა მოწმე. ამის გამო დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ შრომაზე შეტევის დროს, გამოუშვეს, “ზეკების” ბატალიონის მეთაურად დანიშნეს და ამით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აარიდეს.

- “ზეკების ბატალიონირა არის?

- პატიმრების ბატალიონი... საერთოდ, ჩვენთან ნასამართლეობის გაქარწყლება დამკვიდრებულია - ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ან კორუფციაში იყო გარეული და სასჯელი მოიხადა, შეიძლება, ნასამართლეობა გააქარწყლოს და საჯარო სამსახურში, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს.

- არ შეიძლება, ადამიანმა შეცდომა მოინანიოს?

- როცა მკვლელობა გაქვს ჩადენილი, რას ჰქვია, მოინანიო? ადამიანმა კოდორი რუსებს ჩააბარა, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და რომელ მონანიებაზე მელაპარაკებით?

- კოდორის რუსებისთვის ჩაბარებაც, ბატონო კოტე, თქვენი ვერსიაა!

- დიახ, ვერსიაა, რომლის დასამტკიცებლადაც გამოძიებაა საჭირო. ქარჩაიძე მეთაური იყო და ფაქტია, კოდორი რუსებს დარჩათ. ბოლოს და ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომს გამოიძიებენ თუ არა?

სამსახურიდან ადმინისტრაციული წესით გამაგდეს - პოლკოვნიკს “შეუსაბამობა” ჩამიწერეს, რაც ნონსენსია, ანუ თუ შეუსაბამო ვიყავი, პოლკოვნიკობამდე როგორ მივედი, ან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, კადრების სამმართველომ საქმეში რატომ ჩამიწერა, დაწინაურებას ექვემდებარებაო? ჰოდა, ერთ თვეში ისეთი რა მოხდა, რომ შეუსაბამობა “გამიჩალიჩეს”? სწორედ ეს “შეუსაბამობა” უფლებას არ მაძლევს, რომ როგორც პოლკოვნიკმა, იარაღი შევიძინო და ვატარო. ვიღაცებს კი, ვინც ციხიდან გამოვიდნენ და ნასამართლეობა გაიქარწყლეს, იარაღი ჰკიდიათ! ხალხო, ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და გაქარწყლება რას ნიშნავს. ევროპაში კი არა, თურქეთი რომ თურქეთია, მსგავსი ნონსენსი იქაც არ არსებობს! ამ საქართველოში კი რა ხდება, გამაგებინეთ! ძალოვანი უწყებები კრიმინალებითა და ყოფილი წითლებით გაავსეს!

ერთხელ, ჯაბას ჰკითხეს, ჩვენი პარლამენტი რა ჰგავსო. საზამთროს - გარედან მწვანეა, შიგნით - წითელი და ალაგ-ალაგ შავი ურევიაო. დღესაც, დაახლოებით, ამ სიტუაციაში ვართ... “ნაციონალებმა” დაიწყეს და ესენიც აგრძელებენ.

- რას?

- ძალოვანი უწყებები აგენტებითაა სავსე.

- რუსეთის აგენტებით?

- არა მარტო, ჩვენი სპეცსამსახურებისაც.

- არ შეიძლება, აგენტი თანამდებობაზე დაინიშნოს?

- არა.

- რატომ?

- აგენტის ფსიქოლოგია არ იცვლება და აგენტი, რომელიც ოპერატიული მუშაკი ხდება, ეს ჩვეულებრივი ბომბია! მას ჩამოყალიბებული აქვს, რომ ინფორმაცია უნდა გაიტანოს. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ ყოფილმა აგენტებმა, რომლებიც ოპერატიულ თანამდებობაზე მუშაობენ, ინფორმაცია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს მისცენ და ეს რეალური საფრთხეა! სხვათა შორის, სამსახურიდან იცით, ვინ გამომაგდო?

- ვინ?

- ჩემი სამსახურის ყოფილმა აგენტმა, რომელიც ჩემი სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ ჩემი ყოფილი აგენტები დღეს თანამდებობებზე არიან!

- ...”ოცნებისთვისყველაზე სუსტი რგოლი რომელი უწყებაა?

- სპეცსამსახური. კონტრდაზვერვა ვალდებულია, რომ ოპერატიული მომსახურების ქვეშ ჰყავდეს შსს, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი. კონტრდაზვერვის სამსახური თავის ადგილას რომ იდგეს, ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს, არ გვექნებოდა!

- ესე იგი, კონტრდაზვერვა სათანადოდ რომ მუშაობდეს, მიშაკონტრაბანდულვეფხვებს ვერ შემოიყვანდა, არა?

- მიშას თავი დაანებეთ - სადაც არის, იქ თავისით გაგიჟდება და თავისი საცოდაობაც ეყოფა!

- ბატონო კოტე, 13 ივნისი ქართულ პოლიტიკაში რას შეცვლის?

- ბევრ რამეს...