“ოცნება” სამართლიანობის აღდგენისთვის აირჩიეს, მაგრამ ეს საქმე ჰაერშია გამოკიდებული...

“ოცნება” სამართლიანობის აღდგენისთვის აირჩიეს, მაგრამ ეს საქმე ჰაერშია გამოკიდებული...

Google-ის საძიებო სისტემაშიგიორგი ფოფხაძერომ ჩაწერო, მისი სამუშაო გამოცდილების ისეთ რეზიუმეს ამოგიგდებთ, კეთილი შურით შეგშურდება. გიორგი, წლებია, ევროპაშია. ამჟამად კი, როგორცტელევიზიონშჩიკებიიტყვიან, ჩართვებსსაზოგადოებრივ მაუწყებლისთვისბრიუსელიდან აკეთებს. როგორია ქართველი ევროპელი ჟურნალისტის პროფესიული ბეგრაუნდი და ახლანდელი საქმიანობა, რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლისწინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, რატომ დაუპირისპირდაევრონიუსისრუსულ სამსახურს, როგორ აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქართულ საზოგადოებას ფრანგ ჟურნალისტთა გილდიის დიდი რეპორტიორი? - ქართული სიტყვაორგი ფოფხაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მართალია, ჩავლილი ამბავია, მაგრამ მოდით, “ევროვიზიიდან დავიწყოთ, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელზეაშუქებდით. ბევრი მეთერთმეტე ადგილს წარუმატებლად მიიჩნევს და ტელევიზიას ადანაშაულებს, საკმარისი პიარი  არ იყო...

- ეს ბრალდება აბსოლუტური სისულელეა. ის კაცი არ ვარ, რომელიც “პირველი არხის” ინტერესებს იმიტომ დაიცავს, რომ იქ მუშაობს. ფაქტია: “ევროვიზია” პოლიტიკური კონკურსია... ნინა სუბლატმა დაამტკიცა, რომ ფანტასტიკურად მღერის. პიარიც მაქსიმალურად, იმ ფარგლებში გავაკეთეთ, რისი საშუალებაც საქართველოს ჰქონდა.

ისე, ხმის დათვლით ფრანგებიც უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ 65-მილიონიან საფრანგეთს ევროპაში 11 მილიონი ემიგრანტი ჰყავს და ფრანგი მომღერლის შესრულება ისე მოეწონა, რომ “ეს-ემ-ესი” თითქმის ყველამ გააგზავნა, მაგრამ ეს ხმის დათვლაში არ აისახა. ჩვენ არც საფრანგეთი ვართ და არც - გერმანია, რომლის წარმომადგენელსაც 200 ათას-ევროიანი ბიუჯეტი ჰქონდა, მაგრამ მაინც ბოლო ადგილზე გავიდა. ჩვენი ბიუჯეტი მხოლოდ 50 000 ლარი იყო...  ასე რომ, დიდი და პატარა პიარი, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არაფერს ნიშნავს. ფაქტია: შიდა გამოკითხვებში, სადაც შეფასებებს პროფესიონალები აკეთებდნენ, ნინა ყოველთვის ხუთეულში იყო.

სხვათა შორის, ნინამ საკუთარი ხელით შეიკერა კაბა, საკუთარი სიმღერა იმღერა, რომლის არანჟირებაც მისმა მეუღლემ გააკეთა, ფეხსაცმელი კი მეგობრის შეკერილი ეცვა. ასე რომ, მისი დადანაშაულება, თითქოს შავი ანგელოზი იყო, არ შეიძლება.

- ამ შეფასებაზე აღარც კი გკითხეთ...

- მეთერთმეტე ადგილი პატარა საქართველოსთვის საკმაოდ კარგია, მით უმეტეს, მაშინ, როცა გერმანია, საფრანგეთი და სხვა მსგავსი ქვეყნები ჩვენს შედეგამდე ვერც მოვიდნენ. საქართველომ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი მომღერლების ქვეყანაა.

- კარგი, ბატონო გიორგი, სხვა თემაზე გადავიდეთ. პროფესიით ჟურნალისტი ხართ?

- პირველი პროფესიით ექიმი ვარ - რეანიმატოლოგი და ანესთეზისტი.

- ჟურნალისტობა როდის და რატომ დაიწყეთ?

- ყველაფერი შემთხვევით მოხდა. 1983 წლიდან, ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი - დედაჩემი ისტორიკოსი გახლდათ და ბევრ რამეს სხვა კუთხით ვუყურებდი. ამ დროს, ჩვენი დისიდენტები გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ პირველად გამოვიდნენ... ვიცოდი, რომ რუსეთის იმპერიაში 1783 წელს ჩვენი სურვილით კი არ შევედით, არამედ, რუსეთმა თავად დაგვიპყრო. ეს ჩემთვის, 16 წლის გიორგი ფოფხაძისთვის, სადღესასწაულო დღე კი არა, ჩემი ქვეყნის დაპყრობის 200 წლის იუბილე იყო. მაშინ დავუახლოვდი ნანა კაკაბაძეს, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, ედუარდ და თენგიზ გუდავებს...

- ირაკლი წერეთელს?

- ირაკლი მერე გავიცანი და მის პარტიაშიც ვიყავი.

- წერეთელი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას ითხოვს...

- რა ვიცი... ირაკლი ჩემი მეგობარია და დღემდე დიდ პატივს ვცემ. ყველას თავისი შეხედულება აქვს. ირინა სარიშვილიც ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ არც ირაკლისა და არც ირინას შეხედულებას არ ვიზიარებ. ვცდილობ, მეგობრებზე არ ვისაუბრო, მით უმეტეს, ცუდი არაფერი ვთქვა... შეიძლება, შიდა სამზარეულში გავკიცხო...

მოკლედ, 1986 წელს, როცა ეროვნული მოძრაობა განახლდა, ზვიად გამსახურდიამ  რადიო „თავისუფლებაში“ მიმიყვანა და საზოგადოებას ჰელსინკის კავშირის განცხადებებს, მიტინგებსა და მსგავს მოვლენაზე ინფორმაციას ვაწვდიდი. მაშინ უცხოეთში დარეკვა ადვილი არ გახლდათ: ფოსტაში უნდა მისულიყავი და ზარი “კა-გე-ბე”-სთან შეთანხმებით განგეხორციელებინა. ზვიად გამსახურდიას ცენტრალურ ფოსტაში ორი მეგობარი ქალბატონი ჰყავდა, რომელთაც ის მომენტი იცოდნენ, ადამიანები, რომლებიც უცხოეთში შენს საუბარს ისმენდნენ, მოსაწევად, ან საჭმელად გადიოდნენ. სწორედ ამ დროს დაიძახებდნენ ხოლმე: “ხარაგაული, 59-ე კაბინაში!” ეს ჩვენი კოდი იყო. სინამდვილეში, 59-ე კაბინა საერთოდ არ არსებობდა... ვიცოდი, რომ მე-2 კაბინაში უნდა შევსულიყავი და ინფორმაცია სწრაფად ჩამომერაკრაკებინა. ეს ჟურნალისტიკა კი არა, ჩემი, ასე ვთქვათ, გატაცება იყო...

1990 წელს, თენგიზ გუდავა რადიო „თავისუფლების“ რუსულ რედაქციაში გადავიდა, მეც წამიყვანა და მიუნხენში აღმოვჩნდი... ჩემი ექიმობა აღარ გამოდიოდა, საფრანგეთში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ, დისერტაციაც დავწერე და ქალაქ ლილის ჟურნალისტიკის სკოლაში მიწვეული პროფესორის სტატუსით, ევროკავშირსა და ევროსტრუქტურებზე ლექციებს ვკითხულობდი... მერე იყო საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“. სხვათა შორის, “ასოშეიტედ პრესის“ თბილისის ბიურო ჩემი დაფუძნებულია და პირველი მთავარი პროდიუსერიც მე ვიყავი... ამ დროს ჩეჩნეთის ომი დაიწყო... იყო აფხაზეთის კონფლიქტი... ყარაბახი, ჩეჩნეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი და ა.შ. ბოლოს, კოსოვოთი დავამთავრე. ამ პერიოდში, მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიები გამოვიცვალე. რადიო „ფრანსს“ ბრიუსელში ჟურნალისტი სჭირდებოდა, საკმაოდ მწარე კონკურსი გავიარე. საერთოდ, ბრიუსელი, მოსკოვი და ვაშინგტონი ის სამი ძირითადი ადგილია, სადაც მუშაობაზე ყველა ევროპელი ჟურნალისტი ოცნებობს - ამ 3 ქალაქში, როგორც ამბობენ, მსოფლიოს ბედი წყდება. ამ სამს ახლა პეკინიც მიემატა... ერთი სიტყვით, ამ ქალაქებში მუშაობა კარიერის მწვერვალია! სალომე ზურაბიშვილის დახმარებით, რადიო „ფრანსის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტად დამნიშნეს, სადაც, პრაქტიკულად, 10 წელი - 2002-დან 2012-მდე ვიმუშავე. ნატო-სა და ევროსტრუქტურებშიც მიმუშავია. 2008 წელს, „ევრონიუსში“ ვიმუშავე, საიდანაც სკანდალით და პროტესტის ნიშნად წამოვედი - „ევრონიუსის“ რუსულ სამსახურს დავუპირისპირდი, რომელიც 2008 წლის ომის დროს პუტინის იდეოლოგიასა და მისთვის სასურველ ინფორმაციებს გადასცემდა...

2010 წლიდან ჩემი და „ობიექტივის“ ურთიერთობა დაიწყო. ისე, მე, ირმა ინაშვილი და „ობიექტივის“ გუნდი აფხაზეთის ომიდან ვმეგობრობთ. ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც ბრიუსელში სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ და ამხელდნენ. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ამ ტელევიზიაში უსასყიდლოდ ვიმუშაო. უკვირთ და მეკითხებიან ხოლმე, უსასყიდლოდ როგორ მუშაობო. ვპასუხობ, მეგობრები და თანამებრძოლები ყველაზე ძვირფასები არიან-მეთქი.

დღევანდელი ჩემი ძირითადი სამუშაო „პირველი არხია“, სადაც ბრიუსელიდან ვერთვები ხოლმე. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მალე ძალიან დიდ ბიუროს გახსნის და ორი გადამღები ჯგუფი ეყოლება - მე და ბიუროს დამფუძნებელი ქეთი ქარდავა. ადამიანისთვის, რომელიც 22 წელია, ჟურნალისტიკაშია, მნიშვნელობა არ აქვს, ბიუროს შეფი იქნება თუ არა. ჩემი კარიერა გავიარე, ქეთი ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. ამიტომ ამ საქმეს ის უხელმძღვანელებს...

- ბატონო გიორგი, საზოგადოებრივ მაუწყებელმაყურებლი სიმცირეს რატომ უჩივის?

- მხოლოდ საქართველოში კი არა, უცხოეთშიც “საზოგადოებრივ მაუწყებელს” უფრო ცოტა მაყურებელი ჰყავს, ვიდრე - კომერციულ ტელევიზიას, სადაც მეტი რეკლამა და თოქ-შოუა. ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს - ისეთ მყვირალა და მძაფრ თოქ-შოუს ვერ გავაკეთებთ, როგორსაც, ვთქვათ, „რუსთავი 2“, ან „იმედი“ აკეთებს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” კლიშეებში ზის, რადგან ფულს კერძო მფლობელი კი არ გვიხდის, არამედ, საზოგადოების ჯიბიდან ვფინანსდებით. კერძო ტელეარხებს შეუძლიათ, რამეს “იგნორი” გაუკეთონ, მხოლოდ ერთი მხარის მოსაწონი ინფორმაცია გააშუქონ და რამე შეგნებულად გაამწვავონ ან გაამძაფრონ, რათა რეიტინგი აიმაღლონ. “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კი, ყველას აზრი უნდა გაითვალისწინოს და საზოგადოებას მაქსიმალურად ნეიტრალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ერთი ფაქტორიც მუშაობს: ქართველებს ქვეცნობიერში აქვთ ჩარჩენილი, 9 წლის განმავლობაში ეს ტელევიზია არაფრის გამკეთებელი იყოო. სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული საინფორმაციო გამოშვება სწორედ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” აქვს.

- პოლიტიკაზე გადავიდეთ... ნაცმოძრაობიდან“ 4 წევრი წავიდა...

- „ნაცმოძრაობა“ კრიზისშია და ძალიან უჭირს. არ ვიზიარებ აზრს, ეს იმ მიზნით დადგმული სცენარია, რომ გადაჯგუფება მოხდესო.

- ესე იგი, სახეშეცვლილი ნაცების დაბრუნების არ გჯერათ?

- არა... რა უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობამ“, თუნდაც სახეშეცვლილმა, ხალხში პოპულარობა მოიპოვოს?! როგორც ვატყობ, საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულებაა: მთავრობა კარგავს პოპულარობას, მაგრამ ამით „ნაციონალების“ პოპულარობა არ იზრდება.

- “ნაციონალებსდაშლა, იქნებ, სწორედ იმიტომ უნდათ, რომ სხვადასხვა, ვთქვათ, დასავლურ ძალას შეერიონ, მისი პოპულარობით ისარგებლონ და ხელისუფლებაში ასე დაბრუნდნენ?

- ბექა, იცი, რა არის? - საქართველოში ეს “დასავლური ძალებიც” რაღაც სულელური მცნებაა. ვერ ვნახე ერთი პოლიტიკოსიც კი, რომელიც იტყვის, ნატო, ევროკავშირში ინტეგრირება და ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს გვაძლევს, არ უნდა, თუმცა დაახლოებით, 0.01 პროცენტი სტალინის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამს... რასაც გარედან ვხედავ, ქართული პოლიტიკა დაიხვეწა. ყველა პოლიტიკური ძალა, ამ 0.01 პროცენტის გამოკლებით, ევროპაში ჩამოდის და სამუშაო შეხვედრებს მართავს. „აი-რა-ი”-სა და „ენ-დი-აი”-ს გამოკვლევების წინააღმდეგ იმიტომ ვიყავი, რომ ის განწყობა, რაც მე, გიორგი ფოფხაძეს, თუნდაც ჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრისას შემექმნა, ნამდვილად არ ასახეს. დამისახელეთ საქართველოში ადამიანი, რომელსაც ვიზა-ლიბერალიზაცია არ უნდა და პარიზს ტამბოვის ოლქი ურჩევნია!

ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად მძიმე სიტუაცია არაა. სამაგიეროდ, ეკონომიკური სიტუაციაა ძალიან მძიმე. მთავრობამ 100 ქარხანაზე რამდენიც უნდა ილაპარაკოს, ვხედავთ, რაც ხდება. თუ სამუშაო ადგილები რეალურად არ შეიქმნა, საბანკო სისტემა არ მოწესრიგდა და ევროპულ ყაიდაზე არ გადავიდა, თუ ფერმერს 0-პროცენტიანი კრედიტი არ მიეცა, სულ მძიმე მდგომარეობა იქნება.

- დეკემბერში, ევროპამ უვიზო მიმოსვლა რომ დაგვიმტკიცო, რუსეთი ჩვენს საწინააღმდეგოდ არაფერს მოიმოქმედებს?

- არა იმიტომ, რომ რუსეთი თავად იბრძვის ვიზა-ლიბერალიზაციისთვის და ევროპასთან მოლაპარაკებები აქვს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში რუსეთი ნამდვილად არ შევა, მარგამ ლიბერალური ვიზა-მიმოსვლა თავადაც უნდა. სხვათა შორის, ამ საკითხში ჩვენზე წინ იყო, მაგრამ უკრაინის მოვლენებმა ეს პროცესი შეაჩერა. რუსეთს მაინც სხვა მისწრაფებები და იმპერიული ამბიციები აქვს...

- „ევრაზიულ კავშირზერას იტყვით?

- „ევრაზიულ კავშირში“ ჩვენი ადგილი არ არის!.. ევროპული სურვილები რეალობაა და, მოდით, ამ რეალობიდან ნუ გადავალთ. ისე, ჩემზე მეტად პროევროპელი არავინ მგონია და მეუღლეც ფრანგი მყავს!

- ართველები, “მაშასადამეევროპელები ვართ?

- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, ფრანგებს ვგავართ: მათაც მეზობლობა, მეგობრობა და გადაძახილ-გადმოძახილი ჩვენსავით იციან.

- აგრესიულობა ევროპელობაში ხელს არ გვიშლის?

- ისინიც არანაკლებ აგრესიულები არიან, ანუ ლიბერალურ და ტრადიციულ დამოკიდებულებებს შორის დაპირისპირება იქაცაა. ევროპელებისგან არაფრით განვსხვავდებით. ირლანდიაში რეფერენდუმი ჩაატარეს და ცალსქესიანთა ქორწინება დაუშვეს, რაზეც ვატიკანმა განაცხადა, ამით მსოფლიომ წააგო და ბრძოლა დავიწყოთო. ულტრაგანსხვავებული აზრები იქაცაა. სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი!

- სიტყვამ მოიტანა და ცალსქესიანთა ქორწინებაზე რას ფიქრობთ?

- თუ სახელმწიფო ამას მიიღებს, წინააღმდეგი ვეღარ ვიქნები. ისე, შინაგანად, ტრადიციონალისტი ვარ და რა ვუყო, რომ ქალები უფრო მიზიდავს?! ერთადერთი, რისი წინააღმდეგიც ვარ, ბავშვის აყვანაა. ამ ეტაპზე ეს უფლება მაინც არ უნდა მისცენ. ფსიქოლოგების აზრიც გაყოფილია: ზოგი ამბობს, რომ ბავშვის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის. ნებისმიერ შემთხვევაში, დააკანონებენ თუ არა, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ.

- თქვენი აზრით, ხალხის აზრს დღევანდელი მთავრობა ითვალისწინებს? - ცალსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ვგულისხმობ...

- ბექა, ძალიან რთული შეკითხვა დამისვი, რადგან ის ადამიანი ვარ, რომელიც ამ მთავრობას სულ აკრიტიკებს. მისი პოლულარობაც იმიტომ ეცემა, რომ იმ შეკითხვებზე არ სცემს პასუხს, რომლებიც ხალხს ადარდებს.

- ხომ არ ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მთავრობას და საზოგადოებას განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ?

- კი, რა თქმა უნდა. “ოცნება” სამართლიანობის აღდგენისთვის აირჩიეს, მაგრამ ეს საქმე ჰაერშია გამოკიდებული... ამ მთავრობის ყველა დიდი დეფიციტი კადრებია. სანთლით თუ ეძებ, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალები გვყავს და ისინიც უნდა მოძებნო, მაგრამ რატომღაც ჩრდილში არიან.

- ეს იქნებ, “ნათესავების ზედმეტი სიყვარულისბრალია?

- ბექა, მაგალითს მოგიყვან: საფრანგეთში ჩემი მეგობრის მამა 40 წელია, ქალაქის მერია. წარმოიდგინე, ყველა ფირმა ან მას, ან მის ცოლს, ბიძაშვილს და ძმას ეკუთვნის, მაგრამ იცი, იქ როგორაა? - ხალხი ვერც მის ძმას ვეღარ ხედავს, ვერც - ცოლს და ვერც - ბიძაშვილს, რადგან ამ კაცს მთელი ხალხი ჩართული და დასაქმებული ჰყავს, ყველა კმაყოფილია და კიდევ 40 წელი რომ იცხოვროს, ისევ აირჩევენ. კი ბატონო, გააკეთე შენი ბიზნესი, მაგრამ სხვაც უნდა დაასაქმო! ამ მხრივ მძიმე ვითარებაა. ლარიც ისე უფასურდება, პრობლემა თუ არ მოგვარდა, შეიძლება, ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს.

- მთავრობის ამჟამინდელ შემადგენლობას ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია?

- თუ მოინდომებს, შეუძლია, მაგრამ არ მგონია, რომ ინდომებდეს და ცდილობდეს.

- ჩვენს პრემიერზე რას იტყვით, როგორი ხელმძღვანელია?

- ისევ იქიდან გამოვალ, რომ შორიდან ისე არ ჩანს, როგორც - ახლოდან. ირაკლის ერთადერთს ვუწუნებ - საკადრო პოლიტიკას. ისე, ძალიან კარგი ადამიანია და ვთვლი, რომ კარგი პრემიერ-მინისტრია, მაგრამ მისი კარგობა იქ მთავრდება, სადაც მისი საკადრო პოლიტიკა იწყება!

- პრეზიდენტზე რას იტყვით - გიორგი მარგველაშვილს ყველაფერ ამაში რა როლი აქვს?

- ძალიან კარგი პრეზიდენტი გვყავს, იმაზე კარგი, ვიდრე წარმოგვიდგენია. სწორედ ისეთი, რომელიც გამაწონასწორებელი და დამაბალანსებელი ფაქტორია - საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას, იმ პროცესებში ჩაერიოს, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება, ძალიან ცუდად მოუბრუნდეს. ჩემთვის პრიორიტეტული არაა, მარგველაშვილი ათონელის  ქუჩაზე გადავა თუ იქ დარჩება, სადაც არის. მთავარია, ქვეყანას როგორ წარადგენს. თუნდაც ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტისას, გიორგიმ ეს მშვენივრად მოახერხა და ჩვენმა პირველმა ლედიმაც ავსტრიულ პრესაში დიდი მოწონება დაიმსახურა. მისასალმებელია, რომ გიორგი აბსოლუტურად დამოუკიდებელია და იმ ფუნქციას, რასაც კანონმდებლობა პრეზიდენტს ანიჭებს, ვფიქრობ, მშვენივრად ასრულებს.

- თქვენი აზრით, დღეს ბიძინა ივანიშვილს რა ფუნქცია აქვს?

- ნამდვილად არ ვთვლი, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება. მთავრობაში ბევრი მეგობარი მყავს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთხელაც არ მინახავს, ტელეფონი აეღოთ და ბიძინასთვის დაერეკათ, როგორ მოვიქცეთო, თუმცა ივანიშვილის ფაქტორი მაინც არსებობს, რადგან, გინდა თუ არა, ყველა ვექტორი მისკენ მიდის. ბიძინა ივანიშვილი ის ფიგურა არაა, რომელიც ერთ დღეს, ადგე და დაივიწყო. სულ ორჯერ შევხვდი და აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ პოლიტიკა მისთვის არაა და იოგასა თუ ნიცშეზე საუბარი ნამდვილად ურჩევნია, თუმცა ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა ერეოდეს ხელისუფლების მოქმედებებში და მისი წასვლა ნაადრევი იყო. რადგან ეს მძიმე ტვირთი აიღო და მოვიდა, ვფიქრობ, ბოლომდე უნდა ეტვირთა და არჩევნებამდე დარჩენილიყო. ივანიშვილი მთავრობის განმსაზღვრელი არაა, მაგრამ უნდა თუ არა, პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება!