შს ახალი მინისტრი “რესპუბლიკელი” იქნება, უშიშროებას გომელაური უხელმძღვანელებს

შს ახალი მინისტრი “რესპუბლიკელი” იქნება, უშიშროებას გომელაური უხელმძღვანელებს

მიშა არ მოისვენებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს!” - აცხადებსქართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც პირად კონფიდენტებზე დაყრდნობით, ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც ასაჯაროებს. მოკლედ, ქართველი სპეცსამსახურელი ამბობს, რომ სააკაშვილმა ოდესაშიმოღვაწექართველ .. კანონიერ ქურდებს შუამავალი გაუგზავნა და გარიგება შესთავაზა, საქართველოში კრიმინალური ვითარება მაქსიმალურად დაძაბეთო, თუმცა ფორჩხიძე ვერ აკონკრეტებს, “შავებმამიშას შეთავაზება მიიღეს თუ არა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკიავტორიტეტებიჩვენი ქვეყნის ყოფილი მმართველისთამაშის წესებსმიიღებენ, ან რა წესებზეა ლაპარაკი და, საერთოდ, რატომ არის ოდესის მმართველი მიშაქართული ოცნებისთვისსერიოზული გამოწვევა? - “ქართული სიტყვააგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს კონსტანტინე ფორჩხიძესთან, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამართალი აღდგებოდა და, “ქართული ოცნება”, თუ სამსახურში არ დააბრუნებდა, იმ ათ წელს, რომელიც ვანო მერაბიშვილისხუშტურისგამო გაუცდა, სპეცსამსახურში მუშაობის უწყვეტ სტაჟად ჩაუთვლიდა და, მინიმუმ, პენსიას მაინც დაუნიშნავდა, თუმცა... როგორც იტყვიან, “ნეტარ არიან მორწმუნენი...”  

       

- ბატონო კონსტანტინე, არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე არაერთხელ გვილაპარაკია. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როგორც იტყვიან, მაჟორიტარების გარეშე ჩატარდება. 2016 წლისთვის კი, ამ კუთხით 50-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა... ისე, უმრავლესობის იმ სხდომას, სადაც .. მაჟორიტარული გადაწყვეტილება მიიღეს, ყოფილი პრემიერიც დაესწრო...

- დიახ, არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ეტაპზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმება “ქართული ოცნებისთვის” სრული კრახი იქნება, რადგან ის რეალური რეიტინგი, რომელიც დღეს აქვს, კოალიციას იმის საშუალებას არ აძლევს, რომ 2016 წლის არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ხარაკირი იქნებოდა, ანუ “ოცნება” ხელისუფლებას დაკარგავდა. როგორც ჩანს, ეს გაფრთხილება ვიღაცამ ყურად იღო, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, მომხრე არ ვარ, რომ მაჟორიტარული სისტემა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, დარჩეს, რადგან ეს სრულიად მახინჯი ფორმაა...

უმრავლესობის ზემოხსენებულ სხდომამდე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, რაც პრაქტიკულად, მესიჯი და “რესპუბლიკელებისთვის” სრული მხარდაჭერის გამოცხადება გახლდათ.

- “რესპუბლიკული პარტიარა შუაშია?

- იმ შუაშია, რომ არასამთავრობოების ამ მოწოდებას თავდაპირველად “რესპუბლიკელები” გამოეხმაურნენ...

- მხოლოდ არასამთავრობოების მოწოდება კი არა, დასავლეთის მოთხოვნაცაა, რომ საარჩევნო კოდექსი რადიკალურად უნდა შეიცვალოს და არჩევნების მაჟორიტარული სისტემაც გაუქმდეს...

- თავის დროზე დასავლეთის ეგიდით გამართულ “აი-ფი-ეს-”ის მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი და ამ საკითხებში კარგად ვარ ჩახედული. სხვათა შორის, მაშინ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე უარი “ნაცმოძრაობამ” თქვა...

მოკლედ, ამ თემატიკისთვის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, პრაქტიკულად, “რესპუბლიკელებისთვის” მხარდაჭერას ნიშნავდა, რაც “ქართულმა ოცნებამაც” იგრძნო და უმრავლესობა სწრაფად ამიტომაც შეიკრიბა. სხვა შემთხვევაში, კოალიციის შიგნით შეიძლება, ახალი დაპირისპირება დაწყებულიყო. ისე, რაღაც-რაღაცები “რესპუბლიკელებმაც” დათმეს.

- სახელდობრ?

- ის, რომ მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ 2020 წლისთვის გაუქმდება.

- ამ დათმობის სანაცვლოდრესპებმარა შეიძლება მიიღონ?

- რა და, - აღმასრულებელ ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ადგილი, მათ შორის, შსს-ს გაყოფის მერე, შს ახალი მინისტრი, ჩემი ინფორმაციით, “რესპუბლიკელი” იქნება, შსს-ს დღევანდელი მინისტრი, ვახტანგ გომელაური კი, უშიშროების უწყებას უხელმძღვანელებს. ყველაფერ ამით კი, ისევ და ისევ, ხელისუფლების პროდასავლური ფრთა გაძლიერდება, რაც იმის გარანტია იქნება, რომ 2016 წლის არჩევნებით, ხელისუფლებაში პრორუსული ძალები ვერ მოვლენ, ანუ ეს ჩვეულებრივი პრევენციაა, თორემ თუკი ისე მოხდებოდა, რომ “რესპუბლიკელები” არჩევნების წინ “ოცნებას” დატოვებდნენ, ახალი კოალიცია შეიქმნებოდა და “ოცნება” უმრავლესობას დაკარგავდა...

- ბატონო კოტე, თქვენი კოლეგების უმრავლესობის პროგნოზით, “ოცნება”, “რესპუბლიკელებირომც არ გამოეყონ, 2016 წელს უმრავლესობას მაინც ვეღარ მოიპოვებს...

- დიახ, პირველ ადგილზე გავა, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ, უპრიანი იქნება, პარტია “ქართული ოცნება” და “რესპუბლიკელები” ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ.

- ეს როგორ? წარმოუდგენელია, “რესპუბლიკური პარტიარომ გაუქმდეს.

- რატომ “რესპუბლიკური პარტია”? “ქართული ოცნება” “რესპუბლიკელებს” შეერწყას, ანუ “რესპუბლიკური პარტიის” სახელწოდებაში ერთი ახალი სიტყვა გაჩნდეს. ამით ხელისუფლების წინააღმდეგ შავი პიარი, პროდასავლური არააო, საბოლოოდ დამთავრდება და აღარც იმარჩიელებენ, აი, “რესპუბლიკელები” კოალიციიდან გასვლას აპირებენო. თუკი ეს შერწყმა მოხდა, პოლიტიკურ ველში სიტუაცია საბოლოოდ დალაგდება, პროდასავლური ორიენტაციის ძალებიც უფრო გაძლიერდებიან და პრორუსული სეგმენტის საფრთხე განეიტრალდება.

- ეს სქემა ამერიკელების შედგენილია თუ, ვთქვათ, ჩვენი ყოფილი პრემიერის?

- აქ ცენტრალური ყოფილი პრემიერია, ანუ პროდასავლური ინტერესების გამომხატველი ინექცია სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის “რუს ოლიგარქობაზე”, ან მისი მხრიდან რუსული პოლიტიკის გატარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია! ყოველ შემთხვევაში, ის ნაბიჯები, რასაც თავის მიერვე მოყვანილი ხელისუფლების მისამართით დგამს, მოწმობს, რომ ყველაფერი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული!

- ჩვენც ეგ გვინდა, კოტე ბატონო, მაგრამ წეღან, ვიდრე ფირჩამწერს ჩავრთავდი, მითხარით, რომ უმრავლეობის ბოლო დახურულ სხდომაზე გარკვეული ხმაური იყო. რას გულისხმობდით?

- ვერ ვიტყვი, რომ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, მაგრამ როგორც ვიცი, პრემიერსა და კოალიციის “რესპუბლიკურ” ფრთას შორის, დაძაბული საუბარი შედგა.

- რის გამო?

- საუბარი აღმასრულებელი ხელისუფლების გადანაწილებას შეეხებოდა. დღეს “ქართულ ოცნებას” უფრო სჭირდება “რესპუბლიკური პარტია”, ვიდრე პირიქით. ამიტომ, “ქართული ოცნების” ელიტამ რაღაცები დათმო...

- სხვათა შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გარდა, ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ხალხს მიშას დაჭერა აღარ აინტერესებს...

- მიშა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ჩამოწერილია!

- კაცი ოდესის ოლქის გუბერნატორია დაჩამოწერასამას ეძახით?

- დიახ. სხვა თუ არაფერი, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

- მერე რა?

- ეს ტესტია.

- რისთვის, ან ვისთვის?

- პრეზიდენტისთვის - თუკი მარგველაშვილი სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობას მიანიჭებს, ამით თავს დაიღუპავს.

- თუ საქმე დაღუპვაზეა, მაშინ რა ვუყოთ ყოფილი პრემიერის ზემოხსენებულ განცხადებას, ხალხს მიშას დაჭერა აღარ აინტერესებსო?

- თუკი ხალხს მიშას დაჭერა აღარ აინტერესებს, აბა, იმ 9-წლიან რეჟიმზე პასუხი ვინ უნდა აგოს? როცა სამოქალაქო სექტორში ხარ, შეიძლება, ასეთი განცხადება გააკეთო, მაგრამ “ქართული ოცნების” მიმართ ხალხის ძირითადი შეკვეთა მიშას რეჟიმის გასამართლება იყო. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს ხალხის შეკვეთა უკვე სხვა რამეა, თუმცა არსებობს სამართალი. დამნაშავის დაუსჯელობა კი, უსამართლობაა, ანუ თუ დანაშაულია ჩადენილი, უნდა გამოაშკარავდეს, მაგრამ მიშას ბრალდება მანტო-პალტოზე, ვიღაც დოქტორის ჩამოყვანასა და სხვა სისულელეებზე კი არ უნდა წარუდგინონ, არამედ, მისი საქმიანობა უფრო დეტალურად უნდა შეისწავლონ!

- იქნებ, ყველაფერი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, ანუ მიშას დაჭერას არც არავინ აპირებდა და, უბრალოდ, ჭიქაში ქარიშხალი ატეხეს?

- არ ვიცი... მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს, ადრე თუ გვიან, საბრალდებო სკამზე დაჯდომა მაინც მოუწევს. ზემოხსენებული განცხადება კი, შეიძლება, მიშას დამშვიდებას ემსახურებოდა, რომ “ნაცმოძრაობა” თავის წნეხისგან საბოლოდ გაათავისუფლოს!

- მიშა პარტიის თავმჯდომარე აღარაა, შესაბამისად, “ნაცმოძრაობათავისუფალია!

- ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად არ შეუწყდება, მიშა “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე იქნება! საერთოდ, პარტიის იურიდიული საქმიანობისთვის - ჩარიცხვები და ასე შემდეგ, ნებართვას პარტიის თავმჯდომარე იძლევა. მიშას, ასე ვთქვათ, გადადგომის შემდეგ კი, პარტიას უფლებამოსილი პირი აღარ ეყოლება.

- ეს რა პრობლემაა? - პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს!

- საამისოდ ყრილობის ჩატარებაა საჭირო!

- ჩაატარებენ...

- დიახ, მაგრამ ყრილობამდე პარტია უფლებამოსილი პირის გარეშეა დარჩენილი - თავმჯდომარემ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აღმასრულებელმა მდივანმა “ნაცმოძრაობა” დატოვა, გენმდივანი ციხეშია.

- ისე, ცოტა უცნაურია: თუკი საქართველოში დაბრუნებას, თუნდაც, რევანშით აპირებს, მიშას ოდესის გუბერნატორობა რისთვის დასჭირდა?

- სააკაშვილის მთავარი ამოცანა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის გაფუჭებაა!

- ოდესის გუბერნატორობით ამას როგორ მიაღწევს?

- ოდესის პორტი ერთადერთია, რომლითაც საქართველო ექსპორტ-იმპორტზე მუშაობს. ამ ცენტრალურ კარიბჭეზე “ოცნების” ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე “ზის”, რომელიც, რაღა თქმა უნდა, დაბრკოლებებს შექმნის, ანუ საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს და უკრაინიდან ექსპორტისთვის ხელოვნურ ბარიერებს შექმნის, რაც ქართულ ეკონომიკას პირდაპირ დაარტყამს, მით უმეტეს, თუკი ეს ვითარება შემოდგომამდე გაგრძელდა - აჭარიდან ციტრუსი ძირითადად სწორედ უკრაინაში გააქვთ და წარმოიდგინეთ, ხალხს ციტრუსი რომ დაულპეს, ამას რა უკმაყოფილება მოჰყვება?!

- კოტე ბატონო, ერთობ აპოკალიფსური სურათი დახატეთ, თუმცა ყველაფერ ამის ფონზე, მგონი, ლოგიკური შეკითხვა ჩნდება: პოროშენკომ მიშას ოდესის გუბერნატორად დანიშვნით საქართველოს ფარული ეკონომიკური ომი გამოუცხადა?

- საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გართულება წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს.

- ზოგი თვლის, რომ პოროშენკოს მიშას გაგუბერნატორება მაკკეინმა აიძულა...

- საქმე იძულებაზე არაა. უბრალოდ, პოროშენკო, ბოლო მომენტებიდან გამომდინარე, გაღიზიანებულია.

- ანუ?

- სააკაშვილი პირდებოდა, რომ აშშ უკრაინას ლეტარულ იარაღს მიაწვდიდა. იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ იარაღის მიწოდება საუდის არაბეთის გავლით მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი ეს ჩაიშალა და სააკაშვილი არაფრის გამკეთებელია და მისი განცხადებები მხოლოდ პიარს უკავშირდებოდა, მაგრამ ხელის ერთი მოსმით ვერ მოიცილებდა.

- საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ სააკაშვილს გუბერნატორობას მალე დაატოვებინებენ?

- დაატოვებინებენ კი არა, არ გამოვრიცხავ, თავი რომ გადაირჩინოს - თავისმა ხალხმა პრორუსულობა არ მიაწებოს და საბოლოდ გაემიჯნოს, პოროშენკომ მიშა საქართველოს გადმოსცეს!

ვანო, რა ამის პასუხია და, ჩემი ინფორმაციით, მიშას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, რომ ოდესაში თავმოყრილ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს შეხვედროდა. ჩემი წყაროს ინფორმაციით, მიშას ამ ხალხის გამოყენება უნდა... სააკაშვილმა ძალოვანებთან თათბირზე განაცხადა, რომ ოდესა კრიმინალებისგან უნდა გაიწმინდოს, რაც ყველა ქართველი კრიმინალის გამოგდებას გულისხმობს, ანუ ოდესამ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოს გადმოსცეს და მერე, “ნაციონალები” აგნიასდებიან, აი, “ოცნება” ქურდებს მფარველობსო. საგულისხმოა, რომ ოდესაში ძალიან ბევრი ქართველი ქურდია... მოკლედ, მიშამ “კანონიერ ქურდებს” შეუთვალა, თუ საქართველოსთან მიმართებაში ჩემთან არ ითანამშრომლებთ, ოდესას თქვენგან გავწმენდო.

- “საქართველოსთან მიმართებაში თანამშრომლობარას ნიშნავს?

- სააკაშვილს უნდა, რომ ჩვენთან კრიმინალები გააქტიურდნენ.

- კრიმინალები თანამშრომლობაზე დასთანხმდნენ?

- არ ვიცი, ეს მალე გამოჩნდება, ანუ თუ ოდესაში ქართველი კრიმინალური “ავტორიტეტების” მასობრივი დაჭერა დაიწყო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მათსა და სააკაშვილს შორის გარიგება არ შედგა. თუ გარიგება შედგება, მაშინ, როგორც აღვნიშნე, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება უფრო დაიძაბება და ყველაფერ ამას ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარი მოჰყვება, მაგრამ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ საქართველოსთვის ოდესაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დიდი გამოწვევა და საფრთხეა. ამას ჯობდა, კიევში დარჩენილიყო.

...მიშას წინადადებას შეიძლება, ის კრიმინალები დასთანხმდნენ, რომლებსაც გივი თარგამაძე, ასე ვთქვათ, აკონტროლებს, მაგალითად, ლაშა შუშანაშვილის ხალხი. სხვათა შორის, შუშანაშვილი პირდაპირ პუტინის ოჯახთანაა დაკავშირებული - შავ ბიზნესში საერთო ინტერესი ჰქონდათ.

- ისე, არსებობს ინფორმაცია, რომვარდების რევოლუციისდროს სააკაშვილის ინტერესებს ტარიელ ონიანიამაგრებდა”.

- დიახ, რა თქმა უნდა...

- შაქრო კალაშოვი კი, როგორც არერთხელ გითქვამთ, სააკაშვილის არ იყოს, იარაღის უკანონო ბიზნესშია ჩართული...

- დიახ, კალაშოვიც...

- ჰოდა, თუკი ქურდებზე იდგა, მიშა კრიმინალებს რატომღა ებრძოდა?

- მათ ებრძოდა, ვისაც ვერ აკონტროლებდა...

...ისე, რუსეთს კიევის აღება მაინცდამაინც არ უნდა. მისთვის მთავარი დნეპროპეტროვსკის ოლქია, რომლის გუბერნატორსაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა - კალამოისკი მოხსნეს. არადა, პროდასავლურ და მემარჯვენე ძალებს სწორედ ის აფინანსებდა. ოდესის ოლქი კონფლიქტის ზონასთან ძალიან ახლოსაა და თუკი ოდესის პორტი რუსების ხელში ჩავარდა, უკრაინა, პრაქტიკულად, პორტის გარეშე დარჩება.

- ამის ალბათობა არსებობს?

- დიახ, არსებობს.

- მაშასადამე, იზიარებთ ვერსიას, რომ სააკაშვილი ოდესას კრემლსხონჩით მიართმევს”?

- მთლად ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ...

- სააკაშვილი ანაკლიის პროექტის ხორცშესხმას ოდესაში აპირებს და ამტკიცებს, მალე ოდესა შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე მაგარი საპორტო ქალაქი იქნებაო...

- ეს გამორიცხულია!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ყველაფერ ამას დიდ თანხა და დასავლური ინვესტიციები სჭირდება. ოდესა კი, საქართველო არაა, სადაც დასავლეთისთვის დემოკრატიის შუქურად ცობილ მიხეილ სააკაშვილს მილიარდები მოსდიოდა - გავიხსენოთ 2005 წელს, “მილენიუმის” პროგრამთ შემოსული ერთმილიარდიანი დახმარება, ასევე, სხვა დახმარებები, ინვესტიციები თუ ტრანშები. საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა, პრეზიდენტობისას, 7 მილიარდზე მეტი მიიღო...

- ბატონო კოტე, უჭკუო ადამიანს არ ჰგავს და, დავიჯერო, თუკი თქვენ ყველაფერი ეს გათვალეთ, პოროშენკო ვერაფერს ხვდება?

- რომ მიხვდა, ოდესის გუბერნატორად ამიტომაც დანიშნა - პოროშენკომ მიშა მოიცილა!

- ისე, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას, სააკაშვილმა, პრაქტიკულად, ღიად თქვა, რომ საქართველოში დაბრუნდება...

- ეს მესიჯი საფრთხის შემცველია. მიშას შეიძლება, ხანდახან რაღაც წამოსცდება ხოლმე, მაგრამ გათვლილ ნაბიჯებს დგამს...

- სააკაშვილმა ისიც თქვა, “ოცნებამსუს-ის თანამშრომლები გამომიგზავნა, რომლებიც დაიჭირესო...

- თვალთვალს სუს-ი კი არა, დაზვერვა აწარმოებს. ასე რომ, ეს ტყუილია!

სხვათა შორის, სააკაშვილმა ე.წ. მოქმედების კომიტეტების შექმნაზეც ისაუბრა. ეს, პრაქტიკულად, საგაფიცვო კომიტეტებია, რომლის სისრულეში მოყვანასაც დიდი ფული სჭირდება. გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილმა ოდესაში “მოღვაწე” კრიმინალური “ავტორიტეტები” სწორედ ამ მოქმედების კომიტეტების მართვისთვის გამოიყენოს და ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერები შექმნას. ამ ფონზე “ნაცმოძრაობას” ახალი პიარის და, შესაბამისად, ქულების დაწერის საშუალება მიეცემა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 17 პროცენტიც რომ აიღოს, ეს პარლამენტში ერთი ფრაქცია და იმის ნიშანი იქნება, რომ “ნაცმოძრაობა” პოლიტიკური ველიდან, პრაქტიკულად, გაქრება, რასაც სააკაშვილი არ შეეგუება...

- ...ბატონო კოტე, რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, ოქროყანაში ოთახისხელა მოწყობილობა აღმოვაჩინეთ, რომლითაცნაციონალებიპირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უთვალთვალებ-უსმენდნენო... მახსოვს, ამას წინათ, ფარული მოსასმენის არსენალზე თქვენც ისაუბრეთ...

- ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ცნობილი იყო, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფი მოსმენებს სწორედ ოქროყანიდან ახორციელებდა...

- შეიძლება, მაგრამ რა საფუძველია, ითქვას, რომ ამ აპარატურითნაციონალებიმაინცდამაინც ივანიშვილს უსმენდნენ?

- ალბათ, მტკიცებულებები აქვთ... სხვათა შორის, ოქროყანიდან ბიძინა ივანიშვილის სახლი ხელისგულივით ჩანს. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ასეთი მოსასმენი აპარატურა საქართველოში ბევრია, მათ შორის ისეთიც, რომლითაც ერთდროულად, 300 სუბიექტის მოსმენა შეიძლება...

- “თავისუფალი დემოკრატები.. კაბელების საქმეში პირველ გამარჯვებას ზეიმობენ და ამბობენ, რომ პროკურატურამ კრახი განიცადა, რაც სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არმიღებაში გამოიხატება...

- პროკურატურამ კრახი არაერთ, მათ შორის, იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის საქმეშიც განიცადა.

- თუკი დამტკიცდა, რომკაბელების საქმემიზანმიმართულადაა შეკერილი, რა მოხდება?

- მათი, ვინც შეკერეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ გამოიკვეთა, რომ საქმე გაყალბებულია, პოლიტიკურთან ერთად, სხვა სახის პასუხისმგებლობაც დადგება...

- ...კოტე ბატონო, წეღან 1998 წლის 9 თებერვალს, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტიც ახსენეთ...

- პიროვნებამ, რომელმაც იცოდა, რომ ტერაქტი მზადდებოდა, საფლავში დიდი საიდუმლო წაიღო.

- ვერ ვხვდები, რას ამბობთ...

- ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის მაშინდელი ხელმძღვანელისთვის, რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი, რომ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტი იგეგმებოდა. მეტიც, ისიც იცოდა, ტერაქტში მონაწილეობას ვინ მიიღებდა. ყველაფერი მას შემდეგ “გასკდა”, რაც მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ ეს ინფორმაცია მაგიდაზე ნახა. ტერაქტის შემდეგ, ეს მოადგილე დაიჭირეს...

- ვისზე ლაპარაკობთ?

- ერთ-ერთ პოლკოვნიკზე, რომლის გვარსაც არ დავასახელებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კორუფციის შეთითხნილი ბრალდებით დაიჭირეს.

- როგორც ვხვდები, იმის თქმა გინდათ, რომ 9 თებერვლის ტერაქტის აღკვეთა შეიძლებოდა, არა?

- დიახ, შეიძლებოდა, რადგან სპეცსამსახურს მოსალოდნელ ტერაქტზე ინფორმაცია, მინიმუმ, ორი დღით ადრე ჰქონდა, მაგრამ შევარდნაძე გაწირეს.

- ვინ და რატომ?

- ვინ და, - რუსულმა ძალებმა! სხვათა შორის, ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ შევარდნაძემ შს მაშინდელ მინისტრს, კახა თარგამაძეს დაურეკა და ჰკითხა, რა ხმაური იყო, რა ხდებაო, მან კი უპასუხა, არ ვიცი, გავარკვევო... მოკლედ, მაშინ შევარდნაძე საკუთარმა სპეცსამსახურებმა გაწირეს და ღმერთმა გადაარჩინა!

სხვათა შორის, ამ ტერაქტში მონაწილე ერთი ჩეჩენი, მუსტაფა ზურგში მოხვედრილი ტყვიის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, ჩეჩენმა საველე მეთაურმა, სარმან რადუევმა განაცხადა, ტერაქტი ჩემი ორგანიზებული იყოო, თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი სხვანაირად მოხდა და ვიღაცას უნდოდა, რომ ტერაქტი ჩეჩნებისთვის “მიება”. შევარდნაძემ მასხადოვს დაურეკა და, როგორც ვიცი, ღია ტექსტით უთხრა, ყველაფერი კარგად ვიცი და მომხდარი ჩვენს ურთიერთობას ვერ დაძაბავსო, თუმცა შევარდნაძე ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის არავის უთქვამს, რომ ტერაქტის თაობაზე სპეცსამსახურმა რამდენიმე დღით ადრე უწყოდა...