საიდუმლო მეთოდები, რომლებითაც სპეცსამსახურები ადამიანებს აზომბირებენ. უშიშროების პოლკოვნიკი გვაფრთხილებს

საიდუმლო მეთოდები, რომლებითაც სპეცსამსახურები ადამიანებს აზომბირებენ. უშიშროების პოლკოვნიკი გვაფრთხილებს

ის, რაზეც უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძექართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების დღევანდელ, ასე ვთქვათ, გამოშვებაში ისაუბრებს, მხოლოდ სკანდალური კი არა, შოკისმომგვრელია. დიახ, ქართველი სპეცსამსახურელი იმ მეთოდებს შიფრავს, რითიც უშიშროება, როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე, ადამიანთა ჯგუფის ზომბირებას ახდენს. ფორჩხიძის თქმით, ამ კუთხით სპეცსამსახურის ინტერესის ობიექტს მხოლოდ რიგითი მოქალაქეები კი არა, თავად სპეცსამსახურის თანამშრომლები, პოლიტიკოსები და საზოგადოებრივად აქტიური სხვატიპებიცწარმოადგენენ. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ბოლო დროს მომრავლებულ წვრილ-წვრილ პრორუსულ დაჯგუფებასაც სწორედ ზომბირების კონტექსტში განიხილავს და განმარტავს, რომ უშიშროებას მხოლოდტვინის გამორეცხვაკი არა, ვთქვათ, მასობრივი შიშისა და ფსიქოზის შექმნაც ეხერხება... მაშ, ასე: “ქართული სიტყვაყველაზე ტაბუირებულ თემას აშიშვლებს!

- ბატონო კოტე, “ევრაზიული კავშირირას ნიშნავს?

- “ევრაზიული კავშირი” სახეშეცვლილი საბჭოთა კავშირი, ანუ ჩუბაისის ეკონომიკური იმპერიის ჩანასახია, რომელშიც მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნები კი არა, შეიძლება, ზოგიერთი სხვა სახელმწიფოც, მაგალითად, მონღოლეთი, ან ჩრდილოეთ კორეაც გაერთიანდეს. საერთოდ, სახელს მნიშვნელობა არ აქვს.

- ცხადია, მაგრამ ობივატელმა შეიძლება იკითხოს, თუკი ევრაზიული კავშირიც, ევროკავშირის მსგავსად, ეკონომიკურ სიკეთეებს გვთავაზობს, მასში გაწევრიანებაზე უარი რატომ უნდა ვთქვათო? შესაძლოა, ზოგმა ისიც თქვას, რატომ არ შეიძლება, საქართველო ევროკავშირის წევრიც იყოს და ევრაზიული კავშირისაცო?

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რომელიმე სხვა კავშირში გაწევრიანებას არ გვიკრძალავს.

რაც შეეხება ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის განსხვავებას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ევროკავშირი იმპერიული ზრახვების მქონე სახელმწიფოთა გაერთიანება არაა. ევრაზიული კავშირი კი, რუსეთსა და მის იმპერიულ ზრახვებზეა დამყარებული.

- ქართველი რუსეთუმეების თქმით, დასავლეთიც ჩვეულებრივი მოძალადეა, ეგაა ოღონდ, საქართველოს ანექსიას ეკონომიკით ახდენსო...

- როგორ გეკადრებათ!

ევროკავშირს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს გადარჩენაში უდიდესი როლი თურქეთსა და აშშ-საც მიუძღვის. სამწუხაროდ, მეხსიერებასთან, როგორც ჩანს, პრობლემა გვაქვს, თორემ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში შიმშილისგან სწორედ ამ ქვეყნებმა გვიხსნეს და ამის არდანახვა უმადურობაა. მაშინ რუსეთი რატომ არ გვეხმარებოდა?.. საერთოდ, დასავლეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებები და თავისუფლებაა. იქ საზოგადოება ჰომოფობიასა და სხვა დისკრიმინაციული განწყობებისგან თავისუფალია. სწორედ ესაა ამოსავალი წერტილი და დასავლეთი დახმარებას იმიტომ გვიწევს, რომ ქართველი ერი, პრაქტიკულად, ევროპული ცივილიზაციის აკვანია. სწორედ ამიტომ იღწვის ევროპა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებისა დ ფასეულობების ქვეყანა გახდეს.

- ისე, ბატონო კონსტანტინე, უცნაური ხალხი ვართ: მაგალითად, ჯალ-ალ-ედინს ან სხვა დამპყრობელს, რომელმაც ხელი ქართველთა სისხლში გაისვარა, მტრად მივიჩნევთ, რუსეთს კი, რომელმაც, შორს რომ არ წავიდეთ, 2008-ში გიორგი ანწუხელიძე წამებით მოგვიკლა, ვიღაცები ლამისაა, “ბაბაია”- ეძახიან...

- “ენ-დი-აი”-ს გამოკითხვაში დაფიქსირებული ის 31 პროცენტი, რომელიც ევრაზიული კავშირის მომხრეა, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ყოველ შემთხვევაში, არ მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 31 პროცენტი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. ამასთან, “ენ-დი-აი”-ს კვლევა “აი-რა-ი”-ის კვლევისგან კარდინალურად განსხვავდება.

- ამით რისი თქმა გინდათ?

- “აი-რა-ი”-ის კვლევებზე “ნაცმოძრაობას” ყოველთვის ნაკლები გავლენა ჰქონდა.

- ვთქვათ, ასეა, მაგრამნაცმოძრაობასრაში აწყობს, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი ხელოვნურად გაზარდოს?

- დღეს “ნაცმოძრაობა”, პრაქტიკულად, თეთრი ყვავის როლშია და პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრს მასთან კოალიციაში შესვლა არ აწყობს. “ნაციონალები” ევრაზიული კავშირის მომხრეთა ხელოვნური გაზრდით ხაზს თავიანთ საჭიროებას უსვამენ.

- შეიძლება, მაგრამ ამ პროცენტებს ხელზე პრორუსებიც იხვევენ და რა გამოდის - “ნაცებსადა რუსაპეტებს საერთო მიზანი აქვთ?

- “ნაციონალებს” მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - ხელისუფლებაში დაბრუნება! საამისოდ კი, ერთადერთი გზა არსებობს - სახეშეცვლილი “ნაცმოძრაობა” პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად კოალიციაში გაერთიანდეს.

- მაშასადამე, “ენ-დი-აი”- კვლევა საგარეო მოხმარებისთვისაა, ანუ მიშას ხალხი ცდილობს, ცივილური მსოფლიო დაარწმუნოს, “ოცნებარუსეთისკენ მიილტვისო და ამით დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო დამოკიდებულება შეცვალოს?

- დიახ, ეს პოლიტიკური მესიჯია...

- ჩვენში დარჩეს და, დასავლური ღირებულებებისნაცებთანგაიგივება, ვფიქრობ, არ შეიძლება, რადგან ეს ღირებულებები ჩვენი წინაპრებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც სულხან საბა გავიხსენოთ...

- ეს სპეცსამსახურების დამსახურებაა!

- სპეცსამსახური რაღა შუაშია?

- მოგვიანებით აგიხსით, თუ როგორ ახერხებს სპეცსამსახური ადამიანების გონებიდან რაღაცების წაშლას. გახსოვთ, მიშა ამბობდა ხოლმე, საქართველოში პირველადო, ჩვენ ვართ ერთადერთი ძალაო და ასე შემდეგ...

ვანო, უცნაურად არ მოგეჩვენათ, რომ ევრაზიული განწყობის მომხრეთა და პრორუსულ პარტიათა რეიტინგებს შორის განსხვავება თითქმის 20 პროცენტია?

- ანუ?

- ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პრორუსული განწყობის სულ ორი პარტიაა, თუმცა მათ მიერვე ჩატარებული კვლევების მიხედვითვე, ამ ორივე ძალის საერთო რეიტინგი 10 პროცენტია. ამ ფონზე, საკითხავია, საზოგადოების 31 პროცენტი ევრაზიული განწყობის როგორაა?

- იზიარებთ მოსაზრებას, რომ გამოკითხულებმა ევრაზიული კავშირის მნიშვნელობა არ იცოდნენ?

- არც ეს უნდა გამოვრიცხოთ. შეკითხვაში ევრაზიული კავშირი კი არა, რუსეთი რომ ყოფილიყო ნახსენები, შედეგი მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა.

- სხვათა შორის, მგონი, ხათუნა ლაგაზიძემ იხუმრა, კარგი იქნება, ანალოგიური გამოკითხვა პარლამენტშიც ჩატარდეს და ვნახოთ, რა შედეგიდაიდებაო”...

- აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა...

- კოტე ბატონო, ზუსტად მაშინ, როცაენ-დი-აი”- კვლევებზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თავის ერთ-ერთ მოადგილედ მკვეთრად დასავლური ორიენტაციის ანა დოლიძე დანიშნა. “მესიჯების ენაზეეს რამეს ნიშნავს?

- რა თქმა უნდა...

ვანო, იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერვიუების ციკლმა მოიტანა, მაგრამ ეს ერთ-ერთი აგური იყო, რომელიც აბსოლუტურად სწორად “დავდეთ” და ყველას დავანახეთ, რომ თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ძალოვანი უწყებაა, ყველაფერი კარგად არ იყო - იქ რუსულმა სპეცსამსახურებმა საკმაოდ ღრმად შეაღწიეს, რაც შეუმჩნეველი არც ევროპას დარჩა და არც - აშშ-ს. საერთოდ, დასავლეთს, გადამწყვეტ მომენტში, ღია მოქმედება სჩვევია. ახლაც ასე მოიქცა და რუსეთს დაანახა, საქართველო ჩემი გავლენის სფეროაო, თუმცა პირდაპირ ვამბობ: ყველაფერი ამით არ დამთავრებულა და მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სტრუქტურა თავიანთი ძველი კავშირებით უზრუნველყონ. ამიტომ, თინა ხიდაშელს მივმართავ: იმ კადრებთან მიმართებაში, რომლებსაც მრჩევლებად შესთავაზებენ, ფრთხილად იყოს. ასევე, ფრთხილად უნდა იყოს მისი ახლადდანიშნული მოადგილე, დათო ებრალიძე, რომელიც შესყიდვებს კურირებს და რომელსაც სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან ვიცნობ და ვიცი, რომ განათლებული, ერუდირებული და პროდასავლური პიროვნებაა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ანა დოლიძის დანიშვნა ბევრმა, მათ შორის, “ნაცმოძრაობამაც” ძალიან ცუდად აღიქვა. დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, შესაბამისი ბეგრაუნდი არ აქვსო. ერთი, შესაბამისი ბეგრაუნდი და გამოცდილება რომელ “ნაციონალს” ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ?! თანამდებობას ბეგრაუდი კი არა, ელემენტარული აზროვნება და ორიენტირების დაცვა სჭირდება, რაც ანა დოლიძეს არ გაუჭირდება.

- ანა დოლიძე, როგორც ვიცი, აშშ-ში მუშაობდა. თქვენი აზრით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეობას რატომ დასთანხმდა?

- ეს, ალბათ, მისი და თინა ხიდაშელის ერთობლივი შეხედულებებითაა განპირობებული. ცუდი არაა, რომ ქალბატონი თინა სანდო კადრებს იზიდავს. ეს გუნდურობის პრინციპია, ანუ კადრები, რომლებიც ხიდაშელმა მოიყვანა, ვიწრო პოლიტიკურ თამაშებს არ დაიწყებენ. ძალოვან სტრუქტურაში ასეთი თამაშები სრულ კრახს ნიშნავს. რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული არც ანა დოლიძეა და არც - დათო ებრალიძე...

მოკლედ, რუსული და სხვა არაკეთილმოსურნე ქვეყნის სპეცსამსახურები ჯარით კი არა, შესყიდვებით დაინტერესდებიან - მაგალითად, ქართული მხარე როგორ ტექნიკას ყიდულობს. თუკი კონტრდაზვერვითი საქმიანობით უზრუნველყოფილი არ იქნება, თავდაცვის სამინისტროს ე.წ. სამოქალაქო სექტორში უცხო სპეცსამსახურებს შეღწევა არ გაუჭირდებათ. სამწუხაროდ, დღეს კონტრდაზვერვა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ვიდრე ყველაფერი ეს დალაგდება, თავდაცვის მინისტრმა და მისმა გარემოცვამ კონტრსადაზვერვო ფუნქციაც უნდა შეასრულონ და ინფორმაციის დაცვა უზრუნველყონ.

- რა ამის პასუხია და, ამ დღეებში თურქეთმა, პრაქტიკულად, ღიად განაცხადა, რომ საქართველო ნატო- წევრი აუცილებლად უნდა გახდეს...

- მთელი რუსული პრესა აჭრელებულია, რომ რუსეთი აზერბაიჯანზე ზეწოლას ახდენს, რათა ოფიციალურმა ბაქომ ევრაზიულ კავშირში შესასვლელად ნაბიჯი გადადგას. თუკი ასე მოხდა, ეს გეოპოლიტიკური კრახი იქნება.

- რატომ?

- თუ აზერბაიჯანი ევრაზიულ კავშირში შევიდა, დღის წესრიგში ჩვენთვის ენერგომატარებლების ფასების გადახედვის საკითხი დადგება. ამ ფონზე, საინტერესოა, “სოკარ”-მა საქართველოში 700-მილიონიანი პროექტი სწორედ ამიტომ ხომ არ ჩაშალა?

თურქეთმა ძალიან სერიოზული განცხადება ნატო-ს გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა, თან არ დაგავიწყდეთ, თურქეთი ნატო-ს, ასე ვთქვათ, დისტრიბუტორი ქვეყნებიდან ყველაზე მძლავრი სამხედრო ძალაა. მოკლედ, თურქეთის განცხადება ნატო-სთვის მესიჯია.

- ეგებ, ოფიციალურმა ანკარამ ნატო- განწყობა გაახმოვანა?

- შესაძლოა, ასეცაა... თუ დასავლეთში ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ამ განწყობას, შესაძლოა, ის მოჰყვეს, რომ დასავლეთმა კავკასიის რეგიონზე გავლენა დაკარგოს და აქ ფეხი რუსეთმა მოიკიდოს, რაც ცუდი, პირველ რიგში, დასავლეთისთვის იქნება.

ისე, თურქეთს დასავლეთზე, მათ შორის, გერმანიაზე სერიოზული გავლენა აქვს...

- ბატონო კოტე, გერმანიაზე გამახსენდა: რუსაპეტები გვმოძღვრავენ, აი, ანგელა მერკელი რუსეთს როგორ მოწიწებით ელაპარაკება და კრემლს ოკუპანტი ჩვენც არ უნდა ვეძახოთო...

- რუსეთი ოკუპანტია და თუ არ ვიტყვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის მიერაა დარღვეულიო, გამოვა, რომ მომავალზე, ანუ ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ვფიქრობთ! მართალია, რუსეთმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ეს აღიარება მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკამ გადაწონა. ბუნებრივია, რუსეთი აღიარებას უკან არ წაიღებს, მაგრამ კრემლისთვის მთავარი სავაჭრო თემა მაინც ტერიტორიული მთლიანობაა. ქართველი ხალხი კი არ ფიქრობს, რომ ეს საკითხი უკანა პლანზე უნდა გადავიდეს. ჩვენი განვითარებისა და თუნდაც ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზა სწორედ ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის! დიახ, საქართველო განვითარებას მხოლოდ გამთლიანების მერე დაიწყებს!

- ბატონო კონსტანტინე, წეღანმეხსიერების წაშლაახსენეთ. ეს პუტინისჰიბრიდული ომისშემადგენელი ნაწილია?

- ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, თუმცა სპეცსამსახურები ტექნოტრონულ მეთოდებს აქტიურად იყენებენ.

- ეს რას ნიშნავს?

- თანამედროვე მეცნიერებამ საფუძველი ადამიანთა ქცევის, აზროვნების, შეგრძნებებისა და მოქმედებების სპეციალური ტექნოტრონული მეთოდებით გამოყენებას დაუდო, ანუ ლაპარაკია შესაბამის აპარატურასა თუ ჰიპნოზზე. სპეცსამსახურები მხოლოდ ადამიანზე კი არა, ადამიანთა ჯგუფებზეც, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედებენ. სხვათა შორის, ამ კატეგორიას შეიძლება, ის პატარ-პატარა პრორუსული დაჯგუფებები მივაკუთვნოთ, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდნენ და ერთი მიმართულებით “უბერავენ”.

- ადამიანებზე ზემოქმედების ტექნოტრონულ მეთოდებს მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები იყენებენ?

- არა...

- მაინც, ვერ გავიგე, ეს ტექნოტრონული მეთოდები რას ნიშნავს...

- რას და, - აუდიო-ვიზუალურ გამაღიზიანებლებით, ელექტროშოკით, ულტრა და ინფრაბგერითი, ზემაღალი და ტორსული, ასევე, დარტყმითი ტალღებით ზემოქმედებას.

- კოტე ბატონო, მოდით, თითოეული ეს მეთოდი გაშიფრეთ...

- კი ბატონო, მერე კი, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, გეტყვით, საქმე რასთან გვაქვს.

- მოკლედ, გისმენთ...

- ზემოქმედების აუდიო-ვიზუალური მეთოდი ისეთი ძალიან სუსტი გამაღიზიანებლების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც ცნობიერად არ აღიქმებიან, თუმცა ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად აღწევენ.

- ანუ, “მეხუთე კადრისეფექტი?

- (იღიმება) გცოდნიათ... აუდიო-ვიზუალური გამაღიზიანებელი ერთგვარი შთაგონების ხერხია, რომელიც ცნობიერების მხრიდან კრიტიკას არ ექვემდებარება, ანუ ცნობიერება ვერ აღიქვამს, მაგრამ ამგვარი ზემოქმედებით აზროვნებისა და ქცევის საჭირო მიმართულებით სათანადო ორიენტირებაა შესაძლებელი...

- ბარემ, მაგალითებიც დაასახელეთ...

- დაგისახელებთ... აუდიო-ვიზუალურ ზემოქმედებას ყველაზე უფრო კეთილი ადამიანები ექვემდებარებიან. ამ მიმართულებით გამოიყენება, როგორც სმენითი (აუდიო), ასევე, ვიზუალური (მხედველობითი) არხები. ამიტომ არსებობს ორი მეთოდი - აუდიო და ვიდეოსტიმულაცია.

აუდიოსტიმულაციის დროს, წინასწარ შერჩეულ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფებზე ზემოქმედებისთვის, მისთვის საყვარელი მელოდიის დისკზე ჩაწერისას, სათანადო შენელებული ტექსტის, ე.წ. შთაგონების ტექსტის “დატანა” ხდება.

- ეს ტექსტი დაკვირვების ობიექტს ესმის?

- არა. ტექსტის სიჩქარე 10-15-ჯერაა შენელებული და, მელოდიასთან ერთად, ობიექტს მხოლოდ ყრუ ხმაური ესმის, რაც შეიძლება, ცუდი ჩანაწერით ახსნას. ამ ხერხით ადამიანის ქვეცნობიერში “შთაგონებითი ინფორმაციის” შეტანა ხდება. სხვათა შორის, ამ მეთოდს “გე-რე-უ”-ს ე.წ. ბალაშიხას სკოლაში აქტიურად იყენებენ, სადაც პროფესიონალ მკვლელებს ამზადებენ.

- ესე იგი, აუდიო ზემოქმედებით ადამიანს შეიძლება, მკვლელობა აიძულონ?

- დიახ...

- “შთაგონების ტექსტითადამიანის დაზომბირებას რა დრო სჭირდება?

- როცა სპეცსამსახური ობიექტის შესწავლას იწყებს, მის შესახებ ყველა დეტალს არკვევს, იმასაც კი, თუ როგორი მუსიკა უყვარს და დღეში რამდენჯერ უსმენს.

- ეს გავიგე, მაგრამ ბატონო კოტე, 21- საუკუნეში საყვარელი მელოდიის მოსმენა ინტერნეტითაც შეიძლება - უამრავი .. მუსიკალური საიტია. შესაბამისად, სპეცსამსახური ჩემს საყვარელ მელოდიას როგორდამიშიფრავს”?

- ვანო, დაკვირვების ობიექტი არ ხართ, თან ამ მეთოდს, როგორც წესი, მაშინ იყენებენ, როცა ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკოსი, ან საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა რომელიმე პერსონა სადმე სასწავლებლად მიდის. მისი ორიენტირების შეცვლა სწორედ ამ დროს ხდება.

- ორიენტირის შეცვლა მაინც, როგორ ხდება?

- მაცადეთ...

რაც შეეხება ვიდეოსტიმულაციას, ამ შემთხვევაში, ვიდეოში ძალიან მცირე ზომის (0,004 წამი) სურათი, ან შთაგონების ტექსტია ჩართული, რომელიც ობიექტის შემდგომ ორიენტაციას განაპირობებს. ეს “დაფარული” სურათი ან ტექსტი ეკრანზე ყოველ 5 წამში ერთხელ ჩნდება. ამ მეთოდის სუსტი მხარე ისაა, რომ ვიდეოჩანაწერი შეიძლება, “გაიჭედოს” და ამ დროს ობიექტმა ეკრანზე ე.წ. შთაგონებითი გამოსახულება დაინახოს. ამიტომ, ამ მეთოდს იშვიათად იყენებენ, თუმცა მალე საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის და ამ მეთოდის გამოყენება გაადვილდება.

- “შთაგონების ტექსტიშეიძლება, რეკლამაში იყოს ჩადებული?

- კი, შეიძლება...

- სხვათა შორის, თავის დროზე, როცარუსთავი 2”-ში უშიშროება შევიდა, კულუარებში ითქვა, ერთ-ერთ რეკლამაში კოდირებული ინფორმაცია იყო ჩადებულიო...

- არ ვიცი, მაგრამ ვიმეორებ, რომ ყველა ეს მეთოდი ადამიანების ზომბირებისთვის გამოიყენება... სწორედ აქედან გამომდინარე, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომლის უშიშროებიდან გამოყოფით (ამ თემაზე წინა ინტერვიუში ვრცლად ვისაუბრეთ) და შესაბამისი ზედამხედველობის გარეშე დარჩენით, ქვეყანაში ბევრი ახალი პრობლემა გაჩნდება!
ზემოქმედების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მეთოდი ჩვეულებრივი ელექტროშოკია, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ პოლიციელს აქვს და რომელმაც ადამიანს შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს.

- ფსიქოლოგიური?

- არა მარტო...

ელექტროშოკის ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედება სპეცსამსახურებს სრულფასოვნად აქვთ შესწავლილი და აქტიურად გამოიყენება მეხსიერების მოსაშლელად, დაკითხვის ან წამებისას ტკივილის გამოსაწვევად, ობიექტის სანდო გაუვნებელყოფისთვის.

- ელექტროშოკის გამოყენებისას ადამიანი რამდენი ხნით ითიშება?

- აგიხსნით, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ობიექტზე, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, ელექტროშოკის გამოყენება, შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს.

- როცა ელექტროშოკს მომიტინგეთა წინააღმდეგ იყენებენ, ჯანმრთელობის ცნობას ხომ არ მოსთხოვენ?!

- რა თქმა უნდა, არ მოსთხოვენ. ამიტომ, მიტინგების დარბევისას ელქტროშოკის გამოყენება არ შეიძლება. ეს სპეციფიკური, ასე ვთქვათ, იარაღია.

სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროშოკი არსებობს. ელექტრო დენი, რომელიც 10 მიკროამპერზე ნაკლებია, ძალიან სუსტად ითვლება. 20 მ/ა სუნთქვის მოშლას იწვევს, 70 მ/ა საგრძნობლად აფერხებს სუნთქვას, 100 მ/ა გამოყენებას გულის ფიბრილაცია მოჰყვება, რომელიც შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს. 200 მიკროამპერი კი, მხოლოდ დამწვრობას კი არ ტოვებს, არამედ, სუნთქვასაც აჩერებს.

კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ადამიანის დატენიანებული კანის წინააღმდეგობა 1-დან 5 კილო ომამდეა, სხეულის შიდა, ანუ ქსოვილების წინააღმდეგობა კი, - 100-დან 500 კილო ომამდე. დენი, რომლის ძაბვაც 240 ვოლტზე მაღალია, კანს ხლეჩს.

- ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, თუნდაც იმ ყბადაღებულ 9 წელში, სპეცსამსახურებს ელექტროშოკი გამოუყენებიათ?

- ალბათ... თუ ელექტროშოკის გამოყენებისას ენერგია 3 ჯოულს აღწევს, მაშინ გულის გაჩერებაა მოსალოდნელი. 130 ვოლტის ელექტროიმპულსი კი, თავის ტვინის ნეირონებს შლის.

- ყველაფერი ეს ფიზიკური ზეწოლაა და ზომბირება რა შუაშია?

- მეხსიერების მოშლისა და ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტების ჩასაკლავად 50 ათასი ვოლტი საკმარისია, მაგრამ ამ დროს დენის სიმძლავრე მილიამპერს არ უნდა აღემატებოდეს, ელექტროიმპულსის ენერგია კი, 0,3 ჯოულს არ უნდა სცილდებოდეს.

ელექტროშოკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ ზემოქმედება ღია კანზე არ მოხდეს. ამასთან, მნიშვნელობა აქვს ზემოქმედების ხანგრძლივობასაც, რომელიც 5 წამზე მეტი არ უნდა იყოს.

ვანო, ახლა ადამიანზე ზემოქმედების სხვა მეთოდებსაც გაგაცნობთ და ჩვენს 9-წლიან წარსულთან პარალელს თავად გაავლებთ.

ზემოქმედების ერთ-ერთი ხერხი ულტრაბგერითი ზემოქმედებაა და ამ შემთხვევაში, გამოიყენება, როგორც სითბური, ასევე, მექანიკური - დრეკადი რხევების, ასე ვთქვათ, მეთოდი, რომლის სიხშირეც 100 კილოჰერცს აღემატება. ასეთი რხევების მცირე ინტენსივობაც კი, აზროვნების სტრუქტურასა და ნერვიულ სისტემაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, ასევე, იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მხედველობის გაუარესებას, სუნთქვის შეკვრას, კონვულსიას. ზოგჯერ კი, ცნობიერების სრული გათიშვაცაა მოსალოდნელი. ისე, ულტრაბგერითი ზემოქმედებისთვის ხელსაწყოს დამზადება რთული ნამდვილად არაა.

კარგად ფოკუსირებული ულტრაბგერითი ზემოქმედებით ადამიანის ტვინიდან არასასურველი მოგონებებისა თუ ინფორმაციის სრული წაშლაა შესაძლებელი, ოღონდ საამისოდ აუცილებელია სპეციალური სამედიცინო აპარატურა და ამასთან, სათანადოდ მომზადებული პერსონალი.

- ეს მეთოდი საქართველოში გამოიყენება?

- არა. ამ მეთოდებს სპეცსამსახურები კონკრეტულ ადამიანებზე იყენებენ.

- ანუ, უცხოეთის სპეცსამსახურებმა შესაძლებელია, რომ მსგავსი ზეგავლენა ჩვენს რომელიმე პოლიტიკურ ლიდერზე მოახდინეს?

- ასეთი ადამიანები მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, შეიძლება, სამოქალაქო სექტორშიც არიან და მათ, ასე ვთქვათ, ამოცნობასაც გასწავლით, თუმცა მანამდე ზემოქმედების შემდეგ, ანუ ინფრაბგერით მეთოდზე ვისაუბროთ.

ეს მეთოდი ადამიანზე ზემოქმედების თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია.

- რატომ?

- 16 ჰერცამდე დრეკადი რხევების მექანიკური რეზონანსის ამოქმედება ყურით, როგორც წესი, არ აღიქმება. ყველაზე საშიში 6/9 ჰერცის ე.წ. შუალედური რეზონანსული რხევებია. მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტი კი, 7 ჰერცით მიიღწევა - ამ დროს რეზონანსული რხევა ადამიანის ბუნებრივი რხევების სიხშირეს ემთხვევა და ნებისმიერი გონებრივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება, ადამიანს ეწყება თავის აუტანელი ტკივილი - ჰგონია, სადაცაა, თავი გაუსკდება.

ინფრაბგერითი ზემოქმედების სამი დონე არსებობს - დაბალი, საშუალო და მძლავრი ინტენსივობის.

დაბალი ინტენსივობის ბგერა იწვევს ღებინებას და ადამიანს მუდმივად ესმის ზუზუნი. ასევე, მოსალოდნელია მხედველობის გაუარესება. გარდა ამისა, ადამიანს შიშის მძაფრი განცდა ეუფლება...

საშუალო ინტენსივობის ბგერა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლასა და ტვინის დაზიანებას იწვევს. ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს პარალიზება, საერთო სისუსტე, ან სიბრმავე.

რაც შეეხება მძლავრი ინტენსივობის ბგერას, მას შესწევს უნარი, დააზიანოს სისხლძარღვთა სისტემა, გული და, ზოგ შემთხვევაში, გულის მუშაობაც გააჩეროს.

უსიამოვნო შეგრძნებები 120 დეციბალიდან იწყება, 130 დეციბალის ბგერა კი, ძლიერ ტრავმას იწვევს.

12 ჰერცამდე ინფრასიხშირეები, 85-110 დეციბალის ძალის ბგერის შემთხვევაში, იწვევენ ზღვის ავადმყოფობის შეგრძნებას და თავბრუსხვევას. 15-18 ჰერცის რხევებს კი, აფორიაქება და პანიკური შიშის განცდა მოჰყვება.

სპეცსამსახურთა არსენალში ასევეა ზემაღალი სიხშირის არაიონიზირებული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივება, რომელსაც 1-დან 35-ჰერცამდე სიხშირე აქვს და ადამიანის ბიოდენებზე მოქმედებს.

გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს, “პიკაპებზე” სპეციალური მოწყობილობა რომ იდგა და ზუზუნებდა?

- დიახ, მახსოვს...

- ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედებით, ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს, ტონუსი იწევს, ან ეცემა...

- მაშასადამე, 7 ნოემბერს მომიტინგეებმა რეალობის შეგრძნება ხელოვნურად დაკარგეს დარუსთაველზემოწყობილი სასაკლაოს მიუხედავად, რიყეზე ამიტომ წავიდნენ?

- ამ სახის ზემოქმედება, ასევე, იწვევს დაღლილობის, თავის ტკივილისა და ღებინების შეგრძნებას. ამასთან, შესაძლებელია, ადამიანის ინსტინქტური სფეროს სრული სტერილიზაცია, გულის დაზიანება, ტვინისა და ცენტრალური ნერვიული სისტემის ფუნქციის მოშლა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივებით ადამიანის თავის ტვინში ინფორმაციის შეტანაა შესაძლებელი.

რაც შეეხება, ვანო, თქვენს შეკითხვას, ჩემი აზრით, 7 ნოემბერს ზემაღალი სიხშირის გამოსხივება გამოიყენეს, რასაც ხალხის უფრო მეტი აღგზნება მოჰყვა. სხვათა შორის, ამ იარაღის გამოყენება კანონით აკრძალულია.

- რატომღაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ფრაზა გამახსენდა: “ზა როდინუ, ზა სტალინა!”

- (იღიმება) დიახ, მაშინ ზემოქმედების მეთოდი არაყი იყო...

- ისე, ყველაფერ ამაში სიახლე არაფერია, რადგან ადამიანზე ზემოქმედების მსგავს თემებს ცნობილი ფსიქოლოგების ნაშრომებშიც წავაწყდებით...

- ზემაღალი არაიონიზირებული გამოსხივებისას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო, ასე ვთქვათ, ნივთებიც გამოიყენება, მაგალითად, სატელეფონო და რადიოგაყვანილობის სადენები, კანალიზაციისა და გათბობის მილები, ტელევიზორი, ტელეფონი, ანტისახანძრო სიგნალიზაცია. საამისოდ აპარატურის დამზადება კუსტარულადაც შეიძლება.

ასეთი ტიპის გამოსხივებამ, თუკი ის კონკრეტული ობიექტის, ან ობიექტებისკენაა კონცენტრირებული და მიმართული, შეიძლება, გამოიწვიოს ფეხების კანკალი და დაბუჟება, თავის აუტანელი ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, შეუჩერებელი ხველა, ცემინება და გულის არითმია. თუკი ადამიანი გამოსხივების ზონას მოშორდება, ეს სიმპტომები გაქრება...

გახსოვთ, 7 ნოემბერს ხალხს ხელები დაუბუჟდა და ღებინების შეგრძნება გაუჩნდა. მართალია, ამას ცრემლსადენ გაზს აბრალებდნენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, “ნაციონალებმა” სწორედ ზებგერითი გამაღიზიანებელი გამოიყენეს, თუმცა ამაზე არავინ არაფერს ამბობს. არადა, გამოძიებას, მინიმუმ, უნდა ეკითხა, რა ზუზუნებდა. ისე, საინტერესოა, ეს იარაღი სადაა. აი, სწორედ ესაა საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული - მერაბიშვილმა და სხვებმა საკუთარი ხალხის დასაზომბირებლად ზებგერითი გამაღიზიანებელი გამოიყენეს!

- ბატონო კოტე, ცოტა უცნაურია - სპეცსამსახურელი სპეცსამსახურის საიდუმლოს ფარდას ხდის. რა გრჯით?

- ეს საიდუმლო არაა... უბრალოდ, ლეგალიზებულ მეთოდებზე ვლაპარაკობ.

- კარგად გამიგეთ და, თქვენი საუბარიც ზომბირების ერთგვარი ფორმაა!

- (იცინის) იცით, რა? - მასის მართვა ძალიან რთულია და საამისოდ სერიოზულად მომზადებული ადამიანები არიან საჭირონი. ასეთი მომზადებული მიხეილ სააკაშვილია.

- ანუ, ზომბირებული?

- დიახ. ის ხომ საბჭოთა სპეცსამსახურის, კერძოდ, დაზვერვის სკოლაში სწავლობდა და მისი ზომბირება შეიძლება, ისე მოახდინეს, რომ თვითონ აზრზეც არ იყო.

- სააკაშვილის გარდა, კიდევ რომელი ქართველი პოლიტიკოსია დაზომბირებული?

- მაგალითად, გიგა ბოკერია.

- “ოცნებიდან”?

- ყველა, ვისაც ოდესმე სპეცსამსახურთან რამე შეხება ჰქონია, არსებობს ალბათობა, რომ მეტ-ნაკლებად დაზომბირებული იყოს!

- ის, რომოცნებისლიდერები ყველა შეკითხვის საპასუხოდ 9 წელს გაიძახიან, მასების დაზომბირების ერთ-ერთი ნიშანია?

- რა თქმა უნდა...

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, დაზომბირების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს, რომელსაც ტორსული გამოსხივება ჰქვია და რომელიც განსაკუთრებული ფიზიკური გამოსხივების ტიპია. ის ბუნებრივ გარემოში არ ეკრანირდება, თუმცა ფსიქოფიზიკურ აქტივობაზე ზემოქმედებს - ამცირებს, ან ზრდის. ამ მეთოდით ობიექტის ქვეცნობიერში “აუცილებელი პროგრამის” კოდირებაა შესაძლებელი.

- ბატონო კოტე, მსოფლიოსა და საქართველოში სიმსივნისა თუ სხვა უკურნებელი სენის, პრაქტიკულად, ეპიდემიაა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი ხალხზე მასობრივი ზემოქმედებაა?

- გამორიცხული არაფერია. საერთოდ, მასობრივი ზომბირებისთვის ტელევიზიები გამოიყენება. დააკვირდით: ტელევიზიით მხოლოდ უარყოფითი ინფორმაცია გადაიცემა. ეს სპეცსამსახურების ხელწერაა - მასაში აგრესიამ უნდა გაიღვიძოს. ყველა რევოლუცია სწორედ ასე მზადდება.

- მედია არაფერს იგონებს და იმას აშუქებს, რაც ხდება...

- კი ბატონო...

ტორსული გამოსხივების აპარატურა მკაცრად გასაიდუმლოებულია, რადგან ადამიანთა დაზომბირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია...

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დარღვევად მხოლოდ სატელეფონო მოსმენა და თვალთვალი არ უნდა ჩავთვალოთ. გარდა ამისა, უამრავი რაღაც არსებობს, რომლითაც ადამიანის უფლება ილახება. რა, ფსიქოლოგიური ზეწოლა უფლების დარღვევა არაა?

საქართველოში ყველა ზომბირებაზე ლაპარაკობს, მაგრამ წარმოდგენა ცოტას აქვს, თუ რა არის სინამდვილეში ზომბირება. დაზომბირება ადამიანის ქვეცნობიერის ფორსირებული დამუშავებაა, რის შედეგადაც ადამიანი საკუთარ წარსულთან კონტაქტს კარგავს და “ხაზეინების” ბრძანებების გაუთვითცნობიერებულ და უპირობო შესრულებაზე პროგრამირდება.

ცნობილია ზომბირების ე.წ. მკაცრი და რბილი ფორმები.

- დაზომბირების მკაცრ და რბილ მეთოდებს შორის რა განსხვავებაა?

- მკაცრი მეთოდით ზომბირებულის გამორჩევა ექსტერიერითა და მოქმედების მანერითაა შესაძლებელი, ანუ ამ დროს ემოცია ადამიანის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს არ ემთხვევა. ამასთან, მისი თვალის თეთრი ნაწილი არაჩვეულებრივად თეთრია, ხმა მოშვებული აქვს, არასწორად მეტყველებს. არ შეუძლია კონცენტრირება. აღენიშნება შენელებული მოქმედება და მეხსიერებაში ჩავარდნები. ახასიათებს უნებლიე, სტერეოტიპული ქცევები. გაიხსენეთ: მიხეილ სააკაშვილი საჯარო გამოსვლებისას ხელს ხან ცხვირზე ისვამდა, ხან - თავზე...

რაც შეეხება ზომბირების “რბილ ფორმას”, ასეთი მეთოდით დაზომბირებული ჩვეულებრივი ადამიანისგან ნაკლებად განსხვავდება. საერთოდ, “რბილი ფორმის” კატეგორიით პროფესიული ზომბირება ძალიან რთულია და ობიექტის საფუძვლიან ფსიქოლოგიურ შესწავლას მოითხოვს. ამიტომ, საამისოდ სპეციალური სამედიცინო და კომპიუტერული აპარატურაც გამოიყენება. ასევე, საქმეში ცნობილი ჰიპნოზიორებიც მონაწილეობენ.

- ბატონო კოტე, წეღანაც გითხარით და კიდევ გიმეორებთ: ამ თემებზე საჯარო ლაპარაკი, ვფიქრობ, არ შეიძლება!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ვინმემ შეიძლება, ბოროტად გამოიყენოს!

- რა გინდათ, გავჩუმდე?!

- არა, მაგრამ რა გამოძრავებთ?

- პროვოკაციული შეკითხვაა!..

- ჩვენს სპეცსამსახურებს ჰიპნოზიორები ჰყავთ?

- არა... ამ შემთხვევაში, რუსულ და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებზე ვლაპარაკობ. ყველაფერ ამას იმიტომ ვყვები, რომ ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა, რომლებსაც ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან უხდებათ, გაითვალისწინონ, რომ შეიძლება, ზომბირების ქვეშ მოხვდნენ! თუ არ იცი, რომ ასეთი მეთოდები არსებობს, ვერც საკუთარ თავს დაიცავ და, მით უმეტეს, ვერც ქვეყანას. ქვეყნის ღალატი და შპიონაჟი სწორედ ზემოაღწერილი “ფსიქოლოგიური შეღწევის” შედეგია.

- ესე იგი, ყველაფერ ამის მიზანიდავერბოვკებაა”?

- აბა, რა?! ამ კუთხით ყველაზე მოწყვლადი სეგმენტი ის ადამიანები არიან, რომლებიც უცხოეთში ხშირად დადიან. ამ თემაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურს ვინმემ ჰარი-ჰარალეზე არ შეხედოს!

რაც შეეხება “მკაცრი ზომბირებისას” ობიექტის ფსიქოლოგიური დაპროგრამების მეთოდებს, პირველ რიგში, ობიექტს იმ გარემოს აცილებენ, სადაც მანამდე ცხოვრობდა და სათანადო კონტაქტები ჰქონდა. მას ცხოვრების რეჟიმს სრულად უცვლიან.

- როგორ?

- ვთქვათ, დაიჭერენ და გამოკეტავენ.

- მკაცრი ზომბირების დროს, სპეცსამსახური ღიად მოქმედებს?

- დიახ და ამ მეთოდს ჩვენებიც იყენებენ ხოლმე...

დღის რეჟიმის შეცვლის პარალელურად, ობიექტის გარემოცვის მიმართ უნდობლობის პროვოცირება ხდება, ანუ ობიექტზე ჭორს ავრცელებენ, ემუქრებიან, რაღაცებს ატყუებენ, დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ და იმის უგულვებელყოფას ცდილობენ, რაც ობიექტისთვის ყველაზე ძვირფასია. ყურადღება მიაქციეთ: ობიექტს კვების რეჟიმსაც უცვლიან - სპეციალურ დიეტაზე “სვამენ” - ქიმიო და ბიოდანამატებით გაჯერებულ საკვებს აძლევენ.

ყველაფერ ამის ზემოქმედებით, ადამიანი აბსოლუტურად ინდიფერენტული ხდება და შთაგონებას ექვემდებარება. ამ დროს მის ქვეცნობიერში საჭირო ინფორმაცია შეაქვთ და ცხოვრებას დაპროგრამებით იწყებს.

- ნებისმიერი ადამიანის დაზომბირება შეიძლება?

- რასაკვირველია.

“მკაცრი ზომბირების” მეორე მეთოდი სამსაფეხურიანია, აქედან პირველი “ტვინის გამორეცხვა”, ანუ მეხსიერების გაწმენდა და ჩამოყალიბებული ორინტირების დანგრევაა. “ტვინგამორეცხილ” ადამიანს არც წარსული აინტერესებს და არც - მომავალი. ახლა, გადახედეთ, ქართულ პოლიტიკაში რამდენი “ტვინგამორეცხილია”.

მეორე ეტაპი “სიტყვიერი კოდირებაა”, როცა ფსიქიკაზე ზემოქმედება გარკვეული იდეებითა და წარმოდგენებით ხდება.

მესამე საფეხური კი, “დამაგრებაა”, რაც შთაგონებული იდეებისა და წარმოდგენების კონტროლს გულისხმობს.

- დაზომბირებული ადამიანი თავის მდგომარეობას ვერ აცნობიერებს?

- ვერა...

ზემოხსენებული ფაზების ტექნიკა კი, ასეთია: ობიექტი ჰიპნოზით, ან ძლიერი საძილე საშუალებებით ღრმა ძილში (დაახლოებით, 15 დღე) შეჰყავთ, დღეში ორჯერ, 150 ვატის ფარგლებში, მის ელექტრონულ იმპულსირებას ახდენენ. 10-15 დღის განმავლობაში, შესაბამის შთაგონების ტექსტს ასმენინებენ. ყოველი სეანსის შემდეგ, იმისთვის, რომ შთაგონების ტექსტი რელიეფურად იყოს აღქმული, ობიექტზე ისევ ელექტროშოკით ზემოქმედებენ...

- დაზომბირებულ ადამიანს სპეცსამსახური რაში იყენებს?

- მაგალითად, უშვებს პოლიტიკურ ასპარეზზე...

- მაშასადამე, ყველა პოლიტიკოსს გონივრული ეჭვით უნდა ვუყურებდეთ?

- ეს თქვენი გადასაწყვეტია...