ინგა გრიგოლიას “რეაქციის” კულუარები - როგორ იგეგმება გადაცემა

ინგა გრიგოლიას “რეაქციის” კულუარები - როგორ იგეგმება გადაცემა

ქართულ სიტყვაშიუამრავი ადამიანი მოდის ხოლმე... ზოგი გამწარებული, ზოგი - ჭკვიანი, ზოგი - ნაცნობი, ზოგსაც შია. ჰოდა, რამდნჯერ გამიგია: „ეუჰ, უყურე? ყველაზე მაგარი გადაცემა დღეს ეგაა რეაქციაო... იმედის კვირაზეციგივეს ამბობენ.... ქმნიან თუ არაიმედშიხელოვნურ სკანდალებს, რას ედავებოდარეაქციასჟურნალისტური ეთიკის ქარტია და რაში დაეხმარა არხს ახალი სარეკლამო კანონი - “ქართული სიტყვაზემოხსენებული გადაცემების პროდიუსერ სოფო ხუციშვილს ესაუბრა:

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე, აქტიური ჟურნალისტი არ გავმხდარვარ. თავიდან სტატიებს გაზეთ „ქიმიკოსში“ ვწერდი, რომელიც ქალაქ რუსთავში გამოდიოდა. შემდეგ, ცოტა ხანს, ეკონომიკური პროფილის გაზეთში ვიმუშავე, რომლის მთავარი რედაქტორიც თომა ჩაგელიშვილი იყო. ტელევიზიაში ჩემი პირველი ნაბიჯი ტელეკომპანია „კავკასიის“ კორესპონდენტობა გახლდათ. დიდხანს ვიმუშავე და მივხვდი, რომ ზუსტად ტელევიზია იყო ის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ჩვენი გაკეთებული თითოეული რეპორტაჟი პატარა გმირობას უდრიდა. 2003 წლის რევოლუციის პერიოდი იყო და ხარისხიანი ტექნიკა არ გვქონდა. რამდენჯერ ვიღაცის კარზე დაგვიკაკუნებია და გვითხოვია, აპარატურის “დატენვაში” მოგვხმარებოდა. ამასობაში, ბევრ რამეს მივეჩვიე - გულწრფელობას, ობიექტურობას, ოპერატიულობას...

ამის შემდეგ ვიმუშავე რადიოში. რაც შეეხება ინგა გრიგოლიას, პირველად „პრაიმ ტაიმში“ შევხვდი: ეს უდიდესი პროექტი რომ დაიწყო, შემარჩიეს და ჩემი თავი გამოვცადე, პოლიტიკურ თოქ-შოუში თუ რისი გაკეთება შემეძლო. ახალ ამბებში მუშაობას ოპერატიულობის, დასწრების, სისწრაფის ხიბლი აქვს, სადაც მხოლოდ წყაროებზე ხარ დამოკიდებული. პოლიტიკურ თოქ-შოუში კი, რომელიც კვირაში ორჯერ გადიოდა, გაცილებით მეტი მუშაობა, ინფორმაცია, ბეგრაუნდი, ანალიტიკური აზროვნება და, უბრალოდ, უფრო მეტი ძველი ინფორმაცია გჭირდებოდა. უნდა გაგეხსენებინა, ვინ რასთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იმუშავებდი. “პრაიმ ტაიმის” დახურვის შემდეგ, დავიშალეთ. მე რადიო „ფორტუნაში“, საინფორმაციოს წამყვანად ვმუშაობდი. მერე კი, „იმედში“ საინფორმაციო გადაცემის პროდიუსერი ვიყავი...

როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, სულ რამდენიმე თვით, უმუშევარი დავრჩი. სხვა სამსახური არც მიძებნია. მოულოდნელად, ინგამ დამირეკა და მითხრა, რომ ახალი პროექტის დაწყება უნდოდა. მე, ინგა გრიგოლიამ, ნოდარ მელაძემ, თამარ ფხაკაძემ და ნინო სტურუამ მუშაობა „ტვ3-ზე“ დავიწყეთ - ვაკეთებდით ყოველდღიურ პოლიტიკუღ თოქ-შოუს, მაგრამ, ბექა, იცი, როგორ იყო? - დიდი ვეშაპები პატარა აუზში რომ აცურაო, თუმცა ახლა რომ ვიაზრებ, თუ რა ენერგია ჩადო იმ პროექტში ინგამ და ჩვენც როგორ მივყევით მის ტემპს, წარმოუდგენლად მეჩვენება.

საერთოდ, ინგასთან მუშაობა კომფორტია: როცა გადაცემაში სტუმარი “გჭირდება”, ურეკავ და ეუბნები, ინგა გრიგოლიას გადაცემიდან გირეკავო, პრაქტიკულად, უარს არ ამბობს.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი მაშინ იყო, როცა გადაცემას კრიმინალის ზრდაზე ვაკეთებდით: მე და ჩემმა კოლეგამ ნინო დიდებულიძეს  სახლში მივაკითხეთ, ქალს, რომელსაც ერთი შვილი, შვილიშვილსა და რძალთან ერთად, ადრე ავარიაში გარდაეცვალა, მეორე კი, მოუკლეს. ორმოციც არ იყო გასული და შევთავაზეთ, რომ თავისი სათქმელი პირდაპირ ეთერში ეთქვა... დავითანხმეთ...

- სოფო, მხოლოდ რეაქციის კი არა, იმედის კვირისპროდიუსერი ხარ. საერთოდ, პროდიუსერის მოვალეობა რა არის?

- როცა ვმუშაობთ, გუნდის ყველა ჭანჭიკი იმდენად მობილიზებულია, ისეთი ერთნაირია ჩვენი ღირებულებები, რომ ერთი სხეული ვართ. რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებაც არის, მაგრამ ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ელოდება მაყურებელი და რა უნდა გავაკეთოთ. ინგას უამრავი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ მასთან მუშაობა მარტივი არაა, რადგან საკმაოდ მომთხოვნია, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ.

“რეაქციაში” სამი პროდიუსერი ვართ - მე, ვახო ხუზმიაშვილი და ლევან ჩხაიძე. სხვათა შორის, ინგა, ჟურნალისტის გარდა, შესანიშნავი პროდიუსერიცაა. ჩვენ გვევალება თემის მოფიქრება, დამუშავება, საინტერესო სტუმრების შერჩევა, მათთან კონტაქტი, საინტერესო შეკითხვების მოფიქრება...

- გადაცემისთვის თემებს როგორ არჩევთ?

- პოლიტიკური თოქ-შოუ, თავისთავად, სიფრთხილის შემცველია, რადგან შენ  საზოგადოებას აზროვნებისა და ქცევის წესებს კარნახობ. ასევე, სთავაზობ ადამიანებს, რომლებსაც უნდა მოუსმინოს. მედია, მართლაც, მეოთხე ხელისუფლებაა... პასუხისმგებლობის გარდა, ეს დიდი რისკიცაა. ამიტომ თემას იმ რეალობიდან ვირჩევთ, რომელიც არსებობს. აუცილებელია, თემა იყოს აქტუალური და ყველასთვის გასაგები. გადაცემის “ოქროს წესი” ბალანსია, რომელსაც არასოდეს ვარღვევთ. ჩვენი მიწოდებული ინფორმაციაც ზუსტი და ობიექტურია.

ჩვენ სხვის ნაბიჯებს არ მივყვებით და ჩვენს სიტყვას ვამბობთ. ეს ჩვენი პრინციპია. ამიტომაც, ხშირად პირველები ვართ. არსებობს თემები, რომლებიც ყოველთვის საინტერესოა: კრიმინალის ზრდა, ე.წ. “აი-დი” ბარათები... ამას ყოველთვის ვნებათაღელვა მოჰყვება.

- სტუმრებს ცნობადობისა და კონკრეტულ თემასთან კავშირის მიხედვით იწვევთ?

- ჩვენი სტუმრები, შეიძლება იყვნენ ცნობადებიც და არაცნობადებიც, მით უმეტეს, გვაქვს დარბაზის სეგმენტი, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა. ხანდახან დარბაზში აღმოჩენა კეთდება - ადამიანი თავის აზრს ისე კარგად და საინტერესოდ ჩამოაყალიბებს ხოლმე, რომ მომდევნო გადაცემაში შეიძლება, პირდაპირ მთავარ სტუმრად მოვიწვიოთ.

- სოფო, სტუმრებ წინასწარ უთანხმებთ, რაზე უნდა ისაუბრო და რაზე - არა?

- სტუმარი ისე არასდროს მოგვყავს, თუ მისი პოზიცია არ ვიცით. მოგეხსენებათ, დღეს ძალიან ბვერი ადამიანი აფიქსირებს პოზიციას ინტერნეტში და მათ პოზიციას გადაცემაში მოწვევამდე ვსწავლობთ. თუ დამატებით რაიმე გვაინტერსებს, ამ შემთხვევაში, თითოეულ მათგანთან განვიხილავთ, რას ფიქრობს. ეს სელექციისთვისაა საჭირო: უნდა ვიცოდეთ, მაგიდასთან ვინ რომელ მხარეს დავსვათ და როგორ გადავანაწილოთ.

- არ ყოფილა შემთხვევა, როცა სტუმარსსიურპრიზიმოუწყვია და პირდაპირ ეთერში რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაუფიქსირებია?

- არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა მომხდარა, რომ სტუმრისგან ნაკლები მოლოდინი გვქონია და ეთერში უფრო მეტი “მოუცია”, ან პირიქით...

- .. საყვრელი რესპოდენტები გყავთ, განსაკუთრებულად სკანდალურები, ან საინტერესონი?

- ორივე გადაცემა, თავისთავად, ძალიან მაღალრეიტინგულია, რისი საიდუმლოც ისაა, რომ ადამიანები საკუთარ სათქმელს ღიად ამბობენ. დღეს არავინ არავის ზღუდავს და, იმედია, ყოველთვის ასე იქნება. ჟურნალისტისთვისაც თავისუფალ სიტყვაზე მნიშვნელოვანი არაფერია!

 საყვარელი რესპონდენტები, რა თქმა უნდა, გვყავს. საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება ხოლმე გიორგი მარგველაშვილის ეთერი. ჩემთვის გიორგი მარგველაშვილისა და ინგას დიალოგი „ჰარდ თოქის“ ნიმუშია. პრეზიდენტი კარგი რესპონდენტია, ცოტა ფრთხილი, მაგრამ ძალიან ღრმა.

ძალიან ბევრია, ვისი მოსმენაც არასოდეს მომბეზრდება. სხვათა შორის, ლევან ვასაძე რთულად დასათანხმებელი სტუმარია, მაგრამ როგორც რესპონდენტი, საკმაოდ საინტერესოა, რადგან საზოგადოებას ბევრ ისეთ მესიჯს გადასცემს, რომელიც შემდეგ ცხარე განხილვის საგანი ხდება ხოლმე. კახი კალაძეც ძალიან კარგია, როგორც სპიკერი და საინტერესო რესპონდენტი.

- როგორც მინისტრი, კალაძე როგორია?

- ყველა ის მთავარი ნაბიჯი, რომელიც კალაძემ, როგორც მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გადადგა, რასაკვირველია, ვიცი, თუმცა მის საქმიანობას არც იმდენად ვიცნობ, რომ ღრმა შეფასება გავაკეთო. როცა ვკითხეთ, ტარიფი 15 მილიონით სუფსიდირდებოდა თუ არა, დაადასტურა, არ დაუმალავს და ეს ჩემთვის დასაფასებელია. ვთვლი, რომ კარგი მენეჯერი და მინისტრია.

- გადაცემის რეიტინგის ხელოვნურად აწევას ცდილობთ ხოლმე?

- რეიტინგი ხელოვნურად არასოდეს შეგვიქმნია. იმაზე, მარკეტინგულად უფრო მოთხოვნადი და გაყიდვადი რა იქნება, ყველა ვმუშაობთ.

- არხების, შესაბამისად, გადაცემების კონკურენცია, ლოგიკურად, ალბათ, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების პირად კონკურენციაში გადადის... „იმედის კვირისადარეაქციისმთავარ კონკურენტებად რომელ გადაცემებს თვლი?

- „იმედის კვირა“ „პოსკრიპტუმზე“ ერთი საათით ადრე იწყება და... ეთერში  ვემთხვევით. ფორმატები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა უშუალო კონკურენტად აღვიქვამთ. “რეაქციის” პირდაპირი კონკურენტი „არჩევანია”, რომელიც გიორგი გაბუნიას მიჰყავს, მაგრამ ინგა გრიგოლია ყველაზე ინფორმირებული და გავლენიანი ჟურნალისტია. ვთვლი, რომ საუკეთესოც. ნებისმიერი რამ, რაც ქვეყნის საგარეო თუ საშინაო საქმეს ეხება, პირველად ინგასთან “მოდის” და ჩვენს გუნდში იშლება. სხვათა შორის, პოლიტიკურ თოქ-შოუს ძალიან საინტერესოდ გეგმავს „კავკასიაც“.

- თუმცა, ჩემი აზრით, კავკასიას რაღაც აკლია...

- გავრცელების არეალი აკლია. “კავკასია” პატარა ტელევიზიაა და ვიწრო სეგმენტი უყურებს.

- ესე იგი, “იმედისმთავარი კონკურენტი რუსთავი 2”-, არა?

- რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“ დიდი კონკურენტია.

- სოფო, რომელიმე გადაცემა გამორჩეულად დაგამახსოვრდა?

- „რეაქციის“ ერთ-ერთ გადაცემაზე მოგიყვები, რომლის თემაც ქალაქის დაუმტკიცებელი ბიუჯეტი იყო. საკრებულოში მხარეების მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, საზოგადოებისთვის ეს თემა მაინც მშრალად რჩებოდა. ამიტომ გასაკეთებლად ბანალურ თემად გვეჩვენებოდა. ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, გიორგი ნიორაძემ მოგვაწოდა იდეა, აქცენტი იმ ადამიანებზე გაგვეკეთებინა, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებოდათ ბიუჯეტის თანხა და დაუმტკიცებლობის გამო, პრობლემები ექმნებოდათ. ესენი ლეიკემიით დაავადებულნი და ონკოლოგიური ავადმყოფები იყვნენ... როცა მუშაობა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ეს რეალური პრობლემა იყო. რამდენიმე ოჯახმა გვთხოვა, გადაცემაში მოსულიყო და პირდაპირ ეთერში დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი. დარბაზიც საოცრად აქტიური იყო... ერთ-ერთმა მშობელმა ითხოვა, რომ მისი შვილისთვის საშუალება მიეცათ, თავისი სათქმელი ეთქვა და ინგაც დასთანხმდა... 13-14 წლის ბავშვმა თქვა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა (ეს ბავშვი დააფინანსეს, ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა). ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა... ჟურნალისტურმა ქარტიამ ბრალი არაეთიკურობაში დაგვდო. ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა ქარტიამ გაგვაკრიტიკა და თქვა, რომ ჩვენ რაღაც შეკითხვებზე უნდა გვეპასუხა.

- სიტყვამ მოიტანა და, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიარა არის, ქარტიის საბჭოს წევრებ რა მიზანი აქვთ?

- გულწრფელად გეტყვი: ყველა ჩემი კოლეგის მუშაობას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცაღა რაიმე დაჯგუფების ჩამოყალიბება, ქარტიის სახელით ნაკეთები განცხადებები, მენტორის ტონით საუბარი და მითითება, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს, არ მესმის!

- ჩემი აზრით, ქარტიაჟურნალისტურ სასამართლოსაწყობს, მაგრამ ვერ ვხდები, მოსამართლის მანტიას რატომ ისხამს?

- გარდა იმისა, რაც წეღან გითხარი, ვფიქრობ, რომ თუ შენიშვნას სხვას აძლევ, მაშინ შენ თეთრი ხალათი და ხელთათმანი უნდა გეცვას!

ბოლო გახმაურებული პრეცედენტია - სახელისუფლებო გუნდმა ერთ-ერთ გადაცემაში მოსვლაზე უარი გვითხრა - გადაცემამდე 2 საათით ადრე გაგვაგებინეს, რომ არ მოვიდოდნენ და ეს, პრაქტიკულად, ბოიკოტი იყო. ჩვენ, ასე ვთქვათ, შეუვალი პოზიცია დავიკავეთ. ამის მერე ჟურნალისტურმა ქარტიამ კიდევ მოითხოვა რაღაცის ახსნა. არ ვთვლი, რომ ეს სწორია.

- ისე, გადაცემა ყველაზე საინტერესო როდისაა, როცა სტუმრები, მაინც და მაინც, პოლიტიკოსები არიან?

- გადაცემა ყველაზე საინტერესო სწორედ მაშინ გამოდის, როცა რომელიმე თემის ირგვლივ, პოლიტიკოსებს კი არა, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს ვიწვევთ. ეს ჩვენი საზოგადოების რეალურ სურათს ყველაზე უკეთ აჩვენებს.

- სოფო, „რეაქციასადაიმედის კვირაზეახალმა სარეკლამო კანონმა რა გავლენა მოახდინა?

- უცნაურ რაღაცას გეტყვი: ჩვენთვის რეკლამა აქილევსის ქუსლივით იყო, რადგან ცხარე, საინტერესო კამათისას რესპონდენტებისთვის სიტყვის გაწყვეტა გვიჭირდა - ტემპის დაკარგვა არ გვინდოდა, არც სტუმრები ჩერდებოდნენ. ამიტომ, ხან 5 წუთი ემატებოდა, ხან - 10... ახლა, გულწრფელად რომ გითხრა, ახალმა კანონმა საქმე გაგვიიოლა: გინდა თუ არა, გადაცემა უნდა “გაჭრა”!

- კვირაობით, როციმედის კვირადაპოსკრიპტუმიერთმანეთს ემთხვევა, ხალხმა მაიცდამაინც ერთ ან მეორეს რატომ უნდა უყუროს?

- ჯერ ერთი, ჩვენს გადაცემას თოქ-შოუს სახე აქვს და ძალიან ბევრი მოულოდნელობა ახლავს, რაც მაყურებლისთვის საინტერესოა. მეორეც, ჩვენს გადაცემას 3 ძალიან კარგი წამყვანი ჰყავს - ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია და შალვა რამიშვილი. სამივეს საკუთარი ხელწერა და განსხვავებული კითხვები აქვს. ზუსტად ვიცი, რომ „იმედის კვირას“ ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მხარის გავლენა გვაქვს, ჩვენი გადაცემა მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებულია.

დღეს მაქსიმალურად თავისუფალნი ვართ და არ ვიზღუდებით. ჟურნალისტისთვის თავისუფალი არეალი ოაზისია. ჟურნალისტის ფუნქციაა, შეკითხვები ისე დასვას, რომ ამ შეკითხვებმა დამატებითი შეკითხვები წარმოშვას.

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრე და, როგორ ფიქრობ, პროფესიული ცოდნა სასწავლებელმა მოგცა თუ პრაქტიკამ?

- უნივერსიტეტმა, როგორც პროფესიონალს, შედარებით ცოტა მომცა... ჩანახატების კარგად წერა და ლიტერატურის ცოდნა, რა თქმა უნდა, კარგი და აუცილებელია, მაგრამ ეს ჟურნალისტიკა არაა. 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკა უნივერსიტეტში არ მისწავლია, თუმცა ამ ფაკულტეტმა ბევრი სასიამოვნო შეგრძნება “მომცა”.

- სოფო, მაინც, რა არის ჟურნალისტური ეთიკა?

- ტიციანის პუბლიცისტიკის წაკითხვამ მიმახვედრა, რომ ყველა ეპოქას თავისი ეთიკა და ესთეტიკა აქვს. დღეს ზღვარი, ასე თუ ისე, მაინც წაშლილია. მთავარია, მე, როგორც ჟურნალისტი, ეთიკურობის იმ ნორმაზე დავფიქრდე, რასაც ობიექტურობა ჰქვია. დღეს ყველაფრის თქმა და ჩვენება შეიძლება, ოღონდ ფორმას გააჩნია. ზუსტად ამ ფორმებზე ფიქრი მასწავლა ჩემმა პროფესიამ და განვლილმა გზამ!