“გლადიატორები”, “ჯუნგლები” და “ფრონტი” - ვინ აფინანსებს საფეხბურთო გუნდების მხარდამჭერ არაოფიციალურ დაჯგუფებებს

“გლადიატორები”, “ჯუნგლები” და “ფრონტი” - ვინ აფინანსებს საფეხბურთო გუნდების მხარდამჭერ არაოფიციალურ დაჯგუფებებს

იმისთვის, რომ ხალხს ქართულ ფეხბურთზეგული მოუბრუნდეს”, საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თითქმის ყველა გუნდმა ფანკლუბ და .. დაჯგუფებ შექმნ. მართალია, ამ არაფორმალური გაერთიანებების მიზანი ფეხბურთის და, კერძოდ, იმ გუნდის პოპულარიზაცია, რომელსაც ქომაგობენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველაფერ ამან პოპულარიზაციახულიგნების ჩხუბს გაუწია. ჩხუბები გარდაუვალი განსაკუთრებით მაშინაა, როც ერთმანეთს ჩემპიონატის გრანდები, ან მაღალი რანგის გუნდები უპირისპირდებიან და მატჩის არასასურველი შედეგით დამთავრების შემთხვევაში, ჯერ ტრიბუნებიდან იწყებასკამების წვიმა,შემდეგ კი, “საფეხბურთო ხულიგნებიერთმანეთ მოედნის გარეთ დაუნდობლად გინებენ, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადადის.

ბოლოს, ასეთი ინციდენტი “დინამო-ტორპედოს” მატჩზე მოხდა, თუმცა ამჯერად, ტრიბუნებიდან, “დინამო არენაზე” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, “სკამების წვიმა” არ წამოსულა. მერე, ჩხუბი შუაგულ წერეთელზე გაგრძელდა, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა. რა მოხდა, სინამდვილეში, “გლადიატორებსა” და “ჯუნგლებს” შორის და, საერთოდ, რა მიზნით ჩამოყალიბდა ზემოხსენებული არაფორმალური დაჯგუფებები?

“ქართული სიტყვა” “გლადიატორების” ერთ-ერთ ახალგაზრდა წევრს ესაუბრა და იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა ხდება “სამზარეულოში”, მაგრამ, როგორც ინკოგნიტო რესპონდენტმა განაცხადა, “გლადიატორები” მხოლოდ გუნდის პოპულარიზაციას ეწევიან და სხვა არაფერი აინტერესებთ.

სხვათა შორის, ტეტ-ა-ტეტ საუბრისას რესპონდენტმა რამდენიმე ჩხუბი გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე სერიოზული “ტორპედოსთან” ჯახი იყო. ეს სწორედ ის ჯახია, რომელიც ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის წინ, ქუთაისში მოხდა - ფანკლუბ „ჯუნგლების“ ფანები მოედანზე შევარდნენ და შეურაცხყოფა ჯერ “დინამოს” ფეხბურთელებს მიაყენეს, შემდეგ კი, - თბილისელი ფანებისკენ გაიწიეს. პოლიციამ დაძაბული სიტუაცია დიდი გაჭირვებით განმუხტა და, საბოლოოდ, თბილისელები ქუთაისიდან ესკორტის თანხლებით გამოაცილეს.

ერთი კვირის წინ მომხდარ არეულობაში კი, შედარებით ნაკლები ხალხი მონაწილეობდა, მაგრამ ყველაფერი იმან გაამძაფრა, რომ ჩხუბი წერეთლის გამზირზე მოხდა, თუმცა ვიდეოში არც პოლიცია ჩანს და არც -  სტადიონზე „მჯდომი“ სპეცრაზმი.

“ქართული სიტყვა” დაჯგუფება “ფრონტის” წევრსაც შეხვდა, რომელმაც, ასევე, ანონიმურობა მოითხოვა და წინასწარ ისიც აღნიშნა, რომ პასუხს ყველა შეკითხვაზე არ გასცემდა, ანუ მხოლოდ იმას იტყოდა, თუ რატომ გულშემატკივრობს “ფრონტი” “დინამოს”.

“ფრონტი” სრულიად დამოუკიდებელი დაჯგუფება ყოფილა, რომელსაც არავინ აფინანსებს - დაჯგუფების წევრები საყვარელ გუნდს ყველგან და ყოველთვის საკუთარი ხარჯებით დაჰყვებიან. ჯერჯერობით, “ფრონტში” 80-მდე ბიჭია გაწევრიანებული. გაწევრიანებისთვის ერთადერთი და ძირითადი მოთხოვნა გუნდის ბოლომდე მხარდაჭერა და გვერდში დგომაა. შეკითხვას, ისინი საფეხბურთო ხულიგნები არიან თუ არა, ინკოგნიტო რესპონდენტმა უარყოფითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ვინც მათ, ან “დინამოს” შეურაცხყოფას მიაყენებს, არ შეარჩენენ.

“ფრონტის“ მიზანი შემდეგი ყოფილა: “დინამოს” მხარდაჭერა სტადიონსა და მის გარეთ, კლუბის ღირსების დაცვა და რეპუტაციის ამაღლებაა, გაერთიანებული და წარმატებული “დინამოს” ნახვა ისე, როგორც ჩვენს გუნდს და ქალაქს შეეფერება.

“ჩვენი მთავარი პრინციპი კლუბისგან სრული დამოუკიდებლობაა, მათ შორის, ფინანსური. ჩვენ ვუჭერთ მხარს კლუბს და არა - პირიქით. “ფრონტი” არ აღიარებს საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების თანამედროვე ლოგოებს, რომლებიც “დინამოს” ერთიანი ოჯახის დაშლის შედეგად მიიღეს, “დინამოს” ლოგო მხოლოდ ერთი და განუმეორებელია, რომელიც ჩვენს ოჯახს აერთიანებს”, - ამბობს “ფრონტის” წევრი.

ამ ახალგაზრდების შემართება, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთს ამდენი გაუგებრობა და დაპირისპირება არ უხდება, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს, ანუ ფეხბურთი ჩხუბის გარეშე არაფერია და ამას, მაგალითად, ინგლისური ფეხბურთის ფანების მიერ შექმნილი „ფირმები“, ან თურქეთის “მეამბოხე სულები” მოწმობს.

“ფეხბურთს ასეთი ფანატიზმი უფრო მეტ „მუღამს“ აძლევს და ამას მხოლოდ მსოფლიოში პირველი სპორტის ფანატები გაიგებდნენ”, - ამბობს “ფრონტის” წევრი.

საინტერესოა, დაეკისრათ თუ არა ჯარიმა “დინამო არენასთან” უკანასკნელი შეტაკების მონაწილეებს. როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, ვიდრე საქმეში პოლიცია ჩაერეოდა, მოჩხუბრები, გამარჯვების აღსანიშნავად, “პაბებისკენ” გაემართნენ...

შეკრების ადგილი რესპონდენტმა “ქართულ სიტყვას” არ გაუმხილა, ამას მხოლოდ მათ ვეუბნებით, ვინც ჩვენი წევრი ხდებაო. “ფრონტში” ყველაზე “ასაკიანი” 26 წლისაა, თუმცა “ფრონტელი” შეიძლება, ნებისმიერი ასაკის ადამიანი გახდეს...