“ოცნებაში” გავლენებისთვის ახალი ომი იწყება?!

“ოცნებაში” გავლენებისთვის ახალი ომი იწყება?!

ასე და ამგვარად: გადახალისებული მთავრობა დამტკიცებულია, ლარი აგონიაშია, “ნაციონალებსენა ისევ დაგრძელებული აქვთ, “ოცნებაკი, ტრადიციულად, “9 წელზელაპარაკობს. “თუკიოცნებასააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტებს არ წამოსწევს და მსვლელობას არ მისცემს, სახეშეცვლილ მიშას მიიღებს!” - აცხადებსქართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიცნაცმოძრაობისპროვოკაციებზე საუბრისას, .. წითელუბნის ინციდენტს იხსენებს. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი ეჭვობს, რომოცნებაშიგავლენის სფეროებისთვის მალე ახალი ომი დაიწყება და ამის საბაბი შესაძლოა, შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფა გახდეს

 

- მოკლედ, ბატონო კოტე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, “ოცნებისმთავრობას პარლამენტმა ნდობა მესამედ გამოუცხადა. ეს ჩვენს ცხოვრებაში რას შეცვლის?

- ეს ხალხის ცხოვრებას ნაკლებად დაეტყობა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ პრაქტიკულად, სავალუტო კრიზისის ზღვარზე ვართ. არ ვიცი, მთავრობა რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს, მაგრამ ისევ და ისევ, პასუხისმგებლობის საკითხთან მივდივართ.

- ანუ?

- მესმის, წინასწარ ყველაფერს ვერავინ გათვლის, მაგრამ როცა უკრაინის მოვლენები დაიწყო, ხელისუფლებას ამ გამოწვევაზე უნდა ეფიქრა.

- მოდით, ეკონომიკაზე არ ვილაპარაკოთ და ყველაფერი უფრო გლობალურ ჭრილში განვიხილოთ...

- არ დაგიმალავთ და, ცვლილებებს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში ველი, მით უმეტეს, რომ თინა ხიდაშელმა ის მესიჯი, როგორც იტყვიან, გააჟღერა, რომლის თაობაზეც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, თავდაცვის ერთ მინისტრსაც არ ულაპარაკია.

- ქალბატონმა მინისტრმა ასეთი რა თქვა?

- ის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში თავდაცვის უწყებას არეგულირებს, შესაცვლელია, ანუ ხიდაშელმა ღიად თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი ერთმანეთისგან გასამიჯნია.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- კარგია, რადგან თუ გვინდა, რომ ევროატლანტიკურ გზაზე რეალური ნაბიჯები გადავდგათ, სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ, თან ყველაფერი ეს “აი-პა-პი”-ს პროგრამაშია გაწერილი, რომელიც საქართველოსთვის 2002 წლის დასაწყისში მიიღეს. ამაზე საუბარი 2005 წელს მიღებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიცაა. სხვათა შორის, ამ კონცეფციას ხელი მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა, მაგრამ რეალურად, არაფერი გაკეთებულა.

დღევანდელი მოცემულობით, თავდაცვის სამინისტროში ყველა თანამდებობაზე, ოცეულისა თუ ბრიგადის მეთაურით დაწყებული, ადამიანს თავდაცვის მინისტრი ნიშნავს.

- მერე, ეს დანაშაულია?

- დანაშაული არაა, მაგრამ ადრეც მითქვამს, რომ თავდაცვის სამინისტრო, როგორც პოლიტიკური ორგანო, გენშტაბისგან გამოყოფილი უნდა იყოს. ქალბატონმა თინამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სტრუქტურად გარდაქმნის და, როგორც მინისტრი, გენშტაბის თანამდებობის პირების დანიშვნის საკითხებში არ ჩაერევა, რაც თავისთავად მისასალმებელია.

- თავდაცვის სამინისტროს ასეთი რეორგანიზაცია ევროპული მოდელია?

- დიახ, რა თქმა უნდა. ნატო-ს წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი გამიჯნულია, ანუ თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ლოჯისტიკის ფუნქცია აქვს...

- თავდაცვის ახალმა მინისტრმა, მგონი, კიდევ ერთი საგულისხმო განცხადება გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, თინა ხიდაშელმა, .. “კაბელების საქმეზესაუბრისას, აღნიშნა, ეკონომიკურ დანაშაულზე ხალხს ციხეში არ უნდა ვსვამდეთო. ბატონო კონსტატინე, როგორც ფიქრობთ, ეს ირაკლი ალასანიას მიმართ ღია სიმპათიის გამოხატვა იყო?

- ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ აშკარად, ორაზროვანი განცხადებაა. ხიდაშელისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, “კაბელების საქმის” დამთავრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...

- სხვათა შორის, ხიდაშელს, როგორც ითქვა, თავდაცვის სამინისტროს დაპატიმრებული მაღალჩინოსნების თავდებით გამოშვების პეტიციაზე ხელი აქვს მოწერილი...

- დიახ, მაგრამ როცა პეტიციას ხელი მოაწერა, დეპუტატი იყო, ახლა კი, ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელია და აქედან გამომდინარე, პოზიციას ვეღარ გამოხატავს...

- ამასობაში, შსს-დან უშიშროების გამოყოფის საკითხი აქტიურდება. არსებული მოცემულობით, ცალკე გამოყოფილი უშიშროების ხელმძღვანელს პარლამენტი მთავრობის წარდგენის საფუძველზე დაამტკიცებს. ეს ჩვენ, რიგით მოქალაქეებს რას მოგვცემს?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ასეთი მექანიკური ცვლილება, თუკი საერთო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა არ გატარდა, რეალურ შედეგს არ მოიტანს. ერთადერთი მისასალმებელი ისაა, რომ უშიშროების ხელმძღვანელის დანიშვნაში მეტი ლეგიტიმურობა შემოდის, ანუ ხელმძღვანელს, პროექტის მიხედვით, პრემიერი შეურჩევს და პარლამენტი დაამტკიცებს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, უშიშროებაში რომელი ქვედანაყოფები გაერთიანდებიან. სხვათა შორის, ერთ-ერთი სატელევიზო გამოსვლისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ძალიან “საინტერესო” განცხადება გააკეთა, ვფიქრობთ, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური, ანუ ე.წ. ოტო ცალკე სამსახურად ჩამოვაყალიბოთო. ამის გაკეთებით, თუკი ექსპერტებთან შესაბამის კონსულტაციებს არ გაივლიან, ეროვნული უსაფრთხოების სისტემას წარმოუდგენელ ზიანს მიაყენებენ!

- ამას რატომ ამბობთ?

- ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან: ოტო-ს მხოლოდ ფარული მოსმენა კი არა, ვთქვათ, ფარული თვალთვალიც ევალება, ანუ ეს სამსახური კონტრდაზვერვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ახლა კი რა გამოდის? - ამ კომპონენტს კონტრდაზვერვას აცილებენ. ვთქვათ, კონტრდაზვერვა შპიონაჟში ეჭვმიტანილის გამოვლენაზე მუშაობს და მის წინააღმდეგ დამატებითი ტექნიური ღონისძიებები უნდა გაატაროს, რისთვისაც, სესიაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელ უწყებას უნდა მიმართოს.

- მიმართოს, რა დაშავდება?

- რას ლაპარაკობთ?! არ ვიცით, ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებული ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური ვის კონტროლს დაექვემდებარება და ვისი ქოლგის ქვეშ იქნება.

- “ქოლგას”, ამ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს?

- ის მნიშვნელობა აქვს, რომ ე.წ. ოტო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური ის რგოლია, საიდანაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ამიტომ, ვიდრე სესიაშვილი განცხადებას გააკეთებს, ვურჩევ, სერიოზულად დაფიქრდეს და იმის თქმისგანაც თავი შეიკავოს, რომ ოტო-ს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებით, ხელისუფლება თითქოს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნავს! ისე, თუკი ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, უკანონო მოსმენა და თვალთვალი უფრო ტოტალური გახდება, მით უმეტეს, თუკი ოტო მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში იქნება. დარწმუნებული ვართ, რომ ინფორმაცია არ გაჟონავს? კი ბატონო, ე.წ. საიდუმლოების დაცვის პირადი ინსპექტორი გვყავს, მაგრამ ის საქმეს ვერ უშველის, რადგან ჯერ ერთი, საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, მეორეც, ზემოხსენებული საფრთხეების ასაცილებლად კონკრეტული მექანიზმები უნდა შეიმუშავოს. მოკლედ, თუკი სესიაშვილის განცხადება რეალობასთან ახლოსაა, ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოუდგენელი ზიანის მიყენება იქნება და მეტი არაფერი! ვიდრე ვაი-გენიოსები ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მათ, ვინც საქმეში ჩახედულები არიან და იციან, ქვეყანას რა წაადგება, მინიმუმ, აზრი უნდა ჰკითხონ!

- ესე იგი, საფრთხე, რომ ოტო- დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების შემთხვევაში, ქვეყანაში ტოტალური თვალთვალი დაიწყება, რეალურია?

- რა თქმა უნდა! ჯობია, დაფიქრდნენ და ერთიანი გენერალური ინსპექცია შექმნან, რომელიც საპარლამენტო კონტროლის ქვეშ იქნება და რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააკონტროლებს. ასეთი სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ზემოხსენებული საფრთხეები მინიმუმამდე შემცირდება. სხვათა შორის, თინა ხიდაშელის განცხადებები სწორედ ამ კონტექსტში ჯდება, მით უმეტეს, რომ ნატო-ს ყველა მისია, რომელიც საქართველოში აქამდე ჩამოსულა, გენინსპექციის, როგორც ცალკე სტრუქტურის საკითხს აყენებდა. თუკი გენინსპექცია, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, შეიქმნება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი დაევალება, მნიშვნელობა აღარ ექნება, უშიშროების სამსახური ვის დაქვემდებარებაში იქნება. მაგალითად, ისრაელში სპეცსამსახურებს სწორედ გენინსპექციის მსგავსი ორგანო აკონტროლებს. ამ მოდელით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დარღვეული ბალანსი აღდგება, მაგრამ იმ რეფორმით, რის გატარებასაც “ოცნება” გეგმავს, პარლამენტსა და პრემიერს შორის ახალი ქიშპობა დაიწყება, რომელიც 90-იან წლებში დაგვაბრუნებს.

- 90-იანი წლები რაღა შუაშია?

- არ გახსოვთ, მაშინ როგორ იყო? - შსს უშიშროებას უპირისპირდებოდა.

- მაშასადამე, “ოცნებაში”, ძალოვანი უწყებების საბაბით, გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის ახალი რაუნდი დაიწყება?

- დიახ... ხელისუფლების სქემის მიხედვით, ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებულ უშიშროებას არც შსს-ს და არც თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომსახურების უფლება ექნება და ასეთი კონტრდაზვერვა გინდ ყოფილა და გინდ - არა.

- ბატონო კონსტანტინე, თქვენი ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვისი კანდიდატურა განიხილება?

- დეტალები არ ვიცი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ უშიშროების ხელმძღვანელს შსს-ს კადრი ჩაიბარებს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ პარლამენტი პრემიერის მიერ წარდგენილ კანდიდატურას არ დასთანხმდეს.

მოკლედ, ყველაფერ ამას იმიტომ ვამბობ, რომ “ოცნებამ” შეცდომა არ დაუშვას, თორემ ამ შეცდომის გამოსწორება ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება!

- წინა ინტერვიუში ერთმნიშვნელოვნად განაცხადეთ, რომ პრემიერი, როგორც ფიგურა, დასუსტდა, თუმცა თუკი უშიშროების სამსახურის უფროსად საკუთარი კანდიდატურის გაყვანას მოახერხებს, სამთავრობო ველზე სურათი შეიცვლება, არა?

- ბუნებრივია, შეიცვლება და პრემიერი შეძლებს, რომ ძალოვან უწყებებზე გავლენა შემოვლითი გზით აღადგინოს.

- მაშასადამე, “ოცნებაშიგავლენის სფეროებისთვის შიდა ბრძოლა მიდის?

- ასეა. “ოცნებაში” არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდოდა, ვიკითხე, ეს განსხვავებები შიდა განხეთქილების საბაბი ხომ არ გახდება-მეთქი. ალასანიას მაგალითმა ჩემი ეჭვი დაადასტურა...

- ისე, ყურადღება მივაქციე, პარლამენტში, “თავისუფალ დემოკრატებთანშეხვედრისას, პრემიერმა ალასანიას თანაგუნდელებსძვირფასი თანამებრძოლებიუწოდა, რაზეც მოგვიანებით, ბუკა პეტრიაშვილმა უპასუხა, ტამბოვის მგელი იყოს შენი თანამებრძოლიო...

- “ოცნება” რეიტინგს კატასტროფულად კარგავს, “ენ-დი-აი”-ს ბოლო კვლევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს ინტერაქტიულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მთავრობას 20-25-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, ეს კი, პრაქტიკულად, “ოცნების” რეიტინგს ნიშნავს.

- არ შეიძლება, სატელევიზიო ინტერაქტიული გამოკითხვა ობიექტურ ჭეშმარიტებად მივიღოთ...

- კი ბატონო, მაგრამ ეს “მესიჯი” გასათვალისწინებელია, თან ამ ფონზე, დარწმუნებული ვარ, საარჩევნო თემატიკის პედალირება მოხდება.

- რას გულისხმობთ?

- ე.წ. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას. წინა ინტერვიუებში დავით უსუფაშვილს მოვუწოდე, რომ ამის ახლა გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს “ქართული ოცნებისთვის”, პრაქტიკულად, ხარაკირი იქნება, მაგრამ თუკი მაჟორიტარული არჩევნების თემა ბოლომდე გაიტანეს და არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდა, ამას მომავალში სახელმწიფო გადატრიალება დაერქმევა და ხელისუფლება შეიცვლება. ამიტომ “ოცნება” კარგად უნდა დაფიქრდეს, ყველაფერ ამას რა სახელმწიფოებრივი საფრთხე მოჰყვება.

- სახელმწიფოებრივი საფრთხის კონტექსტში .. გეორგიევსკის ბაფთებზე უნდა გკითხოთ, მით უმეტეს, რომ რეგიონებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხს 9 მაისი, როგორც ამბობენ, სწორედ ამ ბაფთებით მიულოცა... ეს რა მესიჯია?

- ეს რუსეთისთვის მაამებლური მესიჯია...

- ზოგი იმასაც ამტკიცებს, ეს გეორგიევსკის ბაფთა არააო. აი, მაგალითად, ვინმე იურა მეჩითოვი ვენებს იხსნის, ესბანტირუსი ხალხის საკრალური სიმბოლოა და ფეხქვეშ არ უნდა გავთელოთო...

- ეს ლუსტრაციაა! ხელისუფლებას ვურჩევ, დასავლურ არჩევანში უფრო მეტად პრინციპული იყოს, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილი მეტად გაითვალისწინოს და ორმაგ, გნებავთ, სამმაგ თამაშს მოეშვას! თუკი ცალი ხელით ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ვთანამშრომლობთ, მეორე ხელით კი, რუსეთთან მაამებლურ პოლიტიკას ვატარებთ, საბოლო ჯამში, იქამდე მივალთ, რომ სერიოზულად აღარც დასავლეთი აღგვიქვამს, აღარც - რუსეთი და ამით ისევ მოსახლეობა დაზარალდება! რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ. ამიტომაც, ამ მოლაპარაკებებში ჩვენი, როგორც სახელმწიფოს რანგი რომ აიწიოს, კარგი იქნება, აშშ-ის მოკავშირის სტატუსი მივიღოთ. ეს სიტუაციას დააბალანსებს და საქართველოს საკითხს რუსულ-ამერიკულ პრიზმაში გადაიყვანს. ამიტომ, ხელისუფლებამ ამერიკელ პარტნიორებს უნდა მოსთხოვოს, რომ “ამერიკის მოკავშირის” სტატუსი მოგვცენ, რაც მხოლოდ რუსეთთან კი არა, დასავლეთის სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან სალაპარაკოდაც კარგი კოზირი იქნება და ევროატლანტიკურ გზაზე დამატებითი საფრთხეები აღარ გაგვიჩნდება. ნატო-ს ბოლო სამიტზე, ნატო-სთან თავსებადი ქვეყნების ჯგუფში შეგვიყვანეს. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ამის მერე ტაქტიკას შევცვლიდი და აქცენტს დასავლეთზე კი არა, უფრო აშშ-ზე გავაკეთებდი. როგორც კი, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, ისრაელის მსგავსად, თავის მოკავშირე ქვეყნად აღიარებს, დამიჯერეთ, რუსული საფრთხეები მაქსიმალურად შემცირდება!

სხვათა შორის, დღემდე არ ყოფილა, რომ ნატო-ს ტექნიკა, წვრთნებისთვის, საქართველოში შემოეტანათ. ამის შესახებ ინფორმაცია “სი-ენ-ენ”-მაც გაავრცელა და ესეც რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორია!

- ნატო- ტექნიკის საქართველოში შემოტანა, ცხადია, კარგია, მაგრამ არსებობს ერთიმაგრამ” - მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც, ბატონო კოტე, ამტკიცებთ, რომ რუსული პროექტია. გამორიცხავთ, რომნაცმოძრაობისმიშას ფრთამ გარკვეული პროვოკაციები დაიწყოს?

- არაფერს გამოვრიცხავ, მით უმეტეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობა” ყურების ჩამოყრას არ აპირებს. დააკვირდით, რა ხდება: ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას ყოველ დღე მართავენ. ამასთან, “ნაციონალებისგან” მართული პოლიტიკური ძალებიც გამოიკვეთნენ. ყველაფერი ეს კი, საერთო ჯამში, წყალს “ნაცმოძრაობის” წისქვილზე ასხამს - ვინმე აღიარებს თუ არა, ოპოზიციურ ავანგარდში სწორედ “ნაცები” არიან!

- კოტე ბატონო, როგორც უსაფრთხოების ექსპერტს, “ნაციონალებისპროვოკაციების გათვლა შეგიძლიათ, ანუყოფილებისგან”, ყველაზე მაქსიმუმს, რას უნდა ველოდოთ?

- რა გითხრათ?.. პატარ-პატარა მომენტები “ნაცმოძრაობასა” და იმ ძალებს, რომლებიც უცხოეთიდან მხარს უჭერენ, იმისთვის სჭირდებათ, რომ ხალხის მენტალობა შემოაბრუნონ.

- რისკენ?

- კი ბატონო, ჩვენ ცუდები ვიყავით, მაგრამ “ოცნება” უფრო ცუდიაო.

- ყოფილი პრემიერის სახლთან აქციების გამართვით მოსახლეობის მენტალობა როგორ შეიცვლება?

- დააკვირდით, უკმაყოფილო ხალხი მატულობს.

- კი ბატონო, მაგრამ ამ უკმაყოფილების მიზეზი სოციალური ფონია...

- სხვათა შორის, როგორც ვიცი, რკინიგზელები ფართომასშტაბიან გაფიცვას გეგმავდნენ, მაგრამ ვიღაცები ჩაერივნენ და ქვეყანას ეს საფრთხე აარიდეს - რკინიგზელთა გაფიცვა კატასტროფა იქნებოდა! სამაგიეროდ, გაფიცვები ფოთში დაიწყო, აჭარაშიც რაღაცები ხდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, “სოკარმა” ერთ-ერთი პროექტი რომ შეაჩერა. გახსოვთ, თავის დროზე გითხარით, ფოთის პორტში “როსნეფტის”, ანუ იგორ სეჩინის შემოსვლას “სოკართან” დაპირისპირება მოჰყვება-მეთქი.

- თუკინაციონალებსამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, ანუ მოვლენების ფორსირება შეუძლიათ, აბა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს არჩევნები როგორღა წააგეს?

- “ნაციონალები”, უბრალოდ, არ ელოდნენ, რომ არჩევნებზე იმდენი ამომრჩეველი მივიდოდა, რამდენიც მივიდა. დაბალი აქტივობა რომ ყოფილიყო, “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებას შეინარჩუნებდა. სხვათა შორის, ადმინისტრაციული რესურსი დღემდე აქვს - მისი კადრების 70 პროცენტი ისევ ძალოვან და სხვა უწყებებში მუშაობს.

- საჯარო მოხელეების მხოლოდ იმ საბაბით დათხოვა, რომნაცმოძრაობისმხარდამჭერები არიან, რომელ კანონში წერია?

- კანონში არ წერია, მაგრამ როცა საყოველთაოდ ცნობილია, ვინ ვინაა და ვის კეტი ეჭირა, პასუხი არ უნდა მოსთხოვონ? ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს იტაცებდნენ, ზღვაში ახრჩობდნენ და ისინი ისევ თანამდებობაზე სხედან, ეს შეიძლება? არ შეიძლება, იძახდე, პროდასავლური ორიენტაციის ვარო და ამ დროს ძალოვან უწყებებში ის კადრები გყავდნენ, რომელთა უკანაც პრორუსული ძალები დგანან!

ისე, “ნაცმოძრაობის” პროვოკაციებს რევოლუციური სახე არ ექნება. უბრალოდ, ამით “ოცნების” კომპრომეტირება მოხდება. დასავლეთი “ნაცმოძრაობას” საშუალებას არ მისცემს, რომ ხელისუფლებაში რევოლუციით დაბრუნდეს!

- მაგრამ, თუკი გავყვებით თქვენს ვერსიას, რომ მიშა რუსული პროექტია, მაშინ, სადამდე მივალთ? - თბილისში რევოლუცია არც კრემლს აწყობს?

- არა. კრემლი გარე საფრთხეებს აამოქმედებს.

- რომელ საფრთხეებზე მიანიშნებთ?

- კონფლიქტურ ზონებზე.

- სხვათა შორის, ზოგი დღევანდელობასვარდების რევოლუციამდელპერიოდს ადარებს და ამბობს, რომნაცებიმაშინაც ასე ემზადებდნენო...

- რევოლუცია არ იქნება!

- არც ხავერდოვანი?

- ხავერდოვანი რევოლუცია 2016 წელს, არჩევნებზე მოხდება და ამ რევოლუციის სცენარიც გითხარით: თუ ისე მოხდა, რომ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდა, ეს ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი საშუალება იქნება, თუმცა “ნაცმოძრაობა”, თუ კოალიციას არ შექმნის, ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება!

- მოკლედ, სახელმწიფო გადატრიალების მზადების ნიშნები სახეზეა?

- ძალიან მცირე. მაგალითად, ერთ-ერთი ნიშანი საარჩევნო კოდექსის ცვლილების მოთხოვნაა...

- ...კოტე ბატონო, წეღან, წითელუბნის ინციდენტი ახსენეთ. რისი თქმა გინდოდათ?

- 2007 წლის 6 აგვისტოს, 19:30 საათზე, საქართველოს ტერიტორია, კერძოდ, კონფლიქტის ზონასთან ახლოს, გორის გზაზე, სოფელი წითელუბანი უცნობი საფრენი აპარატით დაიბომბა, რასთან დაკავშირებითაც დღემდე ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელია. არადა, “ნაცმოძრაობას” განმარტებები ჯერ კიდევ მაშინ მოვთხოვეთ.

- ხელისუფლება რა შუაშია, თუკი ეს უცნობი საფრენი აპარატი, ვთქვათ, რუსული იყო?

- საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცით, ეს აპარატი რუსული იყო, ჩვენი თუ, სულაც, დაბომბვის იმიტაცია მოაწყვეს?!

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხდარზე ოფიციალური კომენტარი 14 საათის დაგვიანებით გაკეთდა.

- ეს რა ეჭვს გიჩენთ?

- გეტყვით, თუმცა ჯერ შეკითხვებს გაგაცნობთ:

რატომ არ შეიკრიბა ეროვნული უშიშროების საბჭო; რომელი ორგანო უწევდა კოორდინაციას ხელისუფლების მხრიდან ადექვატური ღონისძიებების გატარებას, ანუ როცა შენს ტერიტორიაზე უცნობი საფრენი აპარატი ბომბს ჩამოაგდებს, ეს, მინიმუმ, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, პირველ რიგში კი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მხრიდან.

საინტერესოა, რომ საქაერონავიგაციის ფიქსირებული ჩანაწერები არ გამოქვეყნებულა, არადა, ამით პასუხი ბევრ რამეს გაეცემოდა. ასევე, არც თავდაცვის სამინისტროს სარადარო მონაცემებისა და საქაერონავიგაციის ჩანაწერების შედარება მომხდარა.

ვანო მერაბიშვილი გამოვიდა და “დააბრეხვა”, ეს რუსების “სუ-24” ტიპის საფრენი აპარატი იყოო, მაგრამ საინტერესოა, საფრენი აპარატის ტიპი როგორ დაადგინეს, როცა თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ტექნიკური საშუალებებით საფრენი აპარატის მარკის კი არა, მხოლოდ ფრენის სიმაღლისა და სიჩქარის დადგენა და ამით იმის განსაზღვრა შეიძლებოდა, საფრენი აპარატი სამოქალაქო ტიპის იყო თუ სამხედრო. საერთოდ, საფრენი აპარატის ტიპის დადგენა კოსმოსური ტექნიკური საშუალებებით შეიძლება, რაც საქართველოს არ აქვს.

სხვათა შორის, ჩამოგდებული ასაფეთქებელი საფრენი აპარატის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა, ანუ ზოგი წყაროს მიხედვით, ეს ავიაბომბი იყო, სხვა წყაროების მიხედვით კი, წითელუბანთან ჰაერ-მიწის მართვადი რაკეტა ჩამოვარდა. ისიც ითქვა, რომ ანტისარადარო რაკეტა იყო.

რაკეტის ტიპს თავი რომ დავანებოთ, რატომ არ დადგინდა, თუ რა მიზეზით არ აფეთქდა ჩამოგდებული საფრენი საშუალება? ამასთან, ტელევიზიით ნაჩვენები ჭურვის გაუვნებელყოფით წარმოქმნილი აფეთქების ძალა 140 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტს როგორ უდრიდა.

- ტროტილი რაღა შუაშია?

- გვითხრეს, ჭურვი 140 გრამი ტროტილის ძალის იყოო...

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე რიცხული თითქმის ყველა სახეობის საბრძოლო იარაღის საბრძოლო მასალის ძირითადი მწარმოებელი იმხანად რუსეთი იყო, თუმცა ჩამოგდებული ჭურვის მწარმოებელ ქვეყანაზე არაფერი გვითხრეს. არც ის გახმაურებულა, აღნიშნული ასაფეთქებელი საშუალება როდის იყო წარმოებული.

სწორედ ამ პასუხგაუცემელი შეკითხვების გამო გაჩნდა ეჭვი, რომ წითელუბნის ინციდენტი წინასწარ იყო ორგანიზებული.

- რა მიზნით?

- იმ მიზნით, რომ სიტუაცია დაეძაბათ. თარიღს დააკვირდით: ინციდენტი 2007 წლის 6 აგვისტოს მოხდა, ანუ ომისთვის მზადება მიდიოდა...

- “ნაცმოძრაობამსგავსი პროვოკაციის მოწყობას დღესაც შეძლებს?

- ვერა. ასეთ პროვოკაციას ხელისუფლებაში ყოფნა სჭირდება, თუმცა “ნაცმოძრაობას” თავისი მედია აქვს, რომლითაც ვითარების ფორსირება, რასაკვირველია, შეუძლია.

სხვათა შორის, თინა ხიდაშელი დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ის კადრები, რომლებიც გენშტაბში არიან და რომლებსაც “ნაცმოძრაობასთან” ურთიერთობის კარგი ბეგრაუნდი აქვთ, დაძაბულობის შემთხვევაში, ადექვატურ ღონისძიებებს გაატარებენ...

- ბატონო კოტე, ამ ზაფხულს პოლიტიკური ტემპერატურა კულმინაციას მიაღწევს?

- არა, რადგან ზაფხული “მკვდარი სეზონია”. ამიტომ, პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო სექტემბერში მოიმატებს.

- ისე, ხმა დადის, მიშამ შემოთვალა, ნახეთ, შემოდგომაზე რა მოხდებაო...

- მიშას ნათქვამი არაფერს ნიშნავს, თუმცა ის უნდა გააუვნებელყონ, თორემ უარესად გალაღდება. თუკი “ოცნება” სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტებს არ წამოწევს და მსვლელობას არ მისცემს, სახეშეცვლილ მიშას მიიღებს!