დასავლეთი და რუსეთი საქართველოში “ფერადი რევოლუციის” ლიდერს ეძებენ!

დასავლეთი და რუსეთი საქართველოში “ფერადი რევოლუციის” ლიდერს ეძებენ!

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, სოსო მანჯავიძეს მერიაში შევხვდი. მითხრა, მყარი ნარჩენების გადამუშავების საკითხზე მომუშავე კომისიის წევრი ვარ და მთელი დღე აქ ვიქნებიო... რადგან მერიაში ვიყავით, ბატონი სოსო კი იმ ორგანოს წარმომადგენელია, რომელსაც ქალაქის მთავრობის მონიტორინგი ევალება, პირველი შეკითხვაც სწორედ ამ თემაზე დავუსვი, თუმცა გვერდი ვერც დიდ პოლიტიკას ავუარეთ და იმჯადოსნურ წრეზეც”  ვისაუბრეთ, რომელიც ბოლო დროს პრეზიდენტის გარშემო შეიკრა:

- როცა მერიაში ახალი გუნდი მოვიდა, არაჯანსაღი ფონი დახვდა. მანამდეAარსებობდა სისტემა, როცა ქალაქის მერია, საკრებულო და მთავრობა, ერთი წლის განმავლობაში, ერთმანეთთან დაძაბულ ურთიერთობაში იყვნენ: ერთის მხრივ, გადაბირების, მეორეს მხრივ კი, საბოტაჟის პროცესი მიდიოდა. საერთოდ, როცა სახელმწიფო ბიუროკრატია პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ამ დროს მეორე გუნდი მოდის, ბიუროკრატიული მანქანის წმენდა ხდება, რასაც ხშირად კვალიფიციური სუბიექტების გათავისუფლება მოჰყვება ხოლმე. სააკაშვილმა, თავის მრავალრიცხოვან მავნებლობასთან ერთად, ისიც ჩაიდინა, რომ სახელმწიფო აპარატის პოლიტიზირება ლამის დამლაგებლის დონეზეც მოახდინა. ეს უდიდესი დანაშაულია. უნდა გვესმოდეს, რომ ის ქვეყნები ვითარდებიან, რომლებსაც სახელმწიფო აპარატის დაკომპლექტების გამართული პოლიტიკა აქვთ.

- მერიის ახალი გუნდი ცდილობს, რომ სააკაშვილის მიერ დანერგილი სისტემა შეცვალოს?

- ამ სისტემის შესაცვლელად რვა თვიდან ერთ წლამდე დროა საჭირო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ძალიან ბევრი ძალა ცდილობდა, ახალი გუნდისთვის საინფორმაციო დარტყმები მიეყენებინა და მუშაობის დეზორგანიზება მომხდარიყო. ტრადიცია - ოღონდ მე ვიყო ხელისუფლებაში და ქვეყანაც დაქცეულაო, - ჩვენთან 500 წელია გრძელდება. ახლაც ვხედავთ არაჯანსაღ, უცოდინარ ოპონირებას, რომელიც სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური კომპეტენციის ზრდას ხელს არ უწყობს. ოპოზიციას ჰგონია, რაც უფრო მეტად გაილანძღება და დესტაბილიზაციის მეტ საფრთხეს შექმნის, უფრო დააფასებენ. ხშირად, ყველაფერი ეს სავაჭროდაც გამოიყენება ხოლმე...

- ესე იგი, მერიის მუშაობა არ მოგწონთ?

- სისტემა ნორმალურს მხოლოდ შესყიდვების კანონის შეცვლის მერე დაემსგავსება.

- ეს გუნდი შეძლებს, ჯერ კანონი და მერე, მთელი სისტემა ნორმალურს დაამგვანოს?

- მოდით, ასე ვთქვათ: აქვს შესაძლებლობა, რომ შეძლოს?! გარკვეული მცდელობები არის, მაგრამ ერთიანი კონცეპტუალური ხედვა, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ყველაფერი ეს, არ არსებობს, თუმცა ეს მთავრობის კომპეტენცია არაა.

- აბა, ვისია?

- პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, პლატფორმა უნდა ჰქონდეს, რომლის საფუძველზეც ქვეყანას მართავს. ნამდვილად ვერ მეტყვით, რომ მმართველ გუნდს ასეთი პლატფორმა აქვს და ვერც იმას მეტყვით, რომ ასეთი პლატფორმები სხვა პარტიებს აქვთ. სწორედ პლატფორმა უნდა კარნახობდეს პოლიტიკურ პარტიებს რეფორმის გატარების გეგმასაც. არადა, რეფორმები, მართლაც, გასატარებელია. ყველა ვხედავთ, რომ ჩიხში ვართ: არ გვაქვს ერთი სამეცნიერო ცენტრი, რომელიც მთავრობას იდეებს მიაწოდებს. სხვა ქვეყნებში მსგავსი ცენტრი ერთი კი არა, რამდენიმეა და ისინი ერთმანეთს ოპონირებას უწევენ. ჩვენთან, სამაგიეროდ, ერთ ან ხუთკაციანი გრანტიჭამია არასამთავრობოებია, რომლებიც სულ სხვა მიზნით არიან შექმნილნი.

საქართველოში სამეცნიერო ცენტრის შესაქმნელად ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება. არადა, ფულს ისეთ რაღაცებში ვხარჯავთ, გაგიკვირდებათ.
- მაგალითად?

- მაგალითად, რას გვმატებს თბილისში სუპერთასის ჩატარება? - 90 წუთი ირბენენ და მორჩა, მერე რა?! 38 მილიონი ლარი ჭადრაკის განვითარებისთვის გამოვყავით. ჭადრაკი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ხომ აბსურდია? სააკაშვილის მიერ აშენებული მახინჯი ხიდის მოვლა-პატრონობაზე 500 ათასი ლარია გათვალისწინებული...

- დედაქალაქის ბიუჯეტს ხმა მიეცით?

- როცა ბიუჯეტი შემოდის, თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ან, მით უმეტეს, პოლიტიკური ძალა ხარ, ალტერნატიული ბიუჯეტი უნდა გქონდეს, რომელიც შენი პოლიტიკური ხედვებით უნდა შეადგინო. საჭირო არაა, განუწყვეტლივ იყვირო, სხვა რამე ჯობიაო. ეს პოლიტიკაა და არა - ტელეეთერიდან ხმამაღლა ლაპარაკი, სოციალურ ქსელებში - ლანძღვა-გინება.

- ხშირად ამიტომ აღარ ჩანხართ?

- ყვირილი არასოდეს მომწონდა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სააკაშვილი ქვეყნის მტერი იყო და, ნებისმიერი ფორმით, უნდა მოგვეცილებინა, მაგრამ ამავე დროს, ვამბობდი, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ანუ უნდა მოგვეყვანა ადამიანი, ვისაც გარე და შიდა პრობლემების მოგვარება შეეძლო და, ამავე დროს, ეცოდინებოდა რომ გარე და შიდა ერთია.

- ხმაურისა და აურზაურისშემოქმედიორი ძალაა - ხელისუფლება დანაცმოძრაობა”. ბატონო სოსო, თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მესამე ძალა არსებობს?

- “ქართული ოცნებაში” კონცეპტუალურად ყველაზე გამართული “რესპუბლიკური პარტიაა”, თუმცა მას არ ვენდობი და მიმაჩნია, რომ “რესპუბლიკელები” “ნაცმოძრაობის” იდეოლოგიური მოკავშირეები არიან.

პარალელურად, მარგველაშვილი გარშემო იკრებს ძალებს, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის საყრდენები იყვნენ. მის გარშემო ის ჟურნალისტებიც შეიკრიბნენ, რომლებიც საქართველოში ფსევდოოპოზიციურ ტრენდს შეადგენდნენ, ასევე, ის არასამთავრობოები, რომლებიც სააკაშვილის საყრდენნი იყვნენ. ისიც ვიცით, მარგველაშვილი რომელი პარტიიდანაც მოვიდა. ცხადია, რომ მარგველაშვილი ძალაუფლების ცალკე ცენტრს ქმნის.

- ის ხმაც რეალურად გეჩვენებათ, რომ კიევში, სააკაშვილთან თითქოს ფარული მოლაპარაკებები მიდის?

- ეს ხმა შემთხვევით არ გაჩენილა. “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრებიდან კოალიცია რომ შეიქმნებოდა, ამაზე დიდი ხნის წინ ვსაუბრობდი. ეს სცენარი ახდა - მალე ვნახავთ, “რესპუბლიკელები” რასაც იზამენ...

- ანუ, ის, რასაც უკრაინული პრესა წერს, თქვენი აზრით, სიმართლესთან ახლოსაა?

- კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. რად გვინდა უკრაინული პრესა, არ ვიცით, რომ ასეა?
- კოალიცია არჩევნებამდე მიაღწევს?

- მეეჭვება. ისე, კოალიცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” ძალიან პირობითადაა. ავიღოთ პოსტები და ჩამოვთვალოთ: პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია, სახალხო დამცველი, პარლამენტის წამყვანი კომიტეტები, ელექტრონული მედია, არასამთავრობოები - ყველაფერი ეს აღმასრულებელი ხელისუფლების კისერზე მარყუჟია.

- თუ ასეა, “რესპუბლიკელებიკოალიციაში რატომ ჩერდებიან?

- მათ დამოუკიდებელი ელექტოლარული რესურსი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ისე იქცევიან, როგორც “პოლიტიკურ პარაზიტებს” ახასიათებთ. ეს საერთაშორისო გავლენებთან ინტეგრირებული ორგანიზაციაა და, ელექტორალური რესურსის ნაკლებობის გამო, “ოცნების” კისერზე თავს კარგად გრძნობს. “რესპუბლიკელები” ამ ხიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოხტებიან, თუ ახალი ხე აღმოცენდება. ახალი ხე კი, უნდა იყოს ის ძალა, რომელიც, არეულობის დროს, ქვეყნის მართვას თავის თავზე აიღებს.

- ბატონო სოსო, პრაქტიკულად, ფერადი რევოლუციის სცენარიდადეთ”...

- ფერად რევოლუციას ერთი რამე აკლია - “ლიდერ შიპი” და კიდევ იმ ძალების კონსოლიდაცია, რომლებმაც მცოცავი ლიბერალური რევანში მოახდინეს და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც თავის მხრივ ძალიან დაბნეულია და მტერ-მოყვარის გარჩევის პრობლემები აქვს, ალყაში მოაქციეს. მათ, პრაქტიკულად, ხელში ჩაიგდეს მთელი ხელისუფლება, თან ისეთი ფორმებით, რომელსაც კრიტიკა არ ეხება. მთელი დარტყმა მიდის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომელსაც საქმის კეთება ევალება და, ავად თუ კარგად, ცდილობს, გააკეთოს. ეს რელობაა და მხოლოდ ის ლიდერიღა სჭირდებათ, რომელიც ამ პოლიტიკური ბრძოლის შედეგებს გააფორმებს.

- ასეთი ვინ შეიძლება იყო?
- ბევრს ამზადებენ. მათ კამერები აქვთ მიშვერილი და აქტიურობენ, რათა გარკვეული ელექტორალური რესურსი შეიძინონ, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი ტიპის ქარიზმატული დემაგოგი, როგორიც სააკაშვილი გახლდათ, ვერ უპოვიათ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის მომზადება ძალიან ძნელია. “ნაციონალი” დემაგოგების მომზადება, წლების განმავლობაში, აშშ-ში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მიმდინარეობდა. ნაწილი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოამზადეს. ახლა ისინი ვაკუუმში არიან, თან ხალხმაც გარკვეული გამოცდილება მიიღო - ასეთი ტიპის დემაგოგებზე “აცრილია”. სხვა ფორმებია მოსაძებნი და ამისთვის მხოლოდ ნიჭიერება არ კმარა. ვერ პოულობენ “ახალ მიშას”, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ მისიას.

- შეიცვლება თუ არა სიტუაცია იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდა?

- იდეალური იქნებოდა ივანიშვილის ავტორიტეტი ინსტიტუციონალურად გაფორმებულიყო, ანუ ის ყოფილიყო პრეზიდენტი - არბიტრი იქნებოდა და რეფორმებიც მშვიდად ჩატარდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია - პრეზიდენტის სავარძელი დაკავებულია. მარგველაშვილი, კონსტიტუციით, პირველი პირია და ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, თუმცა პოლიტიკურ ამინდს, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პრობლემების გაუარესება ელოდება, რათა “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს უყელოს. შესაბამისად, ივანიშვილის პრემიერის პოსტზე დაბრუნება კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. გარდა ამისა, დრო მარგველაშვილზე მუშაობს - პრეზიდენტად ყოფნის სამწელზე მეტი აქვს დარჩენილი. ამიტომ საჭიროა ექსტრაორდინალური მოქმედებები, რათა ამ ვითარებიდან გამოვიდეთ.