რა ჩაიფიქრა შაქრო კალაშოვმა - რუსთავის #17 ზონის ყოფილმა ,,მაყურებელმა' მოსკოვიდან სკანდალური ინფორმაციები ჩამოიტანა
წინამორბედისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებამ აღიარა, რომ სასჯელაღ-სრულების დაწესებულებებში ,,მაყურებლის ინსტიტუტი' არსებობს; მეტიც - სას-ჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, კახა კახიშვილის განცხადებით, ,,მაყუ-რებლებს' მარტივად ვერც გააქრობენ და ვერც დაამარცხებენ, ამისთვის მხო-ლოდ მონდომება კი არა, სერიოზული სტრატეგიაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, ამ ,,ინსტიტუტის' გაქრობის არ მჯერა, რადგან სასჯელის დამატების შიშის მიუ-ხედავად, ,,მაყურებლობაზე' უარს თითქმის არავინ ამბობს. ზოგადად, ,,მაყურებ-ლების' უმრავლესობას მომავალში ,,კანონიერი ქურდობა' უნდა და ამიტომ უკან-დახევა ქურდობაზე უარის თქმას ნიშნავს.
ციხიდან გათავისუფლებულ მაყურებლებს ეს ხელისუფლებაც, წინას დარად, დევნის - მაქსიმუმ ერთ კვირაში ისინი საქართველოს ტოვებენ და ბედის საძიებ-ლად ევროპასა თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიდიან. ბოლო წლებში ევროპაში არაერთი ყოფილი ,,მაყურებელი' მოინათლა ე.წ. კანონიერ ქურდად, ბევრმა ცხვი-რი წაიტეხა, რადგან ,,მაყურებლობის' პერიოდში ადმინისტრაციასთან თანამშრომ-ლობა დაუდგინეს...
რუსთავის #17 ზონის ყოფილ ,,მაყურებელს' ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვა-ლა და, სამართალდამცავებთან შეთანხმებით, სამი დღით საქართველოში დაბ-რუნდა. სწორედ იქ შეხვდა პატიმარი #0578-ს, რომელსაც დაჭერამდეც იცნობდა, ,,სროკის' დიდი ნაწილიც ერთად მოიხადეს და სოციალური ქსელებით ურთიერ-თობა დღემდე აქვთ. ,,მაყურებელს' ასპარეზად მოსკოვი აქვს არჩეული, როგორც ამბობს, მალე ქურდული სამყარო ისეთივე ძლევამოსილი იქნება, როგორც აქამდე იყო და ყველაფერ ამას თავს შაქრო კალაშოვი დაადგამს.
,,შაქრომ ყველაფრის დალაგება დაიწყო. არამარტო მოწინააღმდეგე, არამედ თავის ბანაკშიც. შაქრო დედ ჰასანის უახლოეს მეგობრად მიიჩნევა, მაგრამ, მიუ-ხედავად ამისა, ჰასანის მიერ მონათლული ათეულობით ქურდი გააჩერა, კითხვები მაქვსო. ყველამ იცის, ბოლო დროს ჰასანი ათეულობით ახალგაზრდას ანიჭებდა ქურდის სახელს, მერე კი მათ სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდა. ისინი არა ქურ-დები, არამედ, ჩვეულებრივი ბანდების მეთაურები იყვნენ და არცთუ იშვიათად, ქილერობასაც არ თაკილობდნენ...
ახლა სხვა ვითარებაა. ქურდული ,,ობშჩიაკების' დიდი ნაწილი ციხიდან ძველი ქურდების გამოხსნას ხმარდება. მთავარი სამიზნე ახლა ქუთაისელი ბადრი კოღუ-აშვილია, რომელიც ციხეში სწორედ ჰასანის გამო მოხვდა. ყველამ იცის, კოღუ-აშვილი ვითარების დალაგებას აპირებდა, ჰასანთან კითხვები ჰქონდა, მაგრამ 2011 წელს დაიჭირეს, უფრო სწორედ, ჰასანმა შეხვედრა დაუთქვა, ბადრი მივიდა და იქ პოლიციელები დახვდნენ, კოღუაშვილს წამალი და იარაღი უპოვეს და 9 წელი მისცეს. მაშინ ყველა მიხვდა, რომ კოღუაშვილს ჰასანმა ,,გაუჩალიჩა', მაგრამ ხმა ვერავინ ამოიღო... ახლა კი კალაშოვი ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას და ნახე, მაისის ბოლომდე ბადრი თუ არ გამოაშვებინოს...
საუბარი ტარიელ ონიანზეც არის, მაგრამ ტაროს საქმე ძალიან ხმაურიანია და ასე მარტივად არ გამოვა. კალაშოვი არ მალავს, რომ ძველმა ქურდებმა უნდა მი-ხედონ აწეწილ ვითარებას, ვიღაცამ რაღაც უნდა დაივიწყოს, ახლადგამომცხვარ-მა ,,ქურდებმა' უნდა დაამტკიცონ, რომ ამ სახელს იმსახურებენ და ვნახოთ, რა გამოვა. ისე, კალაშოვი გაძლიერებული დაცვით დადის და მისი მოძრაობის მარ-შრუტი მხოლოდ დისშვილებმა იციან, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არავის ენდობა და ეს უკვე ცუდია. არ არის გამორიცხული, რომელიმე ახალგაზრდა კრი-მინალმა ვერ აიტანოს ,,ქურდის სტატუსის' დაკარგვა და მისი მოკვლა მოინდო-მოს...
მართალია, ხელისუფლება გვდევნის, მაგრამ საქართველოზე ჩვენც ისე ვფიქ-რობთ, როგორც თქვენ. რა გგონიათ, ინვესტორები რომ ჩამოდიან, ჩვენ არ გვე-კითხება ხელისუფლება, რამდენად სანდოა ესა თუ ის ინვესტორი და როგორ მუ-შაობს თავის ქვეყანაში? ან რა სახელი აქვს? იმას კი არ ვამბობ, ჩვენ წილში ვუ-ზივართ-თქო, მაგრამ მაგალითად, მე ხომ ვიცი მოსკოვის კონკრეტულ ოლქში ვინ რითი სუნთქავს? ვიღაცამ ავსტრიის თემა იცის, ვიღაცამ ესპანეთის, გერმანიის და ა.შ.
ნაცების დროს სხვაგვარად იყო, ისინი ითხოვდნენ, თან კატეგორიულად. ამის გამო დაპირისპირებაც დიდი იყო, რეალურად არავინ არაფერს აკეთებდა და სი-მართლესაც მალავდა. ესენი ადამიანურად გვთხოვენ, ქვეყნისთვისაა კარგიო, გვიხსნიან. სანაცვლოდ კი იმას ვიღებთ, რომ გასვენებაზე ჩამოსვლის უფლება მაქვს და ზუსტად ვიცი, ნაცებივით, აეროპორტში არ დამხვდებიან, წამალს არ ჩა-მიდებენ...
ბოლო დროს საქართველოში რა მკვლელობებიც მოხდა, გახმაურებული საქმე-ები, რა... როგორც ,,ძაღლები' ჩალიჩობენ მაგის გახსნაზე, ისე ჩვენ, რათა დავამ-ტკიცოთ, პოლიტიკური და ბიზნესთემებია და ,,ქურდული სამყარო' არაფერ შუა-შია. საქმის გახსნა ჩვენც ამიტომ გვიხარია, თორემ კაცის დაჭერა გაგვიხარდეს, სისულელეა...
ნაცების დროს ციხეებში მაყურებლების უმრავლესობა ადმინისტრაციასთან იყო შეკრული. კი იცი, ჩვენთანაც იყვნენ ასეთი ტიპები და სათითაოდ ვპოულობთ ახლა. ამას წინათ ერთ ქუთაისელს ყური და ცხვირი მოაჭრეს მოსკოვში იმის გა-მო, რომ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. კატის დღეში არიან, საქართვე-ლოში ,,ძაღლები' არ აჩერებენ, საქართველოს გარეთ კი ჩვენ დავდევთ...
აეროპორტში ,,ქურდები' იკარგებიანო, ნაცები რომ ,,ახურებენ', მაგათ დროს როგორ იყო? ვის სახლში ცხოვრობდა გივია თარგამაძე, უკრაინაში რომ ჩამოდი-ოდა? ვის ხვდებოდა და ვის სთხოვდა წინასაარჩევნოდ ,,კაიბიჭების' მობილიზე-ბას? ეგ სირი, ეგა, ახლა რომ გაიძახის, ქურდებს არ დასდევს ხელისუფლებაო, ეგ დაგვდევდა?! შეახსენე, ერთი, გივიას, ასე რომ თქვა, პოლიტიკოსი რომ არა, ,,ქურდი' ვიქნებოდიო... ისიც უთხარი, ვიდეო არსებობს, შე უბედურო, მაგის-თქო... და არამარტო მაგის, არავინ კადრულობს ჯერ რომ გამოაქვეყნოს, თორემ ქურ-დებს იმდენი ვიდეო აქვთ მაგათი, რას და როგორ აკეთებდნენ, ჰოლივუდში ,,ოს-კარს' მისცემენ. აი, შაქრომ თუ გადაწყვიტა მაგათზე დარტყმა იმისთვის, რო-გორც ეგ გაამწარეს, მერე ვიდეოსაც ნახავთ და სპეცეფექტებსაც...
ყველას თავისი მიეზღვება და თან მალე. ის ნადზირატელები არ დაივიწყოთ, ევროპაში რომ არიან და იძებნებიან. პოლიცია ცალკე ეძებს და ჩვენ კიდევ ცალ-კე. ვნახავთ, ადრე თუ გვიან და დავუბრუნებთ დედასამშობლოს ცინკით. ევროპას აფარებენ თავს, ოღონდ მშვიდ ქვეყნებს - ჩეხეთი, დანია, შვეიცარია... მაინც ვი-პოვით, მაინც ამოვთხრით, ნახავ თუ არა...'
სულ ეს იყო. ყოფილი მაყურებელი დედის დასაფლავებას დაესწრო და სასაფ-ლაოდანვე აეროპორტში წავიდა, ბელარუსში გაფრინდა, იქიდან კი რუსეთში გა-დავიდოდა. სულ ასე ვმოძრაობთ, პირდაპირ რუსეთში არ გამოდისო, დაიჩივლა წასვლისას და ბოლოს, ისიც თქვა, თუ სანქციები გაგრძელდა, დედა ეტირება რუ-სეთს, წარმოდგენა არ გაქვთ, რეალურად რა ხდება იქ, ხორცს ვინც ჭამს, ჩათვა-ლეთ, ფუფუნებაში ცხოვრობსო...
პატიმარი #0578