ხმაური იყო თბილისში თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში, სადაც მიმდინარე მშენებლობის გამო სამშენებლო კომპანიამ ხეების მოჭრა დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოყვა. ადგილზე მოსახლეობის მხარდასაჭერად იმყოფებოდა საბურთალოს რაიონის დეპუტატი თბილისის საკრებულოში ალეკო ელისაშვილი.ვითარების გასარკვევად თამარაშვილის ქუჩაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანიც მივიდა.