31 წლის მილიარდერის უცნობი პორტრეტი

31 წლის მილიარდერის უცნობი პორტრეტი

"სტივ ჯობსი კაბაში"  დაუჯერებელი ფაქტები ელიზაბეტ ჰოლმსის ცხოვრებიდან

31 წლის ელიზაბეტ ჰოლმსი აშშში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელსაც ასეც ეძახიან  "სტივ ჯობსი კაბაში". ცოტა ხნის წინ ელიზაბეტმა 2015 წლის ყველაზე წარმატებული ქალების რეიტინგში მეათე ადგილი დაიკავა და ამ სიაში მოდელების, მსახიობების, მომღერლებისა თუ სპორტსმენების გვერდით, "თეთრი ყვავითაა". ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა: ვინ არის ეს ახალგაზრდა ბიზნესვუმენი?

ბიოტექნოლოგიებით ნაშოვნი ფული
ფარმაკოლოგიური კომპანიია თჰერანონსის დამფუძნებლისა და მფლობელის, ელიზაბეტ ჰოლმსის ქონება 9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. დღეს, თჰერანონსის მთავარი გამოგონება, რომელზეც ათი წელი დაიხარჯა, სისხლის ანალიზით ადამიანის ჯანმრთელობის გამოკვლევის გაუმჯობესებული ტექნოლოგიაა. ეს ბევრად იაფი, სწრაფი, უმტკინვეულო და ინფორმაციული მეთოდია. ამ კომპანიის მთავარი ინოვაცია ისაა, რომ პაციენტის ერთი წვეთი სისხლით შეიძლება ჩატარდეს ოცდაათი სხვადასხვა სახის გამოკვლევა, რაც საშუალებას გვაძლევს, ბევრი სამედიცინო ინფორმაცია მივიღოთ.
თავისი გამოგონებები ჰოლმსს ყოველთვის განსაკუთრებით გასაიდუმლოებული ჰქონდა, ამიტომ 2014 წელს, როდესაც თჰერანონსის ინოვაციამ ფარმაკოლოგიური ბაზარი თავდაყირა დააყენა, ელიზაბეტი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. 2014 წლის ოქტომბერში, პირველად გამოჩნდა Fორბესის სიაში, რამაც მისდამი ინტერესი უფრო გაამძაფრა.

არაჩვეულებრივი გოგონა ჩვეულებრივი ოჯახიდან
ელიზატ ჰოლმსი 1984 წლის 3 თებერვალს, ვაშინგტონში, მაშველისა და აშშს კონგრესის თანამშრომლის ოჯახში დაიბადა. მამის სამსახურის გამო ელიზაბეტმა ახალგაზრდობა ჩინეთში გაატარა, სადაც ჩინური ენა კარგად ისწავლა. შემდეგ ჰოლმსები აშშში დაბრუნდნენ. ელიზაბეტმა ჩააბარა სტენფორდში, ქიმიის ფაკულტეტზე, მაგრამ ცოტა ხანში უნივერსიტეტი მიატოვა და თავისი ბიზნესი დაიწყო. "დგება დრო, როცა ხვდები, რატომ დაიბადე და რა არის შენი დანიშნულება. მაშინ, უბრალოდ, იწყებ იმის კეთებას, რაც საჭიროა",  აცხადებს მილიარდერი.

ყველაფერი თავად გააკეთა
მშობლებმა ნება დართეს, ბიზნესის "სტარტაპში" კილეჯისთვის შეგროვებული ფული ჩაედო. ოჯახის ეს პატარა დახმარება რომ არ ჩავთვალოთ, თამამად შეიძლება ითქვას, ჰოლმსმა ყველაფერს თავისით მიაღწია: აკეთებდა გამოკვლევებს ნაქირავებ ლაბორატორიაში, ეძებდა ინვესტორებს... რადგან "სტარტაპის" პოტენციალი თვალსაჩინო იყო (სისხლის ანალიზს რეგულარულად ბევრი ადამიანი იკეთებს), საქმე ფულის ჩადების მსურველების ნაკლებობაში კი არა, მხოლოდ ხარისხში იყო. ელიზაბეტმა გამორიცხა ყველა ინვესტორი, ვინც სწრაფ შემოსავალს ელოდა, რადგან იცოდა, გამოკვლევებს დიდი დრო დასჭირდებოდა.

თჰერანონს 2013 წელს დაარსდა. მომდევნო რამდენიმე წელი ელიზაბეტი, დედამისის თქმით, დაუღალავად მუშაობდა და შეეძლო, დიდი ხნის განმავლობაში არ დაეტოვებინა ლაბორატორია ან არ ამდგარიყო სამუშაო მაგიდიდან.

პირველად, თჰერანონსის გამოკვლევების მიღწევები 2013 წელს გამოქვეყნდა. მაშინ კომპანიამ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მსხვილ აფთიაქების ქსელ ჭალგრეენსთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. უკვე შესაძლებელი იყო სისხლის ანალიზის გაკეთება და პასუხების მიღება აფთიაქში, სულ რაღაც რამდენიმე საათში. 2013 წლიდან ჰოლმსის შესახებ სტატიებს ისეთი გაზეთები წერენ, როგორიცაა Fortune, Forbes და the new yorkur.

მას პატივს სცემენ
...სხვანაირად ვერ აიხსნება ის, რომ თჰერანონსის დირექტორთა საბჭოს წევრია ერთდროულად აშშს ორი ყოფილი სახელმწიფო მდივანი: ჰენრი კესენჯერი და ჯორჯ შულცი. კოლეგა ფარმაცევტები და ბიოტექნოლოგები ჰოლმსს აღწერენ, როგორც გენიალურ ადამიანს და ამბობენ, რომ ის უფრო მეცნიერია, ვიდრე  ბიზნესმენი. ისინი მიიჩნევენ, რომ შთამბეჭდავია მიზანი, რომლისკენაც იგი მიისწრაფის. "თჰერანონს დაფუძნებულია რწმენაზე, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციაზე წვდომა ადამიანის მთავარი უფლებაა",  აცხადებს ელიზაბეტ ჰოლმსი.
ჯობსის გავლენა
ამბობენ, რომ ელიზაბეტს კაბინეტის კედელზე სტივ ჯობსის ბიოგრაფია აქვს გაკრული. მისი სტილიც Aპპლეის დამფუძნებლისას ჰგავს: მოკრძალებული გარდერობი შავ ტონში, საყვარელი სამოსი  შავსაყელოიანი სვიტერი; ელიზაბეტსაც არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი ისევე, როგორც სტივ ჯობსს.
პატარა სისუსტეზე დაფუძნებული კონკურენტული უპირატესობა
ჰოლმსმა ინტერვიუში აღიარა, ასეთი ტექნოლოგიის შესაქმნელად ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ ძალიან მეშინია ნემსის და სისხლის ანალიზის აღების პროცედურა ყოველთვის მზაფრავდაო. შთაგონების მთავარ წყაროდ მაშველ მამას და ექიმ ბაბუას ასახელებს და მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად, თავადაც მაშველია.