არჩილ კბილაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის გია უდესიანთან შესაძლო კავშირს არ გამორიცხავს!

არჩილ კბილაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის გია უდესიანთან შესაძლო კავშირს არ გამორიცხავს!

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, როგორც ტელეკომპანიაიმედიიუწყება, მისი ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის გია უდესიანთან შესაძლო კავშირს არ გამორიცხავს. “იმედისცნობითვე, კბილაშვილი, მართალია, მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის საქმეზე კონკრეტულად არაფერს ამბობს, მაგრამ მიანიშნებს, რომუამრავი ინფორმაციის მფლობელია”. ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ თემა, რომელიცოცნებისხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ტაბუდადებული იყო, ადგილიდან დაიძვრება. ამის თქმის საფუძველს ბიზნესმენ ჯონი გიგანის განცხადებაც იძლევა, რომელმაცქართულ სიტყვასთანსაუბრისას აღნიშნა, რომ განცხადებაზე, რომლითაც ძალოვან უწყებებს ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე მიმართა, გარკვეული წინსვლა შეინიშნება. შეგახსენებთ: რამდენიმე წლის წინ, ანუნაციონალებისზეობის დროს, გია უდესიანმა ჯონი გიგანს, ბიზნესმენ ლადო კვარაცხელიას ოფისში, 5 ადამიანის თანდასწრებით ესროლა (ამის თაობაზე გიგანმაქართული სიტყვისწინა ნომერში ვრცლად ისაუბრა). აქვე, შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჯონი გიგანმა საჯარო განცხადებები გააკეთა, პროკურატურამ მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის საქმეზე დაკითხა.

 

ჯონი გიგანი: - დეტალები არ ვიცი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს, ანუ სროლის საქმეზეც რამდენიმე ადამიანი დაკითხეს. საერთოდ, ეს 3-დღიანი საქმეა, მაგრამ როგორც ჩანს, უდესიანს კიდევ უფრთხილდებიან, თორემ მიშას დროს მურაბის ქურდობისთვის 30 წელს უსჯიდნენ, უდესიანს კი, რომელმაც ამდენი ხალხის თანდასწრებით მესროლა, ხმას არ სცემენ.

- ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ კბილაშვილი ნაცვლიშვილის უდესიანთან შესაძლო კავშირს არ გამორიცხავს...

- კარგია, თუკი კბილაშვილმა ნაცვლიშვილ-უდესიანის შესაძლო კავშირი დაადასტურა. ესე იგი, უკვე არსებობს პოლიტიკური ნება და სწორედ ამისთვის ვიბრძოდით, თორემ პოლიტიკაში ჩარევის სურვილი არასოდეს მქონია და არც მაქვს.

ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რაც გააკეთა და “ნაციონალები” მოგვაშორა, მადლობა წინა ინტერვიუშიც გადავუხადე და ახლაც მადლობას ვეუბნები. მადლობა იმისთვისაც, რომ დღეს ლაპარაკის საშუალება მაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნისთვის კარგი უნდა და სიბინძურის წინააღმდეგ ბრძოლაში ახლაც გვერდით ვუდგავარ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც უდესიანებმა და ნაცვლიშვილებმა ქონება წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ისევ ცუდ დღეშია. მათ არც საშუალება აქვთ, რომ ილაპარაკონ. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ნაძირალა დამნაშავეები დაისაჯონ.

უდესიანი, რომელიც თავს ბიზნესმენს ეძახის და თან ამბობს, რომ “ზონდერ-ბრიგადების” უფროსი იყო, ხალხის სისხლზე ნაშოვნი ფულით დღეს პარიზში, აპარტამენტში კი არ უნდა იჯდეს და იქიდან გვმოძღვრავდეს, არამედ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული და ძებნაც გამოცხადებული, მაგრამ რახან ეს ჯერ არ გაკეთებულა, ისევ აქეთ გვემუქრება, ჩემი სიმართლის დასაცავად ყველა რესურსს გამოვიყენებო.

- თქვენი აზრით, უდესიანი მაინც, რა რესურსს გულისხმობს?

- არ ვიცი.

ისე, მაინტერესებს, რომელი სიმართლე უნდა დაიცვას? ახლა ცდილობს, თავი დაიძვრინოს, თორემ წეღანაც გითხარით, თვითონ დაადასტურა, რომ 9 წელი “ზონდერ-ბრიგადებს” ხელმძღვანელობდა.

მაგისი სტილი, როგორც იტყვიან, ოპერატიული მუშაობა და ტერორია. როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ, მისი დავალებით, თემურ რადიანსაც სწორედ ასე გაუსწორდნენ.

- რადიანიც მოკლეს?

- არა, მაგრამ ამ ნაძირალებმა სასტიკად სცემეს.

- რადიანი ბიზნესმენია?

- არა, მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუსწორდნენ.

საერთოდ, ბიზნესში დიდი ფული, თუ პატიოსნად მუშაობ, ერთბაშად არ იშოვება. უდესიანებმა და მისნაირებმა დიდი ფული ხალხის სისხლით, ცემით, ტერორითა და ყაჩაღობით იშოვეს.

მაგისნაირებმა ტერაქტები მომიწყვეს და მერე სწყინდათ, რატომ არ მოკვდიო. ეგენი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და, ბოლოს და ბოლოს, დროა, ბიზნესი, პოლიტიკისა არ იყოს, ბინძურმა კი არა, სუფთა ადამიანებმა აკეთონ!

30 წელია, ჩემი ბიზნესის დარაჯი ვარ, ეგენი კი, ფულს მოხუცებსა და ბავშვების ხარჯზე შოულობენ! ეკონომიკას სწორედ მასეთები ანგრევენ. მერე, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ზოგიერთ ახალგაზრდა ჩინოვნიკს ატყუებენ ან გარიგებაში შედიან და ქვეყნის ძარცვას აგრძელებენ. 25 წელია, საქართველოში ეს ხდება და ახლაც უნდათ, იგივე წრეზე წავიდნენ, მაგრამ აღარაფერი გამოუვათ!

ან რომელ სვანურ სასამართლოზე ლაპარაკობენ? ჯერ ერთი, ბესო ხარძიანის მკვლელობა გვარებს შორის დაპირისპირებას კი არა, იმას უკავშირდება, რომ უდესიანმა ბესოს ქონება წაართვა და ახლა, ამ ქონების უკან დაბრუნება არ უნდა. ეს გვარებს შორის კონფლიქტი კი არ იყო, არამედ, ერთ-ერთი იმ ზონდერ-ტერორის ფაქტია, როგორ ზონდერ-ტერორსაც უდესიანი მთელი 9 წლის განმავლობაში ბიზესმენებისა თუ რიგითი ადამიანების მიმართ ახორციელებდა!

მეორეც, უდესიანი სვანეთში ნამყოფია? თან საქმე სამართლებრივი გზით მიდის და დარწმუნებული ვარ, გამოძიება თავის სათქმელს იტყვის!