ვინ არიან “მონღოლა” და “ავღანელი” - ქართული პოლიტიკური მაფიის ანატომია

ვინ არიან “მონღოლა” და “ავღანელი” - ქართული პოლიტიკური მაფიის ანატომია

“ქართული სპეცსამსახურები გარყვნილები არიან!” - აცხადებს “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე და იმ სქემას შიფრავს, რომლითაც უშიშროების სამსახურები ჩეჩენ და არაბ ვაჰაბიტებთან ერთად დიდძალ ფულს შოულობდნენ. ინფორმაცია, მართლაც, შოკისმომგვრელია. ამასთან, ვიდრე საქმის დეტალებს გაგაცნობით, გეტყვით, რომ ლაპარაკია - არც მეტი, არც ნაკლები - 3 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოში ჰუმანიტარული ორგანიზაციის საფარქვეშ შემოვიდა... კონსტანტინე ფორჩხიძის თქმით, ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ორი პანკისელი მოზარდი სირიაში საბრძოლველად გაიპარა. ქართველი სპეცსამსახურელი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების, ანუ ქისტების “ისლამურ სახელმწიფოს” მებრძოლებად წასვლა მოულოდნელი არაა, რადგან ყველაფერი ეს, წლები მზადდებოდა. “ქართული სიტყვის” შეკითხვაზე, თუ საიდან აქვს სკანდალური ინფორმაციები, ფორჩხიძე, ტრადიციულად, პაუხობს: “მართალია, მერაბიშვილმა უშიშროებიდან გამომიშვა, მაგრამ პირადი ოპერატიული წყაროები, ანუ რასაც ხალხი აგენტებს ეძახის, ისევ მყავს!” ერთი სიტყვით, 57-ე ინტერვიუში კონსტანტინე ფორჩხიძე მხოლოდ ფულის შოვნის უშიშროებისეულ დეტალებს კი არ ასაჯაროებს, არამედ, ბესო ხარძიანის მკვლელობასაც ეხება და ღიად ამბობს, რომ რაკი საქმეში ე.წ. მაყუჩიანი პისტოლეტი ფიგურირებს, გამორიცხული არაა, მკვლელს, უფრო სწორედ, მკვლელობის შემკვეთს მფარველები ქართულ უშიშროებაში ჰყავდეს! ისე, ნიშანდობლივია, რომ გია უდესიანმა, რომელთანაც მოკლულ ხარძიანს კონფლიქტი ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიით, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო ჯგუფს ხელმძღვანელობდა...            

ბატონო კონსტანტინე, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, ქვეყანაში უამრავი რამ მოხდა, უმეტესად, - ნეგატიური, თუმცა მოვლენებს, მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ და საუბარი აგვისტოს ომის გმირთა ნაწილების დასაფლავებით დავიწყოთ. აღნიშნულ ცერემონიალს მთავრობა არ დაესწრო, რაც პრემიერმა არაორგანიზებულობით ახსნა...

- იმ დღეს მინისტერიალი ტარდებოდა...

კი ბატონო, მაგრამ ოპოზიციას თუ ვკითხავთ, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ პატრიოტული სულისკვეთება დააკნინა...

- ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, რადგან ჯერ ერთი, ამ ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორეც, ის, რომ მინისტრი მინისტერიალზე არ მისულიყო, უფრო დიდი სკანდალი იქნებოდა...

მეჩვენება, რომ მინდია ჯანელიძის გამართლებას ცდილობთ...

- არა, არ ვცდილობ...

წინა ინტერვიუში მითხარით, რომ სუს- და შესაძლოა, სხვა უწყებებიც გითვალთვალებენ. თქვენი დღევანდელი სიფრთხილე ამით აიხსნება?

- არ ვიცი, ვინ, მაგრამ მართლა მითვალთვალებენ და ამის ფაქტებიც მაქვს.

რა ფაქტები?

- ორი დღის წინ, ჩემი სახლის წინ, ვერცხლისფერი “შკოდა” იდგა, რომელიც საეჭვოდ მომეჩვენა და ტელეფონით ფოტო გადავუღე. მაშინვე “მოტყდა”...

საინტერესოა...

- მოკლედ, საჰაერო თავდაცვა საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჩვენი დოქტრინა, რომელიც წერილობითი სახით არ არსებობს, სწორედ თავდაცვაზეა დაფუძნებული.

სხვათა შორის, ამ თემაზე ლაპარაკი დავით კეზერაშვილმა დაიწყო და ამ კუთხით უამრავი თანხაც იხარჯებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომში, პრაქტიკულად, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე აღმოვჩნდით...

ბატონო კოტე, ამ თემაზე სხვა დროსაც გვისაუბრია. ამიტომ, შეკითხვას სხვანაირად დაგისვამთ: ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ოფიციალურმა თბილისმა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვაზე წარმოებული მოლაპარაკება ჩაშალა, ეს, ირიბად, ღალატში დადანაშაულებაა?

- ცალმხრივად, შესაძლოა, მართლაც, ასეა, მაგრამ უმჯობესია, დეტალებს ჩავყვეთ. საერთოდ, ამ თემატიკაზე საჯარო ლაპარაკის წინააღმდეგი ვარ...

ასეა თუ ისე, საფრანგეთთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. მემორანდუმს ე.წ. განზრახულობათა წერილი მოსდევს, რომელსაც ხელს თავდაცვის სამინისტრო, ანუ შეიარაღების მყიდველი აწერს, რასაც იარაღის უშუალო მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვება. ხელშეკრულებაში ყველა დეტალია გაწერილი - იარაღის ფასი, შემოტანის ვადა და ასე შემდეგ.

ეს დეტალებია...

- ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან და ამიტომ, ჩვენც “ეშმაკებს” უნდა ჩავყვეთ...

სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ ბრძანა, ხელშეკრულება აუცილებლად გაფორმდებაო, თუმცა დრო გვაჩვენებს, მართლა გაფორმდება თუ არა.

აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ხელშეკრულების გაფორმება რომ ჩაშალოს.

კრემლი ამას როგორ მოახერხებს?

- საფრანგეთზე რუსეთის გავლენა გაზრდილია და, ბოლოს და ბოლოს, მოსთხოვს, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვაზე უარი უთხრას...

მართალია, გაცვეთილი თემაა, მაგრამ საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა .. “კაბელების საქმეზედაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როცა თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, როგორც თავად ამბობს, საფრანგეთში საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა? მოკლედ, საგარეო კურსის ცვლილების ნიშნებს ხედავთ?

- საგარეო კურსი ასე ადვილად არ იცვლება, რადგან წინა ინტრვიუებშიც აღვნიშნე, რომ საგარეო კურსის ცვლილება, მინიმუმ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმას ნიშნავს.

ერთია დეკლარირებული ვალდებულებები და მეორე - ქმედება...

- ვერ ვიტყვი, რომ საგარეო კურსის ცვლილება ოფიციალურად ხდება, თუმცა გარკვეული ნიშნები სახეზეა, მაგალითად, გოგი თოფაძის ცნობილი განცხადებები. “ქართულ ოცნებაში” შესაძლოა, არსებობს ჯგუფი, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ცდილობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი კურსი მმართველ პოლიტიკურ პარტიას, ანუ “ქართულ ოცნებას” აქვს აღებული.

არ ვიცი, რას იტყვით და რას - არა, მაგრამ ფაქტია: ქვეყანაში შეკვეთილი მკვლელობებისბუმია”. წინ, წარსულისკენ მივდივართ?

- პოლიტიკური მკვლელობები შესაძლოა, გაგრძელდეს. სხვათა შორის, იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ ვთქვი, რომ სისხლი კიდევ იქნებოდა...

ეს პოლიტიკური წინასწარმეტყველება იყო?

- წინასწარმეტყველება რა შუაშია? პოლიტიკაში პროგნოზები ვითარების ანალიზით კეთდება...

ამ სისხლზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

- პირველ რიგში, ხელისუფლებას, რადგან სწორედ ისაა ვალდებული, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის დანაშაული არ დაუშვას!

აბა, რატომ უშვებს?

- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პრევენციას ყურადღებას არ აქცევს. მეორეც, სტრუქტურებში “შიდა საბოტაჟია”...

უკაცრავად, კოტე ბატონო, მაგრამ თავის დროზეოცნებამ”, მაგალითად, ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ რომ დაინიშნა, ესნაციონალებმააიძულეს?

- რა თქმა უნდა, - არა.

ჰოდა, რაშიდა საბოტაჟზეღალაპარაკობთ?

- საბოტაჟს მხოლოდ თავში მყოფები არ განაპირობებენ.

შესაძლოა, მაგრამ ცხონებული ბესო ხარძიანი ხელს სწორედ ლაშა ნაცვლიშვილს ადებდა...

- ნაცვლიშვილი კომპრომეტირებული ჯგუფის წარმომადგენელია და როგორც კი გამოჩნდა, ვთქვი, რომ “ქართულ ოცნებას” ხეირს არ მოუტანდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებობს ინფორმაცია მისი და რუსეთის “ეფ-ეს-ბე”-ს მაღალჩინოსანთა კავშირებზე. ისე, ვიდრე იმას ვიკითხავთ, ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებაში” როგორ მოხვდა, იქნებ, “რესპუბლიკურმა პარტიამ” აგვიხსნას, უშიშროებიდან წამოსული ნაცვლიშვილი “რესპუბლიკელი” როგორ გახდა?

ამ შეკითხვაზე თქვენი პასუხი როგორია?

- ჯერ “რესპუბლიკურ პარტიაში”, შემდეგ კი, “ოცნებაში” მყოფ ადამიანებზე, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ნაცვლიშვილს, ალბათ, მამხილებელი მასალები ჰქონდა. ისე, “ოცნებაში” მხოლოდ ნაცვლიშვილი კი არა, სხვა ბევრი ოდიოზური ფიგურაც იყო და არის. მაგალითად, არჩილ კბილაშვილი, რომელზეც თინა ხიდაშელი ახლა ამბობს, მისი მთავარ პროკურორად დანიშვნა ჩვენი შეცდომა იყოო. კბილაშვილის რუსულ კავშირებზე ადრე ვრცლად ვილაპარაკე, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: მას კავშირი შაქრო კალაშოვთან ჰქონდა, რომელიც იარაღის უკანონო ბიზნესშია გარეული...

არ დაგავიწყდეთ: ვიდრე მთავარი პროკურორი გახდებოდა, კბილაშვილი ადვოკატი იყო. მეოხისთვის კი, კლიენტის ბეგრაუნდს, ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს...

- ისეთი კრიმინალური “ავტორიტეტები”, როგორიც შაქრო კალაშოვია, ადვოკატებს შემთხვევით არ ირჩევენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კბილაშვილმა, როგორც მთავარმა პროკურორმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეკითხვებს პასუხი არ გასცა და არც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. არადა, იარაღის უკანონო ბიზნესზე არაერთი მტკიცებულება არსებობს...

სხვათა შორის, კბილაშვილი ამჟამადერემჯი გოლდისიურისტია. პრემიერი კი მათ, ვინც საყდრისის ოქროს საბადოს იცავს, საბოტაჟში ადანაშაულებს, სამართალდამცავებს მათი საქმიანობის შესწავლისკნ მოუწოდებს და, ასევე, იმდოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე იმ გადაწყვეტილებას გადახედავს, რომლითაც კომპანია დაყადაღდა...

- როცა პოლიტიკური ფიგურა ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს, მინიმუმ, შეცდომაა. გარდა ამისა, პრემიერის განცხადება საზოგადოებამ შესაძლოა, სასამართლოზე ზეწოლად აღიქვას! თუ გვინდა, ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, მთავრობის წარმომადგენლები ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ! ყველაფერი ეს კი იმის ბრალია, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის რეფორმირება არ ხდება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირამიდაში მოექცევა, ბუნებრივია, ამ სისტემის მსხვერპლი გახდება, ანუ იძულებულია, ამ სისტემის ხერხებითა და მეთოდებით ითამაშოს!

იგივე პრემიერს, განა, არ შეუძლია, სისტემას დაუპირისპირდეს?

- საამისოდ პოლიტიკური ნება და რეფორმაა საჭირო. თუ ამას არ აკეთებ, ესე იგი, სისტემის, ანუ ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობ! ყველაფერი ეს კი, დემოკრატიის განვითარებას ხელს არ უწყობს. თუკი საყდრისის დამცველები დივერსანტები არიან და საბოტაჟს აწარმოებენ, ეს პრემიერმა კი არა, სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, თან დივერსია ცოტა სხვა თემატიკა და ტერმინოლოგიაა.

რას გულისხმობთ?

- სისხლის სამართლის კოდექსში დივერსია კარგადაა განმარტებული და ვერ ვიტყვი, საყდრისის დამცველთა მოქმედებაში დივერსიული ნიშნები იკვეთება-მეთქი. სხვათა შორის, კანონი არც იმით ირღვევა, რომ თუკი, ვთქვათ, საყდრისის დამცველთა აქციებს ვინმე დააფინანსებს. ამასთან, კანონით, აქციების ჩატარება არ იკრძალება.

ბატონო კოტე, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სად ვართ?

- ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არსებობს საშიშროება, რომ “ოცნებამ” მართვის სადავეები დაკარგოს და ხელისუფლება სახეშეცვლილი “ნაციონალების” ხელში აღმოჩნდეს!

დღეს საქართველოში ცხოვრება საშიშია?

- რა თქმა უნდა!

რატომ?

- იმიტომ, რომ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს, ბიზნესმენებს კლავენ და ამ ფონზე დაცული ვინაა? იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობები, მინიმუმ, იმაზე მიანიშნებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები იმ დონეზე არ დგანან, რა დონეზეც უნდა იდგნენ! ისეთი ქვეყანა, სადაც ძალოვანები პოსტ ფაქტუმ მუშაობენ, არ მინდა! ძალოვანი უწყებების უპირველესი მოვალეობა ისაა, რომ დანაშაული არ დაუშვან! საამისოდ კი, პრევენციაა საჭირო!

ბესო ხარძიანი მოსალოდნელ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობდა და ძალოვანებს, ყველაფერს თავი დავანებოთ, უნდა ეკითხათ, დაცვას ხომ არ საჭიროებთო, მაგრამ რადგან ასე არ მოხდა, მომხდარზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ძალოვან უწყებებს ეკისრებათ!

ბატონო კოტე, როგორც ცნობილია, ხარძიანის მკვლელი .. მოპედით გადაადგილდებოდა. ამასთან, ის ბიზნესმენს, თურმე, სადარბაზოში შეჰყვა, ოთხი ტყვია, მათ შორის, საკონტროლო დაახალა და გზა გააგრძელა. სად იყო ამ დროს პატრული?

- ესეც თემაა... მაფია მუშაობს და ამას ის იარაღიც მოწმობს, რომლითაც ხარძიანი მოკლეს!

ანუ?

- როგორც ითქვა, ხარძიანი “მაყუჩიანი” პისტოლეტით მოკლეს.

მერე, მაფია რა შუაშია?

- “მაყუჩს” მაღაზიაში კი არა, ძალიანაც რომ მოინდომოთ, შავ ბაზარზეც ვერ იყიდით.

ხომ შეიძლება, “მაყუჩი” “კუსტარულიიყოს?

- გამორიცხულია. “მაყუჩი” მხოლოდ სპეცსამსახურებს აქვთ!

მაშასადამე, ეჭვობთ, რომ მკვლელს, გნებავთ, მკვლელობის დამკვეთს მეკავშირე სპეცსამსახურებში ჰყავდა?

- შესაძლოა...

საერთოდ, “მაყუჩიანი” იარაღით, თუ შესაბამისი დაცვა არ არსებობს, მკვლელობა არ იგეგმება... ისე, მკვლელმა ძალიან ბევრი კვალი დატოვა... ხარძიანების ოჯახის ადვოკატს, მალხაზ სალაყაიას, რომელიც თავის დროზე უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო, ძალიან კარგად ვიცნობ -  გამოძიების დარგში პროფესიონალია და მისი განცხადება შეუსაბამო მომეჩვენა.

რომელი განცხადება?

- თუკი მკვლელის სავარაუდო გარეგნობა ცნობილია და ე.წ. ფოტორობოტიც არსებობს, გამოძიება რატომ არ აქვეყნებს? წესით, ამ “ფოტორობოტით” მთელი საქართველო უნდა იყოს აჭრელებული!

თქვენი გათვლით, პოლიტიკური მკვლელობები გაგრძელდება?

- ვფიქრობ, გაგრძელდება.

არ ვიცი, კონკრეტულად ვის, მაგრამ ვიღაცებს შიშისა და დაუცველობის სინდრომისკენ მიზანმიმართულად მივყავართ, რაც იმას ემსახურება, რომ ხალხმა პოლიტიკური აქტივობა არ გამოხატოს.

ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ ყველაფრის უკან .. კიევის მაფია დგას, იგულისხმება უკრაინაში გადაბარგებულინაცმოძრაობისელიტა. ხელისუფლებამ ესმაფიაროგორ უნდა დაშალოს?

- ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ.

კი ბატონო, მაგრამ უკრაინული მხარენაციონალთაექსტრადიციაზე უარს აცხადებს...

- ეს ერთია, მაგრამ ის, შენ რას აკეთებ, - მეორე. 7 ნოემბრის გამოძიება, როგორც ვიცი, დასრულებულია და რას ელოდებიან, სასამართლო რატომ არ განიხილავს? როგორც კი სასამართლო ამ საქმეს განიხილავს და მიხეილ სააკაშვილსა თუ სხვა მაღალ პოლიტიკურ ფიგურებს ბრალს გამოუტანს, ეს საშუალება იქნება, რომ სააკაშვილი, როგორც თავმჯდომარე, “ნაცმოძრაობას” ჩამოაცილონ.

როგორ?

- საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ... თუკი ამ ღონისძიებებს არ ახორციელებ, “ნაცმოძრაობას” ხელს უწყობ, რომ კიევში მისმა ბუდემ იარსებოს! მითქვამს და ვიმეორებ: პოროშენკო სააკაშვილს საქართველოს არ გადმოსცემს, რადგან ისიც იმ შავ-ბნელ საქმიანობაშია გარეული, რომელსაც “ნაციონალები” წლები ეწეოდნენ და დიდ ფულსაც შოულობდნენ!

...ბატონო კონსტანტინე, როგორ ფიქრობთ, სერიული მკვლელობებიოცნებისშიდა დაპირისპირების საბაბი ხომ არ გახდება?

- რა თქმა უნდა, გახდება! არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს მკვლელობები ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის დაპირისპირების საბაბი გახდეს, რადგან საქმე ბიზნესს ეხება, ივანიშვილიც ბიზნესის წარმომადგენელია და დაცული არც ისაა! ამიტომ, ამ ტენდენციას ბოლო უნდა მოეღოს, თორემ ვიმეორებ, დაცულები არავინ ვართ!

გამოსავალი მთავრობის გადადგომაა?

- არა. ეს პოლიტიკურ კრიზისს უფრო გააღრმავებს!

სხვათა შორის, ამას წინათ, დაანონსდა, რომ ძალოვან უწყებებში რეფორმა დაიწყებოდა, მაგრამ ეს პროცესი არამცთუ გაჩერებულია, არამედ, ის კადრები, ვინც 2012 წლამდე პოლიტიკურ ამინდს ქმნიდნენ, დღემდე ძალოვან უწყებებში მუშაობენ! როგორ გგონიათ, ისინი ცვლილებებს ხელს არ შეუშლიან? პრემიერი ძალოვანებს მითითებებს საყდრისის დამცველებზე კი არ უნდა აძლევდეს, არამედ, კრიზისების მართვის საბჭო უნდა შეკრიბოს და რეფორმებისა თუ პრევენციის შესაბამისი გეგმა შეიმუშაონ!

კრიმინალის პრევენცია, მით უმეტეს, თუკი საუბარიკოზა ნოსტრაზეა”, ვის ევალება, დაზვერვას?

- პრევენცია ყველა იმ ძალოვან უწყებას ევალება, ვისაც აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა აქვს!

მოკლედ, ჩვენი სპეცსამსახურები გარყვნილია - იქ ისევ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში მკვლელობებთან, გატაცებებსა და არაბი თუ ჩეჩენი ვაჰაბიტების გადაადგილება-გადმოადგილებასთან არიან დაკავშირებულნი. ალბათ, გახსოვთ, ე.წ. ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, პანკისს ჩეჩენი საველე მეთაურების ტალღა მოაწყდა და საქართველო ორი დიდი მონსტრის, ორი დიდი სპეცსამსახურის და შესაძლოა, მეტისაც, საჯილდაო ქვად, პოლიგონად გადაიქცა. ყველაფერ ამაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და რუსული სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართულნი, რომლებიც თავიდანვე, როგორც კი კონფლიქტი წარმოიშვა, საქართველოში თავიანთი აგენტურული ქსელით ჩეჩნების გადაადგილებას ხელს უწყობდნენ.

ეს რისთვის სჭირდებოდათ?

- გავლენის სფეროები რომ გაეზარდათ. ამ მიზნით ჩვენს სპეცსამსახურებს თავიანთ ოპერატიულ წყაროებსაც აჩეჩებდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩეჩენი ჟურნალისტი ისმაილ საიდაევი, რომელიც 2001 წლიდან საქართველოს მოქალაქე იყო. მან, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, საინფორმაციო სააგენტო შექმნა და ქართულ სპეცსამსახურებსა და ჩეჩენ საველე მეთაურებს შორის, შუამავლის როლს ასრულებდა.

ეს ცუდი იყო?

- ერთის მხრივ, - არა, მაგრამ მოგვიანებით, საიდაევიც და ხიზრი ალდამოვიც რუსეთში აღმოჩნდნენ და გაირკვა, ორივე, პრაქტიკულად, რუსულ ინტერესებს ატარებდა, მაგრამ ის უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საქართველოს სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები და ეს ჩართულობა სააკაშვილის მმართველობის დროსაც გაგრძელდა.

აქცენტს რა პროცესზე აკეთებთ?

- საქართველოში არაბების შემოყვანაზე.

არაბები რისთვის შემოჰყავდათ?

- იმისთვის, რომ ვაჰაბიტური მოძღვრება გაევრცელებინათ და ჩეჩნეთში წინააღმდეგობის მოძრაობა გაეძლიერებინათ.

არაბებს ფული შემოჰქონდათ?

- დიახ.

.. შავი ფული?

- რა თქმა უნდა.

ესე იგი, ყველაფერ ამას ქართველი სპეცსამსახურები მფარველობდნენ?

- დიახ.

რა მიზნით?

- მაგალითად, სპეცსამსახურები, ძირითადად, ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის კადრებიც დღესაც შს და თავდაცვის სამინისტროებში არიან გაბნეულნი, არაბებსა თუ ჩეჩნებს აცილებდნენ დ ამაში ფულს იღებდნენ, ანუ მერკანტილური ინტერესებით მოქმედებდნენ.

იმის გასამყარებლად, რასაც ამბობთ, ფაქტები გაქვთ?

- რა თქმა უნდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ბრიტანული დაზვერვის, “მ-6”-ის შტატიანი აგენტი, პაკისტანელი ალი, აშშ-დან ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ, პანკისის ხეობასა და ჩეჩნეთში სამხედრო აღჭურვილობის შემოტანის ორგანიზებას კურირებდა.

საქართველოში ჩეჩნეთის (იჩქერიის) რესპუბლიკის წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი კი, რომელიც ანზორ ბურჯანაძის უახლოესი კავშირი იყო ჩეჩნეთის მთავრობასთან, კავშირს სურხო იდიევის საშუალებით ამყარებდა. იდიევის იჩქერიის რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ელზა შერიპოვას შვილია.

ჩეჩნურ მხარეს “მიცუბიშის პიკაპებს”, რომლებზეც ე.წ. “უტიოსს” და “დ.შ.კ”-ს ამონტაჟებდნენ, საქართველოს გავლით, კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე აბდულა ავსტრიისკი აწვდიდა, რომელიც ადრე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში საკმაოდ დიდ რაიონებს აკონტროლებდა. შემდეგ კი, შამილ ბასაევის დაჯგუფებას შეუერთდა და დასავლეთში მისი წარმომადგენელი გახდა. აბდულა, ასევე, დაკავშირებული იყო იჩქერიის გავლენიან ფიგურებთან, ძმებ ახმადოვებთან, უფრო ახლო კავშირი კი, ერთ-ერთ ძმასთან, უვაისთან ჰქონდა. ის მეგობრობდა ჩეჩნური ჯამაათის ემირის მოადგილესთან, უმარტთან და უშუალოდ, ჯამაათის ემირთანაც, იორდანიული წარმოშობის აბდუ-რახმანთან.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოში ჩეჩენ საველე მეთაურებს თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ. მაგალითად, შამილ ბასაევის ინტერესებს წარმოადგენდნენ ვინმე “მონღოლი” და მისი რამდენიმე ნათესავი. ამასთან, ჩეჩნეთის ჯამაათს წარმოადგენდა რამზან ახმედოვის ძმა იმრანი. თითოეულ მათგანს პანკისში საკუთარი სამხედრო ბაზა ჰქონდა.

საქართველოში წარმომადგენელი ემირ ხატაბისაც ჰყავდა. ეს წარმომადგენლები იყვნენ: სეიფ ისლამი, აბუ საიდი, მეტსახელად “მაროკო”, აბდულ კადარი, იგივე “ფრანცუზი”.

2001 წელს, პანკისის ხეობაში რუსლან გილაევი და აბდულ მალიკი, ასევე, მოჯაჰედების მთავარი სპონსპირი აბუ ხუზეიფაც გამოჩნდნენ, რომელიც მოჯაჰედების მთავარი იმამის, აბუ ომარის ინტერესებს ატარებდა და რომლის მშვეობითაც ხდებოდა ყველა ჩეჩენი “ბოევიკის” დაფინანსება, როგორც საქართველოში, ასევე, ჩეჩნეთშიც.

აბუ ხუზეიფა საქართველოში ბაქოდან შემოვიდა. ცოტა ხანში, მას ემირ ხატაბის ერთ-ერთი ემირი, “ამჟეტი” (აბუ ხავსი) მოჰყვა. ამ უკანასკნელმა პანკისის ყველა სოფელში თავისი ბაზა განათავსა და თურქეთიდან, ევროპასა და არაბული ქვეყნებიდან “ბოევიკების” რეკრუტირებას ეწეოდა.

ე.წ. ჩეჩნეთის მეორე ომისა და თბილისში ასლან მასხადოვის ვიზიტის შემდეგ, კერძოდ, 1999 წელს, საქართველოსა და ჩეჩნეთის ანტიტერორისტულ ცენტრებს შორის არაოფიციალური ურთიერთობა დაიწყო. ჩეჩნური მხრიდან ამ საქმიანობაში ჩეჩენი საველე მეთაური ხუნკარ ფაშა ისრაპილოვი იყო ჩართული, საქართველოდან კი, - ლევან კენჭაძე. ასეთივე ურთიერთობა არსებობდა ვიცე-პრეზიდენტ ვახა არსანოვსა და ავთანდილ იოსელიანს შორისაც.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა სამხედრო წარმომადგენლობა, რომელიც იარაღის მიწოდებას აწარმოებდა და ამაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი გენერალი იყო ჩართული.

1999 წელსვე, პანკისის ხეობაში სამხედრო ბაზა, ურუს-მარტანის ჯამაათის სახელით, ერთ-ერთმა პირველმა, რიზვან ახმადოვმა დააარსა, რომლის ინტერესებსაც ხეობაში მისი ძმა, იმრატი წარმოადგენდა. მოგვიანებით, მას მეორე ძმა, უვაის ახმადოვიც შეუერთდა, რომელთანაც აქტიური ურთიერთობა ახმეტის რაიონის უშიშროების მაშინდელ ხელმძღვანელს, დავით ლორთქიფანიძეს ჰქონდა.

ეს ვანო მერაბიშვილის მოადგილე ლორთქიფანიძეა?

- არა, მისი ძმა...

უვაის ახმადოვთან, ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ანტიტერორისტული ცენტრის იმდროინდელი მაღალჩინოსნები გია და ლევან გაბუნიები. ასევე, სერგო ძაგნიძეც.

მჭიდრო კონტაქტები იქნა დამყარებული აბდულმილიკ მეჯიდოვთან, რუსლან გილაევთან, “ამჟეტთან” (აბუ ხავსი), გარიბთან, ფარნაოზ ხანგოშვილთან, იუსუფ კრიმშამხალოვთან, რომელიც კარაჩევსკის ჯამაათს წარმოადგენდა. კავშირი არსებობდა “ავართა” ჯგუფის წევრ გუნიბელ შამილთანაც.

ამ ყველაზე დიდ ჯგუფში მოხალისეთა პატარ-პატარა ჯგუფები იყვნენ გაერთიანებულნი.

მოხალისეთა ჯგუფები ვისგან იყო დაკომპლექტებული?

- ქურთებით, თურქებით, ევროპელებით, აზერბაიჯანელებითა და ასე შემდეგ... 2000 წელს, მათმა საერთო რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა.

ამ პირამიდის სათავეში არაბები იყვნენ, რომლებიც ომალოსა და უფრო დუისში ცხოვრობდნენ. ისინი ამჟატის კლანს წარმოადგენდნენ...

როგორც აღვნიშნე, ამ ჯგუფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საქართველოს გავლით ხორციელდებოდა და ამაში კავკასიაში სამხედრო კონფლიქტების მსხვერპლთა ასოციაცია “მილენიუმი” იყო ჩართული. ასევე, ამერიკული ორგანიზაცია “ისლამიკ რელიფი”.

წეღან ჰუმანიტარული დახმარება ახსენეთ. რატომ?

- ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, ფულიც მოჰყვებოდა.

ეს ფული სად მიდიოდა?

- ბაქოში.

ვისთან?

- ვინმე ბახა იბრაგიმოვთან, რომელსაც “ავღანელის” “კლიჩკით” იცნობენ. “ავღანელს” ფული ჩეჩნეთში უნდა ჩაეტანა, მაგრამ...

რამაგრამ”?

- ამ დეტალზე სხვა დროს ვისაუბროთ...

მილენიუმისმიერ მოწოდებული აღჭურვილობა რას მოიცავდა?

- სპეცტექნიკას, რადიო და ფიჭური კავშირგაბმულობის სადგურებს...

ამ შეიარაღებასმილენიუმსვინ აწვდიდა?

- პაკისტანელი ალი.

პაკისტანელ ალის იარაღი საიდან ჰქონდა?

- თითქოს აშშ-ში ყიდულობდა, მაგრამ სინამდვილეში, მომწოდებელი საზოგადოება “ძმები მუსულმანები” იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთს დაზვერვის მაშინდელი შეფი ავთო იოსელიანის ხალხი აცილებდა.

სამწუხაროდ, იოსელიანი ცოცხალი აღარაა და ამ ინფორმაციას მასთან ვერ გადავამოწმებ...

- “მილენიუმმა” ანალოგიური ტვირთი გერმანიიდანაც მიიღო. ტვირთი საქართველოში სამედიცინო დანიშნულებით ჩამოვიდა და ის ვინმე დოქტორმა ხაიდერმა გამოაგზავნა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ხაიდერი 11 სექტემბრის ტერაქტთან იყო დაკავშირებული. ტვირთს ძირითადად ე.წ. “ატც” აცილებდა, ანუ ფულიდან 10 პროცენტს “ატც” იღებდა...

ატცრა არის?

- ანტიტრორისტული ცენტრი.

სხვათა შორის, მერე, ზოგიერთი შუამავალი ე.წ. მუჰამედ ატტის დაჯგუფების წევრი გახდა. ეს ატტიც 11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილეა.

ჩემი ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როცა არაბებმა “ატც”-სთან წილის გაყოფა აღარ მოისურვეს და საქართველოში, ტრანზიტულად, 3 მილიონი დოლარი შემოიტანეს. ამ ე.წ. “ოპერაციას” ვინმე აბუ საიდი ხელმძღვანელობდა. “ოპერაცია” ალჟირული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საფარქვეშ ჩატარდა.

რაც შეეხება აბუ საიდს, ის ადრე ხატაბის მოჯაჰედი იყო და რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა. მისი ცოლი კი, საქართველოს მოქალაქე გახლდათ.

3 მილიონისოპერაციაჩავარდა?

- დიახ.

როგორ?

- “ატც”-მ კურიერი დააკავა და მთელი ფული მიითვისა, აბუ საიდი კი, აზერბაიჯანში გააძევეს.

საქართველოში, ასევე, დააკავეს 1961 წელს დაბადებული სეიფ ისლამი, იგივე მოჰამედ შაბაანი, რომელიც ანალოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სეიფ ისლამი 1992 წლიდან ჩეჩნეთში ტერორისტებს წვრთნიდა. ამასთან, “ალ ქაიდას” ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლებოდა. ისიც ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული ცენტრი “კავკასია” ჩამოაყალიბა.

სეიფ ისლამი ცოცხალია?

- არა, 2010 წლის 2 თებერვალს, დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს...

მოგეხსენებათ, 2002 წელს, პანკისში დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შემდეგაც არაბთა უმეტესობა ბაქოში გადავიდა. ალჟირელ “გარიბას” კი, ნაკლებად გაუმართლა.

რატომ?

- მოიტაცეს და დასავლეთის სპეცსამსახურებს გადასცეს...

(თემის გაგრძელება იქნება)