შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ირაკლი ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 1,7345 გრ ნარკოტიკი 0,6734 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ დაკავებისას ირაკლი ბ. ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოშო უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).