რა საერთო აქვთ ვაზაგაშვილის, კიწმარიშვილისა და ნემცოვის მკვლელობებს - სკოლა, სადაც ქილერებს ამზადებენ

რა საერთო აქვთ ვაზაგაშვილის, კიწმარიშვილისა და ნემცოვის მკვლელობებს - სკოლა, სადაც ქილერებს ამზადებენ

3 მარტს, მოსკოვში რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური წარმომადგენელი, ბორის ნემცოვი დაკრძალეს. მართალია, 27 თებერვლის ტრაგედია პუტინმა პირად კონტროლზე აიყვანა, მაგრამ გამოძიებაში, როგორც რუსული მედია იუწყება, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლე არაა. პროგრესული მსოფლიო თანხმდება, რომ შეიძლება, უშუალოდ რუსული სახელისუფლებო ვერტიკალის დავალებით არ მოკლეს, მაგრამ ნემცოვი იმ დიქტატურის მსხვერპლია, რომელსაც სათავეში ვლადიმერ ვლადიმერის ძე უდგას... ასევე, საგულისხმოა, რომ საქმეში ჩახედულები სპეცსამსახურების კვალზე ლაპარაკობენ. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე კი, იური ვაზაგაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და ბორის ნემცოვის მკვლელობებზე საუბრისას აქცენტსგე-რე-”-სა დაეფ-ეს-ბე”- ხელწერაზე აკეთებს. მეტიც, ფორჩხიძექართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში განმარტავს, რომ რუსეთში არსებობს .. ბალაშიხას სკოლა, სადაც პროფესიონალ ქილერებს ამზადებენ. მაშ ასე, როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები, რას ემსახურებოდა თბილისსა და ფოთში რუსული სანომრენიშნიანი სამხედრო მანქანების გამოჩენა, ვინ არის და რა ქონებას დაეპატრონა საქართველოში კრემლისრუხი კარდინალი”? - “ქართული სიტყვაგთავაზობთ 52- ინტერვიუს კონსტანტინე ფორჩხიძესთან.

 

   

- ბატონო კოტე, ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსულ პოლიტიკაში რას შეცვლის?

- არაფერს.

- რატომ?

- მართალია, ერთ-ერთი ცნობადი სახე და პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ნემცოვს რუსულ პოლიტიკაზე დიდი გავლენა არ ჰქონდა. საერთოდ, ამას პოლიტიკური მკვლელობის სუნი ასდის.

- მაშასადამე, არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ნემცოვის მკვლელობა პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია?

- პუტინის რეჟიმი, ასი წელი, გულზე არ მეხატება, მაგრამ ნემცოვის მკვლელობის ასეთი შეფასება გადაჭარბებული მგონია. რუსეთში მხოლოდ ახლა კი არა, ბოლო 200 წლის განმავლობაში, რასაც ქართული ცნობიერება უკავშირდება, დიქტატორული რეჟიმია. რუსეთის, როგორც იმპერიის ტრანსფორმაცია აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან დემოკრატია, პრაქტიკულად, რუსეთის დაქუცმაცებას ნიშნავს. კრემლმა კარგად იცის, დემოკრატიული პროცესები რასაც მოიტანს. ამიტომ, თავისუფალი აზრის ჩაქოლვა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სხვა ატრიბუტების ხელყოფა მისი მიზანმიმართული პოლიტიკაა.

რუსეთის სახელისუფლებო ელიტამ იცის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხეს რაც წარმოადგენს და პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწვეას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

- პოლიტიკური მკვლელობები მხოლოდ დიქტატორული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი?

- არა. პოლიტიკური მკვლელობები დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც ხდება, მაგალითისთვის შეგვიძლია, იტალიაში ალდო მოროს მკვლელობა გავიხსენოთ. შვედეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, მაგრამ იქ თავის დროზე პრემიერი ულოფ პალმე მოკლეს. დემოკრატიულ ქვეყნებში მკვლელობების უკან, როგორც წესი, მაფია დგას. რუსეთში კი, მაფია თვითონ სახელმწიფოა.

იცით, “ნაცმოძრაობა” რუსეთის ხელისუფლებას რითი ჰგავდა? - ადამიანის უფლელებების შეზღუდვით, ანუ საქართველოში დიქტატორული რეჟიმი დემოკრატიის საფარქვეშ იყო წარმოდგენილი. რუსეთში კი, ღია დიქტატურაა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ “ნაცმოძრაობისგან” განსხვავებით, რუსეთის ხელისუფლება მკვეთრად იმპერიალისტურია და რესურსებიც დიდი აქვს.

- სხვათა შორის, ნემცოვის მკვლელობას რომ გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ, ნემცოვს ვეხუმრე, ციხის კი არა, ღვინიანიბოკალისუნდა გეშინოდესო... თავის დროზე, კოტე ბატონო, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაც პოლიტიკურ ტერაქტად მონათლეთ. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვსა და ყარაფილაში დატრიალებული ტრაგედიების კვალი სპეცსამსახურებამდე მიდის?

- ნემცოვის თავისუფლების ხარისხი, ფინანსებიდან გამომდინარე, დიდი იყო. ხელისუფლებაზეც სწორედ ეს თავისუფლების ხარისხი ზემოქმედებდა. საერთოდ, რუსეთში თავისუფალ ადამიანებს ვერ იტანენ - იქ ყველა და ყველაფერი ფედერალური, მათ შორის, სპეცსამსახურების - “ეფ-ეს-ბე”-ს, “გე-რე-უ”-სა თუ “ეს-ვე-ერ”-ის კონტროლს ექვემდებარება. ისინი, რომლებიც კონტროლიდან გადიან, მხოლოდ კარიერას კი არა, სიცოცხლესაც ამთავრებენ, თან გაურკვეველ ვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია ლიტვინენკოსა თუ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა...

- რუსეთში სერიული მკვლელობები 20 წლის წინ, ლისტევის მკვლელობით დაიწყო...

- მკვლელობების სერია 20 წლის წინ კი არა, საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო - არასასურველ პირებს მაშინაც იცილებდნენ. გავიხსენოთ, თუნდაც, ბერიას ლიკვიდაცია ან, სულაც, გენერალური შტაბის უფროსის ე.წ. თვითმკვლელობა...

- საგულისხმოა, რომ აწ განსვენებულმა ნემცოვმა, უდალცევ-თარგამაძის ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, გივი თარგამაძეს ლოთი, მატყუარა უწოდა და ყველაფერში კრემლი დაადანაშაულა... მაშასადამე, ნემცოვსნაციონალებთან”, მინიმუმ, ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მაშინ, სიკვდილის წინ უკრაინაში სააკაშვილს რატომღა შეხვდა?

- მართალია, უდალცევ-ნემცოვს შორის გარკვეული შეუთანხმებლობა არსებობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორივე დემოკრატიულ ფრონტს წარმოადგენდა... როცა პოლიტიკის სამზარეულო იცი, ხვდები, ვინ ვინაა. რაც შეეხება გივი თარგამაძეს, მის რუსულ კავშირებზე წინა ინტერვიუებში ვისაუბრე და ახლა აღარ ჩავუღრმავდები, თუმცა ადრე თუ გვიან, დრო ყველაფერს ისევე გამოაჩენს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში გამოჩნდა.

- რას გულისხმობთ?

- იმ ფარულ ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომელშიც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

- უკაცრავად, ვერ ვხვდები, ამ ჩანაწერზე აქცენტს რატომ აკეთებთ?

- ეს ნათელი დასტურია, რომ რუსეთი, თავისი გავლენიანი აგენტურის მეშვეობით, ქართულ პოლიტიკაში სიტუაციას ყოველთვის ფლობდა და აკონტროლებდა, თუმცა ამჯერად საქმე სხვა რამესთან გვაქვს.

- რასთან?

- ყველაფერს კადრები წყვეტენ და პოლიტიკასაც განაპირობებენ. თუკი სააკაშვილის ხელისუფლების პერსონალიებს ამ კუთხით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მათი უმეტესობა, 90 პროცენტი, რუსეთზე იყო მიბმული, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი “ნაცმოძრაობას” მხოლოდ კი არ აკონტროლებდა, თავისი ინტერესებისთვისაც იყენებდა. ამის ნათელი დასტურია 2008 წლის აგვისტოს ომი და, ასევე, სხვა არაერთი მოვლენა, მათ შორის, ქართულ ეკონომიკაში რუსული სახელმწიფო კაპიტალის დაბანდება. არ მინდა, ვინმეზე ვთქვა, გავლენის აგენტია-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ეს რუსეთთან კავშირზე მყოფი “ტიპებით” კეთდებოდა და კეთდება.

რაც შეეხება ბოლო დროს რუსული ფრთის გააქტიურებას, ამას ერთი ახსნა აქვს - უნდათ, რომ ალასანიას, როგორც ოპოზიციურ სპექტრში დასავლურ ძალას, დარტყმა მიაყენონ. იმ შემთხვევაში, თუკი “თავისუფალი დემოკრატების” გარშემო სხვა დასავლური ძალებიც გაერთიანდებიან, ეს ალასანიასთვის ხელისუფლებაში მოსვლის მყარი დასაყრდენი იქნება. რუსეთში დეგენერატები არ არიან... მოკლედ, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ჩვეულებრივი ოპერატიული კომბინაციაა. სხვათა შორის, ალასანიაზე შეტევა ხელს “ნაციონალებსაც” აძლევთ, რადგან მას კონკურენტად თვლიან, თუმცა ის, ვინც ამ კომბინაციებს გეგმავს, ვერ ხვდება, რომ წაგებულ თამაშს თამაშობს...

- რა ამის პასუხია და, ახლა გამახსენდა: როცა ეროსი კიწმარიშვილი გარდაიცვალა, თქვით, რომ რუსულ კვალს ხედავდით. გამორიცხული, რასაკვირველია, არაფერია, მაგრამ ის, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ნემცოვი მოეკლათ, ზოგს არარეალურად ეჩვენება...

- რატომ? ნემცოვის მკვლელობით პროდასავლური პოლიტიკის დასაყრდენის მოცილება მოხდა.

- თქვენს მსჯელობაში ლოგიკა არის, მაგრამ მოცილება სხვა ფორმითაც შეიძლებოდა, მაგალითად, თვითმკვლელობის ან, სულაც, ავტოკატასტროფის იმიტაციით. არ მეთანხმებით?

- იცით, საქმე რაშია? - რუსული სპეცსამსახურები ასეთ რაღაცებს არ ერიდებიან, რადგან თავიანთი ხალხის ეთნოფსიქოლოგია კარგად იციან.

- ეს რა შუაშია?

- მკვლელობამ შეიძლება, ქართველები არ დაგვთრგუნოს და პირიქით, ბრძოლის სურვილი, ჟინი გაგვიღვივოს, მაგრამ რუსებს მკვლელობაზე ასეთი პასუხი არ აქვთ. გახსოვთ, გიორგი სანაიას მკვლელობამ ხალხი როგორ გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა? ასეთი ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება. მოკლედ, რუს ხალხში ძლიერი ხელის მოთხოვნა არსებობს. არ მინდა, ვინმემ ჰომოფობიასა და ქსენოფობიაში ჩამითვალოს, მაგრამ ამ ეთნოსში იმპერიული ზრახვები საუკუნეების განმავლობაშია გამჯდარი და, შესაბამისად, მისი დემოკრატიული ტრანსფორმაცია ერთბაშად შეუძლებელია. ამის შესახებ ამერიკელებმაც იციან და ევროპელებმაც...

- ბატონო კონსტანტინე, სპეცსამსახურებში .. მკვლელობების დეპარტამენტი მართლა არსებობს?

- ქართულში არა, მაგრამ რუსეთისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებში მსგავსი სამსახური არსებობს.

- “მსგავსი”, ანუ ისეთი სამსახური, რომელიც მკვლელობებს გეგმავს და მკვლელებს ზრდის?

- რუსებს ე.წ. ქილერების სკოლა ჰქონდათ, რომელსაც “ბალაშიხას” 101-ე სკოლას ეძახდნენ. იქ სწორედ ასეთი კატეგორიის ხალხს ამზადებდნენ.

- ესე იგი, ის, ვინცბალაშიხასსკოლას ამთავრებდა, მკვლელისატესტატსიღებდა?

- შეიძლება, ასეც ითქვას...

- მოდით, დეტალებზე ვისაუბროთ: ასეთ სკოლებში მკვლელობის დაგეგმვა ისწავლება თუ უშუალოდ მკვლელობის ტექნიკა?

- ყველაფერი - მკვლელობის დაგეგმვიდან დაწყებული კვალის წაშლით დამთავრებული... ეს პროფესიონალი ქილერების სასწავლებელია!

- როგორც მახსოვს, ადრე მითხარით, რომბალაშიხასსკოლაში ქართველებიც სწავლობდნენ...

- დიახ...

- ის ქართველები, რომელთაცბალაშიხას”, ანუ ქილერების რუსული სკოლა აქვთ დამთავრებული, დღეს საზოგადოებრივ ასპარეზზე არიან?

- დიახ, არიან და ეს ინფორმაცია, წესით, ქართულ კონტრდაზვერვას უნდა ჰქონდეს...

ვანო, ისე არ გაიგოთ, რომ “ბალაშიხას” სკოლა პირდაპირ მკვლელების სამჭედლოა. ეს სპეცსამსახურის ჩვეულებრივი სკოლაა, სადაც ყველაფერს ასწავლიან, მათ შორის, მკვლელობასა და ტერორისტული აქტის მოწყობასაც.

- მკვლელობა და ტერაქტი, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურული დავალებების კულმინაციაა?

- რა თქმა უნდა... მათ, ვისაც ეს სკოლა აქვთ დამთავრებული, პირდაპირ მკვლელს ვერ ვუწოდებ, მაგრამ საქართველოში არის ხალხის კატეგორია, რომელსაც “გე-რე-უ”-სთან ღია კონტაქტი ჰქონდა. ისინი მხოლოდ სამოქალაქო სექტორში კი არა, ძალოვან სტრუქტურებშიც არიან!

- ადამიანი ქილერად რომ ჩამოაყალიბონ, აუცილებლად კრიმინალური მიდრეკილება უნდა ჰქონდეს?

- სპეცსამსახურები მკვლელებს ბავშვობის ასაკიდან არჩევენ.

- რის მიხედვით?

- ძირითადი აქცენტი რთულ ოჯახებზე კეთდება. ასევე, სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში ის ბავშვებიც ხვდებიან, რომლებიც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან...

“გე-რე-უ”-ს სხვა მიმართულებაც ჰქონდა.

- ანუ?

- სათანამშრომლოდ ინტელექტუალებსაც არჩევდა.

- როგორც ვხვდები, მკვლელობებს სწორედ ეს ინტელექტუალები გეგმავენ, არა?

- ასე გამოდის.

- ბატონო კოტე, არსებობს, ასე ვთქვათ, ქრესტომათიული სახელმძღვანელო, რომლითაც მკვლელობების დაგეგმვისას ხელმძღვანელობენ?

- მკვლელობას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ დაგეგმავს. მკვლელობას, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცსამსახური გეგმავს და ამ გეგმას შესაბამის უზრუნველყოფასაც უკეთებს.

- “შესაბამისი უზრუნველყოფარას ნიშნავს?

- მარტივად რომ გითხრათ, - ასეთი აქტის საიდუმლოების დაცვას.

- თუ მკვლელი ჩავარდება, ასეთ დროს სპეცსამსახური როგორ იქცევა?

- ასეთ დროს, სპეცსამსახურმა მკვლელი შეიძლება, თვითონვე მოიცილოს. საერთოდ, “გე-რე-უ”-ს ისეთი სისტემა აქვს, დავალების გამცემის ჩაწყვეტა ადვილად შეიძლება.

- “ჩაწყვეტარას ნიშნავს?

- დავალების მიმცემი თამაშიდან გამოიყვანონ.

- როგორ?

- მოკლან!..

- ქილერს მასთან, ვის ინტერესშიც მკვლელობა შედის, უშუალო შეხება აქვს?

- არა... ქილერს კონტაქტი იმ ჯგუფის, ასე ვთქვათ, უფროსთან აქვს, რომლის დავალებასაც ასრულებს. რაღაც რომ იგეგმება, ე.წ. დამატებითი ვარიანტებიც ითვლება, თუმცა ამის შესახებ შემსრულებელმა არ იცის. დამატებითი ვარიანტები, როგორც წესი, კვალის გაქრობისთვისაა საჭირო...

- სპეცსამსახურები იმ რისკზე მიდიან, რომ მკვლელობა შემთხვევით ადამიანსშეუკვეთონ”?

- იშვიათად... შემთხვევითი ადამიანი მკვლელი რომ გახდეს, საამისოდ მუდმივი ოპერატიული დამუშავებაა საჭირო. ასეთ დროს კი, რისკი დიდია.

- მაინც?

- შეიძლება, გაცემის მომენტი დადგეს...

- “ოპერატიული დამუშავებისმთავარი კოზირი რა არის?

- ფსიქოლოგიური მეთოდები, მამხილებელი მასალები... ამ თემის ჩაღრმავება არ მინდა...

- ბატონო კოტე, როგორც ამბობენ, “ნაცმოძრაობასმკვლელების არმია ჰყავდა. ესე იგი, მკვლელების მომზადების მეტს არაფერს აკეთებდა?

- არა, არა... საერთოდ, “ნაციონალთა” დანაშაულობების გახსნას არაფერი უნდა, მით უმეტეს, თუკი დანაშაულში სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან ეჭვმიტანილები. იმასაც გეტყვით, რომ ამ დანაშაულთა უმეტესობა არაპროფესიულადაა ჩადენილი.

- “პროფესიული დანაშაულიცარსებობს?

- რაღა შორს წავიდე, კოტარიაზე გეტყვით: ბიჭი სტუდენტი იყო, მოიყვანეს და ოტო-ს, ანუ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსად დასვეს. წლების განმავლობაში ჩაწერებს სწორედ ის აწარმოებდა, თუმცა ამის გამო პასუხი დღემდე არ უგია!

- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, პირადი ცხოვრების გამოაშკარავება ჩემთვის ამაზრზენიაო. ამით იმაზე ხომ არ მიანიშნა, ჩაწერა-თვალთვალის შესახებ არაფერი ვიცოდიო?

- ყველაფერს სპეცსამსახურებს ნუ დააბრალებთ! თუკი უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური ნება არაა, სპეცსამსახური თავისი ინიციატივით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შეგროვებას ვერ გაბედავს!

- სხვათა შორის, ზემოხსენებულ ჩანაწერში, ოქრუაშვილი ახალაიას ახსენებს, თითქოს ის მზადაა, “ამბოხებულებისმხარეს გადავიდეს...

- ეს იმაზე მეტყველებს, რომ “ნაცმოძრაობაში” არსებული ბზარის გაღვივებას ცდილობენ.

საერთოდ, როცა ბაჩო ახალაიაზე ვლაპარაკობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ მისი სიდედრის ბინაში რუსი დიპლომატი ცხოვრობდა.

- მერე რა?

- ეს რუსულ სპეცსამსახურებთან გარკვეულ კავშირზე მიუთითებს... ვანო მერაბიშვილისა და მისი დეპარტამენტის უფროსების რუსულ კავშირებზე წინა ინტერვიუებში ვილაპარაკეთ... ასევე, ოქრუაშვილის კავშირებზეც გითხარით. ყველაფერი ეს კი იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლება, რომელსაც პროდასავლური იმიჯი ჰქონდა, სინამდვილეში, კრემლთან იყო კავშირში. ირაკლი ოქრუაშვილი ერთადერთი იყო, რომელიც მიშასთან კარზე ფეხის დარტყმით შედიოდა და მის კარზე უდიდესი გავლენით სარგებლობდა.

რაც შეეხება “კანტორას”, ეს საბჭოთა ტერმინია და რუსული სპეცსამსახურების, ასე ვთქვათ, სინონიმია...

- თუკი სააკაშვილი და ოქრუაშვილი რუსების იყვნენ, აბა, ეს უკანასკნელი ოპოზიციაში რატომღა გადავიდა?

- ოქრუაშვილმა თავისი დავალება შეასრულა.

- სახელდობრ?

- ავიღოთ, მაგალითად, კოდორის მოვლენები - თუკი ოქრუაშვილს რუსეთთან კონტაქტი არ ჰქონდა, 2006 წელს რუსები ამხელა შეიარაღებით კოდორამდე არ ჩაუშვებდნენ. ვერ გეტყვით, ოქრუაშვილი ვინ, როგორ და სად გადაიბირა, თუმცა შეიძლება, “ინიციატივნიკია”. “ინიციატივნიკები” ისინი არიან, რომლებიც სპეცსამსახურებს, პოლიტიკური დივიდენდები რომ მიიღონ, თვითონ “ეტენებიან”. მართალია, “ინიციატივნიკებიც” აგენტები არიან, მაგრამ მათ ნაკლებად ენდობიან... ჩემი დაკვირვებით, ოქრუაშვილი უფრო “ინიციატივნიკს” ჰგავს, რომელსაც “კანტორასთან” პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა და შუამავალი ჰყავდა...

- “ოცნებამოქრუაშვილი არ დაიჭირა...

- ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ასეთი კატეგორიის ხალხი მხოლოდ ძველ ხელისუფლებაში კი არ იყო, არამედ, ახალშიცაა. თავდაცვის სამინისტროში ახლა ერთი-ორი ისეთი პიროვნება მიიყვანეს, რომელიც რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ კონტაქტშია მხილებული. რუსეთთან შეიძლება, კარგი ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ ხომ იცით, არსებობს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური!

- ბატონო კონსტანტინე, აფხაზეთის შემოვლით რკინიგზაზე გააქტიურებული ლაპარაკი ორიმეგობარიქვეყნის ურთიერთობაში ჯდება თუ ორი სპეცსამსახურისმეგობრობაში”?

- რუსული ინტერნეტსაიტები ღიად წერენ, რომ ამ რკინიგზის გამო, საქართველო დიდ ფულს კარგავს და თუ ამუშავდება, წელიწადში, 300 მილიონამდე მოგებას მოგვიტანს.

- საინტერესო მინიშნებაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ლარი დევალვაციას განიცდის, ექსპერტები ქართული ეკონომიკის გადარჩენას ინვესტიციებში ხედავენ. ჰოდა, 300 მილიონი პატარა თანხა არაა და ვიღაცებმა შეიძლება, თქვან, აფხაზეთის შემოვლითი რკინიგზა უნდა ამუშავდესო. ერთი სიტყვით, რუსული სცენარი სახეზეა?

- რა თქმა უნდა - ქართული ეკონომიკა ხომ რუსეთზეა მიბმული?! საერთოდ, რუსეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ქართულ ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედება მოახდინოს. ჯერ კიდევ ზაფხულში ვთქვი, კრემლი საქართევლოზე პირდაპირ აგრესიას აღარ განახორციელებს და პოლიტიკურ ცვლილებებს ეკონომიკური ბერკეტებით მიაღწევს-მეთქი. რუსეთი ამ სქემას გეგმაზომიერად მიჰყვება, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ამ გამოწვევას ადექვატურად ვერ პასუხობს, თორემ “როსნეფტის” საქართველოში შემოსვლა რას მივაწეროთ, რომლის ხელმძღვანელი იგორ სეჩინიც უშუალოდ პუტინთანაა დაკავშირებული.

- ახალს არაფერს ამბობთ, ბატონო კოტე, რადგან ყველამ ვიცით, რომროსნეფტირუსული სახელმწიფო კომპანიაა.

- კი ბატონო, მაგრამ იცოდით, სეჩინი თავის დროზე პუტინის ადმინისტრაციაში მდივნად რომ მუშაობდა და კრემლის “რუხ კარდინალს” ეძახდნენ?! სხვათა შორის, ამას წინათ, პუტინმა სეჩინის ვაჟი, 25 წლის ივანი, სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის, სპეციალური ორდენით დააჯილდოვა. ივანიც “როსნეფტში” მუშაობს - კომპანიის შავი და კარიის ზღვების საქმიანობებს კურირებს. შავი და კარიის ზღვები კი, რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესია.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგორ სეჩინი პირველი იყო, რომელმაც ხადარკოვსკის კომპანიაზე დარტყმა მიიტანა. მოკლედ, ფოთის პორტში “როსნეფტის” შემოსვლით, პრაქტიკულად, კრემლი შემოვიდა! ამ გარიგებაში კი, როგორც ადრე გითხარით, “ნაცმოძრაობის” კასირი, დავით კეზერაშვილი და დავით იაკობაშვილი მონაწილეობდნენ. რა, იაკობაშვილს არ შეეძლო, ფოთის პორტის აქციები რომელიმე არასახელმწიფო რუსული კომპანიისთვის მიეყიდა? - რა თქმა უნდა, შეეძლო. ეს ფაქტები საერთო სურათს ქმნიან და ამავე კონტექსტში ჯდება რკინიგზისა და სომხეთთან დამაკავშირებელი ჩრდილოეთის გაზსადენის ქართული მონაკვეთის გაყიდვა-გასხვისება.

- ეკონომისტთა ნაწილი თვლის, რომ რკინიგზის შესაძლო გაყიდვაში საგანგაშო არაფერია...

- ეკონომისტები ყველაფერს თავიანთი გადასახედიდან უყურებენ, მე კი, ქვეყნის უსაფრთხოების გადასახედიდან ვლაპარაკობ. ეკონომიკა სახელმწიფოს ბაზისია, პოლიტიკა კი, - ზედნაშენი. თუკი ეკონომიკურ ბერკეტებს იმ ქვეყანას გადასცემ, რომელსაც არ ეპიტნავება, რომ დამოუკიდებელი იყო, ცხადია, შენს ეკონომიკურ ექსპანსიას განახორციელებს. როცა რუსეთს ეკონომიკური სადავეები ხელში სრულად ჩაუვარდება, ძალიან მარტივად შეძლებს, რომ პოლიტიკა დააფინანსოს და ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალები მოიყვანოს, რომელიც მისთვის მისაღებია. ამას ახლა “ჰობრიდულ ომს” ეძახიან...

- რამდენიმე დღის წინ, თბილისსა და, თუ არ ვცდები, ფოთშიც რუსული სანომრენიშნიანი სამხედრო მანქანები გამოჩნდნენ...

- ესეც ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ანუ საზოგადოებას აჩვევენ - ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში, შეიძლება, რუსული ტანკი გადაადგილდეს.

- მანქანების მფლობელმა თქვა, ავტოებიდაშლილებშიუნდა ჩავაბარო და პანიკაში ტყუილად ხართო. დავიჯერო, რუსეთის არმიიდან ტექნიკა ასე იოლად იყიდება?

- რუსეთის არმიის გადაიარაღება მიმდინარეობს. ეს ძველი, ჩამოწერილი მანქანებია - იაფი ღირს, თუმცა იმის თქმა, რომ “დაშლილებში” უნდა ჩაებარებინათ, სწორი არაა, რადგან ეს ბიზნესი არცთუ მომგებიანია. შეიძლება, მანქანები უნდა გაეყიდათ, მაგრამ ვიმეორებ: როცა შენს ტერიტორიაზე ის სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალასთან ასოცირდებიან, ეს მოსახლეობაზე დამთრგუნველად მოქმედებს! აქ ესაა მთავარი და მეტი არაფერი!

- ...ბატონო კოტე, ლარის დევალვაციამოცნებისაჭარული სკანდალი გადაფარა. იცით, მმართველ კოალიციაში რა ხდება?

- თუ ეს ტემპი გაგრძელდა, “ოცნება” 2016 წლის არჩევნებს წააგებს...

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაჭერას გამორიცხავთ?

- ქადაგიძეს დასავლეთში შესაბამისი აღიარება აქვს და მისი დაჭერა პირდაპირ პოლიტიკურ დევნად შეფასდება, რითიც “ნაციონალებს” უფრო მეტი საყვირალი მიეცემათ. ქადაგიძე შეიძლება, გადააყენონ, მაგრამ თუ საქმე დაჭერაზე მიდგება, უნდა დაუმტკიცონ, რომ საბოტაჟი მოაწყო.

- “ოცნებისსუსტი რგოლი მაინცდამაინც აჭარა რატომ აღმოჩნდა?

- მხოლოდ აჭარა კი არა, სამეგრელო და ჯავახეთიც სუსტი რგოლებია.

- რატომ?

- არაფერი კეთდება...

- ეს ზოგადი შეფასებაა...

- ივანიშვილს ბევრმა უღალატა. კიდევ ბევრი მოღალატე გამოჩნდება, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც ივანიშვილმა შექმნა! ყველაზე ცუდი და მიუღებელი სწორედ ესაა. ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულობისთვის კი, ყველაზე დიდი ღალატი ისაა, რომ ვიღაცები ადამიანებს თავს რუსეთს ახვევენ და ეს მაშინ, როცა მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ასე არ ფიქრობს... რაც უნდა მოხდეს, საქართველოში ყოველთვის ვიქნებით ადამიანები, რომლებიც ჩვენს მრწამსს არ ვუღალატებთ! დიახ, ჩემს ევროპულ ორიენტაციას არასოდეს შევიცვლი და ვთვლი, რომ სწორედ დასავლეთია ჩვენი მომავალი! რუსული იმპერიის ჩექმის ქვეშ ცხოვრება არ მინდა!