შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) მეორე სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული ალემ ი. და 1972 წელს დაბადებული ილჰან ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.