სკანდალური ექსკლუზივი:მაფიოზური თამაშები და  ფიზიკური დაპირისპირება “ოცნებაში”

სკანდალური ექსკლუზივი:მაფიოზური თამაშები და ფიზიკური დაპირისპირება “ოცნებაში”

აი, ასე: სახეზეა უდიდესი პოლიტიკური ინტრიგა - მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც საქართველოშიშიდა ძებნააგამოცხადებული, უკრაინის პრეზიდენტმა შტატგარეშე მრჩევლად დაინიშნა. ამასთან დაკავშირებითოცნებისრეაქციაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია - სააკაშვილი, როგორც თვითონ ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე იმუშავებს. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძექართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ამბობს, რომ ზემოხსენებული საკადრო გადაწყვეტილებით ყველაფერი თავის ადგილასდაჯდა”, ანუ ფორჩხიძის ვერსიით, იარაღის საერთაშორისო მაფია თავის საქმიანობას კვლავ წარმატებით განაგრძობს და არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ბიზნესში საქართველომ ტრანზიტის ფუნქცია უწინდებურად შეასრულოს. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი აქცენტს ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ვიზიტზეც აკეთებს და აცხადებს, რომ ლუკაშენკოს სტუმრობის ფარული მიზანი, სავარაუდოდ, სწორედ ეს თემა იქნება... ერთი სიტყვით, დიდი მაფიოზური თამაშები და საქართველო - “ქართული სიტყვაკონსტანტინე ფორჩხიძის 50- ინტერვიუს წარმოგიდგენთ:

 

- მიხეილ სააკაშვილს უკრაინაშიც იმის გაკეთება უნდა, რასაც საქართველოში აკეთებდა. საერთოდ, ამ განცხადებით სააკაშვილმა ყველაფერი ის დაადასტურა, რაზეც თითქმის წელიწადია, “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ვამბობ.

- იარაღით უკანონო ვაჭრობას გულისხმობთ?

- დიახ. ამ ვაჭრობაში სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობის” იმ ელიტასთან ერთად, რომელიც დღეს უკრაინაშია, თავად პოროშენკოც მონაწილეობდა - წინა ინტერვიუებში გითხარით, რომ უკრაინის მხრიდან ხელშეკრულებებს ხელს უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი, პოროშენკო აწერს, რომელიც მაშინ პრემიერი გახლდათ. მოკლედ, ეს საერთაშორისო მაფიოზური დაჯგუფებაა, რომელიც ხელს ასეთი კონფლიქტებით ითბობს და მილიონებს შოულობს.

- ამ მაფიოზური დაჯგუფების შესახებ მსოფლიომ არაფერი იცის?

- ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ დასავლეთში ყველაფერი კარგადაა და დასავლურ ბიზნესში რუსული კაპიტალი ჩართული არ არის. ყველაფერი ერთმანეთთან ფარულ კავშირშია, მით უმეტეს, თავის დროზე იმ შვიდ ბარონზე გელაპარაკეთ, რომელიც საბჭოთა კავშირიდან “გავიდა”. ვანო, თუ გახსოვთ, ისიც გითხარით, რომ იარაღის შავი ბიზნესის ამ შვიდ ბარონს სააკაშვილის ხელისუფლებასთან გარკვეული კავშირი ჰქონდა. ერთი სიტყვით, სააკაშვილის განცხადება, უკრაინის იარაღით მომარაგებას მონიტორინგს გავუწევო, ადასტურებს, რომ ის სქემები, რომლებზეც ამდენი ხანია, ვლაპარაკობ, შენარჩუნებულია და ამით ძალიან დიდი ფული გაკეთდება. არც ის დაგვავიწყდეს, იარაღით ვაჭრობა ნარკოტიკის არალეგარულ ბიზნესთანაც კავშირშია.

- ესე იგი, კოტე ბატონო, შეიძლება, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ გარკვეული ძალები უკრაინის კონფლიქტს ხელოვნურად ჭიმავენ?

- ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, ესეცაა. სხვათა შორის, ინტერნეტში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სეპარატისტებს იარაღით პოროშენკო ამარაგებდა.

- რუს სეპარატისტებზეა ლაპარაკი?

- დიახ, რუს დომბასელ სეპარატისტებზე.

მოკლედ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვგონია. მინსკში ხელმოწერილი ხელშეკრულების არსიც ნათელია - სიტუაცია გაყინულ კონფლიქტამდე მივიდეს. გაყინული კონფლიქტი კი, ზემოხსენებულ საერთაშორისო მაფიას აწყობს. მიხეილ სააკაშვილი, პოროშენკო და ის ფრთაც, რომელზეც “ეფ-ბი-აი” საქართველოში მოკვლევას აწარმოებდა და რომელიც მხოლოდ ოფშორულ ზონებში კი არა, აშშ-იცაა ფესვგამდგარი, ერთი საერთაშორისო მაფიაა. ამ მაფიას აშშ და რუსეთი ჯერჯერობით თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად იყენებენ. ყველაფერ ამით კი, ევროპული ინტერესები ზარალდება.

- “ევროპული ინტერესების დაზარალებარას ნიშნავს?

- დავაკვირდეთ, რა ხდება: აღმოსავლეთის გაფართოებულ პროგრამაში, “ევრონესტს” რომ ეძახიან, ექვსი სახელმწიფოა გაერთიანებული და აქედან ხუთში გაყინული კონფლიქტია. შესაბამისად, ამ სახელმწიფოების ევროკავშირისკენ სწრაფვა შენელებულია. რუსეთის ინტერესში შედის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გაყინოს და ამით ხელი მხოლოდ უკრაინის კი არა, საქართველოს ევროინტეგრაციასაც შეუშალოს.

- ბატონო კონსტანტინე, თქვენი შეფასებები, უდავოდ, საინტერესოა, თუმცა ყურადსაღებია, რომ მინსკის შეხვედრაზე პუტინმა, სიმწრისგან, ფანქარი გადატეხა. “ნორმანდიული ოთხეულისშეხვედრის შემდეგ კი, აღიარა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი ღამე არ იყოო. მაშასადამე, კრემლი გარკვეული დილემის წინაშე დგას, არ მეთანხმებით?

- კი ბატონო...

- პლანეტის ზესახელმწიფოს, აშშ-ის პრეზიდენტმა კი, დაუფარავად განაცხადა, პუტინი საბჭოთა კავშირშია დარჩენილიო...

- იმაზეც ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ პუტინი საბჭოთა კავშირშია დარჩენილი, დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა კი, ხისტი საბჭოთა მიდგომების გაგრძელებაა. პუტინი თავის სურვილებს მეთოდურად და მიზანმიმართულად იკმაყოფილებს.

- თუ სურვილებს იკმაყოფილებს, აბა, ხაზს მძიმე ღამეს რატომღა უსვამს?

- მისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, ზემოხსენებულ შეკრებას აშშ-ის წარმომადგენელიც რომ დასწრებოდა - ასეთ შემთხვევაში, თავს უფრო ლაღად იგრძნობდა და სალაპარაკოც ექნებოდა, უკრაინაში სიტუაცია ამერიკელებმა აურიესო.

- სხვათა შორის, ლევან ვასაძე, რომელმაც მილიონები რუსეთში იშოვა, კიევის მაიდანს სწორედ ამერიკელებს აბრალებს...

- პუტინი ევროპის ლიდერებთან თავს ლაღად იმიტომ ვერ გრძნობს, რომ მთლიანად მათზეა დამოკიდებული - მთელი რუსეთის ეკონომიკა ევროპაში გაზისა და ნავთობის გაყიდვაზეა ჩამოკიდებული...

- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მოდით, ისევ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნას დავუბრუნდეთ. იმ ფონზე, როცა ამერიკელი კონგრესმენი ინტერპოლს მოუწოდებს, ექსპრეზიდენტზე ძებნა არ გამოაცხადოს, ზემოხსენებული დანიშვნაქართული ოცნებისსაგარეო დიპლომატიის კრახი ხომ არაა?

- რა თქმა უნდა, არის! რომ არა საქართველოში ვიღაცების ინტერესები, დღეს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი კი არ იქნებოდა, არამედ, “რეშოტკებს” მიღმა იმ ბრალდებებით იჯდებოდა, რომელიც საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდებოდა.

- აქცენტს კვლავ იარაღით უკანონო ვაჭრობაზე აკეთებთ?

- დიახ...

- ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა და უსაყვედურა, პოროშენკომ ეს რა ჩაიდინაო. ნინო ბურჯანაძე და სხვები კი, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ...

- მიხეილ სააკაშვილს იმ წრეებმა, რომელთა ინტერესებსაც ატარებს, ეტყობა, უკარნახეს...

- რა?

- უკრაინის მოქალაქე რომ გამხდარიყო, “ნაცმოძრაობასთან” კავშირს დაკარგავდა, რადგან პოლიტიკური გაერთიანებების კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს. სწორედ ამიტომაც, სააკაშვილი ამ ნაბიჯის გადადგმას მოერიდა და საერთაშორისო რეფორმების რაღაც საბჭოს მრჩევლობა შეითავსა. სხვათა შორის, ესეც რუსეთის ინტერესში შედის.

- რუსეთი რაღა შუაშია?

- ახლა რუსეთს მეტი საბაბი ექნება, საერთაშორისო ორგანიზაციებში დააყენოს საკითხი, აი, ხედავთ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილსა და მისნაირ პიროვნებებს იფარებს, ესე იგი, თვითონაც ისეთივეა, როგორიც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლება იყოო.

- მაშასადამე, კრემლს ორი ინტერესი აქვს - ფარული, რომელიც, როგორც აცხადებთ, იარაღის საერთაშორისო მაფიას უკავშირდება და მეორე, ღია, რომელიც სააკაშვილის დისკრედიტაციას გულისხმობს, არა?

- დიახ, ასეა.

ისე, საქართველოში ლუკაშენკოს მომავალი ვიზიტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

- რომელ კონტექსტში?

- საქართველო პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტურ ზონებს, ანუ საქართველო ერთადერთი რეალური სახმელეთო გზაა, რომლითაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს იარაღი უნდა მიეწოდოს.

- ეჭვობთ, რომ საქართველოს გავლით, იარაღით უკანონო ვაჭრობა გაგრძელდება?

- ეს, ნატო-ს ახალი პროგრამების იმპლემენტაციის პირობებში, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან საქართველო შეიარაღებას პირდაპირ ნატო-სგან მიიღებს და იარაღის შავ ბაზარზე შესყიდვა აღარ დასჭირდება. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე ფარული სქემების განხორციელებაც შეუძლებელი გახდება, თუმცა ლუკაშენკოს მოსალოდნელი ვიზიტი ამ სქემების შენარჩუნების მცდელობას ნიშნავს.

- მაინც, რომელი სქემების?

- ლაპარაკია იგივე “ბელტექსექსპორტსა” და მის წარმომადგენელ პეფტიევზე, რომელიც იარაღის უკანონო ბიზნესის ბელორუსული მიმართულების კურატორია. პეფტიევი ამჟამად აბუდაბიშია...

- თუკი თქვენი ვარაუდი სიმართლესთან ახლოსაა, როგორ ფიქრობთ, საქართველოს ახალი ხელისუფლება ლუკაშენკოს შეთავაზებას დასთანხმდება?

- არ ვიცი. საერთოდ, ლუკაშენკო საკმაოდ ჭკვიანია და ამ ვიზიტით რამდენიმე კურდღელს დაიჭერს.

- საგულისხმოა, რომ მინსკში, ლუკაშენკო პუტინსწაეკაიფა” - კინაღამ სკამიგამოაცალა”...

- კაცმა არ იცის, პუტინი ამ “წაკაიფებას” შეარჩენს თუ არა, თუმცა ერთი ნათელია: ლუკაშენკო მინსკის შეხვედრის პედალირებით, პირველ რიგში, დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას შეეცადა.

- “ბურგუნდიული ოთხეულისშეხვედრა მინსკში ლუკაშენკოს ინიციატივით გაიმართა, არა?

- მედიატორი ლუკაშენკო იყო...

- ერთი სიტყვით, კოტე ბატონო, საქმე დიდ მაფიოზურ თამაშებთან გვაქვს?

- რა თქმა უნდა. ყველაფერი ეს დიდ ფულს უკავშირდება და ამ მაფიოზურ თამაშებში რუსეთი და ის მაფიოზები არიან ჩართულნი, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა მოქალაქეები იყვნენ.

- ეს საერთაშორისო მაფია თუკი მართლა არსებობს, “სტავკასმაინცდამაინც სააკაშვილზე რატომ აკეთებს?

- თქვენ, რა, გგონიათ, რომ “ეფ-ბი-აი” მხოლოდ რიგითი ჩინოსნების საქმიანობას სწავლობდა? ვერც ერთი მათგანი, თუნდაც კეზერაშვილი, მიშას გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა!

- ასეა თუ ისე, სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლობაოცნებას”, მინიმუმ, უხერხულობას შეუქმნის - წარმოიდგინეთ, ჩვენი სამთავრობო დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, კიევში ჩადის და... მოლაპარაკების მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილს ხვდება, რომელზეც სამშობლოში შიდა ძებნაა გამოცხადებული...

- ამ დიპლომატიური უხერხულობის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გზა არსებობს, რომელსაც წელიწადზე მეტია, “ოცნებას” ვთავაზობ - ის სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლოს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო 2006 წლიდან მოყოლებული 2010 წლამდე აწარმოებდა. ამ წლების განმავლობაში, საქართველოს ბიუჯეტი 3 მილიარდზე მეტი იყო და მაინტერესებს, ეს თანხა სადაა? მოკლედ, თუკი “ოცნებას” უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემისგან გათავისუფლდეს, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესწავლა დაიწყოს.

- ბატონო კოტე, თუკი საქმე საერთაშორისო მაფიასთან გვაქვს, “ოცნებასამ ხელშეკრულებების შესწავლას ვინ დაანებებს?

- რას ჰქვია, ვინ დაანებებს? თუ ამ მაფიოზურ თამაშებში შენც არ მონაწილეობ, იმ საქმეების გამოძიება უნდა დაიწყო, რომელმაც ზიანი შენს ქვეყანასა და შენი ქვეყნის ბიუჯეტს მიაყენა - მილიარდობით თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა და ოფშორულ ზონებში წავიდა. შენ ხელისუფლებაში ხალხმა მოგიყვანა და ამიტომ, ვალდებული ხარ, ხალხის შეკვეთა განახორციელო. ხალხის შეკვეთა კი, ყველა იმ დამნაშავის დასჯაა, ვისაც ქვეყნის წინაშე ბრალი მიუძღვის.

- ხალხი უფრო ვაზაგაშვილისა თუ ჟვანიას საქმეების გახსნას ითხოვს...

- კი ბატონო, მაგრამ როცა იცი, რომ შენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა შენს ყოფილ ჩინოვნიკებზე მოკვლევას აწარმოებს, ვალდებული ხარ, საგამომძიებლო მოქმედებები შენც განახორციელო. სხვათა შორის, “ნაციონალები” დღესაც სწორედ ამ შავი სქემებითა და ბიზნესით ფინანსდებიან. ვიღაცები ფილმებს იმაზე იღებენ, ვიღაცამ ვიღაც ციხეში რომ გააუპატიურა...

- ივანიშვილისგან დაანონსებულ მხატვრულ-დოკუმენტურ სერიალ “9+1”- გულისხმობთ?

- როგორც ვიცი, გოგა ხაინდრავა რაღაც ფილმის გადაღებას აპირებს, მაგრამ რა უნდა გადაიღოს - “ოცნებების სასაფლაო ¹2”?

- ხომ გითხარით, რომ ფილმს “9+1” ერქმევა...

- თუ ფილმის გადაღება უნდათ, მაშინ ის გადაიღონ, რაზეც ვლაპარაკობ. სხვათა შორის, ერთ-ერთმა სააგენტომ იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ფილმი გადაიღო, სადაც მთელი სქემები გავშიფრეთ, მაგრამ ფილმმა დღის სინათლე ვერ ნახა, რადგან ეს ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის ინტერესსა და იმ საერთო სქემაში არ ჯდებოდა, რასაც კოჰაბიტაცია ჰქვია.

- “ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეშივის გულისხმობთ?

- ხელისუფლებაში არის ხალხი, ვისზეც “ნაცმოძრაობას” ქვეყანა მაკომპრომეტირებელი მასალა აქვს და შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს.

- კომპრომატები რა შუაშია, როცა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ყველაფერი ისევ ირაკლი ალასანიას დააბრალა, “ნაციონალებსმფარველობდაო...

- ალასანიას არ ვიცავ, მაგრამ ამის თქმა როგორ შეიძლება?! პრემიერმა ისიც თქვა, მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროდან ისინი დაითხოვა, რომლებიც ვიღაცებთან იყვნენ დაკავშირებულნიო, მაგრამ შემიძლია, რამდენიმე გვარი დავასახელო, რომელიც დღესაც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს და უწინდებურად, კეზერაშვილისა და ბაჩო ახალაიას მფარველობის ქვეშაა! თავდაცვის სამინისტროში, ასევე, არიან ადამიანები, რომელთაც კონტაქტი ეკა ზღულაძესა და გიორგი ბარამიძესთან აქვთ!

- საიდან იცით?

- ოცი წელი “ბულკების” ქარხანაში კი არა, სპეცსამსახურში ვმუშაობდი და ვიცი, ვინ ვისზეა მიბმული!

- ისე, ზუსტად მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი და სხვანაციონალები”, მაგალითად, დავით საყვარელიძე უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, ტელევიზიითნაცმოძრაობისკლიპი გადის, რომელიც, პრაქტიკულად, წინასაარჩევნოა. ამასთან, ალასანია რეგიონებში შეხვედრებს მართავს, ანუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლიტიკური წრეები ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებიან...

- ყველაფერი ეს წინასაარჩევნო ბრძოლაა.

- ჟვანიას საქმის გააქტიურებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

- ვიმეორებ: ყველაფერი წინასაარჩევნო ბატალიებში შესვლას ემსახურება. ალასანიას ეკითხებიან, “ნაცმოძრაობასთან” კოალიციის შექმნას აპირებს თუ არა. ეს შეკითხვა ხელისუფლების მხრიდან ბერკეტია.

- ანუ?

- დღეს ალასანია ერთადერთი პროდასავლური ძალაა და ჰგონიათ, რომ “ნაცმოძრაობის” მიბმა მასზე ცუდად იმუშავებს, მაგრამ არ იციან, რომ ყველაფერი ეს ცუდად უკან თვითონვე დაუბრუნდებათ.

- როგორ?

- როგორ და, - “ნაცმოძრაობასთან” მიბმულები თვითონ არიან და უმრავლესობაც სწორედ “ნაცმოძრაობის” ბიზნესმენებით გადაარჩინეს, თუმცა “ქართულ ოცნებაში” პრობლემები მაინც არსებობს. ბოლოს და ბოლოს, უმრავლესობის 19 დეპუტატი ამხედრებულია...

- 19 დეპუტატი, პრაქტიკულად, საგანელიძეს უპირისპირდება...

- ვანო, თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ, ვიდრე ეს ამბები დაიწყებოდა, გითხარით, რომ “ქართულ ოცნებაში” განხეთქილების საბაბი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა გახდებოდა. შეიძლება, ყველაფერი ერთი-ერთზე არ “დაჯდა”, მაგრამ ფაქტია: განხეთქილების საბაბი სწორედ ეს პოსტია.

- თქვენი ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის იდეა ვინ მიაწოდა?

- ვფიქრობ, რომ ქუცნაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

- ესე იგი, საგანელიძე ყოფილ პრემიერს უპირისპირდება?

- ასე გამოდის... არავინ იცის, ეს ცხრამეტი დეპუტატი ხვალ-ზეგ რას იზამს. ამას დაუმატეთ 12 დამოუკიდებელი დეპუტატი, ანუ უმართავი უკვე 31 დეპუტატია და უმრავლესობა, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა. წინასაარჩევნოდ უმრავლესობის დაშლა გარკვეულწილად საპარლამენტო გადატრიალების ნიშნებს ატარებს...

- თუკი თქვენს ვერსიას გავყვებით, ლოგიკური შეკითხვა გაჩნდება: საგანელიძე ყოფილ პრემიერს ღიად რატომ უპირისპირდება?

- ეს ღია დაპირისპირება არაა.

- აბა, რას ამბობთ? აცხადებთ, ქუცნაშვილი, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ივანიშვილის პროექტიაო. საგანელიძე კი, ქუცნაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, დასცინის, ახალგაზრდაა, თავს წაიმტვრევსო...

- ყველაფერი ეს, შეიძლება, პოლიტიკური თამაშის ნაწილია... დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება...

- სხვათა შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი ირაკლი კაკაბაძის მეუღლეს, ანა დოლიძესაც აქვს. აქ ერთგვარი სამკუთხედიც იკვრება: ანა დოლიძის ქმარი მარგველაშვილისა და ვასაძის მეგობარია, ანუ მარგველაშვილი-კაკაბაძე-ვასაძე...

- ანა დოლიძის პოლიტიკური შეხედულებები საყოველთაოდ ცნობილია და თუკი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დაასახელებს, მგონი, ცუდი არ იქნება.

- სამკუთხედზე რას იტყვით? საერთოდ, ვასაძე, ივანიშვილისა არ იყოს, პერიოდულად რატომ გვმოძღვრავს?

- (იცინის) ვასაძემ განაცხადა, რუსეთში რომ ჩავდივარ, ამერიკელების “შპიონს” მეძახიანო. არადა, იმ სტრუქტურაში, სადაც ეგ მოღვაწეობდა, მთელი საბჭოთა უშიშროების კადრები იყო თავმოყრილი...

- ევტუშენკოვის კორპორაციასისტემასგულისხმობთ?

- დიახ... ვასაძე საქართველოში იმ წრეების ერთ-ერთი ბერკეტია, ვისთანაც ფული იშოვა. ლიბერტარიანელები არც მე მიყვარს, მაგრამ ის, რასაც ვასაძე ამბობს, არაქრისტიანულია, რადგან ადამიანს უფალმა არჩევანის საშუალება მისცა და ვასაძეს რა უფლება აქვს, ვინმეს რამე დააძალოს?! როგორ უნდა ვიცხოვრო - ეს ვასაძის, ან სხვა ფულიანი ფიგურის გადასაწყვეტი არაა. თავისუფალი არჩევანი ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია!

- ვასაძე კრემლისთვის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტია?

- შეიძლება, სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც ჰყავდეს, მაგრამ ის, ვისაც ფული არ აქვს, ამინდს ვერ ქმნის. მე და ჩემნაირებმა, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ამინდს ვერ შევქმნით, რადგან პოლიტიკა, თავიდან ბოლომდე, ფულზეა აწყობილი. ფულის მიღება სხვადასხვა გზით შეიძლება და ვინც ფულს მოგცემს, მუსიკასაც ის შეგიკვეთავს. დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ფული მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს და ამიტომაც, პოლიტიკურ მუსიკასაც ის უკვეთავს, თუმცა დაკვეთილ მუსიკაში ნოტების არევა ხდება და ამიტომ, კომფორტულად თავს ვერც დირიჟორი გრძნობს - მის მიერ შერჩეული ხალხიდან ზოგი “ნაციონალების” შანტაჟის ქვეშ აღმოჩნდა, ზოგი - კოჰაბიტაციის, ზოგიც - ფულის გავლენის, რისი მაგალითიც ვიღაც ჯოკია ბოდოკიაა.

- ჯოკია ბოდოკიამოცნებასდარტყმა, როგორც იტყვიან, წელს ქვემოთ მიაყენა... საგულისხმოა, რომ ნარმანია უარყოფს, ჯოკია ჩემი თანაკლასელი არააო...

- რა მნიშვნელობა აქვს, თანაკლასელია თუ არა? როცა შენი უწყების მაღალჩინოსანს ქრთამის აღების საბაბით აკავებენ, მე რომ ვყოფილიყავი, პასუხისმგებლობას პირადად ავიღებდი და გადავდგებოდი.

- მერი არჩევითია!

- მერე, რა?! ისე, გენინსპექცია მერიასაც აქვს, რომელიც ასეთი ფაქტების აღკვეთაზე კი არა, პრევენციაზეც პასუხისმგებელია, მაგრამ როცა ასეთ დანაშაულს შს სამინისტრო ავლენს, მერიის გენინსპექციის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?!

- ჯოკიას ფული იქნებ, ჩაუდეს ან, სულაც, ქრთამინაკურთხია”?

- თუ ადამიანს ქრთამისკენ მიდრეკილება არ აქვს, როგორ უნდა “ჩაუდონ”, ან პროვოცირება როგორ უნდა მოუწყონ?! ვნახოთ, “ნაკურთხი ქრთამის” ამბავი სადამდე მივა. კულუარებიდან სხვა ინფორმაციები ჟონავს?

- მაინც, რა ინფორმაციები?

- 19-მა დეპუტატმა, პრაქტიკულად, დემარში მოაწყო და ამაზე მეტი რაღა უნდა ვთქვა? სხვათა შორის, ამ 19 დეპუტატსა და საგანელიძეს შორის ბზარი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, “ოცნება” პარლამენტში რომ მოვიდა. კულუარებში საუბარი ხელით შეხებაზეც იყო.

- ხელით ვინ ვის შეეხო?

- ლაპარაკი იყო საგანელიძესა და ლორთქიფანიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე... საქართველო პატარაა და ყველა ყველაფერს იგებს...

- ჩხუბი სად მოხდა?

- არ ვიცი... უბრალოდ, ყველამ იცის, რომ საგანელიძესა და ლორთქიფანიძეს, ასევე, საგანელიძესა და ქუცნაშვილს შორის დაპირისპირება დიდი ხანია, არსებობს და არ მგონია, ამის თაობაზე ივანიშვილს არ სცოდნოდა, მაგრამ ის ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გზას აძლევს. ზოგს კი, ჰგონია, რადგან ძალაუფლება აქვს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ასეთ დროს ივანიშვილი ინექციის გაკეთებას იწყებს. იცით, მთელი უბედურება რა არის? - ადამიანები, 20 წელია, პოლიტიკაში არიან და ვერ ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

- ამ მინიშნებას საგანელიძეზე აკეთებთ?

- საგანელიძესა და საგანელიძისნაირებზე. საგანელიძემ “ნაცმოძრაობასთან”  ძველი კოჰაბიტაცია გაიხსენოს... ხალხი სწორედ ამიტომ იყო წინააღმდეგი, რომ “ოცნებაში” ზოგიერთი ოდიოზური ფიგურა მოხვედრილიყო. ის, რაც დღეს ხდება, სწორედ ამის, ანუ უმადურობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შედეგია...

- ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, საზოგადოებას უჩნდება შეკითხვა: “ნაციონალებიხომ არ დაბრუნდებიან?

- თუ “ნაციონალები” დაბრუნდნენ, ხეზე პირველი მე ჩამომკიდებენ - მათ საქმიანობაზე ყველაზე საშინელ ინფორმაციებს ჩემს გარდა არავინ ახმაურებს!

- თუნაციონალებსთქვენი ხეზე დაკიდება უნდოდათ, 9 წელი ხელისუფლებაში იყვნენ და დაგკიდებდნენ!

- ის თემები, რაზეც ერთი წელია, “ქართულ სიტყვაში” ვლაპარაკობ, მაშინ გახმაურებული არ იყო!

- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ნებისმიერი მკვლელობისთვის მოტივია საჭირო. თუკი პრემიერი ჟვანია მოკლეს, მოტივი რა შეიძლება ყოფილიყო?

- თუ ირაკლი კაკაბაძის ვერსიას გავყვებით, ეს მკვლელობა პირდაპირ იარაღით უკანონო ვაჭრობასა და მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთანაა დაკავშირებული. ამ თემაზე, თუ არ ვცდები, ირაკლი კაკაბაძე პროკურატურაშიც იმყოფებოდა... საერთოდ, ნებისმიერი საქმის გამოძიებისას, მოტივაცია იმ ვერსიაში უნდა იდოს, თუ რატომ მოხდა დანაშაული...

- ჟვანიას საქმის გამოძიება, როგორც ცნობილია, მკვლელობის მუხლით არ მიმდინარეობს...

- ჟვანიას საქმის კვალიფიკაცია, ალბათ, შეიცვლება. საამისოდ კი, მტკიცებულებებია საჭირო...

- ბატონო კონსტანტინე, გამოცდილი სპეცსამსახურელი ხართ და გეცოდინებათ, დასაცავმა ობიექტმა დაცვას რომ მოსთხოვოს, მარტო დამტოვეო, დაცვამ ეს ბრძანება უნდა შეასრულოს?

- არა, ეს დანაშაულია. სხვათა შორის, მსგავსი რაღაცები მიშამაც იცოდა - 2004-2005 წლებში, მიშა და გიგი უგულავა ქალაქში, მანქანით, დაცვის გარეშე დაგრიალებდნენ.

კონსპირაციული ბინის არსებობაში დასაძრახი არაფერია - ასეთი ბინები მხოლოდ პოლიტიკოსებს კი არა, სპეცსამსახურის თანამშრომლებსაც აქვთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ბინა სააკაშვილსაც ექნებოდა.

- შეიძლება, მაგრამ ჟვანიას შემთხვევაში, კონსპირაციული ბინა პირველ სართულზე მდებარეობდა, რაც ცოტა დაუჯერებელია...

- დაუჯერებელი რატომაა? კონსპირაციული ბინა სწორედ პირველ სართულზე უნდა იყოს - აბა, თუ ხუთ სართულს აივლი და ვინმე დაგაფიქსირებს, ეს რაღა კონსპირაციულობა იქნება? კონსპირაციულ ბინას ორი გასასვლელ-შესასვლელი უნდა ჰქონდეს. ასევე, სხვა ტექნიკურ მახასიათებლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთ ბინაში პირველი ყოველთვის ოპერატიული მუშაკი შედის და იქიდანაც ბოლო გამოდის.

- კონსპირაციულ ბინაში დატოვებული დასაცავი ობიექტი დაცვამ რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეამოწმოს ხოლმე?

- ესეც ინსტრუქციითაა გაწერილი - დასაცავ ობიექტთან კავშირი 20-30 წუთში ერთხელ უნდა დაამყარო. სხვათა შორის, დაცვას ისიც უნდა შეესწავლა, გამათბობელი და სხვა ტექნიკური საშუალებები გამართულად მუშაობდა თუ არა და ამაზე სპეციალური ოქმი შეედგინა.

- მსგავსი მანიპულაციები დაცვამ მაშინაც უნდა ჩაატაროს, როცა კონსპირაციულ ბინას დასაცავი ობიექტი პირადი მიზნებისთვის იყენებს?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, ყველა კონსპირაციული ბინა სპეცსამსახურებს აღრიცხვაზე ჰყავთ. სწორედ ამიტომაცაა შეკითხვები, ეს ბინა მართლა კონსპირაციული იყო თუ წინასწარ მიზანმიმართულად იქირავეს? ისე, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი სიკვდილის დადგენა რთულია, დამერწმუნეთ, ჟვანიას საქმე გაიხსნება...