რა “რაზბორკა” გაიმართა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებამდე რუსთავში

რა “რაზბორკა” გაიმართა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებამდე რუსთავში

,,გაუხსნელი საქმეები კარგ ნიადაგს ქმნის სპეკულაციისათვის... მიდის გამოძიება, მერე, მოდის სხვა მთავრობა... წინას აბათილებს... ვიღაცას იჭერენ, უშვებენ... და ასე დაუსრულებლად. მართალია, განვითარებულ ქვეყნებს ჩამოვრჩებით - შედარებით მწირია ჩვენი უნარები, პროფესიონალიზმი და ტექნიკური საშუალებებიც, მაგრამ ვფიქრობ, 21- საუკუნეში, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში მომხდარი ტრაგედია, წესით და რიგით, დროულად უნდა იქნეს გამოძიებული”, - აცხადებს ,,ქართულ სიტყვასთანსაუბრისასრუსთავი 2”-ის ყოფილი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი. შეგახსენებთ: ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის ზაფხულში, საკუთარი სახლის ეზოში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო...

 

- ზურა, როგორი ძმობა გქონდათ. თქვენი ძმის საქმეებზე ინფორმირებული იყავით?

- ძმობა რთული საკითხია, ზოგადად, შეიძლება, სხვა ადამიანებთან უფრო ღია იყო, ვიდრე - ძმასთან. Mმას ხშირად ჰქონდა რთული სიტუაციები, თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდის თვითმმართველობის არჩევნებს. ეროსი საქმიან საკითხებში ოჯახის წევრების თანამონაწილეობას ყოველთვის უფრთხოდა. მოკლედ რომ ვთქვა, საომრად არ წაგიყვანდა და რაღაცის იქით არ მიგიშვებდა.

- ცნობილია, რომ საგამოძიებო პროცესში თავიდანვე ჩაებით. გამოძიებასთან დაკავშირებით აქტიურობა არ შეგინელებიათ?

- იმავე საღამოს ჩავერთე ძიებაში და დღემდე მოვლენებს არ ჩამოვრჩები. საყვედურს ვერც სამართალდამცავების მიმართ გამოვთქვამ - ვერ ვიტყვი, რომ პროცესი შეჩერდა, ან შეფერხდა.

- 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებდა, რომ გამოძიება ორ კვირაში დასრულდებოდა და შედეგებიც გამოქვეყნდებოდა, მაგრამ ჯერ არ ჩანს...

- მიხეილ შაყულაშვილის განცხადება არ მახსოვს... მთავარი პროკურორის მოადგილე დაგვპირდა, პასუხი მალე იქნებაო.

- ,,მალერას ნიშნავს?

- შეთანხმებული ვიყავით, რომ საგამოძიებო მასალებს ჯერ ოჯახი გაეცნობოდა და შემდეგ, გავასაჯაროებდით. შეთანხმების ფარგლებიდან არ გავსულვართ.

- პროცესებში თქვენი ჩართულობა გამოძიებას ხომ არ აღიზიანებს?

- არა, ჯანსაღი თანამშრომლობის პროცესში ძალიან დელიკატურად იქცევიან.

- გამოძიებისთვის რამე ახალი საგულისხმო დეტალი ხომ არ შეგითავაზებიათ?

-Kარა, ახალი არაფერია. უბრალოდ, კიდევ ერთხელ დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები.

- თქვენი აქტიურობის გამო, ადგილი რამე ზეწოლას ხომ არ ჰქონია?

- ახლობლები, კოლეგები, ნაცნობები თავიანთ მოსაზრებებს მიზიარებენ, მაგრამ აგრესიული დამოკიდებულება, მუქარა, სატელეფონო ზარები არ ყოფილა.

- მაინც, რა ეტაპზეა გამოძიება?

- გამოძიებას გამოკვეთილი პოზიცია ჯერჯერობით არ აქვს, რომ საქმე დანაშაულთან აქვს. დასკვნას გააკეთებს პროკურატურა, რომელიც არგუმენტებით უნდა გაამყაროს. ფორმულირება დასკვნა არაა და ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რა დასკვნა აქვს პროკურატურას.

- ,,ნაციონალები” - გიგა ბოკერია, გია ნოდია, გიგი უგულავა და სხვები საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ და ხელისუფლებას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ. თქვენი, როგორც ჭირისუფლის მისამართით, რამე მხარდაჭერა გამოხატეს?

- იცით, რა?! - მართალი გითხრათ, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ფართო მასშტაბით არ ვიცნობ, ძველი ნაცნობია გიგა ბოკერია, რომელიც და სხვებიც ოჯახში, მოსასამძიმრებლად იყვნენ, მაგრამ ამის შემდეგ არც მათი და არც მათი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებისგან რაიმე სახის მხარდაჭერა, ან შემოთავაზება და ქმედითი დახმარება არ ყოფილა. მხოლოდ ,,რუსთავი 2”-ის კოლექტივისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც გასაკვირი არაა, რადგან დაარსების დღიდან ტელეკომპანიის თანამშრომელი ვარ. ვიმეორებ: არც ერთი პოლიტიკური ძალისგან არ მიგრძვნია მხარდაჭერა და არც იქნებოდა, რადგან არც მე ვაპირებ შევაბიჯო სიღრმეებში და რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ინსულაციები დავიწყო. ეს ჩემი სტილი არაა.

- მოდით, იარაღის საკითხს შევეხოთ. ითქვა, რომ ეროსის იარაღი თქვენთვის უნდა ეჩუქებინა. მონადირე ხართ?

- მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი, თუმცა ბოლოს მისწრაფება შენელდა.

- იარაღის კოლექცია გაქვთ?

- მაქვს რამდენიმე იარაღი, მაგრამ ეს კოლექციონერობას არ ნიშნავს. ისე, ამ ვერსიის ნაკლებად მჯერა.

- ეროსის მეგობარი ბადრი ნანიტაშვილი ამბობდა, რომ იარაღი ერთად შეიძინეს...

- მხოლოდ ნანიტაშვილი კი არა, გია ხევიაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანია, ვინც ამას ამბობდა.

- ვინ არიან ეს პიროვნებები?

- არ მინდა მათი სახელები ვახსენო. ვიმეორებ: არ მჯერა, რომ ეროსიმ იარაღი ჩემთვის იყიდა.

- ანუ, საჩუქარზე იცოდნენ მეგობრებმა, მაგრამ თქვენ - არა, თუმცა დაბადების დღის საჩუქარზე წინასწარ არ ლაპარაკობენ. სხვა დროს თუ გაუკეთებია მსგავსი საჩუქარი?

- არასოდეს უჩუქებია... იმასაც ვერ იტყვი, რომ მსოფლმხედველობითი შეუთავსებლობა ჰქონდა იარაღთან, ანდა არ გაიკარებდა და სახლში არ გააჩერებდა. თავად ეროსის იარაღი ჰქონდა, მაგრამ არასოდეს ატარებდა.

- ეროსის იხსენებენ, როგორც ენერგიულ, აქტიურ ადამიანს, რომელიც თავისი შესაძლებლობების ზღვარს ეძებდა. თვითმკვლელობის ვერსიას დეპრესიით ხსნიან. თქვენი ძმა დეპრესიული იყო?

- დეპრესია ისეთი დაავადებაა, რომელიც თავს დროდადრო იჩენს. რაც ეროსიმ გადაიტანა, მის ადგილას, დეპრესიული ადამიანი თვითმკვლელობას ბევრჯერ ჩაიდენდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. ჩემი ძმა დეპრესიული ადამიანი არ იყო, გუნება გარემოებების შესაბამისად ეცვლებოდა, მაგრამ გამოსავალს პოულობდა და ყველაფერი კალაპოტში დგებოდა. მართალია, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დიდი ენერგია, ფული და ძალისხმევა ჩადო, მოლოდინიც ჰქონდა, რომ კონკრეტულ რეგიონში საინტერესო პროექტებს განახორციელებდა. როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გარს ისეთი ადამიანები შემოიკრიბა, რომლებთან ერთადაც იმის გაკეთებას ცდილობდა, რაც ვერ გააკეთა ვერც ,,ნაციონალური მოძრაობის” და ვერც ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. წინა წლებში ამაზე რთული, მძიმე პერიოდიც გადაიტანა, მაგრამ ყოველთვის ნოლიდან იწყებდა და ფეხზე დგებოდა.

- ითქვა, რომ ეროსის მანქანაში გარკვეული თანხა - 20 000 ლარი იდო, რომელიც დაიკარგა.

- კი, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა... მანქანაში იყო რაღაც ქვითრები, მაგრამ არ ვიცი, რას ნიშნავდა. ფულის შესახებაც ვერაფერს გეტყვით.

- “ქართულ სიტყვასუთხრეს, რომ ეროსის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსთავში ხმაურიანი ,,რაზბორკაგაიმართა, რომელსაცნაციონალებიდა რუსთაველებიც ესწრებოდნენ. წყაროს ვერსიით, საუბარი იმ თანხას შეეხებოდა, რომელიცნაციონალებმაეროსის თითქოს თვითმმართველობის არჩევნების წინ მისცეს. ამაზე რამე გსმენიათ?

- ასეთ ,,რაზბორკაზე” ინფორმაციას არ ვფლობ... ეროსი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, თუ ფული ისესხა, ბუნებრივია, ეს თანხა უნდა დაებრუნებინა. თუ სხვისი ფინანსებით სარგებლობდა, გამოდის, რომ არჩევნებში ვიღაცის ინტერესების გასატარებლად შევიდა? ასეთ პირობებში პირადად მე, არ დავუშვებდი, ვინმეს ვალი მქონოდა. მთლიანობაში ვთვლი, რომ ეს ჭორია და მსგავსი არაფერი ყოფილა.

- გია ხევიაშვილი თუ დაიკითხა? ის პირველი იყო, ვინც გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში ნახა.

- არა მხოლოდ გია, არამედ, საარჩევნო შტაბის სხვა წევრებიც. მათი ნაამბობიდან, იმ დღეს ეროსი საარჩევნო პროცესში მონაწილეთა მიმართ ჰონორარის სახით დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების მთლიანად დაფარვას აპირებდა. საარჩევნოდ საჭირო თანხა ეროსის ჰქონდა, ეს ოჯახის ფული იყო, აქედან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელია მოსაზრება, რომ მისი საარჩევნო კამპანია ვინმემ დააფინანსა. ვიცი, რომ ოჯახის ფული იყო, შესაძლოა, ამიტომაც გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მანქანაში ფული იდო.

- ქალბატონმა იამ არაფერი იცის? E

- ქალბატონი ია წინა ღამეს ჩამოვიდა ბათუმიდან, მას ეროსის მხრიდან თუ ექნებოდა რამე ინფორმაცია, მაგრამ დეტალური არ იქნებოდა.

- რას ფიქრობს ზურა კიწმარიშვილი: რა, ან ვინ გახდა ეროსი კიწმარიშვილის ტრაგედიის მიზეზი?

- არ მინდა, თვითმკვლელობის ვერსიებზე საუბარი, ამაზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრებ, როცა დამადასტურებელი საბუთი მექნება, აქედან გამომდინარე, ახლა აქტუალურია ვერსია: ვინ, რატომ დაგეგმა, მოამზადა და განახორციელა დანაშაული? ეროსის ჰქონდა რთული პერიოდი, რაც მედიასაქმიანობას უკავშირდებოდა, მისი პერსონის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე რთულად მიდიოდა. ისტორიას რომ მივყვეთ: შევარდნაძის მმართველობის დრო, შემდეგ ,,ვარდების რევოლუცია”, რუსეთში ელჩობის ხანა და ბოლოს, ის გაურკვეველი პერიოდი, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ასპარეზზე - ვერ გაიგო, რატომ იყო ოპოზიცია, სად იყო და საერთოდ, რატომ იყო. ყველა ამ ეტაპზე მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონფლიქტი. იგი არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, მისი პარტიული ბიოგრაფია მხოლოდ იმ ეპიზოდს მოიცავს, როცა ,,ქართული პარტიის” დამფუძნებელი გახდა.

- ეროსი ,,ნაციონალური მოძრაობისწევრი არ ყოფილა?

- არასოდეს. იგი სახელმწიფო მოხელე იყო, მაგრამ პარტიაში ყოფნა არასოდეს დაფიქსირებულა. მთელი სირთულეები თავს იქ იყრიდა, სადაც სამოქმედო სტრატეგია ჰქონდა. ამ გადასახედიდან, იგი ერეოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ იყო მოწიფული პოლიტიკოსის პოზიცია, დაპირისპირებას არავისთან ერიდებოდა. ზოგჯერ პერსონებთანაც ჰქონდა შეჯახება. ივანიშვილი გამოჩნდა სარბიელზე და ისიც მისი პოლიტიკური ოპონენტი გახდა.

- ტელეკომპანია ,,მაესტროსგამო დაპირისპირებას გულისხმობთ?

- თუნდაც, იქაც სერიოზული დაპირისპირება მოხდა, არ ვაფასებ მოვლენებს, ვინ მართალია, ვინ - მტყუანი, უბრალოდ, ვაფიქსირებ - ნებისმიერი მიმართულების პოლიტიკურ ძალასთან მას მკვერთი ხაზგადასმული ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც  დაპირისპირებებსა და დიდ მტრობებში ასახულა, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ ბოლო პერიოდზე, ასპარეზზე გამოვიდა და ბევრ ადამიანთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მოსინჯა. ვერ გეტყვით, რატომ დაიბლოკა მისი აქტივობები, ან ამ მომენტში ვის არ სჭირდებოდა მისი პოლიტიკური გააქტიურება - რუსეთს თუ აშშ-ს?

- მოდით, ვერსიებს დავუბრუნდეთ. ტრაგედიის მიზეზი შეიძლება, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” გამხდარიყო?

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეროსის მოლოდინი ჰქონდა, რომ მისი პერსონა, სტრატეგიული ხედვებით, საინტერესო იქნებოდა. როცა მეორე მხრიდან ამ საკითხზე მზაობა ვერ დაინახა, ყველა თამაშიდან გავიდა. ცხრა თვის განმავლობაში, არ აქტიურობდა. სამაგიეროდ, გააქტიურდნენ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის სხვა დამფუძნებლები, ეროსი მათ აკვირდებოდა, ვიღაც-ვიღაცას ედავებოდა და არ თმობდა, ეროსის გამოჩენა მესამე ძალის გამოჩენას ნიშნავდა. იგი ნიშნისმოგებითაც ფიქრობდა: ერთი, ვნახავ, უჩემოდ რას იზამენო. ჩემთან უთქვამს, 2009 წელს დავიწყე ტელეკომპანიის დაბრუნების საქმე და კედელთან აღმოვჩნდი, თუ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობ, ტელეკომპანია პატრონს დაუბრუნდება, თუ გადაწყდება კარგია, თუ არადა, ვიჯდები ჩემთვის და თავად მომაკითხავენო, თუმცა ,,მაესტროს” მოვლენების დროს, სხვანაირად აქტიურობდა: ამხილა, თითქოს ნიღაბი ჩამოხსნა ხელისუფლებას, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დროშით მოვიდა. ეროსი დაზარალდა მატერიალურად, ფინანსურად, მოხდა ის, რომ სამაუწყებლო კომპანია ,,მაესტრო” აღმოჩნდა პოლიტიზირებული და მართული. საკმაოდ მტკივნეულად, ღია დაპირისპირებაში აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილთან. ეროსი ელოდებოდა, რომ ,,რუსთავი 2”-ის საკითხზე ,,ხელების გადაგრეხვა” წავიდოდა. A

- რატომ?

- რახან ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა. ასეთი მაღალი რეიტინგის არხი შეიძლება, ნებისმიერ დროს ნებისმიერმა ძალამ რევოლუციური მოვლენებისთვის გამოიყენოს. ეროსის უნდოდა, ტელეკომპანია საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაეკეთებინა, პოლიტიკური ტემპერატურა დაეგდო, ანუ იგი აღარ ყოფილიყო იარაღი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის.Aამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ,,რუსთავი 2”-ის წილების საკითხში ეროსი ვინმესთვის ხელისშემშლელი იყო.

- თუმცა, ტელეკომპანია ,,იმედიკანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.

- ეს არაფერს ცვლის, შეიძლება, ბევრი სამართლიანი საქმე კეთდება, არ ვიცი, ვის რა, როგორ და რის სანაცვლოდ დაუბრუნდა - ეს ქვეტექსტებია, მაგრამ ეროსის ჰქონდა განცდა, რომ ,,მაესტროს” საქმეში  ,,გადააგდეს”. E

- ვინ ,,გადააგდო”?

- ეს ის ძალა იყო, რომელიც სათავეში მოდიოდა. D

- ვისია დღეს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”?

- ძმები ყარამანიშვილებისა და სხვების.

- ქიბარ ხალვაში?

- ქიბარი დღეს არ ფიგურირებს, ერთი პერიოდი მას ეკუთვნოდა საკონტროლო პაკეტი.

- ქიბარ ხალვაშს ნათქვამი აქვს, რომ ტელეკომპანია არც უყიდია და არც გაუყიდია, ეს მხოლოდ ფორმალობა იყო.

- ამიტომ უნდა შედგეს სასამართლო, სადაც ყველაფერი გაირკვევა.

- მიუხედავად იმისა, რომ ეროსი ,,ვარდების რევოლუციისიდეოლოგად ითვლებოდა, ,,ნაციონალებმაცრამდენიმეჯერ ,,გადააგდეს”.

- ამ მსჯელობაში ვერ გამოგყვებით, რადგან ,,ნაციონალების” არც ძველ, არც ახალ სახეებთან კავშირი არ მაქვს. არ ვიცი, იქ რა ხდებოდა. არ ვიცი, ვის დაუპირისპირდა... ასეთი იყო მისი ცხოვრება.

- იქნებ, ხელს ,,ნაციონალებსიმით უშლიდა, რომ ბევრი იცოდა?

- თუ ბევრი იცოდა და ვინმესთვის ზიანის მიყენება შეეძლო, გასაკეთებელს მანამდე გააკეთებდნენ.

- მალხაზ გულაშვილის აზრით, ტრაგედია შესაძლოა, გადაზიდვების ბიზნესს უკავშირდებოდეს...

- ეს გულაშვილის თეორიაა, ვისაც უნდა დაიჯერებს, ვისაც უნდა - არა. მეცUუამრავი შეკითხვის დასმა შემიძლია. რას ნიშნავს, ურთიერთობა გადაზიდვების კომპანიებთან ჰქონდა? წარმოდგენაც არ მაქვს, საიდან უნდა ჰქონოდა კავშირი. ყურით მოთრეული ვერსია მგონია. ძალიან უსიამოვნოდ ვიღებ მსგავსი ტიპის მოსაზრებებს - მაფიოზები, ოლიგარქები... სად არის ანგარიშები, სადაც ფული ერიცხებოდა, თუ მისცეს, რა დამსახურებისთვის მისცეს?

- რომელიმე გადამზიდავ კომპანიაში იქნებ, აშშ-ში ცხოვრებისას საქმიანობდა?

- ეგ სხვა საკითხია და როცა მაფიოზურ სტრუქტურაში ნარკოკარტელებსა და იარაღით ვაჭრობაზე მიუთითებენ, ეს ჭუჭყიანი და შეურაცხმყოფელია! თუ ეროსის ბედთან ამას რამე კავშირი აქვს, მზად ვარ, ამ თემებზე დაინტერესებულ პიროვნებასთან ვისაუბრო კიდეც. როცა ამბობ, რომ პიროვნება ამ ბიზნესში იყო ჩართული, როგორც სახელმწიფო პირი და მედიატორი სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის, დამადასტურებელი ფაქტებიც უნდა გქონდეს, ან ვინმეს იცნობდე. მიმაჩნია, რომ ეს ე.წ. შეთქმულების თეორიაა.

- 2007 წელს, ეროსი კიწმარიშვილი აშშ-დან დაბრუნდა, სათავეში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას ჩაუდგა და წარმატებაც იზეიმა. სანაცვლოდ, ეროსიმ მიშას, თურმე, საკმაოდ გრძელი ,,თხოვნების არზაწარუდგინა...

- წარმოდგენა არ მაქვს, რა სიაზე ლაპარაკობთ. ეროსი საინტერესო ბუნების ადამიანი იყო - ერთდროულად პრაგმატული და იდეალისტიც. იმ გაზაფხულზე ელჩად წავიდა, თხოვნების არზა რას შეიცავდა?

- ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრის პოსტი, ფარმაცევტული ბიზნესის 12%, ,,საქართველოს რკინიგზა”, ,,საქართველოს ლატარიის კომპანია”, ნავთობბიზნესში შესვლა, უძრავი ქონება - თბილისის ,,ოფიცერთა სახლი”; შენობები ბათუმსა და თბილისში კაფე-ბარების გასახსნელად და სხვა.

- გარწმუნებთ, ასეთი ტიპის სტრატეგია ჩემთვის ცნობილი არაა. შთაბეჭდილება რჩება, რომ ცხრაწლიანი ეპოპეის განმავლობაში, ეროსიზე ჟურნალისტები და ვაიჟურნალისტები ყურით მოთრეულ ფაქტებს დებდნენ. ეროსი ეკონომიკის მინისტრობას არასოდეს მოინდომებდა - ისეთ რამეს არ შეეჭიდებოდა, რაც არ გამოსდიოდა. ეს სასაცილოა! თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ პასუხის გაცემა ასეთ რამეებზე მიწევს. არ მგონია, ბათუმში კაფე-ბარების მოთხოვნაზე მიშასგან უარი მიეღო. რა, გააკეთებინებდა იმ ბარებს და თავადაც ისიამოვნებდა. ბარების თემა ვერ გაიყვეს მიშამ და ეროსიმ? სისულელეა. რეალურად, ვნახეთ, რა წილებიც წაიღო სააკაშვილისგან. წლების განმავლობაში, ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებებისთვის კომფორტული გახდა ეროსიზე ფეხების შეწმენდა.

ერთს გავიხსენებ: გარდაცვალების შემდეგ, რჩეულიშვილთან ინტერვიუ  გამოქვეყნდა, რომელიც იხსენებდა, რომ თითქოს ეროსი, შევარდნაძის დროს, ,,რუსთავი 2”-ს მილიონ დოლარად ყიდდა. ნამდვილად ვიცი, რომ ეს ასე არ იყო. ეროსის პრობლემა ის იყო, რომ ხშირად საკუთარი თავის ამარა რჩებოდა.

- ბოლოს ვის ამარა იყო?

- არავის ამარა არ იყო... გია ხევიაშვილსა და მალხაზ გვაზავასთან ერთად წამოიწყო საარჩევნო კამპანია რუსთავის მერობის კანდიდატის პოზიციაზე. მოდუნებულ, დაჭაობებულ ქვეყანაში ,,რუსთავი 2”-ს რომ ხსნიდა, ამბობდა, ვაკეთებ ტელევიზიას, რომელიც ცხოვრებას შეცვლისო. მან ეს გააკეთა და იგივე პატარა მოდელით ქალაქ რუსთავის გარდასახვას აპირებდა.

- ამბობთ, ხშირად მარტოობას გრძნობდაო. ქალბატონი ია მეუღლის გვერდით არ იყო?

- ია ჩართული იყო ბოლო პოლიტიკურ მოვლენებში ფინანსურადაც, ფიზიკურადაც. ამ ტრაგედიამ მასზე ყველაზე მძიმედ იმოქმედა, ფაქტიურად, არ ჰქონდა უნარი და შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულიყო - როგორც დიასახლისი და მეუღლე, შინ იჯდა, ორმოცამდე სახლიდან არ გასულა. პოლიციის მოსვლის მომენტები ცუდად მიიღო. ჩემი სახით, სანდო ადამიანი დაინახა. როცა ნახა, რომ ცხელი კვალი არ არის, ნელა მიდის გამოძიება, ჩათვალა, რომ მე გავყვები, ბოლოს, ისიც იტყვის თავის სათქმელს.

- მას აქვს ვერსია? Y

- ყოველ შემთხვევაში, თავის ეჭვებზე ჩემთან არ უსაუბრია.

- ეროსი რუსეთში ელჩი მეტად რთულ პერიოდში იყო, თუმცა როდის არ არის რუსეთთან ურთიერთობა მძიმე... ხომ არ შეიძლება, ტრაგედიის კვალი სპეცსამსახურებთან მივიდეს?

- რატომაც არა?!

- და რატომ?

- ახლა, რუსეთი ჩვენთვის დიდი პოლიტიკაა, რომელიც ქართულ პოლიტიკაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. რახან ასეა, ვთვლი, შეიძლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ კვალი იქაც მიდიოდეს.

- ეროსიმ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემსწავლელ კომისიაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა - ომის დაწყებაში საქართველოს მხარე დაადანაშაულა და ამით ,,ნაციონალური მოძრაობაგაამწარა...

- კი, იყო ვნებათაღელვა და დაპირისპირება გივი თარგამაძესა და სხვებთან. შესაძლოა, ისეთი რამეები იცოდა, რაც რუსეთს არ აწყობდა. მაინც, ყველაფერი ეს ვარაუდებია და არგუმენტებით არაა გამყარებული...

- ტრაგედიის უნებლიე მოწმეები არიან?

- იქ არავინ ყოფილა, კიბეზე რომ ჩადიოდა, დამლაგებელი ქალი შეხვდა, მიესალმა, მოიკითხა.

- იარაღი მაყუჩიანი იყო?

- არა. ვინმეს არც გასროლის ხმა გაუგია.

- ეს ის იარაღია, რომელიც თქვენთვის იყიდა?

- იარაღს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ეს ნამდვილად ის იარაღია.

- ხომ არ ჰქონდა კონფლიქტი ახლობელთან?

- ???

- მაგალითად, მეუღლესთან?

- არა, არ შეიძლება ყოფილიყო. არ ვაპირებ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას.

- კარგი...

- მოტივირებული ვარ, ჩემი ძმის საქმე არ შეუერთდეს საქართველოში ბოლო ათწლეულში მომხდარ გახმაურებულ და გამოუძიებელ  მკვლელობათა სიას...