შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თამაზ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის, პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). დეტექტივი: გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ერთი პირი დავაკავეთ, რომლის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.