მედვედევმა საქართველო გაიხსენა

მედვედევმა საქართველო გაიხსენა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას საქართველო-რუსეთის ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "საქართველოსთვის მშვიდობის იძულების მსგავს ოპერაციას რუსეთი უახლოესი ათწლეულების განმავლობაში აღარ ჩაატარებს".

მისი თქმით, მისთვის 2008 წლის აგვისტო დიდი გამოცდა იყო და მომავალში მას ან დაადანაშაულებენ, ან მადლობას გადაუხდიან.

2008 წლის მოვლენებისგან გაკვეთილი ყველამ მიიღო და დადასტურდა, რომ რუსეთს ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს.

მედვედევმა ისიც აღნიშნა, რომ თავის მომხრეებს იმედს არ გაუცრუებს და პოლიტიკაში დარჩება. რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მის რეიტინგს აღემატება.