შსს-მ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან ერთ საათში დააკავა

შსს-მ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან ერთ საათში დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1984 წელს დაბადებული გიორგი დ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 იანვარს, ღამის საათებში ცივი იარაღით შეიარაღებული ერთი პირი გორში, სულხან-საბას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ოქროს ნივთები, ძვირად ღირებული საათი და 20 ლარი გასტაცა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს და გატაცებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).