ახალგაზრდა ევრაზიელი ზომბები და პუტინის საიდუმლო დოქტრინა

ახალგაზრდა ევრაზიელი ზომბები და პუტინის საიდუმლო დოქტრინა

რა ვიცით ევრაზიაზე: როგორია, რა მიზნები აქვს, როგორი უნდა იყოს ევრაზიელი მოქალაქე, რა ფასეულობები უნდა ჰქონდეს ევრაზიის საზოგადოებას? - ყველა ამ შეკითხვის პასუხს ნახავთ პროგრამაში, რომელიც ევრაზიული კავშირის ახალგაზრდებისთვისაა.

ამერიკელი მტერი

 

ამერიკელები აშენებენ თავიანთ მსოფლიო იმპერიას, სადაც ჩვენი ადგილი არ არის. იქ არ აქვს ადგილი არც დიდ ევროპას და არც - თავისუფალ აზიას. არ აქვთ ადგილი რუსებს, გერმანელებს, ფრანგებს, თურქებს, ჩინელებს. ეს არის ახალი კართაგენის იმპერია, სადაც მეფობს მკვლელი მოლოქი (წარმართი ღმერთი, რომელსაც ბავშვებს წირავდნენ), პროცენტული მონობა, პლუტოკრატია, სპეკულატური კაპიტალის აბსოლუტური ძალაუფლება, დაცემისა და ლპობის დოგმატიკა, მოგების და გადაგვარების საზიზღარი მორალი.

ჩვენ გვართმევენ წარსულს და მომავალს. ჩვენ ზამბარასავით მოხრილები ვართ და უნდათ, რომ ძირფესვიანად ამოგვთხარონ მიწიდან.

ვეღარავის ვენდობით: ხელისუფლება დაბნეული და სუსტია. მტერი ძლიერი და მზაკვარია.

დღეს გლობალიზაციის რბილი სტრატეგიის ქვეშ იხრწნება არა მხოლოდ ევრაზიის, არამედ, მთელი მსოფლიოს სული.

ასე არ გამოვა! ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ გავხდეთ ბოლო ბასტიონი და თუ ჩვენ არა, მაშინ - არავინ.

ევრაზიის ახალგაზრდობა ბოლო იმედია.

ჩვენ, ევრაზიის ახალგაზრდობა ქვეყნის, კონტინენტის ფინალური იმედი ვართ! საერთაშორისო მობილიზაცია გამოცხადებულია და ფსონი სამშობლოს თავისუფლებასა და თვით დიადი რუსეთის არსებობაზეა დადებული.

მტერი მჭიდროდ უახლოვდება ჩვენს საზღვრებს. მტრები არიან გარეთ და მტრები არიან შიგნით!

გარეშე მტერი რომ მოვიგერიოთ, ჯერ შინაურ მტრებს უნდა გავუსწორდეთ. შინაური მტრები არიან: აშშ-ის მომხრეები, გლობალისტები, ქურდები, იდიოტი ჩინოვნიკები, ტელევიზიის დაცემული თანამშრომლები, მძინარე ობივატელები და ყველა მასტის კომფორმისტები. ესაა გარეშე მტრის რეზიდენტურა და სწორედ ეს ხალხი არ აძლევს საშუალებას ჩვენს ქვეყანას, ძალა მოიკრიბოს და ბოლო და გამანადგურებელი ბრძოლა აჩვენოს.

დიადი დასუფთავება

 

ჩვენ მოვედით, რათა გამოვაცხადოთ დიადი დასუფთავება.

ჩვენი მიზანია, შევქნათ ახალი არმია - ევრაზიის არმია.

ჩვენ მზად ვართ ევრაზიული რევოლუციის მოსახდენად.

ჩვენ ევრაზიის რევოლუციის შემომქმედნი ვართ.

ჩვენ ნებისა და ელვის მატარებელნი ვართ, ჩვენ მატერიკის უძველესი ხალხების შვილები ვართ - სლავების, არიელების, თურქების, ფინელების, მონღოლების, პალეოაზიატების, კავკასიელების.

ჩვენ განაჩენი გამოგვიტანეს “მსოფლიო მაკდონალდის” არქიტექტორებმა, ჩვენი წმინდა მიწები და ჭალები, ტაძრები და ქალაქები უკვე ნაყიდი და გაგირავებულია.

ჩვენ აღარ გვაქვს მომავალი, ჩვენ ახალი ბატონების - “ოქროს მილიარდის”, რბილ კონცლაგერში გველის მონობა.

ჩვენ უნდა აღვსდგეთ, ჩვენ ვდგებით და საკუთარ ხელში ვიღებთ ძალაუფლებას და საკუთარ ბედს.

მკვდრები და რევოლუცია

 

ჩვენ სისხლში ჩვენი მიცვალებულების სისხლია გაზავებული, მათი, ვინც უძველეს იმპერიებს ქმნიდნენ, მათი, ვინც არ ინდობდნენ საკუთარ თავს და არც სხვას - დიადი მიზნის მისაღწევად.

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ წითელი სისხლის ოკეანეები ტყუილუბრალოდ დაიღვარა და უფრო გონივრული იქნება, თუ მცოცავებივით მუცელზე გართხმულები მყუდროდ მოვკალათდებით. ეს რებტილიების არჩევანია. ჩვენი არჩევანია ვერტიკალური სვლა დიადი ნებით და თავადურად.

ჩვენი არჩევანია ევრაზიული რევოლუცია. ჩვენი სვე-ბედი მეწამული განთიადია. ჩვენი ბედი გონებისა და ნების წმინდა კავშირი და შთაგონებული სხეულის დღესასწაულია.

გამოიღვიძეთ, ძლიერო და თავისუფალო მეომრებო, თქვენ შეგიძლიათ, სამშობლოს შთამომავლობა მისცეთ. მხოლოდ ძლიერი, ჯანმრთელი, საკუთარ თავსა და თავის სამშობლოში დარწმუნებული ქალები მოაწოვებენ ძუძუს თაობას!

მრავალრიცხოვან, მაძღარ და დაუდეგარ თაობას ექნება ძალა, აღადგინოს პლანეტარული ძალაუფლება.

ჩვენი მიზანი რევოლუციაა

 

ჩვენი მიზანი ევრაზიული იმპერიაა. მასში თავის ადგილს იპოვიან ხალხები და კულტურები, მაგრამ იმპერიის მმართველები მხოლოდ ყველაზე ბრძენნი და ძლიერნი გახდებიან და მათი შერჩევა დაუნდობლად მოხდება.

ჩვენი ეთიკაა - სიკვდილი ჯობია სირცხვილს. თუ არ შეგიძლია, იყო ძლიერი, მაშინ საერთოდ არ უნდა იყო!

ჩვენი სტილი ფესვების ერთგულებაა, რომ მომავალში, მყარ ფესვებზე თავხედურად ამოზრდილი ყლორტები აკრძალულ მხარეებს მოედოს და წინაპრების განძი დაიბრუნოს.

ჩვენ ვუღალატებთ წარსულის დიდ გმირებს, ევრაზიის დიადი იმპერიამშენებლებს, თუ მათზე უფრო ძლიერ და დიად იმპერიას არ შევქმნით.

და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი იმპერიის საზღვრები ოკეანიდან ოკეანემდე იქნება, ჩვენი მიცვალებულების თვალებზე გამოისახება მშვიდი, გამჭვირვალე სინათლის ჯვარი და იტყვიან: მათ, ჩვენმა შთამომავლებმა, გააკეთეს ეს! წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვდრები არ მოგვასვენებენ.

 

საუკეთესო წილი

ჩვენ სხვა წილი და სხვა გზა გვერგო - ჭაბუკთა გზა ევრაზიულ რევოლუციაში.

ევრაზიის რევოლუცია სიცოცხლის აზრს მოგცემთ. თქვენ მიიღებთ ყოფის (არსებობის) მანდატს, შინაარსს, პერსპექტივას, ღირსეულ ქორწინებას. მსგავსი მსგავსს იზიდავს და ევრაზიულ ზონებში ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ საუკეთესოსა და ყველაზე აუცილებელზე.

ჩვენ გასწავლით ჭეშმარიტებას, გაქცევთ ჭკვიანებად, ძლიერებად და ლამაზებად.

გაჩვენებთ ადგილს რჩეულთა შორის, ვუზრუნველვყოფთ ზემოთ მიმავალ გზას.

ქვეყანას ახალი ადამიანები სჭირდება, ახალი კადრები, ახალი ბავშვები, ახალი ძალები, მხიარულები და დაუნდობლები.

ეს არის ევრაზიული რევოლუციის ესკადრონი. მათთვის ჩვენ ვაცხადებთ ევრაზიულ გაწვევას “ევრაზიის ახალგაზრდულ კავშირ”-ში.

P.S. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ამ მანიფესტის წაკითხვის შემდეგ, ან ჰომერული ხარხარი უნდა აგიტყდეს, ან უნდა დაიზაფრო, ან ორივე ერთად.

ამ პროგრამის გარდა, არსებობს ვრცელი კატეხიზმო ახალგაზრდებისთვის, რომელიც ადამიანს ზომბად გადააქცევს. “ევრაზიის ახალგაზრდული კავშირისდევიზია - “დიდება იმპერიას! რუსო ადექი!” იდეოლოგია - “ტრადიციონალიზმი, ნაციონალ-ბოლშევიზმი, კონსერვატორული რევოლუცია”. პარტიული გაზეთი - “Евразийское вторжение(ევრაზიული შემოჭრა).

დღევანდელი მდგომარეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან: ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია.

ევრაზიის ახალგაზრდული კავშირისწევრი (სულ 12 სუბიექტი) საქართველოდანერეკლე მეორეს საზოგადოებაა  (www.rossia3.ru).