მე, ნაციონალური მოძრაობის წევრობის კანდიდატი, წევრად არჩევის შემთხვევაში, ვდებ საზეიმო ფიცს, რომ:
1. პრეზიდენტი მაგარია. დავდგები მის გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში, თანამდებობის მისაღებად.
2. დავთანხმდები ნებისმიერ შემოთავაზებულ თანამდებობას, თუნდაც ამ სამსახურის არა გამეგებოდეს რა.
3. ვილაპარაკებ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე სიმართლეს არ შეესაბამება.
4. მზად ვარ, პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავიდე ოპოზიციაში, მოვევლინო მათ ერთ-ერთ ლიდერად და გადამწყვეტ სიტუაციაში ისევ უკან დავბრუნდე.
5. პრეზიდენტის და პარტიის დასაცავად, მზად ვარ, უკმაყოფილო ხალხის შეკრების შემთხვევაში, აღვიჭურვო წყლის პარკებით, კისტის თოფით და სხვა საშუალებებით და გამოვიყენო ისინი სამშობლოს დასაცავად.
6. თუ ზემდგომი ორგანოები დამდებენ პატივს და ჩამსვამენ რომელიმე ბიზნესის წილში, მზად ვარ, პირად კეთილდღეობასთან ერთად აღნიშნული წილი მოვახმარო არჩევნებს, ოპოზიციონერთა მოსყიდვას და ასევე ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს.
7. არჩევნების წინ, ქუჩაში მოსახლეობის გამოკითხვის დროს, მზად ვარ დავდგე `რუსთავი 2"-ის კამერის წინ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და ვილაპარაკო ხელისუფლების წარმატებებზე.
8. ჩემი პარლამენტის დეპუტატად გაყვანის შემთხვევაში, მზად ვარ, ოთხი წლის განმავლობაში ვიჯდე მდუმარედ და ხმა მივცე უმრავლესობის მიერ შემოტანილ ნებისმიერ კანონპროექტს, თუნდაც ეს კანონპროექტი წაკითხული არ მქონდეს.
9. პიარის საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, გადავიცვა ზეინკალ-შემდუღებლის ფორმა (მიუხედავად იმისა, რომელ თანამდებობაზე ვიქნები) და შევასრულო პრესკონფერენციის ფონის ფუნქცია.
10. თუ ამ პუნქტებიდან რომელიმეს დარღვევა გადავწყვიტე, მზად ვარ, წავიკითხო ამ ფიცის პირველი პუნქტი.