დავაქორწინეთ, მაააშ!

დავაქორწინეთ, მაააშ!

უფლისწულ უილიამისა და ქეით მიდლტონის 29 აპრილს დანიშნული ქორწილის მოლოდინში ინგლისში ახალი წელი აღარ ახსოვთ: თვალის დახამხამებაში იყიდება.

ქორწილისადმი მიძღვნილი ათასნაირი სუვენირი, ქეითის საქორწინო ბეჭდის ასლის ჩათვლით.

იქაურმა "სიკო-ნიკომ" კი წყვილი უკვე დააქორწინა: სულ მალე გასაყიდად გამოვა საკოლექციო თოჯინების კომპლექტი - "სამეფო ოჯახის ქორწილი", რომელზეც შეკვეთების უზარმაზარი რიგია.

კომპოზიცია კი შემდეგი ფიგურებისგან შედგება: დედოფალი ელისაბედ II და მისი მეუღლე პრინცი ფილიპი, ორი სამეფო გვარდიელი, კორგის ჯიშის ძაღლი და ბედნიერი წყვილი ეტლში, რომელიც საზოგადოებას ესალმება.