სამხედრო პოლიციის სპეციალიზაციის კურსის გამოშვება (ვიდეო)

სამხედრო პოლიციის სპეციალიზაციის კურსის გამოშვება (ვიდეო)

დღეს, სამხედრო პოლიციის სპეციალიზაციის კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

სამხედრო პოლიციელებს სასწავლო პროცესის დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს და  კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს.

კურსდამთავრებულმა სამხედრო პოლიციელებმა მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გამართეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, დასახლებული პუნქტის ერთ-ერთ შენობაში მტრულად განწყობილი ძალაა გამაგრებული. სამხედრო პოლიციელების ორგანიზებით ტარდება კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია, რომლის მოწინააღმდეგის გაუვნებელყოფა.

კურსი  4 კვირის   განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დასავლეთ და აღმოსავლეთ სამმართველოების 35 სამხედრო პოლიციელი იღებდა მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მსმენელებმა სამხედრო ტოპოგრაფია, საერთო საჯარისო ტაქტიკა, პირველადი სამედიცინო დახმარება, საინჟინრო მომზადება, კორდონი და ჩხრეკის ოპერაციები, სამწყობრო მომზადება, საერთო საჯარისო წესდებები და დისციპლინარული საქმისწარმოების პროცედურები შეისწავლეს. ასევე, ჩატარდა საბრძოლო სროლები საშტატო იარაღიდან “მ4”-ის ტიპის ავტომატური შაშხანით და პისტოლეტ “იერიქოდან”.

კურსდამთავრებული სამხედრო პოლიციელები სამსახურს საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ.