სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია. თავად განსაჯეთ: ერთ დღეში კარგავ ყველაფერს და ყველაფერი ეს ერთი სიტყვით გამოიხატება _ თავისუფლება. ირგვლივ ახლობელი ადამიანები აღარ არიან, შენ არ წყვეტ, როდის დაიძინო, გაიღვიძო, ჭამო... ციხისგან განსხვავებით, სადაც წინა ხელისუფლების დროს სასტიკი რეჟიმი იყო და სიგიჟემდე ნაბიჯი გაშორებდა, ზონაზე შედარებით მეტი თავისუფლებაა, იქ გარეთ მაინც გადიხარ, სუფთა ჰაერს ყლაპავ, მთლიან ცას ხედავ და არა _ გისოსებიდან დანახულ დაკლეტკილ სამყაროს. სამაგიეროდ, ზონაზე ან თავად უნდა იყო შენი თავის პატრონი, ან სხვა უნდა გპატრონობდეს, თორემ კრიმინალური სამყარო ჩაგყლაპავს და მოგინელებს. ყველაფერ ამას ვიღაც უძლებს, ვიღაც _ ვერა და არეული ტვინი ათას სისულელეზე ფიქრობს.
რუსთავის #17 დაწესებულებას მეორე დღე იყო, ახალი მაყურებელი ჰყავდა. ნომერ მეორე საკანში მთელი ზონის ბლატატა იყო შეკრებილი და ჩაის წრუპავ-და, ახალ მაყურებელს ხოტბას ასხამდა და ულოცავდა. იქვე იყო პატიმარი #0578, რომელიც ოდნავ დამცინავი ღიმილით ათვალიერებდა ე.წ. კაიბიჭებს და პერიოდულად მაყურებელს თვალს უკრავდა. ის სიცილს ძლივს იკავებდა და ბავ-შვობის მეგობარს უხმოდ ტუქსავდა. ამ დროს საკანში ე.წ. კაზიოლების მაყურე-ბელი, მეტსახელად ,,თაგვია' შემოვიდა.
,,შარში ვართ. ერთ-ერთმა ,,კაზიოლმა' გარეკა, არ ვიცი, რა ვქნა, თქვენი დახ-მარება მჭირდება', - ერთი ამოსუნთქვით თქვა ,,თაგვიამ'.
,,შენ, მერე, ბრიგადირად და მთავარ კაზიოლად იმიტომ ხარ, რომ მასეთი ამბე-ბი მოაგვარო და ყველა პრობლემაზე აქ არ ირბინო. გასაგებია, ბიჭო?!' - შეუტია ქუთაისის რეგიონის მაყურებელმა.
,,მომისმინეთ, არ მინდა იმის შეხსენება დღეში ათჯერ, რომ კაზიოლების ბრი-გადირი ვარ. ეს ისედაც ვიცი. რაც შეეხება პრობლემას, ერთ-ერთმა კაზიოლმა გუშინ ფეხები გაიპარსა, ტანიც გაიპარსა და გამოაცხადა, ნათია დამიძახეთო. ეს, იცით, რას ნიშნავს? - გარეკა ტიპმა და ორი ვარიანტია, ან რამე უნდა მოვიფიქ-როთ და ისევ ჩემს კამერაში დავტოვოთ, ან საქათმეში უნდა გავუშვათ. საქათმეში კი მაყურებლის გარეშე ვერავის გავუშვებ', - გააგრძელა ,,თაგვიამ'.
,,დაუძახე, აქ მოვიდეს, დაველაპარაკები', - თქვა ზონის მაყურებელმა.
,,მინდოდა, მომეყვანა, მაგრამ უარს ამბობს. კამერიდანაც გამექცა, ახლა ოფიც-რების ოთახთან დგას და ეხვეწება, ნათია ვარ, საქათმეში წამიყვანეთო, ისინი კი-დევ შენს ვერდიქტს ელიან', - უთხრა ,,თაგვიამ'.
,,უნდა საქათმეში და წავიდეს. რომ დაუმსგავსებენ ერთ ადგილს გამოლაგებულ ზალას, მერე მიხვდება, სად მოხვდა', - გაეღიმა ერთ-ერთ კაიბიჭს.
,,ასე მარტივად საქათმეში კაცს ვერ გავუშვებ. გარეკილი აქვს, აშკარაა. უნდა დაველაპარაკოთ. შენ წამომყევი, თუ მე არ დამიჯერებს, შენ დაელაპარაკები. სენ-ტიმენტალური ბაზარი და მაღალფარდოვანი სიტყვები მე არ შემიძლია', - უთხრა მაყურებელმა #0578-ს და ,,თაგვიასთან' ერთად ორივე კამერიდან გავიდა.
,,ხომ მაგარი სიტყვა დავამუღამე?! - სენტიმენტალური ბაზარი. წინა დღეს მაია ასათიანს წამოსცდა თავის შოუში და იქიდან ავიღე', - გაეღიმა მაყურებელს.
,,და იცი, რას ნიშნავს?!' - ღიმილით ჰკითხა #0578-მა.
,,უცხო სიტყვათა ლექსიკონში როგორ არის, იცი? გონებას კი არა, გრძნობას ენიჭება უპირატესობაო. ჰოდა, სად მაქვს გრძნობა. ისე, შეხედე, ნორმალურ ტიპს ჰგავს და რამ გაარეკინა?!' - მაყურებელმა #0578 ოფიცრების ოთახთან მდგარი ბიჭისკენ გაახედა.
ოფიცრების ოთახთან საშუალოზე დაბალი, შავგვრემანი ბიჭი იდგა, რომელმაც მაყურებლის დანახვისთანავე პირი ოფიცრების ოთახისკენ იბრუნა და ხმამაღლა დაიძახა: ,,წამიყვანეთ, წამიყვანეთ-მეთქი'.
,,რა ჰქვია?!' - ,,თაგვიას' ჰკითხა მაყურებელმა, მერე კი ბიჭს მიუბრუნდა, - ,,ვასო, წამოდი ჩემთან, კამერაში, საქმე მაქვს'.
,,მე ნათია მქვია და უცხო ადამიანებს არ ველაპარაკები', - ჩუმად თქვა ბიჭმა.
,,კარგი, ჩემთან ვილაპარაკოთ, იქ გავარკვიოთ, რა მოხდა, საქათმეში წასვლას ყოველთვის მოასწრებ', - დაუყვავა მაყურებელმა, მაგრამ ვასომ კატეგორიული უარი თქვა და ისევ ოფიცრების მხარეს გაიწია.
,,ვინმე გაუშვი ექიმებთან, დამაწყნარებელი მოიტანონ, ამას მე მივხედავ. ის დამპალი ნარკომანი რომ არის, ლაშა, ეგ ჩემთან ამოიყვანე, კამერაში, ყველაზე სწრაფად და უმტკივნეულოდ ეგ შედის ვენაში', - გადაულაპარაკა #0578-მა მაყუ-რებელს, მერე კი, ყველასთვის მოულოდნელად, მაყურებელს ხელი კრა და იყვი-რა: ,,არ გესმის, შენ რომ არ მოგყვება ნათია. წადი და შენს საქმეს მიხედე. ჩემ-თან წამოდი, ამათ არ ენდო', - მიუბრუნდა #0578 ვასო-ნათიას, ხელკავი გამოს-დო, თუმცა ბიჭი გაურჩდა.
,,შენ რა გინდა?!'
,,არაფერი. სანამ დილის სმენა არ შეიცვლება, შენი პატრონი კაცი არ არის, საქათმეშიც არავინ წაგიყვანს. ორი საათი აქ ხომ არ იდგები?! ჩემთან ავიდეთ, კამერაში, ჩაი დავლიოთ. მერე სმენა შეიცვლება, მეც ჩამოგყვები და გაგაცილებ იმ შენს საოცნებო საქათმემდე, თან ,,თაგვიამ' მითხრა, ფეხები გაიპარსაო და მა-ინტერესებს, როგორ გაქვს, აქ ხომ არ დაიწყებ გახდას', - გაუღიმა #0578-მა.
ვასო-ნათია კამერისკენ ფრთხილი ნაბიჯით გაჰყვა. კაზიოლის კამერაში შეყვა-ნას #0578-ის თანასაკნელები პირდაღებულები შეხვდნენ. პატიმარმა ერთი შეუბ-ღვირა და ვასო-ნათია თავის ნარზე ჩამოსვა, ჩაი მოუდუღა, ვაფლი შესთავაზა და ამ დროს კარში თვალი ჰკიდა მაყურებელს, რომელსაც ერთ ხელში შპრიცი ეჭი-რა, მეორეში - მკლავზე გადასაჭერი ზონარი, გვერდით კი ზონაზე ყველაზე ცნო-ბილი ნარკომანი ლაშა ედგა. რამდენიმე წამში #0578 ვასო-ნათიას ეცა და ნარზე დააგდო, მაყურებელი და კიდევ რამდენიმე ბიჭი კამერაში მაშინვე შემოცვივდნენ, ვასო-ნათიას ხელი გაუკავეს და ლაშამ წამებში შეუშხაპუნა დამაწყნარებელი ვე-ნაში. ბიჭი მოეშვა და ცოტა ხნის შემდეგ დაიძინა.
,,ახლა ეს თავის კამერაში ჩაათრიე, აზრზე მოსვლას რომ დაიწყებს, წყალში გახსნილი აზალეპტინი დაალევინეთ, ისევ რომ გაითიშოს და ასე, მინიმუმ, სამი დღე. საჭმელს ვერ შეჭამს, მაგრამ არ მოკვდება. ჯობია, სამი დღე იშიმშილოს, ვიდრე მთელი ცხოვრება ტრაკიდან გააძღონ', - უთხრა მაყურებელმა ,,თაგვიას' და ვასო-ნათია ათ წუთში წაიყვანეს.
ცოტა ხნის შემდეგ, ,,თაგვია' #0578-ის კამერაში აბრუნდა, ნარზე ჩამოჯდა და პატიმარს ჩუმად უთხრა: ,,რჩევა მჭირდება შენი'.
,,გადამრევ შენ. როგორც ვიცი, ქურდობა გინდოდა, ზედმეტად დიდი ავტორიტე-ტიც კი გქონდა, მერე რაღაც შეგეშალა და კაზლიატნიკში გაგიშვეს. ეჭვი მაქვს, ეგ შრამი, ლოყაზე რომ გაქვს, იმ შეცდომის ბრალია და ჩემგან რა რჩევა უნდა გინდოდეს ქურდისტოლა კაცს?!' - გაეღიმა #0578-ს.
,,არ მეხუმრება, მართლა რჩევა მინდა', - მოიღუშა ,,თაგვია'.
,,ერთი პირობით - შენ დეტალებში მომიყვები, რა შეგეშალა, რა მოხდა, რო-გორ მოხდა, მე კიდევ, რასაც მკითხავ, შევეცდები, პრადვინუტი რჩევა მოგცე. აბა, დაიწყე', - უთხრა #0578-მა და მოსასმენად მოემზადა.
,,მოყოლას მაინც ვაპირებდი, ისე არაფერი გამოვა. მოკლედ, ზონის მაყურებე-ლი ვიყავი მეც. მაყურებელი კი არა, ვაზანზარებდი ზონას, თან ქურდების დროს. ახლა ქუთაისის რეგიონს ვინც უყურებს, კი იცი, მაგის ძმა ქურდია და მაშინ ზო-ნაზე იჯდა. როცა ეს მოიყვანეს, ჩემი ჩაჩოჩება გადაწყვიტეს და მიზეზის ძებნა დამიწყეს. ეს უნდოდათ ზონის მაყურებლად. ქურდული ,,მამაო ჩვენოსავით' ვიცი და ,,მამაო ჩვენო' კიდევ ძალიან კარგად ვიცი. მოკლედ, ეს კატა-თაგვობანა სამ თვეს გაგრძელდა. ერთ დღეს, ქურდებმა ობშიაკის რვეული მომთხოვეს. მივიტანე და ღამე დაიტოვეს. მეორე დღეს დამიბარეს და დამატებითი ჩანაწერები იყო გა-კეთებული, თითქოს ვიღაც ქუთაისელებმა, გრევის სახით, ზონაზე ოცი ათასი დო-ლარი შემოუშვეს. არადა, არ იყო ეგ ჩემი ჩანაწერი, არც ის 20 ათასი მოუტანია ვინმეს. ჰოდა, ის ქუთაისელები პირზე დამადგნენ, აქეთ, ქურდებმა საერთოდან ფულის მოპარვა დამაბრალეს და სახეზე დანა დამისვეს ნუ ბოზური შრამი რა. ჰოდა, ახლა კაზიოლების მაყურებელი მქვია, იმას კიდევ - რეგიონის. მაგის ძმა სვაბოდაზეა უკვე და ვერც ვერაფერს დავამტკიცებ. სულ ეს არის', - დაასრულა მონოლოგი ,,თაგვიამ'.
,,და ვერ ვხვდები, მე რა უნდა გირჩიო, თავად ამბობ, ვერაფერს შევცვლიო, შე-მისრულესო, დამთავრდაო', - გაოცდა #0578.
,,შენი რჩევა სხვა ამბავში მინდა. ქუთაისის რეგიონის მაყურებელი მუდმივად ცდილობს, დამამციროს და მდგომარეობიდან გამომიყვანოს. მაგას რომ ხელი და-ვარტყა, მერე უკვე კაზიოლებში კი არა, საქათმეში გამიშვებენ. არადა, ბაზარი რომ გავუხსნა, გავაფარჩაკებ, აზრზე არ არის არაფრის. იქნებ, ზონის მაყურე-ბელს უთხრა როგორმე, შემეშვას. ვიცი, შენი ბავშვობის მეგობარია. თუ ვერ ეტ-ყვი, როგორ მოვიქცე, ის მაინც მითხარი', - ,,თაგვიამ' თავი ჩაღუნა.
,,მოდი, ჯერ იმ ვასოს თუ ნათიას მივხედოთ, მაყურებელს კი ყველაფერ ამას ლამაზ ფორმაში ვეტყვი, როცა მომენტი ჩამივარდება. ასე ღიად საუბარს ვერ და-ვუწყებ', - უპასუხა #0578-მა და თაგვია კამერიდან გავიდა.
სამი დღის შემდეგ, ვასო-ნათია მაყურებლების კამერაში თავის ფეხით მივიდა. შიმშილს დაესუსტებინა, მაგრამ თვალებიდან ის უცნაური ბინდი სადღაც გამქრა-ლიყო.
,,აბა, როგორ ხარ, ნათია?!' - ღიმილით ჰკითხა მაყურებელმა.
,,ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ. არ ვიცი, რა დამემართა', - თავი ჩაღუნა კაზიოლ-მა.
,,წადი ახლა, საქმეს მიხედე. ისე, იცოდე, შენი ნერვები აქ არავის აქვს, მეო-რედ აურევ და მართლა საქათმეში გაიღვიძებ. ,,თაგვიას' უთხარი, მოვიდეს', - მკაცრად უთხრა მაყურებელმა.
თაგვია ერთ წუთში გამოჩნდა.
,,შენ ამ კაცს რომ აბრუებ, წესიერი ვარო, შემისრულესო... იცი, მაგაზე რომ მოგეთხოვება?! ქურდებმა ბოზური შრამი დაგადეს და მაგას ასაჩივრებ?! შენ საქ-მეს მიხედე და თუ არ გინდა, ქუთაისის რეგიონის მაყურებელი გეკაიფოს, რომ დაინახავ, გაეცალე. თავად ხომ არ მოდის შენს კამერაში, ჰოდა შენც ერიდე', - უთხრა მაყურებელმა და ,,თაგვია' კამერიდან გავიდა.
,,არ ხარ მართალი. შენც ხედავ, რომ იმ ქუთაისელს ზედმეტი მოსდის და ტვინს ქერავს. არ გამოვა მასე, არა', - ჩუმად უთხრა #0578-მა.
,,მეც ვიცი, რომ ზედმეტი მოსდის, მაგრამ კაიბიჭს რა ვუთხრა, კაზიოლს ნუ ეკაიფები-თქო?! არ გამოვა ეგ ამბავი', - ჩაილაპარაკა მაყურებელმა.
***
ამ საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ, ,,თაგვიას' სამი წელი დაუმატეს და კრიტ-ში გადაიყვანეს. მიზეზი მარტივი იყო - ერთ-ერთი პატიმარი მან ჯერ სასტიკად სცემა, მერე კი ნეკნებზე კუსტარულად დამზადებული დანა დაუსვა. ის ,,ერთ-ერ-თი პატიმარი' ქუთაისის რეგიონის მაყურებელი იყო.
პატიმარი #0578