საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, 02.06.1978 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ერტას ჰაჯი ალი (ERTAS Haci Ali). მისი დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, ანკარას ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 15 მაისიდან იმყოფებოდა.
ერტას ჰაჯი ალის ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82/1–d მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს გამოძალვას და ორი ან მეტი პირისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამჟამად ერტას ჰაჯი ალი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.