“ხელისუფლებიდან ვინც წასასვლელი იყო ოპოზიციაში, ის უკვე წავიდა”

“ხელისუფლებიდან ვინც წასასვლელი იყო ოპოზიციაში, ის უკვე წავიდა”

 

 რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა დევნის და იჭერს მათ, ვისაც მერაბიშვილი მფარველობს და შს სამინისტრო - პირიქით, მათ, ვინც ბოკერიასა და “თავისუფლების ინსტიტუტთან” არის დაახლოებული. მისივე მტკიცებით, დამკიდრებული სტურეოტიპი - ე.წ. ადეიშვილის გუნდი - არ არსებობს. ამასთან, მერაბიშვილთან დაპირისპირებულ გუნდში არის ბოკერია, არასამთავრობო სექტორიდან მოსული ხალხი, სადაც არის ადეიშვილი, მაგრამ ლიდერად ადეიშვილის მიჩნევა თვლის, რომ სასაცილოა.

 

ოპოზიციის მხრიდან შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებაზე საუბარი ხშირია და რა მაგალითებით კეთდება ხოლმე მსგავსი დასკვნები?

დავით ზურაბიშვილი: პირადად მე ვმსჯელობ იმით, რაც არის პრესაში, საჯაროდ რაც ხდება და ამის მიხედვით გამომაქვს დასკვნები. აშკარაა, რომ ერთი ჯგუფი, კონკრეტულად გიგა ბოკერია და არასამთავრობო სექტორით მოსული ხალხი მეორე გუნდს აკრიტიკებს.

 

მაგალითად ავიღოთ ჟურნალი “ტაბულა”, რომლის რედაქტორიც გიგა ბოკერიას მეუღლეა. იქ რაც იბეჭდება, იმის მიხედვითაც შეგვიძლია ხომ დასკვნები გამოვიტანოთ? ცხადია, ისინი გარკვეულ კრიტიკულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ გარკვეული ქმედებების მიმართ.

 

ტელეკომპანიაკავკასიაზეგანაცხადეთ, პროკურატურა დევნის და იჭერს მათ, ვისაც მერაბიშვილი მფარველობს და შს სამინისტრო - პირიქითო. შეგიძლიათ ამის კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ?

ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ასე კონკრეტულად არმახსოვს, შეგიძლიათ მოიძიოთ, ვინ ვისი მეგობარია და ვინ ვინ დაიჭირა. რაც შეეხება შევიწროებას - ტანზანიაში თუ სადღაც აფრიკაში რომ წავიდა ერეკლე კოდუას ძმა გიორგი კოდუა იქაური ავიაციის ასაღორძინებლად, მან ინტერვიუში ღიად თქვა, რომ შეუძლებელია საქართველოში ბიზნესის კეთებაო. დავიღალე ბრძოლით, ხელი ამიწევია და მივდივარო. მარტივი კითხვა ჩნდება, ე.ი მას ხელს უშლიან და ვინ? აქიდან უნდა გავაკეთოთ დასკვნები.

 

ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაზე საუბარი ხშირია და კოდუას შევიწროებაც ამ დაპირისპირების მაგალითი იყო?

პირადად მე არ ვთვლი, რომ ადეიშვილის გუნდი, ასეთი რამ არსებობს. ამ მეორე გუნდში არის ბოკერია, არასამთავრობო სექტორიდან მოსული ხალხი, სადაც არის ადეიშვილი. ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც დაპირისპირება აქვს მერაბიშვილთან და მის გუნდთან.

 

ანუ .. “თავისუფლების ინსტიტუტისგუნდის ლიდერი უფრო გიგა ბოკერიაა და არა ადეიშვილი?

პროკურატურაზე თუ უშიშროების საბჭოზე გიგა ბოკერიას გავლენა გაცილებით დიდია, იგივე ადეიშვილზეც, ამიტომაც ადეიშვილის როგორც გუნდის ლიდერად მიჩნევა, კატეგორიულად ვერ ვიღებ. ეს აზრი ჩემთვის ძალიან სასაცილოა. ეს იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ მას და წარმოუდგენელია ზურა ადეიშვილი რაღაც გუნდის ლიდერი იყოს.

 

რაში გამოიხატება ის, რომთავისუფლების ინსტიტუტიაღარ სწყალობს შსს- და ვანო მერაბიშვილს?

“თავისუფლების ინსტიტუტს” ადრე მერაბიშვილზე ჰქონდა დიდი გავლენა, ახლა ადეიშვილზე უფრო დიდია. ამიტომაც ამ ბოლოდროს ეს ჯგუფი პოლიციას აკრიტიკებს ხოლმე. რაც ადრე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. პირიქით, მუდამ კბილებით იცავდნენ ხოლმე. რაიმე განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ვფლობ, დასკვნები აქიდან გამომაქვს.

 

ბოკერია და ადეიშვილი აკრიტიკებს მერაბიშვილს?

- პირადად ეს ორი ადამიანი არა, მაგრამ ის ხალხი ვინც მათ გუნდშია, მათი მხრიდან ყოფილა. ისე აშკარად არ ხდება ეს, მაგალითად როგორც ჩემი მხრიდან, მაგრამ მაგალითად ლევან რამიშვილმა დაწერა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”, რომ არ არის საჭირო პოლიციისათვის ახალი უფლებების გადაცემა. გააკრიტიკა ის კანონი, რომელიც პოლიციას ხალხის მოსმენებზე მეტ საშუალებას აძლევდა  ისედაც ბევრი უფლებები აქვთო, განაცხადა. ასეთ რამეს ის ადრე არასდროს არაღიარებდა. პირიქით, მომხრეც იქნებოდა, რომ რაც შეიძლება მეტი კომპეტენცია მიენიჭებინათ შსს-თვის. ეს ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს შს სამინისტროზე კონტროლი ნაკლები აქვთ და ამიტომ ხელს არ აძლევთ მათი უფლებამოსილებების გაზრდა.

 

საუბარია იმაზე, რომ ეს გუნდები თადარიგს იჭერენ იმაზე, სააკაშვილის შემდეგ რომელი აიღებს ძალაუფლებას?

- ასეა... ავტორიტარული ტიპის რეჟიმებში ხელისუფლების შიგნით მუდამ არის ასეთი დაპირისპირებები. საზღვარგარეთ შექმნილია კონიუნქტურა, რომ საკაშვილი არ უნდა დარჩეს არც პრეზიდენტად და არც პრემიერ-მინისტრად და ყველა ჯგუფი,ხელისუფლების შიგნით ცდილობს, რომ თავად დარჩეს ხელისუფლებაში და ძალაუფლება გადაიბაროს. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინონ თავის ხელში, მოიცილონ არსასურველი ხალხი და შიგნით იმდენად გაიძლიერონ საკუთარი პოზიციები სააკაშვილის ძალაუფლება დარჩეთ მათ. ეს იმას კი არნიშნავს, რომ ვინმე ოპოზიციაში წასვლას აპირებს.

 

ამბობთ, რომ ოპოზიციაში ვინმეს წასვლა გამორიცხულიაო. უკანა ფლანგზე გადაწეული გიგა ბოკერია უცებ აქტიურდება: ხან თითქოს რაღაც პარტიას აფუძნებს ბენდუქიძესთან ერთად, ხან -ალასანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, პრესაში იწერება ისიც, რომ დასავლეთი მასმემკვიდრისერთ-ერთ ფიგურად მოიაზრებს...ეს რას ნიშნავს?

- ვიცი მხოლოდ ის, რაც საჯაროა და დასკვნებიც იქიდან გამომაქვს. ბოკერიასთან დაკავშირებით არ ვიცი რა ხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ოპოზიციაში წავა. ჩემი აზრით არანაირ პარტიას, მით უმეტეს ოპოზიციურს, ბოკერია არ შექმნის.

 

მინისტრები დანიშვნა-მოხსნაზე რა გავლენა აქვს ამ ორ გუნდს, რომელი გუნდი უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი მინისტრების მხრივ?

- თავდაცვის მინისტრი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, რომ ის არის მერაბიშვლიის გუნდის წევრი. ნათლად ჩანს ასევე ის, რომ “თავსუფლების ინსტიტუტს” აშკარად არ მოსწონს შაშკინი. იგივე თეა თუთბერიძემ რამდენიმეჯერ ღიად გაილაშქრა შაშკინის წინააღმდეგ. სხვა - არ ვიცი.

 

გილაური?

- გილაური საერთოდ არ არის ჩემთვის ფიგურა.

 

მერის არჩევნების დროს მერაბიშვილის და ადეიშვილი მწვავედ დაუპირისპირდა ერთმანეთს, ცისკარიშვილსა და უგულავას შორის ლამის ფიზიკური დაპირისპირეაც კი იყოო. ანუ, არჩევნების პერიოდის მოახლოების დროს უფრო აშკარა გახდება ეს კონფლიქტი?

- ბუნებრივია ასეთი დაპირისპირებები სწორედ არჩევნების წინ აქტიურდებიან. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ის, რამდენად შეიძლება ეს ოპოზიციამ გამოიყენოს, ეს მეორე თემაა. მე მხოლოდის შემიძლია გითხრათ, რაც აშკარად ჩანს, დანარჩენი ჟურნალისტური გამოძიების თემაა.

 

სუბელიანის მიმართ იყო პროგნოზები, რომ მასშავისაქმეუკვე შეასრულებინეს და მოიშორებენ, მაგრამ მინისტრების კვირეულზე ჩვენ საპირისპირო ვიხილეთ - ხელისუფლებამ ბოლომდე დაიცვა ის. ვინ მფარველობს მას?

- როდის გინახავთ, რომ ოპოზიციის კრიტიკის გამო ვინმე მოეხსნათ? თუ გინდა რომელიმე მინისტრი არ მოხსნან, ოპოზიციამ უნდა აკრიტიკოს და მას კარგა ხანს არ მოხსნიან. ეს ხელისუფლების, სააკაშვილის მმართველობის სტილია და აქ არაფერშუაშია ვინმეს გუნდის ლობირება. სააკაშვილის სტილია ოპოზიციას არ უნდა გაუვიდეს არაფერი.

 

რა შეიძლება ამ შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებამ მოიტანოს?

- მარტივი ამბავია. თუ ოპოზიცია გაძლიერდება, ოპოზიციური პროტესტი მასშტაბურ ფორმებს მიიღებს, შიდა დაპირისპირება ნელდებადა საკაშვილის ირგვლივ მეტი კონსოლიდირება მოხდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როც 2012 წლის საპარლამეტო არჩევნები მოვა, ეს დაპირისპირება გამძაფრდება. მანამდე დიდი დროა და გამოვა თუ არა საერთოდ სააშკარაოზე ეს დაპირისპირება, რთული სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საზოგადოების რატიპის გააქტიურებ იქნება, იგივე დასავლეთის ან რუსეთის პოზიცია როგორი იქნება. ძალიან ბევრი დეტალია და ეს განაპირობებს რა მოხდება ხელისუფლების შიგნით.

 

ის, რომ რომელიმე გუნდი ცალკე გამოვა და რაღაც პარტიას შექმნის, 99%-ით მგონია, რომ ეს გამორიცხულია. მარტივია ისედაც, სად უნდა წავიდნენ? ვის რათ უნდა ისინი, რომელი ოპოზიციური პარტია დაიჭერს მათთან საქმეს? თუ ფული გამოჰყვება მათ იქიდან ისე, რომ კორუფციაში ვერ დადებენ ბრალს და ვერ დაიჭერენ, თუ რა?

ვინც წასასვლელი იყო ოპოზიციაში, ის უკვე წავიდა. სხვათაშორის, ვისგანაც არ ველოდი ისიც კი ოპოზიციაშია აღმოჩნდა, ახლა კი, საერთოდ გამორიცხულია მსგავსი რამ მოხდეს.