ირაკლი ღარიბაშვილი ზვიად ჯანყარაშვილს უკრაინაში საგანგებო დავალებათა ელჩად აგზავნის

ირაკლი ღარიბაშვილი ზვიად ჯანყარაშვილს უკრაინაში საგანგებო დავალებათა ელჩად აგზავნის

გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ზვიად ჯანყარაშვილს უკრაინაში ელჩად ან დესპანად აგზავნის, რათა უკრაინის ხელისუფლებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. ამავე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოში ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მუშაობენ და საქართველოს კონსული უკრაინაში პირადადაა ჩართული, რომ უკრაინის ხელისულფებასთან „ნაციონალების" ატქივისტები დაახლოვოს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით „ახალი თაობა" წერს, რომ საელჩოებში მსგავსი ვითარება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის  მაია ფანჯიკიძის უსუსურობის შედეგია და ხშირად ის წარმომადგენლობებთან დაპირისპირებას ერიდებოდა.

გამოცემა წერს, რომ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის  თქმით,   თუკი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ  ადეიშვილი და სხვა ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნებიან, ეს იმის ბრალია, რომ ქართულმა დიპლომატიამ ცუდად იმუშავა და უკრაინულ მხარეს ამ ადამიანების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს.