წინათ ლეკიანობა იყო, ახლა კი თურქობა დაიწყო

წინათ ლეკიანობა იყო, ახლა კი თურქობა დაიწყო

პოლიტოლოგები ცხელ რეგიონად მიიჩნევენ აჭარას, სადაც, თურქების გალაღების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა დიდი პრობლემების წინაშე დგას,  უკვე ეთნიკური კონფლიქტებიც შეინიშნება, მაგრამ არანაკლებ პრობლემური ტერიტორიაა სამცხე-ჯავახეთი, რომელზეც ამბობენ, რომ “გაუთამაშებელი კარტია”. “საქართველო და მსოფლიოს” ასპინძის რაიონის მცხოვრები ლერი ოქრომელიძე დაუკავშირდა და რაიონში არსებული პრობლემის შესახებ უამბო:

-შარშან, ნოემბერში 30 სული მსხვილფეხასაქონელი, ფურები, წაიყვანეს. წელს, აპრილში57 სული საქონელი მოჰპარეს ერთ-ერთ გლეხს, 15 ნოემბერს კი ჩემი 35 სულიმსხვილფეხა საქონელი გაიტაცეს. მაშინვე პოლიციას შევატყობინეთ, ცხელ კვალსგავყევით და თურქეთის საზღვარს მივადექით - მდინარე ქარზამეთის ნაპირებთან, გაღმამხარე უკვე თურქეთია. საქონლის ნაფეხურები შესამჩნევი იყო. პოლიციამ თავისი თვალით ნახა ყველაფერი, მათ უცბადვე შეატყობინეს თურქეთის სასაზღვრო ჯარის ხელმძღვანელობას, მათაც თითქოს სწრაფად მოახდინეს რეაგირება, ფოტოები გადაიღეს და... ამით ამოიწურა ყველაფერი. წინათ ლეკიანობა იყო, ახლა კი თურქობა დაიწყო!

- ვინმეს თუ მიმართეთ, მაგალითად, თქვენი რაიონის დეპუტატს, იცით, ვინ არის?

- ჩვენი დეპუტატი არის ტარიელ ლონდარიძე, მან ყველაფერი იცის და დაგვპირდა,პარლამენტში ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავო. პატარა ამბავი ხომ არ არის,სოფლიდან უკვე 160 სული საქონელია გატაცებული.

ყველა დიდი გულისყურით გვისმენს და ლამაზად გველაპარაკება, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ადგილობრივი პოლიცია იმ ადამიანებს ეძებს, რომლებიც თურქებს ხელს უწყობენ. ხომ იცით, ციხე შიგნიდან ტყდება! ჩვენიანის ხელი რომ ურევია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, აბა, ჩვენ ხელი ვის დავადოთ? პოლიცია კი ჯერ დამნაშავეს ვერ პოულობს.

- ადგილობრივი ხელისუფლება რას ამბობს, რაიმე ღონისძიებებს თუ მიმართა,მაგალითად, თურქეთის მხარეს თუ შეატყობინა?

- ცდილობენ, მაგრამ რა გითხრათ, ჩვენ ისეთი განცდა გვაქვს, რომ ღვთის ანაბარად ვართ მიტოვებულნი.

- საზღვარს ჩვენი ჯარი არ იცავს?

- როგორ არ იცავს. პრეტენზიაც მაგათთან გვაქვს, ბევრი დამთხვევაა. ჩვენ სასაზღვრო ჯარს დროებითი პოსტები აქვთ, იქ თოვლის მოსვლამდე არიან. ჩვენი საქონელი სასაზღვრო ჯარის პოსტს 300 მეტრით დაშორებული ადგილიდან გააპარეს. ამ დროს იქ, ვიდრე თოვლი არ მოსულა, ღამის ხედვის აპარატურა უნდა მოქმედებდეს და პროჟექტორები ანათებდეს.ერთ-ერთ ოფიცერს წამოსცდა, საიდან იცით, ვინ იყო, როცა აპარატურა დამჯდარიაო.ჯერ ერთი, უახლესი აპარატურა დამჯდარი რატომ არის და თუნდაც ყოფილიყო, ისეთიტრიალი მინდორია, შეუძლებელია, იქ რამე არ შეამჩნიო და გამოგეპაროს.

სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს საზღვრის დაცვა. იმიზეზებენ, ჯარისკაცები ცოტა გვყავს და იღლებიანო. საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა შეატყობინოს თურქეთის მთავრობას, რა ვითარებაა ასპინძაში. ადრე ასეთი რამ რომ მოხდა, ჯარისკაცები გაყარეს სამსახურიდან, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ამას უფრო ცუდი ამბებიც მოჰყვება.

- რას გულისხმობთ?

- რას და, ხომ შეიძლებოდა, ჩემი საქონელი რომ მიჰყავდათ, დამენახა, თავს ხომ აუცილებლად შევაკლავდი!

- თუ ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა, მოსახლეობა თავის დაცვას როგორ აპირებს?

- არ ვიცი, თუ არაფერი გააკეთეს, იმის საშუალება მაინც მოგვცენ, კოდორის ხეობაში“მონადირე” რომ იყო, ისეთი დაჯგუფება შევქმნათ და თავი დავიცვათ, ამას ნამდვილადშევძლებთ. აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ და ბრძოლის არ მეშინია. მოსახლეობასაზღვარსაც დავიცავთ.

მოდიან და მეკითხებიან, გვითხარი, ვინ შეიძლება ეხმარებოდეს თურქებსო, ვის დავადო ხელი, ვინ გავაუბედურო?

- პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამას ქართველები აკეთებენ...

- იცით, თურქი ასე იოლად ვერ გადმოვა და ზუსტად იმ ოჯახს ვერ მიადგება, რომელსაც ბევრი საქონელი ჰყავს. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ქართველის ხელიც ურევია. ქართველსთურქი ქურდები ბოსლამდე მიჰყავს, მაგრამ იქ უკვე თურქები თვითონ ირჩევენ,რომელი საქონელი წაიყვანონ, საუკეთესოს არჩევენ, რომელიც არ მოსწონთ, ტოვებენ.ამას დრო სჭირდება, ამიტომ რამდენიმე ადამიანი ერთობლივად მუშაობს.

- ადრე თუ ყოფილა მსგავსი რამ?

- კი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ასეთი შემთხვევები იყო, ნელ-ნელა დაიწყო და ახლა უკვე ამ მდგომარეობამდე მივედით.

- მხოლოდ საქონელი მიჰყავთ? ადამიანების გატაცების ფაქტებიც ხომ არ არის?

- არა, ადამიანები არ გაუტაცნიათ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, შემთხვევით პატრონი რომ შეხვდეთ, აუცილებლად ესვრიან. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მხარეს უნახავთკარგად შეარაღებული დაჯგუფებები. არ ვიცი, ჭორია თუ მართალი, მაგრამ ხალხი ასელაპარაკობს.

საქართველო, განსაკუთრებით - ჩვენი მხარე, დღემდე იმიტომ არსებობს, რომ დაცემაც ვიცით და ფეხზე ვაჟკაცურად წამოდგომაც, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიღაცამ ყურადღებამოგვაქციოს. მგონია, რომ ამ ფაქტის გახმაურება არ სურთ. არადა, დასამალი რა არის?პრობლემა თავშივე რომ მოგვარდეს, უკეთესი არ იქნება? აგერ შიდა ქართლში საზღვარი თითქმის ნატახტრამდეა მოსული, აქაც იგივე ხომ არ უნდა დაგვემართოს?

მოგვხედონ, აუცილებლად მოგვხედონ!

***

ასპინძის რაიონის მცხოვრებ ლერი ოქრომელიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “საქართველო და მსოფლიომ” კომენტარი სთხოვა ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს - ტარიელ ლონდარიძეს, რომელმაც ასპინძაში საზღვრის დარღვევის გახშირებული ფაქტებიცა და საქონლის ქურდობაც დაადასტურა:

- ასპინძის რაიონში, ნიალის საზღვრის მონაკვეთზე წლის განმავლობაში საქონლის ქურდობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. ახლახან ასპინძიდან კვლავ დამიკავშირდნენ ფერმერები, მითხრეს, რომ ქურდობა ისევ მოხდა. საქართველო-თურქეთის საზღვარიმთლიანად მორღვეულია, ფაქტობრივად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. ამის თაობაზე მაშინვე ვაცნობე შინაგან საქმეთა სამინისტროს,ვთხოვე, შესაბამისი ზომები მიეღოთ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წინა შემთხვევის დროს ადმინისტრაციული ღონისძიებები გატარდა და ზოგიერთი თანამშრომელი სამსახურიდანაც კი გაათავისუფლეს, ამჯერადაც იგივე განმეორდება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ დრომდე არ ჰყავთ საქონლის გატაცებაში ეჭვმიტანილი პირები, არადა, ამის გარკვევა ძნელი არ არის.

აუცილებლად ისევ დავუკავშირდები შინაგან საქმეთა მინისტრს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს, ასევე ყველა შესაბამის უწყებას, რათა გაძლიერდეს აღნიშნული მონაკვეთის დაცვის მექანიზმები. მივმართავთ თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც რეაგირებისთვის.

- მოსახლეობა მოითმენს კი ამდენ ხანს, მას ხომ დიდი ზარალი მიადგა?

- მოსახეობამ, რომელმაც მე ნდობის მანდატი მომცა, იცის, რომ მათთვის ყველაფერს გავაკეთებ, უკან არ დავიხევ, ყველა უწყებას ფეხზე დავაყენებ, ეს რეგიონი აუცილებლადმეთვალყურეობის ქვეშ იქნება. არა მგონია, მოსახლეობამ იარაღი აიღოს, მაგრამ ისინიდარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფო მათი პრობლემით დაინტერესებულია.

26 ნოემბერს პარლამენტში აღნიშნულ ფაქტზე აუცილებლად ვიმსჯელებთ, შესაბამისი კომიტეტებისთვის წერილები უკვე მომზადებულია, საქმის კურსში ჩავაყენებთ პრემიერსაც.

 

მერაბ ბლადაძე, უფლებადამცველი:

- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გაზაფხულზე აჭარაში, სოფელ კირნათში თურქი მესაზღვრეები გადმოდიოდნენ და მოსახლეობას აშინებდნენ, უფრო ზუსტად, ძაღლებს უსევდნენ. მაშინ ხელისუფლება საქმის კურსში ჩავაყენეთ, მაგრამ სულ პროვოკატორები გვეძახეს.

- როგორც ჩანს, ხელისუფლება მალავს ამ ფაქტებს. ასპინძის მცხოვრებლები ამბობენ,რაიმე დაჯგუფების შექმნის საშუალება მოგვცენ და თავს ჩვენ თვითონ დავიცავთო.

- გაოგნებული ვარ, ისეთი რამ მითხარით. ინფორმაცია, რომელიც მომაწოდეთ, შოკის მომგვრელია. როცა შენს საზღვარზე თურქი მესაზღვრე გადმოდის, ძაღლებს გიქსევს დასაქონელს იპარავს, თანაც თუ შეიარაღებული დაჯგუფებაა, საშინელებასთან გვაქვს საქმე. შევეცდები, ჩემი ურთიერთობები გამოვიყენო და ყველაფერი გავარკვიო.

გელა ხუციშვილი, რეზერვის პოლკოვნიკი და სასაზღვრო ჯარების სარდლის ყოფილიმოადგილე:

- საფრთხის შემცველი მარტო სამცხე-ჯავახეთი არ არის, არსებობს სხვა კერებიც,რომლებიც დენთის კასრივითაა. რაც შეეხება ასპინძას, აქ თურქებმა მას შემდეგ დაიწყესსაზღვარზე გადმოსვლა, რაც 1992 წელს ყარსის ხელშეკრულება ვაღიარეთ და მისირატიფიკაცია მოვახდინეთ. მასში გარკვევით წერია, რომ თურქებს შეუძლიათ,სამეურნეო საქმიანობის მიზნით ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. რაკი საზღვრისდაცვა ძველებურად ვერ ხორციელდებოდა, ზემოხსენებული უსიამოვნო ფაქტებისთავიდან აცილებასაც ვერ ვახერხებთ.

ჩემის აზრით, თავიდანვე შეცდომა იყო ევროპულ მოდელზე გადასვლა და საზღვრებზე პოლიციური სისტემის შემოღება.

დღეს სამცხე-ჯავახეთი სახიფათო რეგიონია, რადგან აქ სეპარატისტული განწყობა იგრძნობა. საქართველოში შექმნილია მუნიციპალიტეტთა საბჭო, რომელშიც შედის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და ნონიწმინდა; სომხეთის მხარეს კი - “რეგიონ ევროარმენია”. შესაძლოა, ჩანაფიქრი კეთილშობილურია, იგულისხმება ევროპის გაფართოება აღმოსავლეთისკენ, მაგრამ იმ სივრცეში ასეთი მოძრაობის დაწყება სახიფათოა.

სულ ახალი დაწყებულია ევროკავშირიდან გრანტების შემოსვლა, რომელიც ითვალისწინებს, ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის და სომხეთის ალავერდისთვის ერთობლივი პროექტების შექმნას. ამის დამგეგმავი არ საზღვრავს, რომ ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ჭარბობს აზერბაიჯანული მოსახლეობა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ისიც, რომ სიტუაცია დარეგულირებული არ არის ყარაბაღთან დაკავშირებითაც, რაც საქართველოს მხარეს დაძაბულობას უქმნის. სიტუაცია ძალიან არასაიმედო და არასტაბილურია.

რაც შეეხება იმ საზარელ ფაქტებს, რომელიც თქვენგან შევიტყვე, საზღვართან დაძაბულიურთიერთობა, შეიარაღებული ჯგუფების გადმოსვლა, საქონლის გატაცება, ახალი არარის, კარგად დავიწყებული ძველია. საჭიროა, სერიოზული მუშაობა, მაგრამ არავითარშემთხვევაში არ შეიძლება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ დამოუკიდებლადდაიწყოს პრობლემის გადაწყვეტა. ეს უწყებრივ დონეზე უნდა მოგვარდეს.

- დიახ, მოსახლეობა უკვე ფიქრობს საკუთარი ძალებით თავის დაცვაზე.


- არ შეიძლება, საქმეში მოსახლეობა ჩაერთოს. სასაზღვრო პოლიტიკა შესაცვლელია, საქმეს დილეტანტები აკეთებენ. აუცილებელია სასაზღვრო დასახლებების ჩამოყალიბება, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონფიდენციალური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების პროგრამა.

თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, მოიცალოს და დაელაპარაკოს მესაზღვრეებს, მათ, ვისაც საქმე ესმით, თორემ, თუ სიტუაცია ხელიდან გაექცათ, მერე ყველაფერი გვიან იქნება; თუკი მოსახლეობა შეიარაღდება და ანგარიშსწორებას დაიწყებს, საქმე ცუდად წავა. “ისლამური სახელმწიფო” სახეზე გვაქვს, ვინმე ფიქრობს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით?