ISAF-ის მისიაში მონაწილე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართულ სალოცავში აღავლინა.
ქართველმა სამხედროებმა რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებაც გამართეს. გამარჯვებული ჯარისკაცები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო მისიას ISAF-ის დასკვნით ფაზაზე ასრულებს.