ციხეში ყველა განსხვავებული თავგადასავლით ხვდება და გამორიცხულია, რომელიმე ამბავი ერთმანეთს ჰგავდეს: ვიღაცას ბავშვობის მეგობარი ღალატობს, ვიღაც საკუთარი სისულელით ვარდება, ვიღაცას თითქოს ყველაფერი გათვლილი აქვს, მაგრამ ეს ,,თითქოს' ბოლო მომენტში არ ამართლებს. მერე ინგრევა ოჯახი და ციხიდან გასული პატიმრები ცხოვრებას ნულიდან იწყებენ. ვისაც ამის შნო არ აქვს, ისევ უკან ბრუნდება და ასე, დაუსრულებლად...
ერეკლე ჯ. თითქოს იმისთვის იყო დაბადებული, რომ კრიმინალი გამხდარიყო. ბიძამისი სამჯერ იყო ნასამართლევი და სამივეჯერ ყაჩაღობისთვის, მამას მკვლე-ლობისთვის ჰქონდა სასჯელი მოხდილი, უფროსი ძმა სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა... ბიძაშვილები, დეიდაშვილები... ყველა ,,შავი სამყაროს' გავლენიან წარ-მომადგენლად ითვლებოდა, თუმცა...
,,ჩემი შვილი არ მოიპარავს, არ იყაჩაღებს, არ იქურდებს. ის აკადემიკოსი უნდა გამოვიდეს და ამას მე უზრუნველვყოფ', _ გამოაცხადა ერეკლეს მამამ შვილის დაბადებისდღეს და მართლაც, ჯერ ბაღში, მერე კი სკოლაში მემკვიდრეს საუკე-თესო აღმზრდელები დაახვია. ყველა ამბობდა, რომ ერეკლე, ადრე თუ გვიან, მა-მის გზას დაადგებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში ჩააბარა, საინჟინრო დაამთავრა და ქვეყანაც აირია. ოჯახი აფხაზეთიდან თბილისში გადმოსახლდა, თუმცა ერეკ-ლემ მაინც პატიოსანი ცხოვრება არჩია და მუშაობის პარალელურად, ცოლიც შე-ირთო. მარი ზედმეტად ლამაზი გოგოც კი იყო იმისთვის, რომ ვიღაც ლტოლვის გაჰყოლოდა, მაგრამ მოსახდენი მოხდა და ერთი წლის შემდეგ წყვილს გოგონა შეეძინა...
რუსთავის #17 ზონაში მიყვანილ პატიმარი #0578 ერეკლეს კარგად იცნობდა და როცა ერთ დღეს ახლადმოყვანილ პატიმრებში ამოიცნო, ძალიან გაუკვირდა. მეორე დღეს ძველმა მეგობრებმა ერთმანეთი მოიკითხეს, ბოლოს კი, #0578-ს გულმა არ მოუთმინა და პირდაპირ ჰკითხა: _ რა მოხდა, აქ როგორ? საიდან?! ერეკლემ ერთი ამოიოხრა და დაიწყო:
_ პურის ფული გამიჭირდა, ცოლმა და სიდედრმა შემჭამეს, ხელი გაანძრიეო, მაგრამ დამიჯერე, ლაფატკაზე სამუშაოც კი ვერ ვიშოვე. ბიძაჩემს მივადექი, რამე ვქნათ-მეთქი და იმავე ღამეს საყაჩაღოდ წამიყვანა. მამაჩემი ლოგინადაა ჩავარ-დნილი ავარიის შემდეგ და იმასაც ცალკე წამლები უნდა. ვიყაჩაღეთ, შეგვერგო და ერთი თვე ამოვისუნთქე. ერთი თვის შემდეგ, ისევ საყაჩაღოდ წავედით და დაგვიჭირეს.
როცა ,,კაპეზეზე' გადავყავდით, არ ვიცი, საიდან, ბიძაჩემმა სამართებელი და-აძრო და პოლიციელს ყელი გამოჭრა. გავიქეცით, მაგრამ ვიცოდი, დარხეული მქონდა _ აქეთ ყაჩაღობა, იქეთ პოლიციელის მკვლელობა. ორი კვირა ვიმალებო-დით და ნათესავი მოგვიკვდა. აიტეხა ბიძაჩემმა, ქუთაისში უნდა წავიდეთო. არ წავყევი, მარტო წავიდა. იქ დათვრა და უკან რომ ჩამოვიდა, ალბათ, ,,ხვოსტი' მოყვა და იმავე საღამოს აგვყარეს... დილით ბიძაჩემი ჩამომხრჩვალი ნახეს ,,კაპე-ზეს' გვერდით ოთახში. ამბობდნენ, თავი მოიკლაო, მაგრამ ხომ იცი, არ იყო ეგ თავის მომკვლელი, თან გამომძიებელმა მითხრა, ბევრს თუ არ გაახურებ, მხო-ლოდ ყაჩაღობაზე გაგასამართლებთ, იმ პოლიციელის მკვლელობას მაგას შევტე-ნითო. რა მექნა, დავთანხმდი და 8 წელი მაკმარეს. ახლა ვზივარ აქ და იმაზე ვლოცულობ, აქედან რომ გავალ, მარი არ მოვკლა.
- მარის რას ერჩი?
- დამიჭირეს თუ არა, ბავშვი დედაჩემს მიუგდო და თვითონ საბერძნეთში წავი-და. კაცმა არ იცის, იქ რას აკეთებს, მაგრამ მე ხომ კარგად ვიცი, ეგ არც დამ-ლაგებლად იმუშავებს და არც მოხუცს მოუვლის. ჰოდა, რა დარჩა?!
- კარგზე იფიქრე. რა დარჩა და ათასი რამ. აქ არის, ტვინი რომ გვერევა და მარტო ცუდზე ვფიქრობთ, თორემ გარეთ რა ხდება, კაცმა არ იცის.
***
ამ ამბიდან, დაახლოებით, ერთ წელიწადში #0578-თან რუსლან მ. მივიდა. რუს-ლანი ერთ-ერთი ,,მეწველი' პატიმარი იყო ზონაზე, მშობლები საბერძნეთში ჰყავ-და, თავად ნარკოტიკებზე იჯდა და ბარათზე თვეში, მინიმუმ, ხუთასი ლარი ერიცხებოდა. ჰოდა, ,,კაიბიჭები' ,,მეგობრულად' ართმევდნენ ხოლმე სიგარეტისა და ჩაის ფულს.
,,რა მინდა, გთხოვო', _ შეპარვით დაიწყო რუსლანმა და თან ნარზე ერთი კო-ლოფი ყავა, ერთი კოლოფი ჩაი და ერთი ბლოკი სიგარეტი დადო...
,,ჰოდა, რა მინდა გთხოვო, _ ისევ დაუმდაბლა ხმას რუსლანმა. ამანათი მომივი-და სახლიდან, აქამდე მოტანილია და ადმინისტრაცია არ უშვებს. უფრო სწორედ, ყველაფერს უშვებს, მაგრამ ჟურნალებს არ უშვებს და იქნებ შენი სვიაზებით გა-მიხერხო?!'
პატიმარმა #0578-მა ჯერ მოტანილ ძღვენს დახედა, მერე რუსლანს და ხელი მოწყვეტით მოიქნია. ლაწანის ხმაზე კამერაში მყოფებმა გამოიხედეს, მაგრამ ვი-თომც არაფერიო, თავისი საქმე გააგრძელეს.
,,რაღაცას მთხოვ და სიგარეტს და ჩაის მტენი, კაზიოლი გგონივარ, შე ახვა-რო?!', _ უთხრა პატიმარმა და კამერამ მეორე ლაწანის ხმა გაიგო.
,,არა, მე... ისა, უბრალოდ... არაფერი მინდა, ისე გჩუქნი... წამომცდა, რა ჟურნა-ლი... ამანათი კი არა და...', - დაიბნა რუსლანი.
,,ახლა მოკიდე ამათ ხელი, ჩაეთრიე დაბლა, კამერაში, სამი ბედალაგა ზის, იმათ მიეცი, მერე ამოეთრიე ისევ აქ და მოყევი, წეღან რას ყვებოდი. იცოდე, ვკითხავ და იმ უპატრონოებისთვის სულ თუ არ ჩაგიტანია, რაც აქ მოიტანე, შენს თავს დააბრალე', _ უთხრა პატიმარმა და რუსლანიც მორთმეული ძღვენით გაი-ძურწა, მერე კი, უკან, კამერაში შემოიძურწა.
,,ამანათი მომიტანეს და ჟურნალებს არ უშვებენ. მაყურებლებს ვუთხარით და ასე თქვეს, მაგ ჟურნალებს ვერ გაგიმწვანებთ, მძრეველები არ ვართო. ,,ფლეიბო-ია' ბერძნული და კიდევ იქაური კარგი ჟურნალები. ჰოდა, იქნებ შენ შემოაშვები-ნო', - ჩაარაკრაკა რუსლანმა და კიდევ ერთი სილა იგემა.
,,ანუ მაყურებლებმა, მძრეველები ხომ არ ვართო და შენ გადაწყვიტე, რომ მე ვარ ეგეთი, ხო?!', - და პატიმარმა რუსლანს უკვე წიხლიც მიაყოლა.
,,არა, ეგ არ მიფიქრია', _ იყვირა რუსლანმა, მაგრამ ყვირილი აღარ შველოდა, #0578 გამეტებით ურტყამდა.
მეორე დღეს, რაღაც მანქანებით, რუსლანს ერთი ყუთი ჟურნალი მიუტანეს და მის კამერასთან რიგი დადგა. შიშველი ქალები ბერძნული მედიის გამოცემებიდან მაცდურად იყურებოდნენ. ერეკლე #0578-ის კამერაში იჯდა და ჩაის სვამდა, თან მეგობარს ეხუმრებოდა, რაო, რუსლანმა როგორ გითხრა, მძრეველი ხარო და ხმამაღლა იცინოდა. მალე ჟურნალები მათ კამერაშიც შეიტანეს და პატიმრებმაც ხმამაღლა დაიწყეს იმის განხილვა, ვის როგორი მკერდი და უკანალი ჰქონდა. რე-ზო #0578-ისა და ერეკლეს წინ ჩამოჯდა და ხმამაღლა დაიწყო ოცნება და ფიქრი იმაზე, თუ რას უზამდა ქალს, რომელიც ჟურნალის ყდაზე იყო გამოსახული.
,,რეზო, ახლა აქედან დამეკარგე შენი ჟურნალით და ფანტაზიებით, თორემ რაც იმ დებილს დავაკელი, შენ დაგიმატებ', - #0578-მა ხმაში მუქარა გაურია და რე-ზოც მაშინვე წამოდგა, სიჩქარეში კი ჟურნალი ხელიდან გაუვარდა და ერეკლეს ფეხებთან დაეცა. ერეკლემ ღიმილით აიღო ჟურნალი და მოულოდნელად სახე შე-ეცვალა. შეეცვალა იმდენად, რომ #0578-ს შეეშინდა, ინფარქტი ხომ არ დაემარ-თაო და იყვირა: -ერეკლე, რა გჭირს?!
ერეკლემ ტუჩი მოიკვნიტა, სისხლი გადმოაფურთხა, ჩაის ჭიქა იატაკზე დაანარ-ცხა და კამერიდან გავარდა. #0578 უკან მიჰყვა, თუმცა ერეკლე ვერ შეაჩერა. ის თავის კამერაში შევიდა, რაღაც აბი გადაყლაპა და ნარზე დაწვა.
,,რა დალია?!' - ჰკითხა პატიმარმა იქ მყოფებს.
,,ძლიერი დამამშვიდებელი ჰქონდა ერთი აბი და ალბათ, ის გადაყლაპა', - უპა-სუხეს ერეკლეს თანასაკნელებმა და #0578 თავის საკანში დაბრუნდა. რეზოს ჟურნალი გამოართვა და გადაათვალიერა. ერთ-ერთ გვერდზე ბარის ,,სტოიკაზე' ნახევრად შიშველი ქალი ცეკვავდა. უფრო სწორედ, ქალი ცეკვავდა, რომელსაც მხოლოდ ფეხსაცმელი და ტრუსი ეცვა. პატიმარმა #0578-მა მარი იცნო და ერეკ-ლეს გაცოფების მიზეზსაც მიხვდა. მერე რუსლანთან გავიდა და უთხრა: ,,შაბათს, უცხოეთში როცა რეკავენ ხოლმე, დარეკავ დილით და შენებს ეტყვი, ამ ჟურნა-ლის ამა და ამ გვერდზე რა წერია. სულ ათი წინადადებაა და მე მეტყვი, მეტს არავის, თორემ მოგკლავ...'
რუსლანმა თავი დაუქნია და შაბათს, საღამოს ჩურჩულით უპატაკა: ,,მაგ ჟურ-ნალში ასე წერია, ბარის ოფიციანტი დათვრა და ბარის სტუმრებისთვის სტრიპტი-ზი მოაწყოო. კიდევ ის წერია, რომ მაგ ბარის მეპატრონეს ცოლად უნდოდა და ახლა გარეთ გააგდო, მაგრამ არ დაიკარგება ეგ გოგო, იმდენად ცნობილიაო...'
***
თავისუფლებაზე გასვლიდან ერთ თვეში ერეკლეს მარიმ ჩამოაკითხა. მოური-დებლად უთხრა, ბავშვს აქამდეც მე ვუგზავნიდი ფულს, ახლაც მე გამოვუგზავნი და შენ თუ გინდა, ხის პატარა ცეხს გაგიკეთებ, გავიგე, ციხეში ხეზე მუშაობა გისწავლიაო. ერეკლე დათანხმდა, იმასაც შეეგუა, რომ მისი ცოლი უკვე სხვისი ცოლი იყო და ახლა მარის გამოგზავნილი ფულით ცეხსაც ამუშავებს და შვილ-საც ზრდის. მარის კი იმ ჟურნალის ფოტო სოციალურ ქსელში აქვს ატვირთული და ამაყობს კიდეც... და არამარტო ის ერთი ფოტო...
პატიმარი #0578