საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საუკეთესო ინოვაციური IT პროექტის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყებამ სერთიფიკატი საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული კონფერენცია GITI 2014 -ში მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტებმა ფსიქოლოგიური შემოწმებისა და რეკრუტირების ელექტრონული პროგრამა შეიმუშავეს. პროგრამა ელექტრონული მოდულების გამოყენებით რეკრუტირებისა და ფსიქოლოგიური შემოწმების პროცესს სრულად უზრუნველყოფს; ასევე, მინიმუმამდე დაჰყავს სამხედრო მოსამსახურის ფსიქოლოგიური შემოწმების ხანგრძლივობა და ზრდის შემოწმების ეფექტურობას.
აღნიშნული ინოვაცია საქართველოში პირველად იქნა შემუშავებული.