გენერალური შტაბის უფროსი ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში

გენერალური შტაბის უფროსი ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს კლინიკაში ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა ჯეფრი კლარკმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სამედიცინო და სარეაბილიტაციო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. გენერალ-მაიორმა კლინიკის ხელმძღვანელს ქართველი ჯარისკაცების მკურნალობისთვის მადლობა გადაუხადა. ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს გადიოდნენ. ბრიგადის გენერალმა ჯეფრი კლარკმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებაში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიგადის გენერალმა  ჯეფრი კლარკმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს კლინიკა დაათვალიერებინა და ცენტრის სამედიცინო შესაძლებლობები გააცნო.