“300-კაციანი “ბოევიკების” არმია, ეტაპობრივად, საქართველოში იგზავნება... ტყვია გავარდება!”

“300-კაციანი “ბოევიკების” არმია, ეტაპობრივად, საქართველოში იგზავნება... ტყვია გავარდება!”

ნაციონალები” 15 ნოემბრისთვის ემზადებიან და, როგორც ნუგზარ წიკლაური ამბობს, 15-ში საპროტესტო აქციების გრძელი ჯაჭვი დაიწყება. მოარულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, აქციაზე, რომელზეც რუსეთის მიერ აფხაზეთის პრაქტიკული ანექსია უნდა გააპროტესტონ, “ყოფილებიხალხის შეგროვებას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ცდილობენ. ამბობენ, რომ მათ, ვინც აქციაზე ღამეც დარჩება, 20-20 ლარით, კვებითა და თბილი ქვეშაგებით უზრუნველყოფენ. ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომნაცკოორდინატორებიმოსახლეობას ურეკავენ და ასეთი ტექსტით მიმართავენ: “გამარჯობა... სიაში ხართ და 15 ნოემბერს აქციაზე ხომ აუცილებლად მოდიხართ?!” მიდის თუ არა ხალხი აქციაზე? - ამის გასარკვევადქართულმა სიტყვამქუჩაში მინი გამოკითხვა ჩაატარა.

ნაირა მიქაუტაძე, 48 წლის, გამყიდველი: - ვიცი, რომ “ნაციონალები” აქციის ჩატარებას აპირებენ, მაგრამ ხალხს როგორ მოაგროვებენ, ეგაა საქმე. როგორ არ რცხვენიათ ამ, მართლაც, სქელკანიანებს?! მაგათ ჭკუა ვის უნდა დაარიგონ, ან რაზე უნდა ილაპარაკონ იმ აქციაზე, არ მესმის.

- აფხაზეთის ანექსია უნდა გააპროტესტონ...

- მერე, ვისი ბრალია, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დავკარგეთ? სააკაშვილმა, თავისი უტვინობით, არ დაკარგა ეს ტერიტორიები? მაგათ ხალხი სკლეროზიანი ხომ არ ჰგონიათ? მართლაც, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. რამდენ ადამიანს გამოიყვანენ აქციაზე, ვნახავთ.

უშანგი საჯაია, 69 წლის, პენსიონერი: - არც ვიცოდი, აქცია თუ იმართებოდა... ისე, ამინდი გაუარესდა და ხალხს, ალბათ, ვერ მოაგროვებენ.

- ცუდი ამინდის მიუხედავად, აქციას არ შეუერთდებით?

- ალბათ, წავალ... სამუშაო მაინც არ მაქვს... აბა, ყველა სახლში რომ დაჯდეს და ხმა არ ამოიღოს, ეგაა კარგი?! „ქართული ოცნების“ მოსვლა არ მწყენია, მაგრამ არც სხვებივით გახარებული ვიყავი. დაპირებებს არიგებდნენ და აშენებას გვპირდებოდნენ, მაგრამ არაფერი გაკეთდა! ხალხი მოგვატყუეს!

- ხალხს სააკაშვილი არ ატყუებდა?

- მიშას დროს სულ რაღაც შენდებოდა, გიგი უგულავა ქალაქს ალამაზებდა. გიგი დაიჭირეს, ფული მოიპარაო, თითქოს ამათ დაიკლეს - უარესად იპარავენ ბიუჯეტიდან ფულს, ხალხს კი, სამუშაო ვერ გამოუნახეს. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ახალგაზრდებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?

- ნაციონალებისდროს მუშაობდით?

- კი, პატარა სამუშაო მქონდა, მაგრამ მერე ავად გავხდი, წლებიც მომემატა და პენსიამ მომიწია. ახლა შვილების იმედად ვარ - ისინი მარჩენენ.

ვაზგენ კირაკოსიანი, 52 წლის, მძღოლი: - სულ საჭესთან ვზივარ, გენაცვალე და, აბა, სადა მცალია მიტინგზე სასიარულოდ? ისე, რადიო სულ ჩართული მაქვს და ვიცი, რომ “ნაციონალები” იკრიბებიან.

 

- რომ გეცალოთ, მიტინგზე წახვალთ?

- არა, მიტინგზე ყვირილით საქმე არა კეთდება, დაჯდნენ და მოილაპარაკონ, ხალხი დაიღალა მაგათი ჩხუბით. არც ივანიშვილის მხარე მომწონს და არც - სააკაშვილის, ნეტავ, ვის სცალია ხალხისთვის? ყველა თავის გამდიდრებაზე ფიქრობს. მე, მაგალითად, მძღოლი კაცი ვარ და ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ პატრონს ფული ჩავაბარო, მერე, იქიდან გადმომიგდებს კაპიკებს და ეგაა, ოჯახი ჩემი სარჩენია და აბა, რა ვქნა?! ივანიშვილი იქნება მთავრობაში თუ სააკაშვილი, მაინც არ გამამდიდრებს. რომ იტყვიან, ორივე მხარეს თავში ქვა უხლია!

დოდო ჩივაძე, 57 წლის, დიასახლისი: - ვაიმე, რომ იცოდეთ, როგორ ვერ ვიტან “ნაციონალებს”, მაგათ მიტინგზე არ წავალ, ფულიც რომ მაჩუქონ, მაინც არ წავალ! ღარიბაშვილი გვპირდებოდა, მალე “ნაციონალები” რადარებიდან გაქრებიანო, მაგრამ მაინც არ გვეშვებიან, ყველგან ეგენი ყაყანებენ.

 

- იცით, აქციას რა მიზნით მართავენ?

- ალბათ, იმიტომ, რომ ხალხს დაანახონ, ძლიერები ვართო, თორემ აფხაზეთზე კრინტს როგორ ძრავენ? გამოდიან ტელევიზორში გივი თარგამაძე, თვალებს აცეცებს გოკა გაბაშვილი და ამ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, თითქოს თვითონ ფრთიანი ანგელოზები იყვნენ.

- თქვენი აზრით, აქცია ხალხმრავალი იქნება?

- ხალხი, ალბათ, მივა... ზოგს ფულს მისცემენ, მოქრთამავენ... შეკრებენ, ალბათ, 500 ადამიანს...

ციცო მანია, 39 წლის, პედაგოგი: - ხმა „ქართულ ოცნებას“ მივეცი... რა მინდა “ნაციონალების” აქციაზე? “ნაციონალების” დრო უკვე დამთავრდა! მარაზმს ჰგავს მათი საქციელი. მართლა მეცოდებიან, წყალწაღებული ხავს ეჭიდებაო, ასეა მათი საქმე.

ქეთი შაშიაშვილი,  24 წლის, სტუდენტი: - რა მინდა “ნაციონალების” აქციაზე, მეხუმრებით?

 

- არა, რატომ? 15 ნოემბერს მიტინგზე მისვლის სურვილი რატომ არ გაქვთ?

- იმით, რაც ქვეყანაში ხდება, დავიღალე. არ მინდა, შუა ქუჩაში ახალგაზრდებს კლავდნენ და ეს გამოუძიებელი რჩებოდეს, არ ზრუნავდნენ ჩვენი უფლებების დაცვაზე, არ მინდა, ჩვენს ხარჯზე ერთეულები მდიდრდებოდნენ და ხალხს შიოდეს. არ მინდა, ხელისუფლებაში მკვლელები ისხდნენ და ხალხს მორალს უკითხავდნენ! არ მინდა შადრევნები, გზები და გარე განათებები, თუ საჭმელი არ მექნება. არ მინდა, კახელი გლეხი ჩეხდეს ვაზს, არ მინდა, ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ეჭვმიტანილი იყოს და სამშობლოში არ ჩამოესვლებოდეს! არ მინდა, ქვეყნიდან წასვლაზე ვფიქრობდე, რადგან აქ სამუშაოს შოვნა ჭირს და ხალხი სიღატაკეშია, მოტყუებული და დამცირებულია. ყველაფერ ამას ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის დროს და ნამდვილად აღარ მინდა წარსულში დაბრუნება!

ლალი ლიპარტელიანი, ეკონომისტი, 43 წლის: - მიტინგობა არა და არ დასრულდა, არც ადრე წავსულვარ მიტინგზე და არც ახლა ვაპირებ წასვლას!

- რატომ, ქვეყნის ბედი არ გაწუხებთ?

- ამათი ძიძგილაობით დავიღალე. ყველას სკამი და ფულის შოვნა უნდა და ხალხს ფარად იყენებს. არიქა, ქუდზე კაცი, იღუპება საქართველო, გარეთ გამოდით, გვიშველეთო, - სულ ამას ამბობენ პოლიტიკოსები. მერე, გავარდება ხალხი გარეთ, ღამეებს ათენებს სიცივეში, შია, სწყურია. მერე, მოვა ახალი მთავრობა და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ხალხი. რას გადაგვეკიდნენ? თვითონ დახოცონ ერთმანეთი და ათიონ ღამეები მიტინგებზე, ჩვენ ისედაც ბევრი პრობლემები გვაქვს! ქვეყნის საქმე პარლამენტში უნდა ირჩეოდეს და არა - ქუჩაში.

ციალა იორამაშვილი, 74 წლის, პენსიონერი: - ახალგაზრდა რომ ვიყო, წავიდოდი, გენაცვალე, მაგრამ მოხუცი ვარ და სად შემიძლია იმ ხმაურში დგომა? ისე, ცუდი მთავრობა მოვიდა - მოხუცებზე სააკაშვილი უფრო ფიქრობდა. ახლა კი, რა გაგვიკეთა სერგეენკომ? - მოხუცებს წამლის ყიდვაც აღარ შეგვიძლია თავისუფლად. წნევიანი ქალი ვარ და გულიც მაწუხებს, ხშირად არ შემიძლია, ექიმთან მისვლა, რომ რეცეპტი გამომიწეროს. ამაში ზედმეტი ფული იყრება და ხალხს აწვალებენ, ასე არაა? პენსია მოვამატეთო, ყვირის ხადური, ვის ატყუებს ეგ მსუქანა კაცი? პენსია სააკაშვილის დროს მოგვემატა და ახლა ესენი იბრალებენ. ალბათ, უნდათ, რომ მოხუცები მალე დავიხოცოთ. სააკაშვილი მეცოდება, კაცმა ამდენი იწვალა და ახლა ჩამოსვლის უფლებას არ აძლევენ! არა უშავს, ეს დროებითია, ამათაც მალე მოეხაზებათ, აი, ნახავთ თუ არა!

 

გიგა ჯღარკავა, 29 წლის, უმუშევარი: - მოიცათ, რა, რაღა დროს მიტინგებია. არ წავალ, “ნაციონალების” გვერდით ხომ არ დავდგები, “ტეხავს”!

- რატომ ტეხავს?

- რა უნდათ ამ მიტინგზე, ეგეც არ ვიცი.

- აფხაზეთის ოკუპაცია უნდა გააპროტესტონ.

- თვითონ თუ იყვნენ ხელისუფლებაში, ხომ აგვაყვავეს, რა. ვაი, მაგათ პატრონს. კარგად ვხალისობდი, “ნაციონალებს” რომ სცემდნენ. ეგენი ყოველ დღე უნდა გალახო, რომ აზრზე მოვიდნენ!

 

ლელა ვართანიანი, 35 წლის, პარიკმახერი: - არა, რა მინდა მიტინგზე? კარგი, რაა.

- მიტინგზე არასოდეს ყოფილხართ?

- ადრე, კარვები რომ იდგა პარლამენტის წინ, მაშინ გავივლიდი ხოლმე,  მაინტერესებდა, რა ხდებოდა. ისე, პოლიტიკა ჩემი საქმე არაა.

- თუ საიდუმლო არაა, ვისი მხარდამჭერი ხართ - ხელისუფლების თუ ოპოზიციის?

- არც ერთი მეხატება გულზე და არც - მეორე, მაგრამ ხელისუფლების უფრო მჯერა. აბა, “ნაციონალებმა” რაც ციხეში ხალხს ამბავი დამართეს, იმის მერე ხმას აღარც უნდა იღებდნენ. ეგენი ნამუსდაკარგულები არიან - ხალხს მუდამ ატყუებდნენ და მასხარად იგდებდნენ. წავიდა მაგათი დრო, დავიღალეთ ერთი და იგივე ხალხის ყურებით. ბევრი მათგანი ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ვერ ერევიან. ეს ხელისუფლებაც სუსტი აღმოჩნდა - რეიტინგი დაუვარდა, რადგან დანაპირები ვერ შეასრულეს, სამართალი მაინც არაა აღდგენილი და როდის დაამყარებენ ქვეყანაში წესრიგს, ეგეც არ ვიცი.

 

 

რა მოხდება 15-დან 23 ნოემბრამდე

მინდა, მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას და შევახსენო, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 308- მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის სასარგებლოდ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას, ასევე, უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიების გადაცემას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სწორედ ამ 308- მუხლის საფუძველზე, თავისუფალი თაობამოვითხოვთ, აღიძრას სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე”, - აცხადებსთავისუფალი თაობისლიდერი ლადო სადღობელაშვილი. მისივე თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია 15 ნოემბრამდე რამდენიმეათასიან ხელმოწერას შეაგროვებს და, სარჩელთან ერთად, პროკურატურაში შეიტანს.

 

ლადო სადღობელაშვილი: - “ნაციონალების” 15 ნოემბრის აქცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსიას ეხება. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება უძლურია, ხსენებული ტერიტორიები დაიბრუნოს და ამის ძალა, თურმე, მათ აქვთ. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, კოდორის ხეობა სვანეთს როგორ “ჩამოაწერეს” და ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რაც რუსების მიერ ამ კუთხის ხელში ჩაგდების რეალური მიზეზი გახდა. 2008 წლამდე, რუსული ჯარი ახალგორში არ იდგა, ცხინვალის რაიონის სოფლებიც საქართველოს მიერ კონტროლდებოდა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი, სურათი შეიცვალა და სწორედ ამის გამო, სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვთ, 15 ნოემბერს აქცია ჩაატარონ და ხალხი დაარწმონონ, რომ თითქოს შესწევთ ძალა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მოაგვარონ.

მათი განზრახვა ასეთია: 15 ნოემბერს კრიმინალები უნდა დაბანაკდნენ პარლამენტის შენობასთან და ხელისუფლებას მორალი უკითხონ. რუსთაველზე, ჯერ იყო და, 2007 წლის 7 ნოემბერს მოსახლეობას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მერე, 1011 წლის 26 მაისს, ორი გვამი სახურავზე დამალეს. სრული ამორალიზმია, რომ კრიმინალურმა ფორმირებამ საპროტესტო აქცია გამართოს. ამ ხალხის ადგილი ციხეშია!

- ნაციონალებ”, როგორც ვიცი, სხვა პარტიებიც უერთდებიან...

- დიახ, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, გრანტიჭამია არასამთავრობოები უერთდებიან 15 ნოემბრის აქციას - “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “მედიის განვითარების ფონდი”, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება”, “იდენტობა”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, კავშირი “საფარი” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა”. ყველაფრის მიუხედავად, 3 ათას ადამიანზე მეტს ვერ შეაგროვებენ.

კმარა, მორჩა „თავისუფლების ინსტიტუტი“! ბაჩანა ციხეშია, დათა გაქცეულია ისევე, როგორც მათი სათაყვანებელი მიშა; მერაბიშვილიც ციხეშია, გიგისთან ერთად. მოკლედ, “ნაციონალები” დღეებს ითვლიან!

- ლადო, მომიტინგეებისთვის ხელის შეშლას, ან კონტრაქციის ჩატარებას გეგმავთ?

- ყველაფრის მიუხედავად, გვინდა, დასავლური დემოკრატიის ფასეულობას არ გადავუხვიოთ. ამიტომ, 15 ნოემბერს კონტრაქციას  არ ვაპირებთ, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ 15 ნოემბრის შემდეგ, ადგილი ექნება მთელ რიგ პროვოკაციებს. კერძოდ, 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციის” 11 წლის თავზე, კრიმინალური ფონის ესკალაცია იგეგმება!

- რა გაქვთ მხედვლობაში?

- მაქსიმალურად უნდა აიწიოს ფონი, რასაც ხელისუფლებაში რყევა უნდა მოჰყვეს. 15 ნოემბერს მივცემთ მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალებას, ხელს არ შევუშლით... სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ქართულმა დაქირავებულმა რაზმმა, რომელიც უკრაინაში მსახურობს, განაცხადა, ბაჩო ახალაია ჩვენი მეგობარიაო. ეს ბანდფორმირება, დაახლოებით, 300 კაცისგან შედგება. იქ ძირითადად ე.წ. ვეტერანები, გადამდგარი სამხედროები არიან გაერთიანებულები.. ეს ორგანიზაცია 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით შეიქმნა და ევალებოდა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, უბნები დაერბია, სიტუაცია უმართავი გაეხადა. ამ ჯგუფში ძირითადად, მეგრელები არიან და უნდა ემოქმედათ სამეგრელოში, თუმცა ბანდფორმირებაში არიან თბილისელებიც და ე.წ. ძველი ბიჭებიც, „კულინარიელები“ და “მხედრიონელებიც”.

მაშინ ამ ჯგუფის განეიტრალება აშშ-ის ელჩის ჩარევით მოხდა. ალბათ, გახსოვთ: სამეგრელოში, არჩევნების შემდეგ, დიდი აქცია გაიმართა, სადაც აშშ-ის ელჩი მივიდა და პროვოკაციის მოწყობა ვეღარ მოხერხდა. ამ ბანდფორმირების უშუალო ხელმძღვანელები მეგის ქარდავა და ძმები ახალაიები იყვნენ. ეს სამასკაციანი რაზმი ასეულებად იყო დაყოფილი. ერთს ზვიად გამსახურდიას ყოფილი საველე მეთაური ზარანდია ხელმძღვანელობდა, მეორეს - ჩხეიძე, მესამეს კი, - ე.წ. მასტერა.

- მაინც, რა დავალებას იღებდნენ ეს რაზმები ახალაიები და ქარდავასგან?

- ეს ბანდფორმირება დაბანაკებული იყო წალენჯიხის ტყეში და მარტვილის რაიონში. ბანდის შექმნის ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: თუ, ვინიცობაა და, რუსები შემოვიდოდნენ, უნდა გაეჩაღებინათ პარტიზანული ბრძოლები. მაგრამ მერე, სიტუაცია შეიცვალა, “ნაციონალებმა” არჩევნები წააგეს და ისღა დარჩენოდათ, ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაეგრძელებინათ. მათ არჩევნების ჩაშლა ჯერ სამეგრელოში სურდათ, მაგრამ როცა იქ რიჩარდ ნორლანდი და ბიძინა ივანიშვილი ჩავიდნენ, სააკაშვილს წითელი ბარათი აუფრიალეს და უთხრეს, არაფერი გაბედოო. შემდეგ, როცა „ნაცმოძრაობამ“ ყველანაირი ბერკეტი დაკარგა, ეს ხალხი მიმოიფანტა, თუმცა უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა თუ არა, სააკაშვილის მოთხოვნით, თავი იქ მოიყარა.

ახლა კი, ეს 300-კაციანი “ბოევიკების” არმია, ეტაპობრივად, საქართველოში იგზავნება და არაა გამორიცხული, ამ ხალხის მეშვეობით, 15-23 ნოემბრამდე, დედაქალაქში დაძაბულობა შეიქმნას...

“ნაციონალების” სტილია, რომ მათი აქტიურობა რამე თარიღს უნდა უკავშირდებოდეს. 15 ნოემბერს ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ 23 ნოემბერი “ვარდების რევოლუციის” დღეა და სწორედ ამ დღეს იგეგმება პროვოკაციების კასკადი. ეს ერთი კვირა ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, მაქსიმალურად გააკონტროლოს ამ ბანდფორმირების ქმედებები.

- ლადო, მაინც, არ ამბობთ, ამ ხალხს კონკრეტულად რა გეგმა აქვს?

- ჩემი ინფორმაციით, სამეგრელოდან მობილიზებული ჰყავთ რამდენიმე ავტობუსი და ჩამოვა ხალხი. დასხდებიან შუა რუსთაველზე, გაშლიან კარვებს და დაიწყებენ შიმშილობას. მერე, მიდი და დაშალე, ან დაარბიე - ეს ხომ არადემოკრატიული ქმედება იქნება? რამდენ ხანს მოითმენს ხელისუფლება დედაქალაქის ცენტრში ასეთ ვითარებას? ვინ აიტანს ამ “გლდანის ნაგავსაყრელს” პარლამენტის წინ? ალაგმავენ და ატეხენ ყვირილს, ხელისუფლებამ დაგვარბიაო. ამის მერე დასავლეთიდან წაგვიკითხავენ დემოკრატიაზე ლექციებს, ატყდება ერთი ამბავი, რითიც ხელისუფლების რეიტინგი დაეცემა. ტყუილად არ ვამბობ, რომ ღარიბაშვილი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ჩვენ, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ჯგუფი მოწადინებული ვართ, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც “ნაციონალებისმაგვარი” მუტანტი არსებების ადგილი არაა. ასე რომ, მათ ვურჩევ, დაიწყონ და დაამთავრონ 15-ში აქცია, მაქსიმუმ რამდენიმე საათში.

მოკლედ, უსიამოვნებები გველის და არაა გამორიცხული, თავიანთი მხადამჭერიც გაწირონ, რათა პროვოკაცია “გამოაცხონ”. მათგან არაფერია გასაკვირი...

- ანუ, არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია უმართავი გახდეს?

- 15 ნოემბერს, როცა “ნაცმოძრაობა” აქციას გამართავს, ზემოხსენებული ბანდფორმირების ხალხი რუსთაველზე იქნება მობილიზებული. აფხაზეთის თემის წამოწევა მათთვის შირმაა და მეტი არაფერი. სავარაუდოდ, 300 კაცს სააკაშვილი გადმოისვრის თბილისში, რათა პროვოკაცია მოაწყოს. ამ ადამიანებმა უნდა დაიცვან „საწყალი“ “ნაციონალები” ხელისუფლებისგან.

ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ სამეგრელოს ტყეებში ჯერ კიდევ გაუხსნელი სამალავები და საცავები არსებობს. სააკაშვილი და მისი ბანდა იკვეხნის, რომ მალე აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამისთვის, მათ რომ ჰკითხოთ, არჩევნების ჩატარება არაა საჭირო.

“ნაციონალებს” გეგმა აქვთ შემუშავებული, რომლის მიხედვითაც, 15-23 ნოემბრამდე ქაოსი უნდა შექმნან და ტყვია გავარდეს. როგორც შევიტყვე, “ნაციონალები” და „თავისუფალიზონელები“ აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები და ლიდერისგან დავალება მიიღეს. სააკაშვილმა ინსტრუქტაჟი მისცა. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ჩვენ, ჩვენის მხრივ, 7 ნოემბრიდან ვიწყებთ აქციებს რუსთაველის გამზირზე