სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავებას ქართული ჯარისთვის დამანგრეველს უწოდებს.
სესიაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ჯაშუშურ ქსელში მტერთან თანამშრომლობას იწყებენ ელიტარული ნაწილის სამხედროები, ისეთები, როგორიც მფრინავები არიან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს დიდი პრობლემა აქვს.
სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ თანამედროვე ომს სამხედრო მფრინავი იგებს.
ერთი სამხედრო მფრინავის ჩამოყალიბება კი სახელმწიფოს ერთი მილიონი ეჯდება. საქართველოს რამდენი პროფესიონალი მფრინავი ჰყავს, ამაზე საუბარს სესიაშვილი თავს არიდებს.