გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს (ვიდეო)

გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს (ვიდეო)

გენერალ-მაიორი ვახტანგ-კაპანაძე აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პენტაგონში ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ლინგელთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ. გენერლებმა სამომავლოდ ერთობლივი სწავლებების ჩატარების გეგმებიც დასახეს. ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე სრული მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე სამხედრო მაღალჩინოსნებმა ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები. საუბარი შეეხო ISAF-ის ოპერაციასა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიას. გენერალ-ლეიტენანტმა ლინგელმა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ასევე, შეხვდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშორმლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვიცე-ადმირალ ჯოზეფ რიქსის.