“კაზანტიპის” ქართველი ვიცეპრეზიდენტის სკანდალური პორტრეტი - ქართველმა ახალგაზრდებმა საიდუმლო ორგანიზაცია “Z” შექმნეს

“კაზანტიპის” ქართველი ვიცეპრეზიდენტის სკანდალური პორტრეტი - ქართველმა ახალგაზრდებმა საიდუმლო ორგანიზაცია “Z” შექმნეს

...ლამის ათი წლის წინ, როცა ერთ-ერთ გაზეთში გამომშვებ რედაქტორად ვმუშაობდი, სტაჟირებაზე 21-22 წლის ყმაწვილი მოვიდა... მაშინ, ცხადია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და ეს ყმაწილი მთელ ქვეყანას არათუ აალაპარაკებდა, არამედ, “ერის მთავარ გამრყვნელადაცმოინათლებოდა. არადა, იმას, რასაც ჩემი ძველი ნაცნობი აკეთებს, ეკონომიკის ენაზე გარყვნა კი არა, ინვესტიცია ჰქვია... მოკლედ, ალბათ, მიხვდით, “კაზანტიპის რესპუბლიკისქართველ ვიცე-პრეზიდენტზე გიამბობთ... სხვათა შორის, გიორგი სიგუა არ ისვენებს და, როგორც გავიგე, ახალგაზრდულ ორგანიზაციაZ”- ქმნის, თუმცაZ”-ის ნიუანსები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. “ქრისტეს პრინციპებით ვცხოვრობ და არ ვცდილობ, ვიღაცის თვალში ბეწვი დავინახო! ბუნებრივია, შეცდომებს ვუშვებ და მერე, ამ შეცდომებს ვინანიებ!” - მეუბნება ქრისტეს ასაკში მყოფი გიორგი...  

- გიორგი, “ოცნებისხელისუფლებაში როგორ აღმოჩნდი?

- (იღიმება) ხომ იცი, რომ საქართველოდან გადაკარგული ვიყავი...

- მე ბევრი რამე ვიცი...

- თავის დროზე მიშასთან ძალიან დიდი კონფლიქტები მქონდა... ბელგიაში პოლიტდევნილის სტატუსი მივიღე... ბევრი ვიარე თუ ცოტა, 8-წლიანი ემიგრაციის პირობებში, 12 ქვეყანაში ცხოვრება, 19 პროფესიის, 9 ენის შესწავლა, დაოჯახება, თითქმის ყველა კონტინენტზე ცხოვრება და კიდევ ბევრი რამ მოვასწარი...

- ქვეყნიდან ქვეყანაში რატომ დადიოდი?

- სიახლისა და ავანტიურის არ მეშინია...

- ესე იგი, ავანტიურისტი ხარ?

- რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, ავანტიურისტი ვარ. საერთოდ, “ავანტიურა” ფრანგული სიტყვაა და “თავგადასავალს” ნიშნავს. როცა საშუალება მქონდა, რომ სადღაც წავსულიყავი და კარგი განათლება მიმეღო, მივდიოდი; ცხრა მთას იქით რაღაც საინტერესო სამუშაო გამოჩენილა და იქაც წავსულვარ... ბოლოს, აშშ-ში ვცხოვრობდი. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ჩაბმა ახალი გაცხადებული ჰქონდა...

- ის ამბავი უნდა მომიყვე, მორიგ ავანტიურაზე რომ წახვედი და აშშ-ში ჩამოსულ მიშას დებოში მოუწყვე?

- ივანიშვილი იქნებოდა თუ არა, ამას ისეც გავაკეთებდი, რადგან მიშასთან ჩემი ანგარიში მქონდა.

- როცა სააკაშვილს პირველად დაუპირისპირდი, ძალიან ახალგაზრდა იყავი, უნივერსიტეტში სწავლობდი და პოლიტიკაშიც ვერ ერკვეოდი...

- მოვიდა და განაცხადა, უნივერსიტეტში რექტორად დედაჩემის დაქალი უნდა დავნიშნო, უნივერსიტეტის დიდი საბჭო ვინ არისო. სტუდენტური თვითმმართველობიდან ამ საბჭოს წევრი ვიყავი და ყველა უნივერსიტეტელმა თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენით.

- მახსოვს, “კმარელებივით”, ზომიერად აგრესიული იყავი დაკმარადანშემოთავაზება არ გქონია??

- კი, მქონდა. როცა “კმარა” ყალიბდებოდა, რამდენიმე შეკრებას დავესწარი, მახსოვს, იქ ბაჩო ახალაიაც იყო, გოგა ონიანიც, თეა თუთბერიძეც და სხვა ასეთი ტიპები, მაგრამ მათ ვერ შევესისხლხორცე.

- რატომ?

- იდეაში, “კმარა” ახალგაზრდული ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური ტიპები მართავდნენ.

- შენზეც ამბობდნენ, რომ დამხობილიმოქკავშირიგმართავდა...

- ეს მართვა რაში გამოიხატებოდა?.. დიდ პოლიტიკაში არ ვერეოდი, უბრალოდ, მიშას მაშინ დავუპირისპირდი, უნივერსიტეტის მართვაში ჩარევა რომ დაიწყო... ამას მუქარაც მოჰყვა, შანტაჟიც, მოსყიდვის მცდელობაც და მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში “ბე-ტე-ერ”-ი და სპეცრაზმი შეიყვანეს, უეჭველი, დამიჭერდნენ და საქართველოდან გავიქეცი.

- ესე იგი, ცოცხის შეგეშინდა?

- უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ჯობდა, აქედან წავსულიყავი და ჩემი საკეთებელი გარედან მეკეთებინა. ციხეში ყოფნით ვერც ჩემი თავისთვის გავაკეთებდი რამეს და ვერც - ქვეყნისთვის. სხვათა შორის, ჩემი თითქმის ყველა მეგობარი დაიჭირეს - დაჩი ცაგურია, რატი მაისურაძე...

- მეგობრები მიატოვე, არა?

- რატომ მივატოვე?

- მათ იჭერდნენ, შენ კი, უცხოეთშიგულაობდიდა ამას მიტოვება არ ჰქვია?

- რას ვგულაობდი? ისეთი მომენტებიც ყოფილა, როცა ხან პარკში მეძინა, ხან - ხიდის ქვეშ... აშშ-ში მიშა რომ შემხვდა, მაშინ ძალიან პოპულარული გავხდი, რადგან მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო, რომ აშშ-ში სააკაშვილს ვიღაც “მიაწვა”...

- მოკლედ, მიშამგაგაპიარა”...

- როცა დიდი მასა თვლის, რომ მისთვის კარგს აკეთებ, ეს, ბუნებრივია, პიარია... ამის მერე, კოტე სურგულაძე დამიკავშირდა, რომელიც “ოცნებაში” ემიგრანტების მიმართულებით მუშაობდა და მითხრა, თუ გინდა, აშშ-ში ჩვენი წარმომადგენელი იყავიო. დავთანხმდი... მიტინგებს ვატარებდით, მიშას ხან სად ვხვდებოდით და ხან - სად...

- ყველაფერ ამას ენთუზიაზმით აკეთებდი თუოცნებათანხას გაძლევდა?

- რომ გვეარსება, რაღაც მინიმალურს გვაძლევდა...

- ეს მინიმალური რამდენი იყო?

- არ მახსოვს... მე, ჩემი მეგობარი ანტონი და კიდევ ერთი ბიჭი ერთად ვცხოვრობდით, ჩემი მეუღლე უკრაინელია და ცოლ-შვილი უკრაინაში გავუშვი, რადგან ოჯახის შენახვა მიჭირდა... დაახლოებით, 500 აქტივისტი მყავდა...

- ვიდრე შენს ცხოვრებაშიოცნებაგამოჩნდებოდა, აშშ-ში რას საქმიანობდი?

- ბირჟაზე ვბროკერობდი... სხვათა შორის, შვეიცარიაში ტურიზმის უმაღლესი სკოლა დავამთავრე და შვეიცარიაშივე, სასტუმროში, მზარეულობიდან დაწყებული გენერალურ მენეჯერობამდე, ყველა საფეხურზე მიმუშავია.

- კიდევ კარგი, მიშა გდევნიდა, თორემ ამდენს ხომ ვერ მიაღწევდი!

- რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევდი.

- ჰოდა, მიშას მადლობელი უნდა იყო...

- ბედის ირონიაა: აქ რომ დავრჩენილიყავი, ამხელა განათლებას ვერ მივიღებდი...

- მოკლედ, აშშ-შიოცნებისწარმომადგენელი გახდი და ხუთასკაციანი აქტივით მიშას დასდევდი...

- მხოლოდ მიშას კი არ დავდევდი. სენატორებს, კონგრესმენებსაც ვხვდებოდი, თეთრ სახლთან მიტინგებს ვატარებდი...

- ადამიანო, ცხონებული ბებიაჩემის თქმისა არ იყოს, იმის ეშმაკი გამხადა, ამერიკელი სენატორები შიშველ ხალხზე რატომ გაცვალე?

- რომელ შიშველ ხალხზე?

- “კაზანტიპზეგეუბნები...

- მაგალითად, აშშ-ის ელჩთან ახლაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს...

- შენთან ურთიერთობა არუტყდებათ”? შენ ხომ ერისმთავარ გამრყვნელადშეგრაცხეს!

- ეს ხალხი არ თვლის, რომ ერის გამრყვნელი ვარ.

- ახლა, არ მითხრა, რომკაზანტიპზედიპლომატებიც დაპატიჟე...

- “კაზანტიპზე” დიპლომატებიც იყვნენ, პარლამენტარებიც და მინისტრის მოადგილეებიც...

- ვაიმე, გაიხადეს კიდეც?

- “კაზანტიპზე” გახდა სავალდებულო არ არის!..

მოკლედ, აშშ-ში მიშას ყველგან, სადაც კი დავიჭირეთ, კუდით ქვა ვასროლინეთ. სხვათა შორის, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე, საზღვარგარეთ ნიუ იორკის უბანმა ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსულომ, დაახლოებით, ათასი ადამიანი სიიდან ამოაგდო...

არჩევნების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი და მუშაობა პარლამენტში, დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის თანაშემწედ დავიწყე.

- ესე იგი, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსობაც ტრიპოლსკიმგაგიჩალიჩა”?

- კი არ “გამიჩალიჩა”, რეკომენდაცია გამიწია, თან კონკურსი გავიარე, რომელშიც 82 ადამიანი მონაწილეობდა...

- “კაზანტიპისჩატარებაზე უფროსობა წინასწარ გააფრთხილე თუ ფაქტის წინაშე დააყენე?

- იცოდნენ, რომ “კაზანტიპი” უნდა ჩატარებულიყო.

- რატომ დაგთანხმდნენ, ანკაზანტიპამდერამდენიმე დღით ადრე, თანამდებობიდან რატომღა გაგიშვეს?

- აბა, რა ვიცი... ეს მაგათ ჰკითხე... თავიდანვე ვთქვი, ძალიან ბევრი დარტყმა, აგრესია და “სიახლეფობია” იქნება, მაგრამ მზად ვარ, ყველა დარტყმას გავუძლო და უკან არ დავიხიო, რადგან ამ მუსიკალური ფესტივალის ჩაშლა უკან, სიბნელისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამას არ დავუშვებ-მეთქი.

- გიორგი, ის, რაც შენთვის სინათლეა, სხვისთვის გარყვნილებაა!

- სტოპ, სტოპ, სტოპ! “კაზანტიპი” ჩვეულებრივი ახალგაზრდული გართობაა და იმაზე მეტი არაფერი ხდება, რაც, მაგალითად, ბათუმში, მაგრამ თავიდანვე ისეთი ნიშა მიანიჭეს, რომ გინდა თუ არა, “კაზანტიპი” ერის გადაგვარება უნდა იყოსო. ამ აზრს რომ გაემარჯვა, ვანო, ხომ წარმოგიდგენია, მერე რამდენ ხანს ილაპარაკებდნენ, აი, ჩვენ ერი გადავარჩინეთო...

- ვინ ილაპარაკებდა?

- ისინი, ვისაც უნდა, რომ ხალხი მუდმივ სიბნელეში იყოს. “კაზანტიპი” ახლა რომ ჩავარდნილიყო, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში, საქართველოში მსგავსი ვეღარაფერი ჩატარდებოდა და ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მე კი, ერთ ჩვეულებრივ ნაცრისფერ ჩინოვნიკად დავრჩებოდი. ახლა კი, ფერადი ვარ!

- საქართველოში ფერადები რომ არ უყვართ?

- აი, დარდი, თუ არ უყვართ!

- “კაზანტიპი”, რეალურად, ინვესტიციაა. ვიღაცები ინვესტიციებს ხომ არ ებრძვიან?

- არ ვიცი...

საერთოდ, ციფრებით ლაპარაკი მიყვარს - 5 მილიონი პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 15 ათასი ადამიანი ჩამოვიდა და თითოეულმა, საშუალოდ, 1000 დოლარი დახარჯა, რაც რეალურად, 15 მილიონია. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდა, ადგილი გამოცოცხლდა და საქართველოც გაპიარდა, ანუ რაღაც “დვიჟენია” დაიწყო, მაგრამ თუ გვინდა, რომ სულ “ეშმაკი, ეშმაკი” ვიძახოთ, არ ვიცი, შორს სადამდე წავალთ!

- გიორგი, გემუქრებოდნენ?

- მწყევლიდნენ...

ვანო, იცი, “კაზანტიპით” რისი ჩვენება მინდოდა?

- რისი?

- იმის, რომ მე ვარ ტიპი, რომელსაც შეუძლია, რაღაც დიდი დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს. ისე, დიდ საქმეს ხელს ბევრი კიდებს, მაგრამ ბოლომდე მიყვანილი ერთი საქმე მანახეთ!

“კაზანტიპს” ერთი რამ დააკლდა: იმდენი ხალხი არ მოვიდა, რამდენიც უნდა მოსულიყო და ხარჯები ამოეღო.

- ამის გამო ნიკიტა ხომ არ გაგინაწყენდა?

- არა... შარშან, ყირიმში, “კაზანტიპზე” 67 ათასი ადამიანი იყო, ჩვენთან კი, - 14 ათასი, თუმცა გათვლა 20 ათასზე გვქონდა. ილუზია არ გვქონდა, რომ ჩვენთანაც 67 ათასი იქნებოდა, მაგრამ ისიც ჩვენი ბედი იყო, რომ ლარსი ჩამოწვა...

- სხვათა შორის, ერთი მამაო ამტკიცებდა, უფალმაკაზანტიპისგამო დაგვსაჯა და ლარსი ამიტომ ჩამოწვაო... მორწმუნე ხარ?

- კი და, შენ წარმოიდგინე, მოძღვარიც მყავს.

- მერე, შენი მოძღვარი რას გეუბნებოდა?

- იგივეს, რასაც სხვა სასულიერო პირები...

- როგორ ფიქრობ, გარყვნილი ხარ?

- გარყვნილი?.. არა, გარყვნილი რატომ ვარ?!

- ყველაზე გარყვნილი საქციელი რა ჩაგიდენია?

- ვანიჩკა, გარყვნილება ფარდობითი მცნებაა. ვიღაცისთვის გარყვნილება “შორტებით” სიარულია. ვიღაცისთვის - ორგია...

- გქონია ორგია?

- არა, კაცო, რას ამბობ!.. ბუნებრივია, რომ ჩემს მოძღვარს ის პოზიცია ჰქონდა, რასაც მისი უფროსები ამბობდნენ, მაგრამ მართლმადიდებლობა ძალიან დიდი თავისუფლებაა. ქრისტე გეუბნება, გასწავლი და შენ როგორც გინდა, ისე მოიქეციო. ქრისტიანობა ძალადობისგან ძალიან შორს დგას. ქრისტე და მისი მოწაფეები გზაზე მიდიოდნენ და კაცი შემოხვდათ, რომელიც ჯირკზე ხტუნაობდა. ჰკითხეს, რას აკეთებო. ღმერთს ვადიდებო, მიუგო. მოწაფეებმა “ღადავი” დაუწყეს. ქრისტემ დაარიგა, როგორც ესმის, ღმერთს ისე ადიდებს და რას დასცინითო. ეს ბევრს არ ესმის და შეიძლება, წაკითხულიც არ აქვს...

- გიორგი, “კაზანტიპამდესხვა ბრალდებებსაც გიყენებდნენ. მაგალითად, ამბობდნენ, რომ ვიღაცას ფულიდააწერე”, ანუ ითაღლითე...

- ჩემზე უამრავი ლეგენდა დადის და განსაკუთრებით, მათ, ვინც “ფეისბუქში” ცხოვრობენ და რეალობას მოწყვეტილნი არიან, ჰგონიათ, რომ დიდ საქმეებს ვატრიალებ. აშშ-ში ბევრია, ვინც ბებიას საფენებს უცვლის, “ფეისბუქში” ზის და ასტრალშია გასული...

- ასტრალი რა შუაშია? ადამიანები ამბობენ, რომ მათ ფულიდააწერე”...

- მაჩვენე ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ფული გამოვართვი. როცა მე და ჩემი მეგობარი საქართველოში მოვდიოდით, ერთმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ფული მართლა მოგვცა.

- და აღარ დაუბრუნე?

- მაჩუქა და რა უნდა დამებრუნებინა?

- რამდენი გაჩუქა?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?! თუ კონკრეტულ ადამიანს ვიღაცამ ფული გამოართვა, ან “შეაწერა”, სასამართლო ხომ არსებობს? ჰოდა, წადი და უჩივლე, რაღა გაზეთებში წერ?!

- ასეა თუ ისე, ფული გაქვს!

- რა ფული მაქვს?

- ყოველ შემთხვევაში, ისე აღარ გიჭირს, როგორც, ემიგრაციაში წასვლამდე: მაშინ მეტროთი დადიოდი, ახლა კი, - მანქანით...

- ამ მანქანის კრედიტი ჯერ არ დამიფარავს... სხვათა შორის, იყო შემთხვევები, როცა ემიგრაციაში ისეთი სამსახური მქონდა, სადაც თვეში 30 ათას დოლარს მიხდიდნენ. საქართველოში რომ ჩამოვედი, პარლამენტში 700-ლარიანი სამსახური მქონდა, ტურიზმის ადმინისტრაციაში კი, - 3-ათასიანი.

- ამასობაში, “კაზანტიპი” “გააძრედა ნიკიტა დაგპირდა, რომ წელიწადში 100 ათას ევროს გადაგიხდის, არა?

- როცა უსამსახუროდ დავრჩი, ნიკიტამ თქვა, შენი ნიჭისა და შესაძლებლობების არგამოყენება შეცდომაა და თუ სხვა არ გამოიყენებს, მე გამოვიყენებ და “კაზანტიპის რესპუბლიკაში” მეორე კაცის ადგილს გთავაზობო.

- ესე იგი, ვიცე-პრეზიდენტს ველაპარაკები?

- ასეც შეიძლება ითქვას...

- ამ 100 ათასზე ნიკიტამ ხელშეკრულება გაგიფორმა?

- არა...

- ერთ დილას ნიკიტას ცუდ განწყობაზე რომ გაეღვიძოს და დაპირებული ფული არ მოგცეს, რა გეშველება? სამსახურის ალტერნატივა გაქვს?

- აი, მაგალითად, დღეს ერთ საქმეზე მივდივარ და, თუ შევთანხმდით, შემოსავალიც მექნება...

- ამასობაში, ქართველ ახალგაზრდებსტვინს უწამლავდა რაღაც საიდუმლო ორგანიზაციას ქმნი, რომელსაც, მგონი, “Zჰქვია...

- არანაირი ტვინის მოწამვლა და საიდუმლო ორგანიზაცია...

- აბა, რატომ მითხარი, რომZ”-ზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება? რას მალავ?

- ჯერ ამის დრო არ დამდგარა...

- “Zიატაკქვეშ იკრიბება?

- არ გეტყვი...

- “Z”-ის წევრი როგორ უნდა გავხდე?

- ამას შენ თვითონ უნდა მიხვდე...

- არ ვიცი, ესZრა არის და როგორ უნდა მივხვდე?

- არ გეტყვი, რადგან ჯერ “ფაბლიქის” დრო არ არის.

- ესფაბლიქირაღა უბედურებაა?

- ჯერ საჯაროობის დრო არ არის...

- გიორგი, “კაი ტიპიხარ, ანუ შეიძლება, ახალგაზრდობის იდეალი გახდე?

- იდეალები, კერპები და კუმირები არ მომწონს. არ მესმის, ვიღაცა ვიღაცის კერპი რატომ უნდა იყოს. შეიძლება, ვინმესთვის კარგი საქციელით მისაბაძი გახდე, თორემ ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და უნდა გვესმოდეს, რომ დედამიწაზე ცხოვრების რაღაც პერიოდი გვაქვს მოცემული და არ ვიცით, ეს პერიოდი როდის “დაგვისტუკებს”...

- ისე, “კაზანტიპისშემდეგ, ფეხი მოიტეხე და არ ჩათვალე, რომ ეს უფლისგან ნიშანი იყო?

- ცრუმორწმუნე არ ვარ...

- კლასიკური ქართველი ხარ?

- კლასიკური ქართველი რას ნიშნავს?

- ვთქვათ, რაღაც მიუღებელია...

- ჩემთვის მიუღებელი სიცრუე და ორპირობაა...

- მშობლები რას გეუბნებიან?

- სხვათა შორის, “კაზანტიპზე” ჩემი მშობლებიც იყვნენ...

- ვაუ! რამდენი წლისანი არიან?

- 67 წლისები არიან, “კაზანტიპზე” იყვნენ და მშვენივრად ერთობოდნენ!..

- გიორგი, შენი მიზანი რა არის? ეპატაჟური იმიტომ ხარ, რომ კარგადგაიყიდო”?

- ტურიზმის დეპარტამენტში ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ეს საქმე კი, საქართველოში ტურიზმის განვითარება იყო. სხვათა შორის, “კაზანტიპის” გარდა, ძალიან ბევრი რეფორმა გავატარე...

- ჰო, მართლა, ახლაღა გამახსენდა: ჩინეთში სტალინის გაყიდვასაც გეგმავდი...

- კი არ ვგეგმავდი, გავყიდე და 27 მილიონი დოლარიც ავიღე.

- რა გაყიდე, კაცო, 27 მილიონად, სტალინი?

- დიახ...

- ეს როგორ?

- მოგიყვები... როცა სტალინის გაყიდვის იდეა გაჩნდა, საქართველოში ოთხი ჩინური ავიაკომპანია, რვა ტურისტული სააგენტო და რამდენიმე ტელევიზია დავპატიჟე. საქართველო შემოვატარე და ბევრი რამ ვანახე, მათ შორის, გორში, სტალინის მუზეუმი და ავლაბრის სტამბა. ჩინელები სტალინზე ბავშვებს მეორე კლასიდან ასწავლიან. გაგიჟდნენ, არ იცოდნენ, სტალინი ქართველი რომ იყო... მერე, ჩინეთის კომპარტიიდან წერილი მომივიდა, ამხანაგო სიგუა, მეუღლესთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრებზე გეპატიჟებით, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს ჩვენ აგინაზღაურებთო...

- კომპარტიის საპატიო წევრადაც ხომ არ მიგიღეს?

- არ შემოუთავაზებიათ, თორემ შეიძლება, დავფიქრებულიყავი... მოკლედ, ჩინეთში წავედი და ერთი ბოთლი ღვინოც წავიღე, რომელსაც ეტიკეტად სტალინის სურათი და საბჭოთა კავშირის გერბი ჰქონდა. ჩინეთში 10-მილიონიანი ქალაქების მერებსა და 120-მილიონიანი პროვინციების ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შევხვდი.

- მოკლედ, ჩინელებმა ჩათვალეს, რომ მინიმუმ, ლენინი ესტუმრათ, არა?

- (იცინის) ეს ერთი ბოთლი ღვინო ერთ-ერთ ძალიან მაღალჩინოსანს ვაჩუქე, თან ვუთხარი, სტალინის მამას დიდი ვენახი ჰქონდა, მაგრამ ახლა პატარა ფანჩატურია დარჩენილი, სადაც ვაზი სიმბოლურადღაა და სამ ბოთლ ღვინოს ვწურავთ, ერთ ბოთლს მოსკოვში, სტალინის საფლავზე წავაქცევთ ხოლმე, ერთს მავზოლეუმში, ლენინის ცხედართან ვდგამთ და ერთი ბოთლი კი შენ ჩამოგიტანე-მეთქი. ეს კაცი სიხარულისგან გაგიჟდა და გადირია, ამ ღვინოს არ დავლევ, მაგიდაზე დავდგამ და ვილოცებ, შენ კი მითხარი, რა გაგიკეთოთ, რითი დაგეხმაროთო. ამ შეხვედრამდე სტალინის სახელობის უზარმაზარ პარკში ვიყავი. ჰოდა, მასპინძელს ვუთხარი, ამ პარკში ადგილი გამოგვიყავი, სადაც საქართველოს რეკლამას განვათავსებთ, ასევე, ავიაკომპანიებში თვითმფრინავები დაგვაბრენდინეთ და საქართველოზე სერიალი გადავიღოთ, რომელსაც ჩინური არხები გაუშვებენ-მეთქი. შევთანხმდით, რომ ფილმი “სი-სი ტვ”-ზე, ანუ ჩინურ პირველ არხზე მთელი 2015 წლის განმავლობაში გავიდოდა, თან გავაფრთხილე, ჩვენ ფული არ გვაქვს და ყველაფერი თქვენ უნდა დააფინანსოთ-მეთქი. გადათვალ-გადმოთვალეს და 155 მილიონი იუანი გამოგვიყვეს, რაც დაახლოებით, 27 მილიონი დოლარია.

- ფული ხელზე მოგცეს?

- არა, ეს თანხა ჩინეთში უნდა დაგვეხარჯა...

- სტალინმა ჩინური ტურისტების რაოდენობა გაზარდა?

- თავის დროზე კი გაზარდა, მაგრამ ახლა, ხომ იცი, ვიზებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია... ფილმის გადაღებაც დავიწყეთ, მაგრამ ჩემი წამოსვლის მერე, ჩვენებაზე რატომღაც უარი თქვეს და გადაღება შეწყდა...

- გიორგი, თანამდებობიდან რომ გაგათავისუფლეს, ტრიპოლსკის დახმარება არ სთხოვე, ან შიდა გარჩევები არ მოაწყვე?

- ვანიჩკა, შიდა გარჩევები “შიდა” იმიტომაა, რომ შიგნით რჩება... ისე, ძალიან კარგად ვიცი, ვინ და რატომ გამათავისუფლა. ამიტომ, “გარჩევები” რაში მჭირდებოდა?

- ისე, იცი, რომ ვიღაცები მიშას გადარებენ?

- კი, ვიცი...

- როგორ ფიქრობ, გავხარ?

- რაღაცით ვგავარ.

- მაინც, რითი გავხარ?

- ალბათ, ენერგიულობით, თუმცა მიშაზე უფრო ენერგიული ვარ!