პედაგოგები, რომლებიც ინგლისურისა და კომპიუტერის კურსების გამოცდას გაივლიან, პრეზიდენტის ინიციატივით 200 ლარიანი სახელფასო დანამატი დაენიშნებათ. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- წელს სერთიფიცირება გაიარა 1 300 პედაგოგმა, რომელთა ხელფასიც 75 ლარიანი დანამატით გაიზრდება. 2014 წლამდე პედაგოგების სასერთიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითი იქნება, ხოლო შემდეგ უკვე სავალდებულო გახდება.
იმ პედაგოგების ხელფასი კი, რომლებიც კომპიუტერის და ინგლისური ენის ელემენტარულ ცოდნას გამომაჟღავნებენ და გამოცდას გაივლიან, პრეზიდენტის ინიციატივით, 200 ლარით გაიზრდება, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდები 2011 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება და მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაციისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ.