ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა სომეხი პოლიტიკოსები გამოაცოცხლა.
განსაკუთრებით წარმოშობით ახალქალაქელი შირაკ ტოროსიანი გამოცოცხლდა.
ახლა კი სიცოცხლის ნიშანწყალი დავით რსტაკიანსაც დაეტყო. ეს უკანასკნელო ორგანიზაცია ”ვირქის” ხელმძღვანელია. რსტაკიანმა ერევანში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
”ვირქელთა” მამამ რსტაკიანმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯავახეთის სკოლებში სწავლა ორ ენაზე, სომხურად და ქართულად მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლებამ თბილისს მკაცრი პასუხი უნდა მოსთხოვოს.