რატომ აღარ აქტიურობს და ვის ვერ იტანს გაპოლიტიკოსებული მსახიობი - ზაზა პაპუაშვილის პოლიტდიაგნოზი
წლების განმავლობაში, როცა კოლეგები ხელისუფლებასთან შესაძლოა, ღია დაპირისპირებას გაურბოდნენ, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა და ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებას აპროტესტებდა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და დეპუტატის მანდატის მიღების შემდეგ კი, პასიური პოლიტიკოსების სიაში აღმოჩნდა. მართალია, თავს კვლავ აქტიურ პოლიტიკოსად თვლის, მაგრამ ფაქტია, ბოლო ორი წელია, არც ხელოვანთა აქციებზე გამოჩენილა და არც - იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც დღესაც შიმშილს, უმუშევრობასა თუ უსამართლობას ებრძვიან. რატომ გაქრა აქტიური პოლიტიკიდან ზაზა პაპუაშვილი? - მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ინტერვიუ ამ კითხვით დავიწყე.
- ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ვიყავი - გაცნობიერებული მქონდა, რომ ისინი ქვეყნის პირწმინდად დამღუპველი ,,მოღვაწე-ები’‘ იყვნენ. ახლა სად უნდა ვიაქტიურო? ხელისუფლებაში ვარ, რის მიმართ გა-მოვიჩინო აქტიურობა?
- ხალხს ისევ შია, ახალგაზრდებს დასაქმების პრობლემა აქვთ - ამ კუთხით იაქტიურეთ.
- ამ მხრივ ბიუროში ვაქტიურობ, სადაც მოსახლეობას ვხვდები და თავის პრობ-ლემებს მაცნობს. ბუნებრივია, ყველას ვერ ვეხმარები და ამის გამო შესაძლოა, ვიღაც ნაწყენიცაა, მაგრამ ხალხის გვერდით დგომას გულწრფელად ვცდილობ. საკომიტეტო განხილვებზეც აქტიური ვარ, უმრავლესობის სხდომაზეც ჩემს პოზი-ციას ვაფიქსირებ...
- ბოლო რამდენიმე სხდომაზე განცხადება არ გაგიკეთებიათ, განათლე-ბის მინისტრთან შეხვედრაზე კი ერთი საკითხიც არ გაგიპროტესტებიათ.
- ყველაფერში ზომიერების დაცვა მომწონს. მიკროფონთან იმისთვის არ მივდი-ვარ, რომ ტელევიზიით გამოვჩნდე. ეს ნაკლებად მიზიდავს... ტაქტიკა ცხოვრება-შიც შევცვალე.
- ტაქტიკის მას შემდეგ ხომ არ შეგაცვლევინეს, რაც ადგილობრივ არ-ჩევნებამდე დავით ნარმანიას არასწორად შერჩეული კანდიდატურა უწო-დეთ?
- ტაქტიკა იმ გაგებით შევცვალე, რომ ენერგიის ფუჭად ხარჯვა აღარ მინდა. მირჩევნია, ენერგია ძლიერი იდეისკენ მივმართო, თან მეტი გავიგე, ვისწავლე, წა-ვიკითხე, ადამიანებშიც უკეთ გავერკვიე. კარგად ვხვდები, ვის რა მიზანი ალაპა-რაკებს და რა მოტივაცია აქვს. ასე რომ, მინდა, ჩემს სიტყვასა თუ საზოგადოება-ში გამოჩენას მეტი ფასი დაედოს. როგორც მსახიობი, ასე ვფიქრობდი და ახლაც იგივე აზრზე ვარ - ვცდილობ, საკუთარი თავი ნაკლებად გავცვითო.
- ეს როგორ გავიგო? - მოსახლეობის პრობლემებზე აქტიურად საუბარი თავის გაცვეთად მიგაჩნიათ?
- მეც საზოგადოების წევრი ვარ და ხშირად მოსახლეობის კრიტიკულ დამოკი-დებულებასაც ვიზიარებ, რაც არასოდეს დამიმალავს, მაგრამ ,,ქართულმა ოცნე-ბამ’‘ სამი უზარმაზარი საქმე გააკეთა: ამნისტია, ჯანდაცვის რეფორმა და თავი-სუფლება! გული მწყდება, უამრავი პოზიტიური გადაწყვეტილების საზოგადოებამ-დე მიტანა რომ ვერ ხერხდება.
- გაკეთებული საქმეების ნაცვლად, ხელისუფლება გაუთავებლად ნაციო-ნალური მოძრაობის შეთქმულებაზე საუბრობს. ეს ტაქტიკა გამართლებუ-ლია?
- მემკვიდრეობაზე მეც უნდა ვთქვა: რთულია, როცა წინამორბედის ნაგავი თავზე გეყრება. ორ წელიწადში კი ქვეყანა არ შენდება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება არ გვყავს, დაჩეხილია. ავადმყოფური ვითარება შეიქმნა და ეს ცო-ტა ხნის წინ ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქ-შოუშიც კარგად გამოჩნდა. ფასეულობები არ გაგვაჩნია, არც ღრმა ცოდნა გვაქვს და არც მომავლის ჭვრეტა შეგვიძლია. აკ-ვიატებული აზრები გვაწუხებს და რეაქტიული ფსიქოზი გვაქვს. ევროპას გავიძა-ხით, მაგრამ მასთან არც გონებრივი კავშირი გვაქვს, არც - ემოციური. როცა სა-ზოგადოება ფასეულობებით ცხოვრობს, მის შეურაცხყოფას ვერ გაუბედავ, მაშინ-ვე რეაქცია ექნება. საქართველოში კი, ყველა დაქსაქსულია, თვითგანვითარების უნარი აღარ აქვს, სულ ვიღაცას ელის. პლაკატური და ლოზუნგური აზროვნება კი, საშინელებაა. მდარე დონეა ქვეყანაში.
- თოქ-შოუში, რომელიც ახსენეთ, სწორედ ის ,,ელიტა’‘ საუბრობდა, რო-მელთან ერთადაც ხელისუფლებაში მოხვედით!
- თუ ეს ელიტაა, გამოდის, მე ხელოვნებასთან კავშირი საერთოდ არ მქონია. კონკრეტულად არავის დავასახელებ, ჩემს სიტყვებში თავი თავად ამოიცნონ... ზო-გადად, უნიჭოების დამახასიათებელი ნიშანია - მუდმივად წუწუნი, ქარიშხლის გა-მოწვევის მცდელობა, თემების მიკიბ-მოკიბვა, ვიღაცისთვის თავის დამადლება...
ასეთ პიროვნებებს ვერ ვიტან. არავისთვის არაფერი დამიმადლებია და ნურც ნუ-რავინ გაბედავს, რამე დამამადლოს! სახელმწიფო ხელოვნებას განვითარებაში უნდა დაეხმაროს, რადგან ეს სფერო სულს ღაფავს, მაგრამ ასეთი კიკიმორების დაფინანსება დაუშვებელია.
- რატომ ვერ გახდით პარლამენტში ხელოვანების ინტერესების დამცვე-ლი?
- ისინი სად არიან? სად არიან ეს ხელოვანები ან რა დიალოგია ჩემსა და ხე-ლოვანებს შორის? ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ, რადგან ყველასთან დიალო-გისთვის მზად ვარ. უბრალოდ, გვერდზე მდგომს ვერავის ვხედავ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ენერგიაც სწორადაა გამოყენებული. საკმარისზე მეტი გავაკრიტიკე, მაგ-რამ ხელოვანები იმდენად ღრმა ძილში არიან, რომ არაფერი ესმით. არც ამბოხი, არც ენერგია... გაყურსულები და თავზე ნაცარწაყრილები სხედან. სურვილიც არ აქვთ, მოვიდნენ, შეგაწუხონ, იდეების განხორციელებაში დახმარება გთხოვონ.
- რატომ არ მიხვედით კულტურის სამინისტროსთან, როცა იქ რეჟისორე-ბი აქციებს მართავდნენ, რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა მსახიობები პო-ლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობდნენ ან, როცა ოპერისა და ბალეტის თეატრმა, თანამშრომლების პროტესტის გამო, სეზონი ვერ გახსნა?
- კულტურის სამინისტროსთან კავშირი არ მაქვს და საერთოდ, ვერ ვხვდები ამ უწყების ფუნქციას. სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა აბსოლუტური კატასტრო-ფა იყო, მაგრამ ახლაც არ ვიცი, რა ხდება. ჩვენ შორის კონტაქტი, დიალოგი, სა-კითხების ერთად განხილვა არ არსებობს.
- ანუ პოლიტიკურად იმიტომ პასიურობთ, რომ გუნდიდან გარიყული ხართ?
- არ ვარ პოლიტიკურად პასიური, პირიქით, აქტიური ადამიანი ვარ. უბრალოდ, ჩემი ენერგია არასწორადაა გამოყენებული. პოლიტიკაში ჩემი მოსვლა ბრძოლის შედეგი იყო. ახლაც მინდა შუამავალი გავხდე, რათა პრობლემების მოგვარების ტემპი დაჩქარდეს. ამას სამშობლოს სიყვარულის გამო ვამბობ და არა - კარიე-რული წინსვლისთვის. შესაძლოა, ვიღაცას ამ სიტყვებზე ეცინება, მაგრამ მე სწო-რედ ასეთებზე მეცინება...
- პროფესიულ თეატრებზე თქვენი საკანონმდებლო ცვლილებები პარლა-მენტმა დაიწუნა და კოლეგები პარლამენტშიც დაგიპირისპირდნენ და თე-ატრშიც. ასეთ ადამიანებზეც გეცინებათ?
- თეატრის შესახებ კანონი შემუშავებულია და მისი ამოქმედების დროც დადგე-ბა.
ამ კანონის გამო, კომფორმისტი, უნიჭო ადამიანები აჟივჟივდნენ და ისტერიკაში ჩაცვივდნენ. ცვლილებები არ უნდათ, რადგან ზოგადად, ხელოვნების სფეროში რეტროგრადიზმია ფესვგამდგარი. უნიჭო სამხატვრო ხელმძღვანელებს თეატრი თავიანთი სახანო და სასულთნო ჰგონიათ. კონკურენტუნარიანი, თავისუფალი გა-რემო კი არ სჭირდებათ. კონკურენციის ეშინიათ, რადგან იციან, დამარცხდებიან. ურჩევნიათ, ვიღაცასთან ჩაწყობით დანიშნულები იყვნენ. მე მიყივლია! მომავალ თაობას ვეტყვი, რომ პარლამენტში ყოფნისას ამას ვამბობდი, მაგრამ არ იყო გა-რემო და არც ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ცვლილებების მნიშვნელობა ესმოდათ. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ყველას არ ვგულისხმობ. გააჩნია, პარლა-მენტში ამ კანონს ვინ რა კუთხით შეხედავს. შესაძლოა, ვიღაცამ თავისი პოლიტი-კური მომავლისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიოს ან პროგრესულ იდეად ჩათვალოს, ამიტომ შესაძლოა, ჩემი მოსაზრებები ვიღაცებთან ცდომილებაში მოვიდეს, მაგ-რამ გაუშვი, იყოს! ასეთი რამეები არ მადარდებს, მინდა, ჩემი ქვეყანა გადარჩეს, ადამიანებმა საღად აზროვნება დაიწყონ, დემაგოგია და პოპულიზმი კი, ერთხელ და სამუდამოდ, გაქრეს. მეტი ტემპი და მეტი პრინციპული ადამიანი, კვალიფიციუ-რი კადრია საჭირო, რომლებიც ქვეყანას გამოადგებიან.