გაერომ ცოტა ხნის წინ ქართველ დევნილებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო. მას 15 ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. ერთ-ერთი მათგანი იყო სომხეთი. ამის გამო აფხაზეთიდან დევნილებმა ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის ბლოკირება გადაწყვიტეს.
ამ განცხადებას არც სომხეთის და არც საქართველოს ხელისუფლება არ გამოხმაურებია. ამასთან დაკავშირებით პროტესტი მხოლოდ გუშინ გამოითქვა. ქართველი დევნილების გადაწყვეტილებით დეპუტატი შირაკ ტოროსიანი აღშფოთდა.
მისი თქმით. ქართველი დევნილები სომხეთისთვის სამაგიეროს გადახდას აპირებენ. ტოროსიანის მტკიცებით. ქართველი დევნილების განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრული დამოკიდებულება არ არის.
ტოროსიანი აცხადებს, რომ საქართველო ლარსის თემით არ უნდა სპეკულირებდეს. გაეროში სომხეთის უარს კი თავისებურად ხსნის. მისი თქმით, საქართველო გაეროში სომხეთის სასარგებლო გადაწყვეტილებებს არასდროს უჭერდა მხარს.
ამის გარდა, ტოროსიანი საქართველოში სომხების უფლებების დარღვევასაც აპროტესტებს. ამბობს, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს ეროვნულ უმცირესობებს.
ცნობისათვის, ტოროსიანი წარმოშობით ახალქალაქიდან არის. ის სომხეთის პარლამენტში თავისი ანტიქართული განწყობით გამოირჩევა.