მოსკოვის ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატი იპოვეს

მოსკოვის ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატი იპოვეს

გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ჟურნალისტებმა მოსკოვში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ხატი იპოვეს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული.

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ავრცელებს.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის მდებარე პატარა შენობაში მდებარეობს. შესასვლელიდან დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია. ხატის გვერდით არის წმინდა მატრონას ცხოვრების ამსახველი გამოსახულებები.

ასეთ ერთ-ერთ სიუჟეტში წმინდა მატრონას გვერდით გამოსახულია იოსებ სტალინი. ხატის წარმოშობის შესახებ, როგორც აღმოჩნდა არაფერია ცნობილი - თავად ტაძარშიც მისი ავტორი ვერ დაასახელეს.

არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ იოსებ სტალინმა წმინდა მატრონა 1941 წელს მოინახულა. ხატზე სწორედ ეს მომენტია ასახული. აღსანიშნავია, რომ მრავალი მორწმუნე სტალინისა და წმინდა მატრონას გაცნობის ფაქტს უარყოფს და ყოველივეს მკრეხელობად მიიჩნევს.