მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ რესინმა პეტრე პირველის ქანდაკების გადატანა მოითხოვა.
ქანდაკება, რომელიც მოსკოვის სანაპიროზე დგა, ქართველ სკულპტორს, ზურაბ წერეთელს ეკუთვნის და 1997 წელსაა დადგმული.
დღევანდელი თათბირის მონაწილეები შეეცადნენ, შეწინააღმდეგებოდნენ რესინის წინადადებას. მათი თქმით, იმ ფულით, რაც ქანდაკების გადატანა დაჯდება, 2 საბავშვო ბაღის აშენება დაჯდება,ამაზე რესინმა უპასუხა:
- ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ.
პეტრეს ქანდაკებას მოწინააღმდეგეები ყოველთვის ჰყავდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ქანდაკება შეცვლილი ვერსიაა კოლუმბის გიგანტური ქანდაკებისა, რომელიც თავის დაროზე აშშ-მ საჩუქრადაც კი არ მიიღო.
წერეთლის ოპონენტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ იური ლუჟკოვის მოსკოვის მერის თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ლუჟკოვი ქართველი სკულპტორის ტალანტის თაყვანისმცემლად ითვლება.