ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჟურნალისტებისთვის სემინარი „საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე“ მიმდინარეობს. 2 დღიანი ტრენინგი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
სემინარი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარემ ელენე გოცაძემ გახსნა. ლექციებზე საქართველოს ნატოში გაწვრიანების პროცესი, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები, თავდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმები და უელსის სამიტის შედეგები განიხილება. ამ თემებზე ვრცლად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრეს. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარი საინფორმაციო ცენტრის „ ნატოსა და ევროიკავშირის შესახებ“ ინიციატივით იმართება. მასში 30 ჟურნალისტი მონაწილეობს. ტრნინგის ფარგლებში სტუმრები სამთო მომზადების სკოლას დაათვალიერებენ. სპეციალურად მათთვის სამხედრო მოსამსახურეები საჩვენებელ წვრთნას გამართავენ.