სარიტუალო ასეულის სამხედროები საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე (ვიდეო)

სარიტუალო ასეულის სამხედროები საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედროებმა ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. საპატიო ყარაულმა საჩვენებელი გამოსვლა „სკს“-ის ტიპის კარაბინებით შეასრულა. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ღონისძიებაზე „Air 1“ და „Air 2“ ტიპის საჩვენებელი ელემენტები წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

ღონისძიება ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ ორგანიზებით გაიმართა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ფესტივალის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩიდან, თავისუფლების მოედნის გავლით რიყემდე სახალხო მსვლელობა მოაწყვეს. ევროპის მოედანზე „შავფაროსანთა“ ფედერაციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, ქართული ტრადიციული შეჯიბრებები და თამაშობები გაიმართა.