„დავფრინავ ფიზიკურად და არა - პოლიტიკურად“

„დავფრინავ ფიზიკურად და არა - პოლიტიკურად“

- მთელ საქართველოში დავფრინავ, ოღონდ არ დავფრინავ, ზოგადად, პოლიტიკურად, დავფრინავ ფიზიკურად.

ფეხები მყარად მიდგას ჩვენს მიწაზე, - ასეთი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოში მიწის დამუშავება თანდათან დაიწყო და ეს თვითმფრინავიდან კარგად ჩანს.

- დღეს დაუმუშავებული მიწის 80% დამუშავებულია. როდესაც უცხოეთში დავფრინავდი, პირველი, რაც თვალში მეცემოდა, დამუშავებული მიწის ნაკვეთები იყო.

ვფიქრობდი, რომ ჩვენთან ეს არასდროს არ იქნებოდა, მაგრამ დღეს საქართველოშიც უამრავი დაუმუშავებული მიწა დამუშავდა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.