„ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე

„ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე "გრეჩიხა“

- მოღალატე იყო რამდენიმე, მაგრამ ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე "გრეჩიხა". მან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გასცა ჩვენი გეგმა, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მისი საქართვეოლოში ჩამოსვლა მოიცავდა მხოლოდ მიტინგზე ერთსაათიან გამოსვლას.

"იყო კონკრეტული გეგმა, რომ ეს საქმე მიგვეყვანა ბოლომდე. ხელისუფლებისთვის მიგვეყენებინა ისეთი დარტყმა, რომ დასრულებულიყო.

ეს გეგმა მუშავდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენი გეგმა, ჩემი ჩამოსვლის სცენარი ჩაბარებული იყო ხელისუფლებისთვის. მოღალატე იყო რამდენიმე, მაგრამ ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე "გრეჩიხა". მან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გასცა ჩვენი გეგმა", - განაცხადან ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ "ქართული პარტია" შეიქმნა მხოლოდ ერთი მიზნით, მიხეილ სააკაშვილის მოსაშორებლად.

"აწი აღარასდროს ვიტყვი, რომ საქართველოში ჩამოვდივარ, ვიტყვი მხოლოდ, რომ აქ ვარ", - განაცხადა ოქრუაშვილმა.