გრიშა ონიანი საცხოვრებლად ცხინვალში მიდის

გრიშა ონიანი საცხოვრებლად ცხინვალში მიდის

სტალინელთა კავშირის თავმჯდომარე გრიშა ონიანი სტალინის ძეგლის გადატანის გამო პროტესტს გამოთქვამს და რუსეთის პრეზიდენტს თავშესაფარის თხოვნით მიმართავს.

მას ცხინვალში სურს საცხოვრებლად გადასვლა და მიმართავს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ იგიც დაეთანხმოს მის ამ გადაწყვეტილებას. “სადაც ისტორიის ასეთი გაუფასურება და ადამიანთა აზროვნების დახშობაა, მე ამ ქვეყანაში ვერ ვხედავ ვერც დემოკრატიისა და ვერც ადამიანის თავისუფლების ნიშან-წყალს”, - აცხადებს სტალინელთა კავშირის თავმჯდომარე.

გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის ძეგლის არსებობა არაერთხელ გამხდარა კამათის საგანი. პარასკევს ღამით კი ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა - ძეგლი სტალინის სახლ-მუზეუმში გადაიტანეს. მის ადგილას კი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის დაიდგმევა.

ონიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტალინი გიორის ცენტრში იდგმება, თუ მისსავე სახელობის სახლ-მუზეუმში. მისთვის მეორეხარისხოვანია ის, რომ სტალინის ძეგლი ძველი ადგილიდან ოდნავ მოშორებით გადააქვთ. სტალინელთა კავშირის თავმჯდომერე ნებისმიერ შემთხვევაში ბელადის ძეგლის ხელის ხლებას მისი სახელისა და როლის  დაკნინებად აღიქვამს.