შირაკ ტოროსიანმა განათლების რეფორმა დაგვიწუნა

შირაკ ტოროსიანმა განათლების რეფორმა დაგვიწუნა

სომეხი დეპუტატი შირაკ ტოროსიანი აშკარად საქართველოზეა მომაგრებული. დღე არ გავა, მან საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება არ გააკეთოს.

ტოროსიანი საქართველოს ხელისუფლებას სომხების უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს. ამჯერად მან განათლების რეფორმა დაგვიწუნა. მისი თქმით. საქართველოს განათლების სამინისტრომ პირობა დაარღვია.

სომეხი დეპოტატის მტკიცებით. ჯავახეთის სკოლებში სწავლა ნელ-ნელა ქართულ ენაზე გადადის. განათლების სამინისტრო კი თურმე ამტკიცებდა სომხურ ენას არ შევავიწროვებთო.

ასეთი პოლიტიკა, ტოროსიანის აზრით, უხეშად არღვევს ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებებს.  დეპუტატის თქმით, განათლების რეფორმის წყალობით სომხებმა ან ჯავახეთი უნდა დატოვონ, ანდა გაქართველების გზას დაადგნენ.